santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში
ავტორი: ირმა მალაციძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ასაკი: 6+ გახსოვთ ამქვეყნად ყველაზე ტკბილი ქვეყანა სატკბილეთი? იქ ისევ ფორთოხლის მზე და ბანანის მთვარე ანათებს, ქუჩებში ირისია დაგებული, შოკოლადის ჯებირებს შორის კი ლიმონათის მდინარე მოედინება. ოღონდ ქვეყანას უკვე მეფე კარამელიუსის ღირსეული მემკვიდრე დედოფალი რაფაელა მართავს, რომელიც სატკბილეთელი ბავშვებისთვის გასართობ ქალაქს შოკოლენდს ააშენებს. შოკოლენდი ისეთი დიდებული და კაშკაშაა, მას პლანეტა კექსიდანაც კი შეამჩნევენ. ეს საოცარი ამბები ირმა მალაციძის ახალ წიგნშია მოთხრობილი. აქ კეთილ სატკბილეთელებსაც შეხვდებით და დედოფალ ხურმინას, შინდის-ხანს, ბატონ არვიცენას და პლანეტა კექსის სხვა ბინადრებსაც გაიცნობთ.
8.9
დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში
ავტორი: ირმა მალაციძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სატკბილეთი ზღაპრული ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ტკბილი და გემრიელია. აქ სახლები მურაბის ქილებს ჰგავს, ციდან ტკბილი წვიმა მოდის, შოკოლადის ჯებირებს შორის კი ლიმონათის მდინარე მოედინება. დღისით ფორთოხლის მზე ანათებს, ღამით ბანანის მთვარე ამოდის. თავისუფალ დროს აქ სულ ცეკვა-თამაშში ატარებენ და ეჭვადაც არა აქვთ, რომ სამწერეთის ბოროტი და შურიანი მეფე ნესტარ მეორე სატკბილეთის დაპყრობას აპირებს. მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული. მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.  
7.9
დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი
ავტორი: ელიფ შაფაქი მთარგმნელი: გვანცა გარმელია სერია: ქალების კალმით  ,,დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი'' ბედნიერების ძიებაზე მოგვითხრობს. ავტორი, რომელიც ორ კულტურას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მსოფლაღქმას აერთიანებს, გამორჩეული თხრობის სტილით ახერხებს ერთმანეთისგან განსხვავებულ მკითხველებს საყოველთაო ადამიანურ პრობლემებსა და განცდებზე, ბედნიერების ძიებაზე მოუყვეს. წიგნში მკითხველი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ახალგაზრდა იმიგრანტებისა და მათი გარემოცვის პრობლემებს, თვითდამკვიდრების სურვილსა და სასიყვარულო თავგადასავლებს გაეცნობა.
14.95
დაუსრულებელი ფიქრები
ავტორი; თემურ ალასანია    "დაუსრულებული ფიქრები“ - ასე ქვია ცნობილი ქართველი დიპლომატის, თემურ ალასანიას ახალ პუბლიცისტურ ნაშრომს. მისი დიპლომატიური მოღვაწეობა მოიცავს 4 ათწლეულს და 4 კონტინენტს - დაკარი, ვაშინგტონი, მონრეალი, ჟენევა, ნიუ იორკი და სხვა. კითხულობს ლექციებს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და მრავალი სტატიის ავტორია პოლიტიკურ, თავდაცვის სტრატეგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და მრავალმხრივ დიპლომატიის საკითხებზე.
20
დაფის მარკერი ლურჯი EU00130 Blue, DELI
2
დაფის მარკერი შავი EU00120 Black, DELI
2
დაფის მარკერი წითელი EU00140 Red, DELI
2
დაფლული გოლიათი
ავტორიკაზუო იშიგურო მთარგმნელი: დავით აკრიანი სერია: წლის ბესტსელერი ამბის სათავეში მოხუცი ცოლ-ქმარია და თხრობაც მათით იწყება. ნუთუ ყოველთვის ასე ცხოვრობდნენ - ორნი, თემის კიდეზე? ან იქნებ უწინ ყველაფერი სრულიად განსვავებულად იყო? ან იქნებ... ვინ იცის? რომანის დასაწყისშივე უამრავი კითხვა ჩნდება და პასუხის ძიება გაიძულებს, მთავარ გმირებს იმ მოგზაურობაში გაჰყვე, რომელიც მათ შვილის საძიაებლად წამოიწყეს. არნახული მიწები, უცნობი ხალხი, მითოლოიური პერსონაჟები... ყველას თავისი მისია აქვს და - სიმართლეც.მთავარი მაიცნ სხვა რამეა და ის სწორედ ამ წიგნის ფურცლებზე გელოდებათ.
14.95
დაღმამავალი
ავტორი: თომას ბენჰარდი მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: ლიტოდისეა თომას ბერნჰარდის რომანის მთხრობელი „საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ვირტუოზი შემსრულებლის“, კანადელი პიანისტის გლენ გულდის შესახებ წერს თხზულებას, როდესაც ატყობინებენ, რომ მათმა საერთო მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გლენ გულდი, ვერთჰაიმერი და მთხრობელი ერთად სწავლობდნენ ჰოროვიცთან ზალცბურგის მოცარტეუმში. გულდის ზებუნებრივმა გენიამ განსაზღვრა დანარჩენი ორი მეგობრის მომავალი – პიანისტობას თავი დაანებეს და ერთი „მსოფლმხედველობრივ შემოქმედად“ ჩამოყალიბდა, მეორე კი ეგზისტენციალურმა დეპრესიამ მოიცვა. რაც უფრო მეტს ფიქრობს მთხრობელი გლენზე, მით უფრო ხვდება, რომ, სინამდვილეში, დაღმამავალი ვერთჰაიმერის ფენომენის კვლევა უფრო აინტერესებს.
11.9
დაშლა
ავტორი: დავით გაბუნია გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
9.9
დაჩის ზღაპრები
ავტორი: ოტია იოსელიაი ბიც მაშინ იყვნენ და არც თანამედროვე ავტორები წერენ ასეთ ზღაპრებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ წიგნის პოპულარობას არაფერი დაჰკლებია. განთქმულ მონადირე დაჩიზე მოთხრობილი ამბები დღესაც ისევე ხიბლავს ბავშვებს როგორც მაშინ და არა მარტო საქართველოში. დაჩის შორეულ იაპონიასა და ჩინეთშიც კი იცნობენ და გაგონილი გვაქვს, ქართველი ბავშვებივით უყვართ.
27
დახურულ კარს მიღმა
ავტორი: ბერნანდ ენ პერისი მთარგმნელი: მანანა კვესელავა სერია: TOP თრილერი   რა იმალება დახურულ კარს მიღმა? ერთის მიღმა ბედნიერი ოჯახი, მეორის - მარტოობა, მესამის მიღმა კი... შიში, შიშია ჯეკისა და გრეისის ოჯახის უმთავრესი წევრი - მისი დიასახლისი, ოჯახის უფროსი; შიში ჩაბუდებულა ყველა კუთხეში, ყველაზე თავზარდამცემი კი სარდაფში მეფობს - წითელ ოთახში, სადაც სულ მალე ვიღაც შიშის ტყვე გახდება... რით უნდა შეებრძოლოს გრეისი შიშს? ალბათ, შიშითვე მოცემული ძალით, რათა მის საყვარელ ადამიანს სიცოცხლე ჯოჯოხეთად არ გადაექცეს.
14.95
დები ბრონტეები (კომპლექტი)
ავტორი: შარლოტა ბრონტე, ენ ბრონტე, ემილი ბრონტე შარლოტა ემილი და ენ ბრონტეები ან, უბრალოდ, დები ბრონტეები, თავიანთი შემოქმედებითა და ხელწერით ლიტერატურული სამყაროს მუდმივი ინტერესის ობიექტები არიან. და მართლაც, უცნაური, ამოუცნობი ფენომენი თუ არა. საყურადღებო მოვლენა მაინც არის ის ამბავი, რომ ოირკშირის საპასტორო მიწებზე ერთ, არაფრით ფამორჩეულმღდვლის ოჯახში დაბადებული, ლიტერატურით შთაგონებული გოგონები თავისებურ კალაპოტს უძებნიან საკუთარ ინტერესებს.
50
დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (7-9) #1
ავტორი: ანე-კატარინაე ვესტლი მთარგმნელი: ლია გოგიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ამბების მთელი სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია, `დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა~ კი ამ სერიის პირველი წიგნია. „…დედა, მამა და მათი რვა შვილი ვეებერთელა ქალაქის შუაგულში, აგურის შენობაში ცხოვრობდნენ. ერთი ციდა ბინა ჰქონდათ – ერთადერთი ოთახი და სამზარეულო. თავად კი ათნი იყვნენ….“ – მოგვითხრობს ვესტლი. გაინტერესებს ამ პაწაწინა ბინაში მცხოვრები დიდი ოჯახის საოცარი ამბავი, სადაც რვა ბავშვთან და დიდედასთან ერთად ცხოვრობს საბარგო მანქანა და ძაღლი, სახელად – სამოვრის მილი? მაშ, წაიკითხე მათი თავგადასავალი.  
8.9
დედამთილის დღიური
ავტორი; მარია მტლიცკაია   რომანი ,,დედამთილის დღიური" 2012 წელს გამოიცა და მან ავტორს ნამდვილი აღიარება მოუტანა.მსუბუქი იუმორის და წერის განსაკუთრებული სტილის წყალობით წიგნი მალე გახდა პოპულარული. მარია მეტლიცკაიას წიგნების პერსონაჟები ჩვეულებრივი უბრალო ადამიანები არიან,რომელთა ბედისწერა და ყოველდღიური ყოფა ხშირად იმდენად ჰგავს მკითხველის ცხოვრებას,რომ ძნელი არაა მის რომელიმე გმირში საკუთარი თავი ამოიცნო.
10
დედაქალაქი
ავტორი: რობერტ მენასე მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში იყრის თავს ყველაფერი; ბრიუსელის ქუჩებში დარბის ღორიც. ფენია ქსენოპულო, კულტურის დირექტორატის მოხელე, რთული ამოცანის წინაშე დგას. მან ევროკავშირის კომისიის იმიჯი უნდა გააუმჯობესოს. მაგრამ როგორ? ფენია მარტინ ზუსმანს, თავის რეფერენტს, იდეის ჩამოყალიბებას ავალებს. იდეა ხორცს ისხამს – ეს არის წარსულის მოჩვენება, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციებს მშფოთვარე დღეებს უქადის; დაუძლურებული დავიდ დე ფრინდი სასაფლაოს მოპირდაპირე მხარეს მოხუცთა თავშესაფარში ელოდება სიკვდილს...
21.95
დედის ოთახი
ავტორი: ნაირა გელაშვილი დედის ოთახი“ ნაირა გელაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომანია. ახალგაზრდა ექიმი და ბიოქიმიკოსი წარმატებით მუშაობს წამალზე, რომელსაც კიბოს განკურნება შეუძლია. საყოველთაო აღიარება შორს აღარ არის, მაგრამ ბედისწერის მოულოდნელი შემოჭრა ცხოვრებაში მეცნიერის მთელ მიღწევებსა და მსოფლმხედველობას თავდაყირა დააყენებს: საფრთხე მის უძვირფასეს ადამიანს – დედას ემუქრება. რომანის მთავარი გმირი – დედა – ქარგვის უბადლო ოსტატი და იდუმალი პიროვნებაა. დედის ოთახს სამი შვილის სამყაროსგან მისივე ხელით ნაქარგ-ნაქსოვი, ორმაგი ფარდა მიჯნავს, მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას რომ ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებსაც საიდუმლოს განცდა არ დაუკარგავთ. დედისა და შვილების ურთიერთობაში მთელი ქვეყნის, მთელი თანამედროვე მსოფლიოს პრობლემები ირეკლება: ადამიანის გაუცხოვება ღმერთისაგან, ბუნებისა და საკუთარი თავისაგან; სიცოცხლის ერთიანი დესაკრალიზაცია; შესაბამისად, მონატრება ჰარმონიისა გარემომცველ სინამდვილესთან, ოჯახის წევრებთან, ცხოველთან თუ მცენარესთან; „დედის ოთახი“ ეს არის რომანი-იგავი, რომანი-მისტერია, რომელიც მკითხველში აღძრავს ადამიანური ყოფიერების, როგორც ერთი დიდი საიდუმლოს განცდას, საიდუმლოსი, რომლის შემადგენელი ნაწილებია ყველა და ყველაფერი, მათ შორის ოჯახი, მშობლები და შვილები; და-ძმობა და მეგობრობა; შეხვედრები და განშორებები... ამიტომ არ კარგავს მეოცე საუკუნის მიწურულს დაწერილი ეს ნაწარმოები, რომელსაც ყველა იდუმალი დედის სივრცეში შევყავართ, თავის აქტუალობას: ჩვენ ყველას ხომ დედა გვჭირდება და გვენატრება, მაშინაც კი, როცა ის გვყავს.   
23.4
დეიდა ტულა
ავტორი: მიგელ დე უნამუნო სერია:იკითხე კლასიკა სერია: იკითხე კლასიკა     " ტულა ახალგაზრდა ქალია, რომელიც, დის გარდაცვალების შემდეგ, ობლად დარჩენილი ორი დისშვილის მოვლა-პატრონობას კისრულობს. ქალი ჭკუას კარგავს დისშვილებზე, თუმცა, მისი წარმოდგენით, „დედა-დეიდის“ როლი არანაირ სხვა ვალდებულებას არ ითვალისწინებს და ამიტომაც, ბუნებრივია, მისთვის მიუღებელია სიძის, რამიროს, მომეტებული ყურადღება. ამავე დროს, თავისი მოძღვარიც კი ურჩევს, რამიროს ცოლად გაჰყვეს... გამოჩენილი ესპანელი მწერლის, მიგელ დე უნამუნოს, ეს მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული რომანი რთული ოჯახური ცხოვრების კიდევ მრავალ კოლიზიასა და დიდ ლიტერატურასთან შეხვედრის სიხარულს გვპირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია და მცირე პროზის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს ამ კრებულში შესული მოთხრობები: „ამბავი ერთი სიყვარულისა“ და „სამი სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგი“, რომლებიც დიდ სიამოვნებას მოჰგვრის მკითხველს. "
13.95
დეიდა ხულია და ჯღაბნია
ავტორი:მარიო ვარგას ლიოსა   პერუელი ნობელიანტი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი „დეიდა ხულია და ჯღაბნია“ ამ ნაწარმოების პირველი ქართული თარგმანია ორიგინალიდან – აქამდე ქართველი მკითხველი ამ წიგნის მხოლოდ რუსულიდან თარგმნილ გამოცემას იცნობდა.   რომანი თავად მწერლის პროტოტიპის, ახალგაზრდა, მწერლობაზე მეოცნებე კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც თვრამეტი წლის ასაკში ოცდათორმეტი წლის ქალი, საკუთარი ბიძის ცოლის და შეუყვარდება და ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად არამხოლოდ აღშფოთებულ ნათესავებთან, არამედ, როგორც პერუული კანონების მიხედვით არასრულწლოვანს, ბიუროკრატიულ ბარიერებთანაც უწევს გამკლავება.   საოცარი იუმორით მოთხრობილი ამ უჩვეულო სიყვარულის ამბის პარალელურად კი ახალგაზრდა მწერლის მეგობრის, რადიოსპექტაკლების ავტორის, უცნაური და საინტერესო კაცის, პედრო კამაჩოს მიერ დაწერილი სცენარებიდან ვეცნობით ფრაგმენტებს – ტექსტის იმ მონაკვეთებს, სადაც მარიო ვარგას ლიოსას მწერლური ოსტატობა მთელი ძალით ვლინდება – პოსტმოდერნისტული შედევრების შექმნის პარალელურად ვარგას ლიოსა ახერხებს „საპნის ოპერებით“ გააჯეროს თხრობა, თანაც ისე, რომ ინტელექტუალი მკითხველიც მოხიბლოს და არც ამ ჟანრის ერთგვარ ბანალურობაზე თქვას უარი.    ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ
27.95
დეიზი მილერი და სხვა
ავტორი:ჰენრი ჯეიმზი მთარგმნელი: გია ბერაძე   ამერიკელი მწერალი ჰენრი ჯეიმზი (1843-1916) ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი რომანისტია. მის კალამს ეკუთვნის 20 რომანი, 100-ზე მეტი მოთხრობა და მრავალი კრიტიკული წერილი. რომანებს შორის განსაკუთრებით ცნობილია – „ელჩები“, „ევროპელები“, „ლედის პორტრეტი“, „ვაშინგტონის მოედანი“. თავის ნაწარმოებებში ის დიდი ოსტატობით აღწერს ურთიერთობებს სქესთა შორის და მორალურ კონფლიქტებსა და სისასტიკეს ამერიკის, ინგლისისა და, საერთოდ, ევროპის საშუალო და მაღალ ფენებში.    წიგნში შესულია ავტორის „მცირე პროზის’’ სამი შედევრი: „მხეცი ჯუნგლებში“, „დეიზი მილერი“ და „წერილების დასტა“.   მოთხრობაში „მხეცი ჯუნგლებში“ ტრადიციული მოჩვენების თუ ეგზოტიკური მხეცის ადგილზე აღმოჩნდება ჯონ მარჩერის ცნობიერების ფანტომი. ჯონ მარჩერს ეჩვენება, რომ ელოდება მხეცი, სიმბოლური ურჩხული, რომელიც ჯუნგლებიდან გამანადგურებელი ნახტომისთვის ემზადება...   „დეიზი მილერის“ სიუჟეტი ეფუძნება ევროპული და ამერიკული ცნობიერების შეჯახებას. ეს არის კონფლიქტი ბრიტანეთისთვის დამახასიათებელ მეტისმეტად თავდაჭერილ ქცევებსა და უმანკო ახალგაზრდა თავქარიან გოგონას შორის.   მოთხრობაში „წერილების დასტა“ პარიზის პანსიონის რამდენიმე მცხოვრები წერილებს სწერს თავის მეგობრებსა და ოჯახს. წერილების მთავარი თემა მათი დამოკიდებულება და რეაქციებია ერთმანეთის ხასიათის მიმართ.
21.95
დეკამერონი
ავტორი: ჯოვანი ბოკაჩო მთარგმნელი: თედო სახოკია სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
27.95
დელიკატურობა
ავტორი  :დავიდ ფონკინოსი   არსებობენ საოცარი ადამიანები, ჩვენს ცხოვრებაში შეუფერებელ დროს რომ ჩნდებიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმიტომაც არიან საოცარნი, საჭირო დროს რომ შეგვხვდნენ." მოულოდნელი უბედურებით განადგურებული მშვენიერი ნატალი ცდილობს, სამუშაოს გადააყოლოს გული და ცივად უკუაგდებს სასიყვარულო თავგადასავლის ნებისმიერ შესაძლებლობას. თუმცა ნატალის ცხოვრებაში უცნაურად გამოჩნდება ერთი შეხედვით სრულებით შეუფერებელი ადამიანი, რომელსაც, დანარჩენებისაგან განსხვავებით, გააჩნია დელიკატურობა – იშვიათი უნარი, სათანადოდ მოეპყროს მყიფე და მსხვრევად რამეებს, მათ შორის – ნატალის გულს. დავიდ ფონკინოსის რომანი "დელიკატურობა" გამოქვეყნებისთანავე პოპულარული გახდა საფრანგეთში, ხოლო ავტორისავე რეჟისორობით გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა, რომელშიც მთავარ როლს ოდრი ტოტუ ასრულებს, დიდი ინტერესი დაიმსახურა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ავტორი 2012 წელს "ცეზარზე' წარადგინეს ნომინაციაში – "საუკეთესო სცენარი", ფილმი კი საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარზე იყო წარდგენილი. ფილმი თითქმის ზუსტად ასახავს რომანში გადმოცემულ სევდანარევ, რომანტიკულ განწყობას, რასაც მსახიობთა შესანიშნავი ანსამბლი და ემილი სიმონის გულშიჩამწვდომი მუსიკაც უწყობს ხელს.
9.9
დელირიუმი
ავტორი: ლორენ ოლივერი სერია: ლიბერთინსი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე   იდევ ოთხმოცდათხუთმეტი დღე და მერე უსაფრთხოდ ვიქნები.მინდა, ის მალე ჩავიტარო და განვიკურნო. ძნელია, იყო მომთმენი. ძნელია, არ გეშინოდეს, როცა ჯერ ისევ ავად ხარ. მე დელირია ჯერ არ შემხებია. თუმცა, მაინც ვღელავ. ძველად სიყვარული ხალხს აგიჟებდა. სიყვარული ყველა მომაკვდინებელ სენზე უარესია: გკლავს მაშინაც, როცა მას განიცდი და - მაშინაც, როდესაც ვერ გრძნობ. ამბობენ, რომ სიყვარულისგან განკურნება გაბედნიერებს და მისგან სამუდამოდ გიცავს. ამის ყოველთვის მჯეროდა და დღემდე ეჭვი არ შემპარვია. მაგრამ, ახლა ყველაფერი შეიცვალა. მირჩევნია, თუნდაც ერთი წამით სიყვარულით დავინფიცირდე, ვიდრე სიცოცხლის ბოლომდე ტყუილში ვიცხოვრო.  
13
დელფინი თამაშობს ზღვაში
ასაკი: 3-5     თავგადასავლების მოყვარულ მელაკუდას ტყეში სეირნობა და მეგობრებთან მხიარული თამაში მოსწონს; მეგობარ ღორს დაბადების დღის საჩუქარი უნდა შეურჩიოს და გასაჭირში ჩავარდნილ ციყვსაც უნდა მიეშველოს – მეგობრები ხომ იმისთვის არიან, რომ ერთმანეთს დაეხმარონ.
10.9