santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
დაკარგული ნახევარი
ავტორი: ბრიტ ბენეტი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: წლის ბესტსელერი შეიძლება უკვე გიფიქრია, რას გრძნობ, როცა იდენტობასა და საკუთარ ცხოვრებას გართმევენ, მაგრამ რას ნიშნავს არჩევანი, რომლითაც საკუთარ თავზე თავად ამბობ უარს? ახალგაზრდა ამერიკელი ავტორის, ბრიტ ბენეტის, ბესტსელერი სწორედ ამ არჩევანის შესახებ გვიყვება. ???? „დაკარგული ნახევარი“ შთამბეჭდავი რომანია ტყუპ დაზე, რომლებიც ბავშვობაში განუყრელები იყვნენ, მერე კი ორ სხვადასხვა სამყაროში გადაწყვიტეს ცხოვრება - შავსა და თეთრში. დები პატარა სამხრეთულ დასახლებაში გაიზარდნენ და 16 წლის ასაკში გაიქცნენ სახლიდან. თუმცა ზრდასრულობაში არა მარტო მათი ყოველდღიურობაა განსხვავებული, არამედ ყველაფერი - მათი ოჯახები, საზოგადოება და მომავალიც. წლების შემდეგ ერთ-ერთი და თავის შავკანიან ქალიშვილთან ერთად კვლავ იმ სამხრეთულ დასახლებაში ცხოვრობს, საიდანაც თავის დაღწევა სცადა, მეორემ კი თეთრკანიანთა შორის თავის დამკვიდრება შეძლო. მიუხედავად ამისა, დების ბედი კვლავ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. და ვინ იცის, რა მოხდება, როცა მათი ქალიშვილების გზები გადაიკვეთება? წიგნი გამოცემისთანავე მოექცა „New-York Times"-ის ბესტსელერთა სიის სათავეში. ბენეტს წიგნის ეროვნულმა ორგანიზაციამ 35 წლამდე ასაკის მწერლების საპატიო წოდება მიანიჭა,„The Times"-მა კი ავტორი წლის 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. წიგნის გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.
16.95
დაკარგული სინათლე
ავტორი: ჯილ სანტოპოლო სერია: წლის ბესტსელერი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი. ლუსი და გეიბი ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. გზები გაიყო – გეიბი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუსი – ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია. მონატრების, ეჭვიანობის, სინანულისა და შეხვედრების ცამეტი წელი გავიდა, სიყვარული არ გახუნებულა, მაგრამ მოუტანა კი მათ ბედნიერება? გვიან აღიარეს, რომ სიყვარული სინათლეა და როცა მას დათმობ, საზღაური მეტისმეტად მწარეა, ხანდახან სიცოცხლეც კი.
13
დაკრძალვის შემდეგ
ავტორი: აგათა კრისტი   რიჩარდ ებერნეთის დაკრძალვის შემდგომ ნათესავები ანდერძის გასაცნობად იკრიბებიან. მისი სიკვდილი უეცარი, თუმცა კი მოსალოდნელი იყო. გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივ სიკვდილს მიიჩნევენ, მაგრამ გარდაცვლილის დის, კორას, შეძახილის შემდეგ: „ის ხომ მოკლეს, არა?“ ოჯახის ადვოკატს ეჭვი ეპარება, რომ რიჩარდ ებერთენი მოკლულია და გადაწყვეტს, საქმე გამოიძიოს. მალე მძინარე კორას ნაჯახით კლავენ, მაგრამ არა გაძარცვის მიზნით. ადვოკატ ენტუისლს ისღა დარჩენია, ცნობილ მაძებარს, ერკიულ პუაროს სთხოვოს დახმარება.
15.95
დამალობანა
ავტორი: ელენე ჯაფარიძე სულაკაურის გამომცემლობა ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით. ჭუბერის უღელტეხილი ანიკოს ცხოვრების ყველაზე ძნელი გზა არ არის. მას წინ კიდევ უამრავი სირთულე და ტკივილი ელოდება: სამშობლოს დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება და ბრძოლა იქ ადგილის დასამკვიდრებლად; დიდი და მოულოდნელი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის, რომ წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს, რომ უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?
10.9
დამარხული ვაზი
ავტორი:  არტურ იურკევიჩი; მალხაზ ჯაჯანიძე   ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, მართლა მოხდა. აფხაზეთში, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში, ომი მართლა იყო, 16 წლის მახოს და მის მეგობრებს მართლა მოუხდათ მშობლიური კერის მიტოვება და, სიცოცხლისა და ღირსების შესანარჩუნებლად, იარაღის ხელში აღება, მალხაზის უფროსი ძმა მართლა ბრძოლით მიიკვლევდა გზას გასაჭირში ჩავარდნილი უმცროსი ძმის დასახსნელად; მშვენიერი ამრაც მართლა ანათებდა... აქ ვერ იხილავთ ვერც პოლიტიკას, ვერც ჰეროიზმს... ეს არის სიყვარულით, ტკივილით, სინანულით, მონატრებით დაწერილი წიგნი... „ეს იმ ომზე დაწერილი ერთადერთი წიგნია, რომელიც წავიკითხე. წავიკითხე ტკივილითა და ტანჯვით, განვიცადე გმირების ბედის ყოველი შემობრუნება. და წამითაც ვერ შევძელი წიგნის გადადება მანამ, სანამ არ დავამთავრე. ეს არის ისტორია, რომლისგანაც ვერ თავისუფლდები.“ – გოგი ხარაბაძე. „ომი, როგორც ყველგან და ნებისმიერ დროს, სწრაფად ცვლის ადამიანს. ამბავი, რომელიც რომანის მთავარ გმირს თავს გადახდა, ამის დასტურია. ეს საინტერესო რომანი ადამიანის სიყვარულით და ომის სიძულვილით არის გაჟღენთილი.“ – გურამ ოდიშარია. „ამ წიგნმა მომძებნა მაშინ, როცა გულუბრყვილოდ მეგონა, რომ აფხაზეთის ომზე დაწერილი ყველა წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. და აი, აღმოვაჩინე, რომ მათ შორის საუკეთესოს შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი და, რაც მთავარია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარგი წიგნის ავტორი არა რომელიმე აფხაზი ან ქართველი, არამედ ლატვიელი მწერალი იქნებოდა. არტურ იურკევიჩს, გარდა ნიჭისა და ცოდნისა, აქვს განსაკუთრებული უნარი, დაინახოს და იგრძნოს კავკასიური სამყარო, რომელიც მისთვის საკმაოდ შორეული და უცნობია. მას ამ წიგნზე მუშაობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანი თანაავტორი ჰყავდა მალხაზ ჯაჯანიძის სახით, რომელიც წიგნში მოთხრობილი ამბის რეალური მონაწილეა. ზოგჯერ ყველაზე კარგ წიგნი ყველაზე დაუჯერებელ ისტორიას უკავშირდება; შეუძლებელი კი არაფერია, თუ საქართველოსთან ისეთი სიყვარული გაკავშირებს, როგორიც არტურ იურკევიჩს აქვს, დაისეთი თავგადასავალი გადაგხდება, როგორიც მალხაზ ჯაჯანიძეს გადახდა...“ – დათო ტურაშვილი
13.95
სიახლე
დამწვარი რუკა
ავტორი: კობე აბე სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი 1967 წელს გამოქვეყნებული რომანი „დამწვარი რუკა“ იაპონელი მწერლის, კობო აბეს, დანარჩენ ორ რომანთან – „ქალი ქვიშაში“ და „სხვისი სახე“ – ერთად ითვლება „გაუჩინარების“ ტრილოგიის ნაწილად. კობო აბეს აღნიშნულ ნაწარმოებს ხშირად მიაკუთვნებენ დეტექტიური ფანტასტიკის ჟანრს. კობო აბე ამბობდა, რომ რომანის „ქალი ქვიშაში“ მთავარი გმირია „ადამიანი, რომელიც გარბის“, ხოლო „დამწვარ რუკაში“ პირიქით, მთავარი პერსონაჟი, კერძო საგამოძიებო სააგენტოს დეტექტივი, არის „ადამიანი, რომელიც კვალში უდგას“. მწერლის სიტყვებით, „ქალაქის ლაბირინთში… (რომელიც უდაბნოა, და ამ უდაბნოში მხოლოდ სხვები არსებობენ) დეტექტივი თანდათან კარგავს საკუთარ თავს. ესაა ქალაქის საუკუნე, როდესაც უკვე შეუძლებელია რაიმეს გაექცე; ისღა დაგრჩენია, საკუთარი რუკა დაწვა და სხვა უდაბნოში ამოყო თავი…“ უეცრად გამქრალი ბიზნესმენის ძებნაში დეტექტივი უცნაური მოვლენების მოწმე ხდება; ბოლოს თავადაც კარგავს მეხსიერებას და უჩინარდება. გამოძიებისთვის საჭირო მინიშნებების ძიებაში ქუჩების ლაბირინთებში დეტექტივის ხეტიალის პარალელურად მწერალი თანამედროვე ქალაქის მცხოვრებთა ადამიანურ ურთიერთობებსაც აღწერს.
16.9
დამწყები (მაქსიმალისტური რომანი)
ავტორი:  შოთა იათაშვილი გამომცემლობა: პალიტრა L  
18.95
დანა საკანცელარიო E2066 DELI
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
2
დანა საკანცელარიო E2031 DELI
4
დანაშაული და სასჯელი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: ივანე  ახალშენიშვილი, ანა ახალშენიშვილი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
24.95
დანაშაული და სასჯელი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი სერია: მსოფლიო კლასიკა სულაკაურის გამომცმელობა ყდა: მაგარი
25.9
დანაშაული და სასჯელი (საკოლექციო)
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი   რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოუპოვა ავტორს. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: „ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება...“
14.95
დანაშაულის თანამონაწილენი
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე „დანაშაულის თანამონაწილენი“ აგათა კრისტის დეტექტიური მოთხრობების კრებულია, რომელსიც ტომი და ტაპენს ბერესფორდების მაძებრული თავგადასავლებია ნაამბობი. ზოგიერთ მოთხრობას საერთო სიუჟეტი აერთიანებს. დაუდეგარი ტაპენსი და დინჯი, ირონიული ტომი ხანმოკლე შესვენების შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ საყვარელ საქმეს. ზოგჯერ კურიოზული, ზოგჯერ კი სახიფათო საქმეები ყოველთვის ამ წყვილის გამარჯვებით მთავრდება, თუმცა ხშირად სიცოცხლისთვის დიდი რისკის ფასად.
15.95
დანახული რეალური სამყაროდან
ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნელი: გიორგი უჩანეიშვილი გამომცმელობა: აქტი  
16
დარაჯები
ავტორი: ალან მური მთარგმნელი: ნიკა სამუშია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა    
29.9
დარეკე! დაუბარე!
ავტორი: ზვიად კვარაცხელია   „დარეკე! დაუბარე!“ ექოების წიგნია. ყორნების ნახმევის მოხელთება მწერლების საქმეა. ეს ფრინველები კი, უფრო ხშირად, მარადისობის საზღვრებს, საიქიო-სააქაოს ჯებირებს დასტრიალებენ. სწორედ ეს ექოები ისმის ზვიად კვარაცხელიას ახალ წიგნში ისევე მკაფიოდ, სულისშემძვრელი სევდითა და თვალუწვდენელი იმედით, როგორც ეს მხოლოდ ყორნებს შეუძლიათ.     „დარეკე! დაუბარე!“ დოკუმენტური ნოველების, ჩანაწერებისა და ლიტერატურული პორტრეტების კრებულია. თითოეულ წერილს თუ ნოველას ჰყავს თავისი პერსონაჟი – საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები, მწერლები, მოღვაწეები თუ ყველასთვის უცნობი, უჩინო ადამიანები.     ამ წიგნში გაცოცხლებული საზოგადოება ერთგვარი „იდეალური მოდელია“, რომლის მეშვეობითაც ზვიად კვარაცხელია მკითხველში იმედს აღვივებს – პიროვნული შესაძლებლობების, თავგანწირვის, სიყვარულის იმედს.  
15.95
დასაბამიდან დასასრულამდე
ავტორი: ჰაქან გიუნდაი მთარგმნელი: ირინა ლაბაძემ ჰაქან გიუნდაი 1976 წელს როდოსზე დაიბადა. ცხოვრობს სტამბოლში. დაამთავრა ანკარას უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი და შემდეგ ანკარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ჰაქან გიუნდაი შვიდი რომანის ავტორია. მის რომანს „დასაბამიდან დასასრულამდე“ 2011 წლის საუკეთესო თურქული რომანის პრემია მიენიჭა
8.4
დასავლეთი ფრონტი უცვლელია
ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: ნათა დათუაშვილი ყდა: მაგარი რემარკის ცნობილი ანტიმილიტარისტული რომანი დიდი ოსტატობით მოგვითხრობს იმ შემზარავი რეალობის შესახებ,რომელშიც ახალგაზრდა პაულ ბოიმერი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ...ეს გერმანელი ბიჭები,ნახევრად ბავშვები,ის-ის იყო,სწავლობდნენ,როგორ ეცხოვრათ,როგორ ეაზროვნათ...მაგრამ არ დასცალდათ - პატრიოტული პროპაგანდის ზეგავლენით,ისინი საზარბაზნე ხორცად აქციეს.ათასობით ჯარისკაცი ეცემა ყოველდღიურად ბრძოლის ველზე,მათი მეგობრები კი წლების შემდეგ მწარედ ინანებენ,რომ მათთან ერთად არ დაიღუპნენ...
15
დასაკეცი მაკრატელი 6000A , DELI
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
7
დასასრულის განცდა
ავტორი: ჯულიან ბარნსი მთარგმნელ(ებ)ი ზაზა ჭილაძე „დასასრულის განცდა“ ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის 2011 წელს გამოცემული რომანია. ამავე წელს ბარნსს წიგნისთვის ბუკერის პრემია მიენიჭა. ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ამბის მთხრობელი, ტონი უებსტერი და მისი ორი მეგობარი სწავლობენ, ახალი მოსწავლე გადმოდის. ბიჭები მალევე უმეგობრდებიან ედრიენ ფინს, რომელიც ყველასგან გამორჩეულია.     სკოლის დამთავრების შემდეგ ოთხივე საუკუნო მეგობრობის ფიცს დებს და თავის გზას ადგება. წლების შემდეგ უკვე ხანში შესული ტონი უებსტერი მოულოდნელ წერილს იღებს. წარსული, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, ბევრ უცნაურობას მალავს.
12.95
დასახოცთა სია
ავტორი:ჯეკ კარი   "ეს რომანი ტკივილსა და შურისძიებაზეა. ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ ამ პოლიტიკურ თრილერში ""ზღვის ლომს"", მკვლელობის გარდა, სხვა არაფერი დარჩენია მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ მისი რაზმი ამერიკის მთავრობამ ამოხოცა. ლეიტენანტ ჯეიმზ რისის მთელი ქვედანაყოფი ემსხვერპლა მოულოდნელ თავდასხმას, რომელსაც იმ თვითმფრინავის ეკიპაჟიც შეეწირა, მათ დასახმარებლად რომ გაგზავნეს. როცა შინ დაბრუნებულს, მისთვის უძვირფასესი ადამიანებიც დახოცილი დახვდება, რისი მიხვდება, რომ ეს ყოველივე იმ შეთქმულების ნაწილია, რომელიც მთავრობის უმაღლეს ეშელონებამდე მიდის. უოჯახოდ და უსამსახუროდ დარჩენილი რისი თავის საბრძოლო გამოცდილებას იმისთვის იყენებს, რომ ოჯახისა და თანამებრძოლების მკვლელებზე შური იძიოს. "
16.95
დაუდგომელნი
ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი   რთულია, ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის, ამ წიგნს რომანი უწოდო. ეს, ალბათ, ნოველებისა და ესეების კოლაჟი უფროა, რომელშიც ავტორი ერთი და იმავე თემის – მოგზაურობის – გარშემო ტრიალებს, უამრავი ჭრილიდან თუ გადასახედიდან სიღრმისეულად განიხილავს მას, ფილოსოფიურად აანალიზებს და ისე აწვდის მკითხველს. ავტორთან და პერსონაჟებთან ერთად რომანში მკითხველიც თავისდაუნებურად ხდება მოძრაობის – დაუსრულებელი მარათონის – მონაწილე, დაუდგომელი, დროსა და სივრცეში მოხეტიალე. ის ხან თვითმფრინავით სერავს ცას, ხან გემითა თუ მატარებლით გადაადგილდება წყალსა და ხმელეთზე; ხან სლავური მართლმადიდებლური სექტის წევრს აედევნება და მასთან ერთად გაურბის „ბოროტს“, ხან ფრედერიკ შოპენის დასთან ერთან პარიზიდან ვარშავაში ეტლით მიჯაყჯაყებს და ყოვლად წარმოუდგენელი ხრიკებით ცდილობს გარდაცვლილი კომპოზიტორის გულის სამშობლოში ჩატანას; როცა მრავალფეროვანი გარესამყაროს თვალიერება მოსწყინდება, მაშინ ან საკუთარი ფესვების ძიებას იწყებს, ან მე-17 საუკუნის ფლამანდიელ ანატომთან ერთად თავისი ორგანიზმის შიგნით მოგზაურობს და აქაც სრულიად ახალ, ძალზე საინტერესო და აუთვისებელ ტერიტორიებს ეცნობა.   რას დაეძებდა აქილევსის მყესისა და ფანტომური ტკივილის ნათლია ფილიპ ვან ვერჰაიენი? რა არის კონტუიცია? რას ნიშნავს ΚΑΙΡΙΌΣ? იქნებ ტკივილი ვინმესთვის ღმერთია? ამ და სხვა მრავალ სხვა კითხვაზე პასუხს რომანში იპოვით, თუკი მასში იმოგზაურებთ. ვფიქრობთ, ის საუკეთესო გზამკვლევია.   რომანისთვის „დაუდგომელნი“ 2008 წელს ავტორს გადაეცა ლიტერატურული პრემია „ნიკე“, ხოლო 2018 წელს – „ბუკერი“.   პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
35.95
დაუმარცხებლები
ავტორი: უილიამ ფოლკნერი ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ.   უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაში ეს ერთ-ერთი შედარებით იოლად საკითხავი რომანი ამერიკის სამოქალაქო ომის დროინ­დელ სამხრეთში მომხდარ უცნაურ ამბებს მოგვითხრობს იმ გაუტეხავ ადამიანთა შესა­ხებ, ვისაც შეიძლება დანებება კი აიძულო, მაგრამ დამარცხებით მაინც ვერასოდეს დაამარცხებ. საერთო პერსონაჟებითა და სიუჟეტური ხაზით გამთლიანებული შვიდი მოთხრობის გმირთა უმეტესობის პროტოტიპებად მწერ­­­ლი­სა­ვე ოჯახის წევრები იქცნენ: კერძოდ, პოლკოვნიკ ჯონ სარტორისის პორტრეტი თავად ფოლკნერის ცოტა არ იყოს ახირებული, თუმცა პიროვნულად ნამდვილად გამორჩე­ული დიდი ბაბუის თითქმის შეულამაზებელი ასლია – ძველი ყაიდის სამხრეთელი მემა­მულის, ვინც თავის დროზე მექსიკაშიც იომა, მერე კონფედერატთა მოხალისე ლაშქარიც შეკრიბა, მკვლელობისთვისაც მოუწია სა­სამართლოს წინაშე წარდგომა, საკუთარ შტატში რკინიგზაც გაიყვანა, კოლეჯიც დააარსა და, სხვათა შორის, წიგნიც დაწერა, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა...
24.95
დაუნდობელი არამზადების სტუმრობა
ავტორი: ჯენიფერ იგანი მთარგმნელი: თამარ სუხიშვილი სერია: აუცილებლად საკითხავი "ერთხელ ბრუკლინის წიგნის ფესტივალზე აღმოვჩნდი. მოულოდნელად ჰომეროსულმა ხარხარმა ერთი კუთხისკენ მიმახედა: ხალხს ახალგაზრდა ქალი აცინებდა და თვითონაც ვერ იკავებდა თავს. ასე გავიცანი ჯენიფერ იგანი, რომელიც, თურმე, დიდი ხანია, უყვარს ამერიკას. ჯერ „ციტადელი" წავიკითხე, შემდეგ „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა". ეს წიგნი „ჩაწერილია", როგორც მუსიკალური ალბომი, მასში ერთმანეთს სიმღერებივით მიჰყვება ამბები. ცამეტი ამბავია და უამრავი პერსონაჟი. მთავარ როლს პანკ-როკი ასრულებს, რომელიც მუდმივად აღწევს გმირების ცხოვრებაში, ზოგიერთისთვის კი მოწოდებაც ხდება. წარუმატებელი ბასისტისგან დაიბადება წარმატებული პროდუსერი, ხოლო კლეპტომანისგან — მოსიყვარულე ცოლი და დედა. ამ ორ ფიგურას ელვარე პერსონაჟების მთელი თანავარსკვლავედი გაანათებს. რომანში მეფობს მუსიკა და სიყვარული, დიდება და სიღარიბე, ნარკოტიკები და ღალატი. დაიწყებ ამ საოცარ წიგნს და ვერ მოწყდები, მიხვდები, რომ ცხოვრება ყველას ერთნაირად არ გვექცევა, მაგრამ ყველანი ვცდილობთ, გავუძლოთ დროს და შევინარჩუნოთ საკუთარი თავის იმედი. იმასაც ჩაწვდები, რომ ცხოვრება რაღაც უფრო მეტია, ვიდრე კეთილდღეობა, მსოფლიო სახელი ან ამერიკული ოცნება." - ლევან ბერძენიშვილი.
22