santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • დედაქალაქი
    ავტორი: რობერტ მენასე მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში იყრის თავს ყველაფერი; ბრიუსელის ქუჩებში დარბის ღორიც. ფენია ქსენოპულო, კულტურის დირექტორატის მოხელე, რთული ამოცანის წინაშე დგას. მან ევროკავშირის კომისიის იმიჯი უნდა გააუმჯობესოს. მაგრამ როგორ? ფენია მარტინ ზუსმანს, თავის რეფერენტს, იდეის ჩამოყალიბებას ავალებს. იდეა ხორცს ისხამს – ეს არის წარსულის მოჩვენება, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციებს მშფოთვარე დღეებს უქადის; დაუძლურებული დავიდ დე ფრინდი სასაფლაოს მოპირდაპირე მხარეს მოხუცთა თავშესაფარში ელოდება სიკვდილს...
    21.95
    დედის ოთახი
    ავტორი: ნაირა გელაშვილი დედის ოთახი“ ნაირა გელაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომანია. ახალგაზრდა ექიმი და ბიოქიმიკოსი წარმატებით მუშაობს წამალზე, რომელსაც კიბოს განკურნება შეუძლია. საყოველთაო აღიარება შორს აღარ არის, მაგრამ ბედისწერის მოულოდნელი შემოჭრა ცხოვრებაში მეცნიერის მთელ მიღწევებსა და მსოფლმხედველობას თავდაყირა დააყენებს: საფრთხე მის უძვირფასეს ადამიანს – დედას ემუქრება. რომანის მთავარი გმირი – დედა – ქარგვის უბადლო ოსტატი და იდუმალი პიროვნებაა. დედის ოთახს სამი შვილის სამყაროსგან მისივე ხელით ნაქარგ-ნაქსოვი, ორმაგი ფარდა მიჯნავს, მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას რომ ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებსაც საიდუმლოს განცდა არ დაუკარგავთ. დედისა და შვილების ურთიერთობაში მთელი ქვეყნის, მთელი თანამედროვე მსოფლიოს პრობლემები ირეკლება: ადამიანის გაუცხოვება ღმერთისაგან, ბუნებისა და საკუთარი თავისაგან; სიცოცხლის ერთიანი დესაკრალიზაცია; შესაბამისად, მონატრება ჰარმონიისა გარემომცველ სინამდვილესთან, ოჯახის წევრებთან, ცხოველთან თუ მცენარესთან; „დედის ოთახი“ ეს არის რომანი-იგავი, რომანი-მისტერია, რომელიც მკითხველში აღძრავს ადამიანური ყოფიერების, როგორც ერთი დიდი საიდუმლოს განცდას, საიდუმლოსი, რომლის შემადგენელი ნაწილებია ყველა და ყველაფერი, მათ შორის ოჯახი, მშობლები და შვილები; და-ძმობა და მეგობრობა; შეხვედრები და განშორებები... ამიტომ არ კარგავს მეოცე საუკუნის მიწურულს დაწერილი ეს ნაწარმოები, რომელსაც ყველა იდუმალი დედის სივრცეში შევყავართ, თავის აქტუალობას: ჩვენ ყველას ხომ დედა გვჭირდება და გვენატრება, მაშინაც კი, როცა ის გვყავს.   
    23.4
    დეიდა ტულა
    ავტორი: მიგელ დე უნამუნო სერია:იკითხე კლასიკა სერია: იკითხე კლასიკა     " ტულა ახალგაზრდა ქალია, რომელიც, დის გარდაცვალების შემდეგ, ობლად დარჩენილი ორი დისშვილის მოვლა-პატრონობას კისრულობს. ქალი ჭკუას კარგავს დისშვილებზე, თუმცა, მისი წარმოდგენით, „დედა-დეიდის“ როლი არანაირ სხვა ვალდებულებას არ ითვალისწინებს და ამიტომაც, ბუნებრივია, მისთვის მიუღებელია სიძის, რამიროს, მომეტებული ყურადღება. ამავე დროს, თავისი მოძღვარიც კი ურჩევს, რამიროს ცოლად გაჰყვეს... გამოჩენილი ესპანელი მწერლის, მიგელ დე უნამუნოს, ეს მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული რომანი რთული ოჯახური ცხოვრების კიდევ მრავალ კოლიზიასა და დიდ ლიტერატურასთან შეხვედრის სიხარულს გვპირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია და მცირე პროზის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს ამ კრებულში შესული მოთხრობები: „ამბავი ერთი სიყვარულისა“ და „სამი სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგი“, რომლებიც დიდ სიამოვნებას მოჰგვრის მკითხველს. "
    13.95
    დეიდა ხულია და ჯღაბნია
    ავტორი:მარიო ვარგას ლიოსა   პერუელი ნობელიანტი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი „დეიდა ხულია და ჯღაბნია“ ამ ნაწარმოების პირველი ქართული თარგმანია ორიგინალიდან – აქამდე ქართველი მკითხველი ამ წიგნის მხოლოდ რუსულიდან თარგმნილ გამოცემას იცნობდა.   რომანი თავად მწერლის პროტოტიპის, ახალგაზრდა, მწერლობაზე მეოცნებე კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც თვრამეტი წლის ასაკში ოცდათორმეტი წლის ქალი, საკუთარი ბიძის ცოლის და შეუყვარდება და ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად არამხოლოდ აღშფოთებულ ნათესავებთან, არამედ, როგორც პერუული კანონების მიხედვით არასრულწლოვანს, ბიუროკრატიულ ბარიერებთანაც უწევს გამკლავება.   საოცარი იუმორით მოთხრობილი ამ უჩვეულო სიყვარულის ამბის პარალელურად კი ახალგაზრდა მწერლის მეგობრის, რადიოსპექტაკლების ავტორის, უცნაური და საინტერესო კაცის, პედრო კამაჩოს მიერ დაწერილი სცენარებიდან ვეცნობით ფრაგმენტებს – ტექსტის იმ მონაკვეთებს, სადაც მარიო ვარგას ლიოსას მწერლური ოსტატობა მთელი ძალით ვლინდება – პოსტმოდერნისტული შედევრების შექმნის პარალელურად ვარგას ლიოსა ახერხებს „საპნის ოპერებით“ გააჯეროს თხრობა, თანაც ისე, რომ ინტელექტუალი მკითხველიც მოხიბლოს და არც ამ ჟანრის ერთგვარ ბანალურობაზე თქვას უარი.    ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ
    27.95
    დეიზი მილერი და სხვა
    ავტორი:ჰენრი ჯეიმზი მთარგმნელი: გია ბერაძე   ამერიკელი მწერალი ჰენრი ჯეიმზი (1843-1916) ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი რომანისტია. მის კალამს ეკუთვნის 20 რომანი, 100-ზე მეტი მოთხრობა და მრავალი კრიტიკული წერილი. რომანებს შორის განსაკუთრებით ცნობილია – „ელჩები“, „ევროპელები“, „ლედის პორტრეტი“, „ვაშინგტონის მოედანი“. თავის ნაწარმოებებში ის დიდი ოსტატობით აღწერს ურთიერთობებს სქესთა შორის და მორალურ კონფლიქტებსა და სისასტიკეს ამერიკის, ინგლისისა და, საერთოდ, ევროპის საშუალო და მაღალ ფენებში.    წიგნში შესულია ავტორის „მცირე პროზის’’ სამი შედევრი: „მხეცი ჯუნგლებში“, „დეიზი მილერი“ და „წერილების დასტა“.   მოთხრობაში „მხეცი ჯუნგლებში“ ტრადიციული მოჩვენების თუ ეგზოტიკური მხეცის ადგილზე აღმოჩნდება ჯონ მარჩერის ცნობიერების ფანტომი. ჯონ მარჩერს ეჩვენება, რომ ელოდება მხეცი, სიმბოლური ურჩხული, რომელიც ჯუნგლებიდან გამანადგურებელი ნახტომისთვის ემზადება...   „დეიზი მილერის“ სიუჟეტი ეფუძნება ევროპული და ამერიკული ცნობიერების შეჯახებას. ეს არის კონფლიქტი ბრიტანეთისთვის დამახასიათებელ მეტისმეტად თავდაჭერილ ქცევებსა და უმანკო ახალგაზრდა თავქარიან გოგონას შორის.   მოთხრობაში „წერილების დასტა“ პარიზის პანსიონის რამდენიმე მცხოვრები წერილებს სწერს თავის მეგობრებსა და ოჯახს. წერილების მთავარი თემა მათი დამოკიდებულება და რეაქციებია ერთმანეთის ხასიათის მიმართ.
    21.95
    დეკამერონი
    ავტორი: ჯოვანი ბოკაჩო მთარგმნელი: თედო სახოკია სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
    27.95
    დელიკატურობა
    ავტორი  :დავიდ ფონკინოსი   არსებობენ საოცარი ადამიანები, ჩვენს ცხოვრებაში შეუფერებელ დროს რომ ჩნდებიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმიტომაც არიან საოცარნი, საჭირო დროს რომ შეგვხვდნენ." მოულოდნელი უბედურებით განადგურებული მშვენიერი ნატალი ცდილობს, სამუშაოს გადააყოლოს გული და ცივად უკუაგდებს სასიყვარულო თავგადასავლის ნებისმიერ შესაძლებლობას. თუმცა ნატალის ცხოვრებაში უცნაურად გამოჩნდება ერთი შეხედვით სრულებით შეუფერებელი ადამიანი, რომელსაც, დანარჩენებისაგან განსხვავებით, გააჩნია დელიკატურობა – იშვიათი უნარი, სათანადოდ მოეპყროს მყიფე და მსხვრევად რამეებს, მათ შორის – ნატალის გულს. დავიდ ფონკინოსის რომანი "დელიკატურობა" გამოქვეყნებისთანავე პოპულარული გახდა საფრანგეთში, ხოლო ავტორისავე რეჟისორობით გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა, რომელშიც მთავარ როლს ოდრი ტოტუ ასრულებს, დიდი ინტერესი დაიმსახურა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ავტორი 2012 წელს "ცეზარზე' წარადგინეს ნომინაციაში – "საუკეთესო სცენარი", ფილმი კი საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარზე იყო წარდგენილი. ფილმი თითქმის ზუსტად ასახავს რომანში გადმოცემულ სევდანარევ, რომანტიკულ განწყობას, რასაც მსახიობთა შესანიშნავი ანსამბლი და ემილი სიმონის გულშიჩამწვდომი მუსიკაც უწყობს ხელს.
    9.9
    დელირიუმი
    ავტორი: ლორენ ოლივერი სერია: ლიბერთინსი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე   იდევ ოთხმოცდათხუთმეტი დღე და მერე უსაფრთხოდ ვიქნები.მინდა, ის მალე ჩავიტარო და განვიკურნო. ძნელია, იყო მომთმენი. ძნელია, არ გეშინოდეს, როცა ჯერ ისევ ავად ხარ. მე დელირია ჯერ არ შემხებია. თუმცა, მაინც ვღელავ. ძველად სიყვარული ხალხს აგიჟებდა. სიყვარული ყველა მომაკვდინებელ სენზე უარესია: გკლავს მაშინაც, როცა მას განიცდი და - მაშინაც, როდესაც ვერ გრძნობ. ამბობენ, რომ სიყვარულისგან განკურნება გაბედნიერებს და მისგან სამუდამოდ გიცავს. ამის ყოველთვის მჯეროდა და დღემდე ეჭვი არ შემპარვია. მაგრამ, ახლა ყველაფერი შეიცვალა. მირჩევნია, თუნდაც ერთი წამით სიყვარულით დავინფიცირდე, ვიდრე სიცოცხლის ბოლომდე ტყუილში ვიცხოვრო.  
    13
    დენს დენს დენს
    ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი ყდა: რბილი „ცხვრის“ შემდეგ დავწერე „საოცრებათა სამყარო მუხრუჭების გარეშე“, მერე – „ნორვეგიული ტყე“ და მხოლოდ ამის შემდეგ – „დენსი“. „ვირთხას ტრილოგიის“ გმირები ერთთავად ჩემში რჩებოდნენ. იმ სამ წიგნს ერთმანეთის მიყოლებით ვწერდი და მინდოდა, ბოლომდე მომეთხრო ყველაფერი, რათა, ბოლოს და ბოლოს, გავთავისუფლებულიყავი მისგან“. – ჰარუკი მურაკამი მისტიკურ დეტექტივში „დენს დენს დენს“ სიუჟეტი „ცხვარში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იშლება. მთხრობელი წყვეტს კავშირს ყველასთან და ყველაფერთან, თავით ეშვება ჟურნალისტური ყოველდღიურობის მორევში და განვითარებული კაპიტალიზმის დიადი სისტემის ჭანჭიკად იქცევა, რასაც ის „ნეხვად გადაქცევის სისტემას“ უწოდებს. მთხრობლის ფუნქცია კულტუროლოგიური ნამქერის ქექვაა. რომანის მთავარი გმირი სინამდვილისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს; ვერ პოულობს ადგილს სამყაროში; მის სულში სრული ქაოსია. ის არაფერთან არ არის შეერთებული, თუმცა რაღაც მაინც ცდილობს მის გონებაში შეღწევას, რაღაც – რაც მას ჯერ კიდევ არ წაუშლია საკუთარ თავში… ადამიანი-ცხვარი ამ „რაღაცის“ ჩართვას ჰპირდება და ურჩევს მას: „იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს…“ სულ მალე გმირი ხვდება, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ძალიან დახლართულია, ამიტომ ის იძულებული ხდება, თავიდან დაიწყოს ცეკვა.
    19.9
    დერბორანსი
    ავტორი: შარლ ფერდინან რამიუ მთარგმნელი: ნინო შავდია რომანი ემყარება ისტორიულ ფაქტს: 1714 წლის 23 სექტემბერს, შვეიცარიის ალპების მასივში, სახელწოდებით დიაბლერები, მთა მოწყდა. ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ დარჩა ლეგენდა მთის ქვეშ მოყოლილ ახალგაზრდა მწყემსზე, რომელიც უკან ბრუნდება და სანამ ცხოვრებაში თავის ადგილს დაიმკვიდრებს, იძულებულია დაამტკიცოს, რომ მოჩვენება არ არის. ,,დერბორანსი“ მწერლის შედევრად ითვლება.
    7.7
    დეტექტივობანა
    ავტორი: დავით ჩომახიძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
    11.95
    დიალოგი ცენზურაზე
    ავტორი: ლაშა ბუღაძე ცენზურა, როგორც წესი, ტოტალიტარული რეჟიმების პირმშოა. თუმცა იდეოლოგიურ ცენზორზე მკაცრი შეიძლება საზოგადოება, ან, თუნდაც, საკუთარი ეგო გამოდგეს. ამ, და ცენზურასთან დაკავშირებულ სხვა მრავალ საინტერესო თემას მიეძღვნა რადიოგადაცემების ციკლი “დიალოგი ცენზურაზე”, რომლის ავტორი და წამყვანი ლაშა ბუღაძე სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს, რა როლს თამაშობს ადამიანის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში ცენზურა, განვითარების რა ეტაპები განვლო ამ ფენომენმა და რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში.
    15.9
    დიდებული გეტსბი
    ავტორი: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი სერია: კლასიკა   მთარგმნელი: რუსუდან მახათაძე „გეტსბის“ ტრიუმფული სვლა დღესაც გრძელდება. უკვე კლასიკად ქცეული ამ რომანის საიდუმლო ალბათ არა მხოლოდ ავტორის ოსტატობასა და პარადოქსულ მეტაფორებში იმალება, არამედ იმ თავგანწირულ სულისკვეთებაში, რომლითაც დიდებული ახალგაზრდა კაცი, ჯეი გეტსბი, დაკარგული სიყვარულის დაბრუნებას და საკუთარი თავის ხელახლა შექმნას ცდილობს.
    11.9
    დიდი გეტსბი
    ავტორი: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე   ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. ეს არის მამაკაცისა და ქალის დიდი ამბავი, უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა, ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად... როგორ მთავრდება იმ კაცის სიყვარული, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი? „დიდი გეტსბი“ იმ რომანებს განეკუთვნება, მართლაც ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება, მაგრამ ბევრ საფიქრალსაც ტოვებს.
    12.95
    დიდი იმედები
    ავტორი: ჩარლზ დიკენსი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
    24.9
    დიდი ოთხეული
    ავტორი: აგათა კრისტი „დიდი ოთხეული“ - საიდუმლო ორგანიზაცია; „დიდი ოთხეულის“ წევრები - N1 ბოროტი, N2 მდიდარი, N3 მეცნიერი და N4 „გამანადგურებელი“; „დიდი ოთხეულის“ მიზანი - გაბატონება კაცობრიობაზე! „დიდი ოთხეულის“ პირისპირ - დიდი მაძებარი ერკიულ პუარო! ერკიულ პუაროს მისიაა კაპიტან ჰასთინგზთან ერთად გაარკვიოს, გამოიძიოს „დიდი ოთხეულის“ საქმინობა, მიზნები... პუარო იწყებს - მალე იდუმალი, ბურუსით მოცულიც იკვეთება - N4, „4“, „ოთხეული“. ეს უბრალო დამთხვევაა, თუ კარგად გათვლილი კომბინაცია? პუარო აგრძელებს - ამ საქმეს თან სდევს სიკვდილი: ყველა, ვინც გამომძიებელს ინფორმაციას აწვდის, კვდება; თავადაც არაერთხელ აღმოჩნდა სასიკვდილო საფრთხეში. წინ „დიდი ოთხეულისა“ და სახელგანთქმული მაძებრის დიდი დაპირისპირებაა!
    13.95
    დიდი სახლის პატარა დიასახლისი
    ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: თამარ მაღრაძე სერის: იკითხე კლასიკა   "სასიყვარულო სამკუთხედი“ ხომ ყველაზე ტრაგიკული და საბედისწერო კავშირია. თუმცა, იმ უამრავ ცხოვრებისეულ თუ ლიტერატურულ სამკუთხედს“ შორის, რომლებიც კაცობრიობას ახსოვს ან შეუქმნია, ჯეკლონდონისეული განსაკუთრებით სევდიანია. მდიდარი და წარმოსადეგი დიკ ფორესტის, მისი მშვენიერი მეუღლე პაოლასა და ძველი მეგობრის, ევან გრეხემის კავშირი, სასიყვარულო ურთიერთობის განვითარება და მოულოდნელი დასასრული არავის დატოვებს გულგრილს. დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ ჯეკ ლონდონმა სიცოცხლის ბოლოს დაწერა. მწერალი, რომელსაც სახელი და აღიარება სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებებმა მოუტანა, თავის საუკეთესო თხზულებად სწორედ ემოციით, გრძნობით, სენტიმენტებით, ინტრიგებითა და სიყვარულით სავსე ამ ნაწარმოებს მიიჩნევდა. წაიკითხეთ თქვენც და, იქნებ, დაეთანხმოთ კიდეც ავტორს.
    13
    დიდი სახლის პატარა დიასახლისი
    ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ანა წერეთელი ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს – ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია: ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა... რომანის სიუჟეტი ეყრდნობა სასიყვარულო სამკუთხედს – პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს, გავიგოთ, როგორ იპოვა პაოლამ აქედან „სუფთა და კეთილშობილი“ გამოსავალი? ამ რომანით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს. ისეთი ადა­მიანები კი, როგორიცაა დიდი სახლის პატარა დიასახლისი, კაცო­ბრიობას აკეთილშობილებს. „ერთის გულწრფელი ნათქვამი ბრბოს ყვირილზე მეტია, განა მთელი ცხოვრება წამება არ არის?! ცხოვრე­ბის ღრმა შინაარსიც სწორედ ამ წამების შემცირებაშია“.
    11.9
    დიდი სახლის პატარა დიასახლისი ( საკოლექციო)
    ავტორი: ჯეკ ლონდონი რომანის სიუჟეტი ეყრდნობა “სასიყვარულო სამკუთხედს’’ - პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს.
    14.9
    დიდი სახლის პატარა დიასახლისი / მარტინ იდენი
    ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: თამარ მაღრაძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
    23.95
    დიდი სმა
    ავტორი: ბესიკ ხარანაული სერია: "ინტელექტი" 25 წლისაა „მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა“ – განმარტავს ბესიკ ხარანაული თავიდანვე და მკითხველს დიდი სმის მისტიკურ რიტუალზე ეპატიჟება, რომ ყოფნა-არყოფნის მარადიული დრამა თავისებური სცენარით წარმოგვიდგინოს.ქადაგ-ხუცესისგან წერად დამწყალობნების შემდეგ, ბესიკ ხარანაული ნამდვილ კარნავალს მართავს, სადაც, საიქიოსა და სააქაოს სივრცეებში, გვერდიგვერდ, სრულფასოვან მოქალაქეებად ჩნდებიან ბრმა ჰომეროსი და ყრუვი გიორგი, ერეკლე მეორის უბირი ქალისგან შეძენილი ვაჟი ბიჩინაგა და გომურში დაბადებული ბალღი...
    19.95
    დიდი ღამე
    ავტორი: გრიგოლ აბაშიძე
    25
    დიდი ღამე
    ავტორი: გრიგოლ აბაშიძე   გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანი „დიდი ღამე“ საქართველოს წარსულზე მოგვითხრობს. XII-XIII საუკუნეების ისტორიული მოვლენები, მტრის შემოსევები და დიდი ღამე, რომლის დროსაც არაერთი ტრაგედია გადაიტანა ქართველმა ერმა. მიუხედავად ყველაფრისა მომავლის იმედი უკვდავია – „გათენდება, გჯეროდეს, რომ გათენდება! საქართველო უკვდავია. კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.“
    15
    დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
    ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია "ისტორიული მასალის პოეტიზირებას მხოლოდ მაშინ აქვს თანადროულობისათვის რეზონე, როცა თვით აღებული ეპოქა, ან მისი გმირნი და მათი ხასიათი ეკორესპონდირება თანადროულობის იდეებს", - წერდა კონსტანტინე გამსახურდია და ეს მის ისტორიულ რომანშიც თვალსაჩინოა.  
    30