დასავლეთი ფრონტი უცვლელია
15
ავტორი: ერიხ მარია რემარკი
მთარგმნელი: ნათა დათუაშვილი
ყდა: მაგარი
რემარკის ცნობილი ანტიმილიტარისტული რომანი დიდი ოსტატობით მოგვითხრობს იმ შემზარავი რეალობის შესახებ,რომელშიც ახალგაზრდა პაულ ბოიმერი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ...ეს გერმანელი ბიჭები,ნახევრად ბავშვები,ის-ის იყო,სწავლობდნენ,როგორ ეცხოვრათ,როგორ ეაზროვნათ...მაგრამ არ დასცალდათ - პატრიოტული პროპაგანდის ზეგავლენით,ისინი საზარბაზნე ხორცად აქციეს.ათასობით ჯარისკაცი ეცემა ყოველდღიურად ბრძოლის ველზე,მათი მეგობრები კი წლების შემდეგ მწარედ ინანებენ,რომ მათთან ერთად არ დაიღუპნენ...
- გამომცემლობა
- პალიტრა ლ
- ფასი
- 15
- წონა
- 0.385
- ნანახია
- 1028
მსგავსი პროდუქტები
ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა
ავტორი: ერიხ მარია რემარკი
მთარგმნელი:კარლო და გიორგი ჯორჯანელი
ყდა: რბილი
რომანი მოგვითხრობს ოცდასამი წლის გერმანელ ჯარისკაცზე,ერნსტ გრებერზე,რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღიდან ფრონტზე იმყოფება. ორწლიანი ლოდინის შემდეგ, სამკვირიანი შვებულებით გერმანიაში, მშობლიურ ქალაქ ვერდენში დაბრუნებული გრებერი მწარე სინამდვილის წინაშე აღმოჩნდება - მისი სახლი საჰაერო თავდასხმების შედეგად ნანგრევებად ქცეულა,მშობლები კი უკვალოდ დაკარგულან. თავგზააბნეულ ერნსტს ახსენდება იმ ექიმის მისამართი,რომელიც დედამისს მკურნალობდა.ექიმი უკვე საკონცენტრაციო ბანაკში წაეყვანათ გესტაპოელებს...
12