santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
გზა ღმერთისაკენ
ავტორი: მაჰათმა განდი მთარგმნელი : მანანა ბოსტოღანაშვილი მოჰანდას კარამჩანდ განდი (1869-1948) – ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, სამოქალქო აქტივისტი და მწერალი, ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არა-ძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და „დიად სულად“ (Mahatma) აღიარა.  წიგნში „გზა ღმერთისაკენ“ ავტორი საუბრობს I. ინტელექტუალურ სადჰანაზე, II. მორალურ სადჰანაზე, III. სულიერ სადჰანაზე, IV. სულიერ გამოცდილებაზე. წიგნში ასევე ავტორი საუბრობს საკუთარ რელიგიურ გამოცდილებაზე, რწმენაზე, ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, თავშეკავებაზე, არა-ძალადობაზე და ა.შ. წიგნში ასევე შესულია მ.ს. დეშპანდის ორი სტატია, 1. განდის სულიერი მოგზაურობა, მისი იდეალი. 2. განდის გზა მშვიდობისაკენ
8
გზა შუქურისკენ
ავტორი: ვირჯინია ვულფი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
14.9
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
ავტორი: ოთარ ჭილაძე  გამომცემლობა: არეტე
25
გიკი გოგო: თავდაყირა (5)
ავტორი:  ჰოლი სმეილი სერია: ლიბერთინს   ჰარიეტ მანერსი თინეიჯერების საუკეთესო მეგობარი და მათი გმირია! და ის ბრუნდება! ბრუნდება, რომ თავის თანატოლებს პრობლემების დაძლევისა და წარმატების ახალი გზები უჩვენოს; ბრუნდება, რომ დასახოს გეგმები და უკან არ დაიხიოს; ბრუნდება, რომ იმედი მისცეს მათ, ვისაც მიზნისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დაუწყია... და რაკი წინსვლა მეგობრებისა და ოჯახის წევრების დაუხმარებლად თითქმის შეუძლებელია, ჰარიეტთან ერთად ბრუნ- დებიან მამა, ანაბელი, ბანტი, ნატი, ტობი, ჯასპერი და დანარჩენები!
14
გიკი გოგო: მოდელობისთვის შეუფერებელი (2)
ავტორი: ჰოლი სმეილი სერია: ლიბერთინს   ჰარიეტ მანერსი უკვე წარმატებული მოდელია, მაგრამ უარს არც გიკობაზე ამბობს. როგორც ნამდვილმა გიკმა, ბევრი რამ იცის: ადამიანს დღის განმავლობაში 70 000 აზრი გაუელვებს. მუხლუხს 4 000 კუნთი აქვს. ადამიანი წელიწადში საშუალოდ 1 ტონა საკვებს მიირთმევს. გიკი + მოდელი = გამდიდრებას გრაფიტის ახალი კოლექციით მაგრამ ბიჭების არაფერი გაეგება. ეს ცხადია. ტოკიოში თავბრუდამხვევი მოგზაურობისა და სამოდელო სამუშაოს შესრულებისას, ჰარიეტს მოუწევს, მისი ინტელექტუალური რესურსი სრულად გამოიყენოს...
12
გიკი გოგო: სამუდამოდ გიკი (6)
ავტორი: ჰოლი სმეილი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს   გიკი გოგო ჩვენგან მიდის და გვიტოვებს ფანტასტიკურ მოგონებებს ერთ მშიშარა, კომპლექსებით სავსე, თანატოლებისაგან დაჩაგრულ ჰარიეტ მანერსზე, რომელიც მკითხველის თვალწინ სუპერპოპულარულ მოდელად იქცა! მიდის და გვიტოვებს იმედს, რომ თურმე ყოველ ჩვენგანს შეუძლია შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, გადალახოს წინააღმდეგობები და რაც მტავარია, საკუთარ თავს სძლიოს. და როცა მთავარ ბრძოლას მოიგებ - როცა აიძულებ თავს, სხვა თვალით შეხედო სამყაროს, მაშინ ისიც დაგინახავს და ცხოვრება კიდევ უფრო
11.95
გიკი გოგო: ყველაზე ფოტოგენური (3)
ავტორი: ჰოლი სმეილი   ჰარიეტ მანერსმა ბევრი რამ იცის, მაგრამ მას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება შტატების სამოდელო ბიზნესში, არც სიყვარულის გაეგება რამე, თორემ დიდი გაუგებრობაში ხომ არ ამოჰყოფდა თავს, ინტრიგის მსხვერპლი არ გახდებოდა და ნიუ-იორკში - წარმატებებისა და წინსვლის ქალაქში ყველასგან მიტოვებულადაც არ იგრძნობდა თავს. თუმცა, ის ხომ ჰარიეტია, - გამოსავალს მოძებნის და კიდევ ერთხელ გაგვაკვირვებს. დაუვიწყარი ნიუ-იორკული თავგადასავალი იწყება!
12
გიკი გოგო: ყველაფერი ბრწყინავს (4)
ავტორი: სმეილი ჰოლი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს   ჰარიეტ მანერსმა ბევრი რამ იცის, თუნდაც ის, რომ ტუალეტის ქაღალდის რულონი 600 წელს, ჩინეთში გამოიგონეს. იცის, რომ კომეტის კუდი ყოველთვის მზის საპირისპიროდაა მიმართული; ისიც მოეხსენება, რომ ადამიანს გული წუთში საშუალოდ, 70-ჯერ უცემს. - მაშინაც კი, თუ კი ის გატეხილია. თუმცა არაფერი გაეგება, როგორ შეიძინოს ახალი მეგობრები და წარმოდგენა არ აქვს, როგორ იქცეს თვალისმომჭრელ და წარმატებულ სუპერმოდელად. არადა ფაქტია, რომ ახლა ასეთია.
12
გიო
ავტორი: თამარ ფხაკაძე   ბიჭი გიო ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს, ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს და გემის კაპიტნობაზე ოცნებობს. მეზღვაური მამა, მრავლისმნახველი ბაბუ და ბედნიერი გარემო გამუდმებით კვებავს მის ფანტაზიას და ბიჭს დედასავით უყვარს დედასთვალებისფერი, უსაზღვროდ ლურჯი ზღვა.მაგრამ გიოს ყმაწვილურ იდილიაში ნელა და შეუმჩნევლად ერევა ღრუბელი - სულ უფრო ხშირად მოჰყვება ნიავს ცეცხლისა და დენთის სუნი. გარშემო შიშნარევი მოლოდინი ისადგურებს და სულ უფრო მეტი კითხვა რჩება უპასუხოდ: რა ხდება? რატომ ხდება? რატომ მოეკიდნენ ერთმანეთს მტრად გუშინდელი მეგობრები?..ეს შიშის, სიმამაცის, თავგანწირვისა და უზრუნველი ბიჭის ერთ წამში დაკაცების სულისშემძვრელი ამბავია, რომელიც ასობით და ათასობით მის თანატოლს გადახდა. გიოს ამბავი ყველას ამბავია, ვინც გამოცადა ომის ელდა, უძვირფასესი ადამიანების დაკარგვა და მშობლიური სახლიდან გამოძევება; ყველას ამბავია, ვინც იმედიან თვალს არ აშორებს მომავალს და ჯიუტად ამბობს: „მე დავბრუნდები“.
11.95
გიყვარდეს ის, რაც არის
ავტორი: ბაირონ ქეითი   რევოლუციური პროცესი სახელად „სამუშაო“ არის კონკრეტულ პრობლემასთან მისადაგებული ოთხი მარტივი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ, სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახოთ თქვენ წინ აღმართული დაბრკოლებები. როგორც ქეითი ამბობს, „თვით პრობლემა კი არ არის ჩვენი გასაჭირის საფუძველი, არამედ _ ჩვენი ფიქრი ამ პრობლემაზე“. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მტკივნეული ფიქრისგან გათავისუფლების მცდელობა პრობლემას ვერ გადაწყვეტს; ნაცვლად ამისა, როცა „სამუშაოს“ შევასრულებთ, ფიქრისგან თავისთავად გავთავისუფლდებით.სწორედ ამ მომენტიდან შევძლებთ გვიყვარდეს ის, რაც არის. ეს წიგნი კონკრეტული, მეტყველი მაგალითებით დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ რევოლუციური პროცესი. გაიგებთ, როგორ მუშაობენ ქეითისთან ერთად ადამიანები ურთიერთობებთან, სამსახურთან, შიშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. „სამუშაოს“ დასრულების შემდეგ ისინი მშვიდდებიან და პოულობენ ენერგიას მოქმედებისთვის იმ სიტუაციებშიც კი, რომლებიც აქამდე გადაულახავი ეგონათ.
24.95
გმირი ღამის ავტობუსში
ავტორი: ონჯალი რაუფი სერია: საოცრება მთარგმნელი: მაია წითაძე რაც თავი მახსოვს, სულ შარში ვეხვევი. თუმცა, ამას დიდად არ ვდარდობ – საუკეთესო იდეები სწორედ სასჯელის მოხდისას, სკოლის დირექტორის კაბინეტში მომდის. ბოლო დროს ჩემი აღარავის სჯერა, თუნდაც სიმართლეს ვამბობდე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უსახლკარო მოხუცს ოინი მოვუწყვე… ყველას ერთი მჩაგვრელი ბიჭი ვგონივარ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ მეც შეიძლება გავხდე გმირი. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი – ჰექტორი – მართლაც აბეზარი ბიჭია. მაგრამ ერთ დღეს ისეთ ამბავს შეესწრება, რომ მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება. მას შემდეგ ჰექტორს ახალ მეგობრებთან ერთად ბევრი დაბრკოლების გადალახვა და არაერთი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევს… წაიკითხე თანაგრძნობის, სიკეთისა და მეგობრობის ეს უჩვეულო და საინტერესო თავგადასავალი და დარწმუნდი, რომ ყველას შეუძლია გახდეს უკეთესი ადამიანი.  
12.9
გნოსტიკური სახარება
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი "გნოსტიკური სახარება" ოცამდე ტექსტისგან შემდგარი კრებულია, სადაც თავმოყრილია I-დან VII საუკუნემდე შექმნილი გნოსტიკური ნამუშევრები. წიგნში შესულია ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტების თარგმანები, როგორებიცაა "სახარება თომასი", "სახარება მარიამ მაგდალინელისა", "სახარება იუდა ისკარიოტელისა", "სახარება პეტრესი", "ჰიპოსტაზები არქონებისა", "ნიკოდემუსის სახარება", "ფილიპეს სახარება", "იაკობის სახარება" და მრავალი სხვა გნოსტიკურ-ქრისტიანული, ებრაული, ბერძნულ-რომაული ნამუშევარი, რომლებშიც გნოსტიკური ფილოსოფია და სპირიტუალური სწავლება ღმერთების და არქონების, ეონებისა და პლერომას შესახებ, უმაღლესი პოეზიის ფორმებით არის გადმოცემული.
30
სიახლე
გოა მშვიდობისა
ავტორი: ბესო ხვედელიძე კარგია, როდესაც კოლეგაზე არა კოლეგიალური სოლიდარულობის გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი ტექსტის მხატვრული ღირებულებების გამო წერ. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, ვიყოთ გულწრფელები, იშვიათად ხდება ცხოვრებაში – და ეს კონკრეტული შემთხვევა, საბედნიეროდ, სწორედაც რომ ასეთია. ამიტომ სიამოვნებით ვიყენებ ამ შესაძლებლობას. გოა მშვიდობისა, ბესო ხვედელიძის ნეპალური სერიის მორიგი ეპიზოდია. მეც, ბევრი სხვასავით, ამ სერიის ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი ვარ და აქედან გამომდინარე, თითოეულ ეპიზოდს მისი გამოჩენისთანავე ვკითხულობ. „გოა მშვიდობისა”, ჩემი აზრით, ნეპალური სერიის ყველაზე მნიშვნელოვანი და ესთეტიკურად სრულყოფილი ტექსტია. რთულია, განსაზღვრო ამ ტექსტის ჟანრი. ის ერთდროულად რომანიცაა, მოგზაურის ჩანაწერებიც, თვითშემეცნების ეგზისტენციალური ტრაქტატიც, ტურისტული გზამკვლევიც და მემუარებიც. ნებისმიერ შემთხვევაში ბესოსა და ალექსას ახალ თავგადასავალს მიყოლილი მკითხველი პირველ რიგში ნამდვილ ლიტერატურაში მოხვდება სამოგზაუროდ. Bon voyage! დავით ქართველიშვილი
12.9
გოგო, კატა და ლოცმანი
ავტორი: მატილდა ვუდსი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე სერია: ლიბერკიდსი   ჩრდილოეთის ზღვის სიახლოვეს, ტალღების ხმაურში ცხოვრება - უკვე თავგადასავალია! და ეს შენი თავგადასავალიც იქნება, თუკი ამ წიგნს გადაფურცლავ! დიდი სანაოსნო მოგზაურობა გელის. თუმცა სანამ ცნობილ კაპიტანთან, მის ნაბოლარა შვილთან, კატასთან და ლოცმანთან ერთად ზღვაში გახვალ, მანამდე ზღვიდან გამორიყული, დამსხვრეული გემებისგან აშენებულ პატარა სოფელში მოგიწევს ცხოვრება. იქაური სახლები ზღვის ამბებს მოგიყვებიან, შეიძლება იმ ტავერნაშიც აღმოჩნდე, რომელსაც "ჩაძირული გველთევზა" ჰქვია და სადაც კაპიტანი ბრიტი სწორედ ამ წუთებში შვილის შეძენას ზეიმობს, წინასწარმეტყველი ფრეიდის სპირსი კი ზღვის ნაპირზე დგას, ყურზე ნაჟარა მიუდვია და ახალ წინასწარმეტყველებას ისმენს - ალბათ სწორედ შენ შესახებ - ჩრდილოეთ პოლუსს კიდევ ერთი მოგზაური ბავშვი უახლოვდება!
12.95
გოგოები წითელ ღვინოს სვამენ
ავტორი: ქეთევან ნათელაძე ერთიანად ლირიზმში ჩაფლული პოეტი, მხოლოდ ლირიკულ განცდებსა და ხილვებს მინდობია - მისთვის ყველაზე ბუნებრივს და ძალდაუტანებლადაც შენარჩუნებულს, რაკიღა ვერ უცდუნებია მოდურ გატაცებას მედიტაციებითა და ანალიტიკური განსჯით, და ამიტომაც მისი ლირიკული დღიური იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, როდესაც გრძნობები თავისთავად იფრქვევა, მოედინება ხან სილაღით, ხანაც დრამატიზმით შეფერილი, და მათ სიცინცხალეს კანთიელად გამოჰკვეთს ნატიფი, დახვეწილი ფორმა და მრავალფერადი რიტმიკა.'' / როსტომ ჩხეიძე /
14.95
სიახლე
გოგონა მთვარიდან
ავტორი: უჩა თხელიძე ეს წიგნი კარგო შენზე არის, და ეს შენც იცი. შენ წახვედი და შევეჩვიე მეც მარტოობას. ახლა როდესაც მარტოდ ყოფნის ხიბლიც კი ვიცი, გაგიკვირდება, შენით მიყვარს ეს მარტოობაც. ეს წიგნი მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის. იგი ორ ნაწილადაა გაყოფილი, პროზად და პოეზიად. თუმცა რეალურად ეს ორი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განუყოფელია. ორივე მათგანს ერთი ადრესატი ჰყავს. ჩემთვის ეს ლექსები ყველაზე მუსიკალური რამაა, რაც შემიძლია გავიხსენო. ისინი ინახავენ მოგონებებს, რომლებმაც შემაძლებინეს ფრენა. ამავდროულად, იმ მოგონებებსაც, რომლებმაც ძირს დამანარცხეს. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს ბოლოს ხომ მაინც ყველაფერი ტკბილად გაგონდება, არა!? ამიტომაც მიყვარს სიგიჟემდე. მაგიური რეალიზმის ჟანრის მოთხრობაში კი მოყოლილია, სასიყვარულო ურთიერთობა. დროის, როგორც პიროვნების და ბიჭის თავგადასავალი, რომელიც დაკარგული სიყვარულის დაბრუნებას ცდილობს. სტუმრობა ზეცასა და მიწისქვეშეთის სამეფოში. შეხვედრა კიდევ სხვა მაგიურ პერსონაჟებთან და ჭიდილი სიკვდილთან, რომლისაც დროსაც კი ეშინია. ავტორი  
15
გოგონა ობობას ქსელში
ავტორი: დევიდ ლაგერკრანცი მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ჰაკერ ლიზბეთ სალანდერს (“გოგონა დრაკონის ტატუთი”, „გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა“, „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“). ჟურნალისტმა ბლუმკვისტმა უნდა გაარკვიოს, სად არის ლიზბეთი და დაეხმარება თუ არა ისევ, ლიზბეთმა კი უნდა გამოიკვლიოს, რა დარჩა მამამისის შექმნილი კრიმინალური იმპერიისგან. მთავარი გმირები აღმოჩნდებიან ობობას ქსელში, რომელსაც ჯაშუშები, ათასი ჯურის დამნაშავეები, სხვადასხვა ქვეყნის კორუმპირებული თანამდებობის პირები ქმნიან. თავიანთი საიდუმლოს დასაცავად ისინი არც მკვლელობას ერიდებიან… 2004 წლის 9 ნოემბერს ჟურნალისტი სტიგ ლარსონი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ვერ მოესწრო საკუთარი რომანების არნახულ წარმატებას მსოფლიო მასშტაბით – დაიბეჭდა 75 მლნ ეგზემპლარზე მეტი. შვედმა ჟურნალისტმა და მწერალმა დევიდ ლაგერკრანცმა ისე გააგრძელა მილიონობით მკითხველისთვის საყვარელი პერსონაჟების თავგადასავალი, რომ ავტორის სტილი დაიცვა და თან არც მის ფანტაზიას უღალატა. რომანი ისეთ გასაიდუმლოებულ პირობებში იწერებოდა, რომ ლიზბეთ სალანდერსაც კი შეშურდებოდა. წიგნი ერთდროულად გამოსცა მსოფლიოს 25-მა გამომცემლობამ და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა.
14.9
გოგონა ცრემლიანი თვალებით
ავტორი: ბექა გელაშვილი   ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბევრი კარგი მოგონების დაგროვებაა. ყველაფერი დაინგრევა, დაიწვება, დამთავრდება. ყველაფერს მიწა, ცეცხლი ან დრო შთანთქავს. ადამიანი, თვით ადამიანიც კი გაქრება, ადამიანისგან შექმნილ განსხვავებულ და საოცარ მოგონებებს კი დედამიწა იქამდე შეინახავს, სანამ იარსებებს. სიკვდილის წინ თუ გვექნება ის რამდენიმე წამი, საკუთარ წარსულს თვალი რომ გადავავლოთ, ღრმად მწამს, ჩვენი საყვარელი ადამიანები და მათთან გატარებული მნიშვნელოვანი წუთები გაგვახსენდება. წიგნის დიდი ნაწილი რეალურ ამბავზეა აგებული. შეცვლილია პერსონაჟის სახელები. საკუთარ თავზე შეყვარებული ახალგაზრდა მამაკაცი ადამიანებისადმი მიყენებული ტკივილით საზრდოობს. ყოველი გატეხილი გულის შემდეგ, მის სხეულში არსებული დანაწევრებული სული შვებას გრძნობს. მთავარი პერსონაჟის არაფრისმომცემი ცხოვრება იქამდე მიმდინარეობს ეგოისტურად, სანამ არ შეხვდება ადამიანებს, რომლებიც მას მიწაზე დაანარცხებენ.    
15
გოგონა, რომელიც სამაგიეროს ყველას უხდის
ავტორი: დევიდ ლაგერკრანცი მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი დრაკონის ტატუთი დამშვენებულ გოგონას არაფერი ავიწყდება და არავის არაფერს პატიობს. ის ციხეშიც კი სამართლიანობას იცავს. სხვე ბისთვის თითქოს შეუმჩნეველი რასობრივი და რელიგიური შეხლა- შემოხლა მას არ გამოეპარება. მიქაელ ბლუმკვისტი ყოველ კვირას დიდ გზას გადის ლიზბეთის მოსანახულებლად და მისგან მითითებებსაც იღებს. დეტექტივისთვის ეს თავგადასავალი რიგითი გამოძიებაა, ლიზბეთისთვის – მისი ბავშვობის საიდუმლოების გასაღები. თუმცა, სიმართლის გამჟღავნება იოლი როდია: სახიფათო ექსპერიმენტის ინიციატორი მეცნიერები ყველაფერს იკადრებენ, რათა წარსული ხელუხლებელი დარჩეს. სალანდერმა იცის, რომ სადაცაა, კვანძი გაიხსნება და ტყუპისცალი დის საბედისწერო ზეგავლენისგანაც მალე დააღწევს თავს. ლიზბეთი არ დანებდება… გოგონა დრაკონის ტატუთი შურს ნებისმიერ ფასად იძიებს… ამ წიგნის დაძაბულობა და დაუცხრომელი ენერგია დევიდ ლაგერკრანცს სტიგ ლარსონის „მილენიუმის ტრილოგიამ“ შთააგონა. სალანდერი და ბლუმკვისტი აგრძელებენ სამართლიანობისთვის ბრძოლას და კიდევ ერთხელ ეცდებიან ქართველი მკითხველის გულის დაპყრობას.  
17.9
გოგონა, რომელიც უნდა მომკვდარიყო
ავტორი: დევიდ ლაგერკრანცი სტიგ ლარსონის "მილონიუმის ტრილოგიის" გაგრძელება მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა    
18.9
გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია
ავტორი; სტიგ ლარსონი მთარგმნელი: ნიკა სამუშია   პოლიციის მიერ სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სალანდერი, რომელიც საკუთარმა მამამ თავში დაჭრა, პოლიციისავე განკარგულებით, სოლგრენსკას საავადმყოფოში სრულ კარანტინშია. ჰაკერ გოგონას „კრაზანების ბუდესთან“ საბრძოლველად ერთადერთი იარაღი აქვს – საკუთარი პალმტოპი.
13.9
გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა ასანთი
ავტორი: გაეტან სუსი მთარგმნელი: ირინა ლაბაძე   ორი ბავშვი მარტო მათ ავტორიტარ მამასთან ერთად თვალუწვდენელ მამულში ცხოვრობს, სადაც დრო გაჩერებულია. მათ მიერ შექმნილი სამყარო შემოფარგლულია წაკითხული ფილოსოფიითა და ზღაპრებით რაინდობის შესახებ. როდესაც მათი მამა კვდება, ისინი გადაწყვეტენ მის დამარხვას და მოულოდნელად შეეჯახებიან მეზობელი სოფლის მცხოვრებლებს, რის შედეგადაც მათი რომანტიული და ცრუ საბურველი იცვლება მათივე არსებობის საშინელი სინამდვილით. შესანიშნავი, ოსტატური რომანი, რომელშიც არაფერია იმის მსგავსი, რაც პირველად წარმოგიდგენიათ...
10.7
გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი
ავტორი: ბერნარდინ ევარისტო მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე სერია: ლიტერე ინვენტე პირველად ქართველი მკითხველისთვის - თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ლიტერატურული პრემია ბუკერის 2019 წლის ლაურეატის, ბერნარდინ ევარისტოს რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“. ამა ბონზუ - აფრიკული ფესვების მქონე ბრიტანელი რეჟისორი - თავისი ბოლო წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება და ღელვისგან გული უსკდება. ასე იწყება 12 ქალის ცხოვრების ამსახველი რომანი-პანო. ამამ, რადიკალმა ფემინისტმა, უნდა გადალახოს უამრავი წინაღობა და უკომპრომისოდ იაროს თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზებზე. ეს ოცნებები იმდენად კონკრეტული და მკაფიოა, რომ მამაკაცსაც კი ამ ნიშნით ირჩევს დროებით პარტნიორად - ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს. და ეს, ალბათ, ერთადერთი კომპრომისია შემოქმედის პირად ცხოვრებაში. ამ პოლიფონიურ რომანში, ამა ბონზუს გარდა, 19 წლის იაზის, 93 წლის ჰეტისა და კიდევ 9 ქალის ამბებია მოთხრობილი.... ეს გულის ამაჩუყებელია, შთამაგონებელი, დამთრგუნველი და ზოგჯერ შემაძრწუნებელი ამბები ისეთივე ნამდვილია, როგორიც მილიონობით სხვა ქალის ცხოვრება, რომელზეც არავის დაუწერია. ეს წიგნი მათზეც არის.
25.95
გოგონები
ავტორი: ემა კლაინი მთარგმნელი: ნინო ტეფნაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა  
14.9