santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
გამღები
ავტორილუის ლოური მთარგმნელიდათო აკრიანი   "-მე დიდი პატივი მერგო, - თქვა გამღებმა, - შენც ასე იქნები. თუმცა, აღმოაჩენ, რომ ეს იგივე არ არის, რაც ძალა." ცხოვრება თემში, რომლის წევრია ჯონასი, იდილიურია. დანიშნული მშობელდედები ბადებენ ახალბავშვებს, რომლებსაც ანაწილებენ შესაფერის ოჯახურ ერთეულებში, თითოეულში - ერთ მამრს და ერთ მდედრს. ყველა მოქალაქეს ჰყავს პარტნიორი და აქვს სამუშაო. კითხვების დასმა აზრად არავის მოსდის. ყველა მორჩილია. თემი არის სამყარო, სადაც არ არსებობს კონფლიქტი, უთანასწორობა, დაპირისპირება, უმუშევრობა, უსამართლობა... და არც არჩევანი. ყველა ერთნაირია. გარდა ჯონასისა. თორმეტიანების ცერემონიაზე თემის თორმეტი წლის წევრები გულმხურვალედ იღებენ მათთვის წინდაწინ დადგენილ ცხოვრებისეულ დანიშნულებებს. ჯონასს კი წილად ხვდა საგანგებო მისია, რომლის შესწავლასაც იწყებს იდუმალ მოხუცთან, გამღებთან. ბიჭი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ადამიანს ძალას გრძნობები ჰმატებს, თუმცა, როდესაც მისი ძალმოსილება გამოცდის წინაშე დგება, ანუ როდესაც უნდა სცადოს და საყვარელი ადამიანი გადაარჩინოს, ჯონასი შეიძლება მზად ვერ აღმოჩნდეს. ძალზე ნაადრევია თუ მეტისმეტად დაგვიანებული?
9.95
განა ეს ადამიანია
ავტორი: პრიმო ლევი მთარგმნელი: დარეჯან კიკოლიაშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, პრიმო ლევის (1919 – 1987) „განა ეს ადამიანია“ აუშვიც-მონოვიცის ბანაკის შემაძრწუნებელ გამოცდილებას აღწერს. წიგნი 1947 წელს გამოიცა. ავტორს, ლიტერატურული გამოცდილების არმქონე 27 წლის ქიმიკოსს, არ დაუსახავს მიზნად, ვინმე განესაჯა: წერას, უპირველეს ყოვლისა, ტრავმის დაძლევის საშუალებად მიიჩნევდა. ლევიმ სცადა, გაეანალიზებინა, რად შეიძლება იქცეს ადამიანი უსასტიკესი სოციალური და ბიოლოგიური ექსპერიმენტის პირობებში, როდესაც ყველაფერს კარგავს – თავისუფლებას, მომავალს, მოგონებებს, სახელსაც კი და მკლავზე ამოშანთული ნომერი ყოველდღე შეახსენებს, რომ ის არავინაა. «აუშვიცის გამოცდილება რომ არა, არასდროს არაფერს დავწერდი. მიზეზი არ მექნებოდა, მეწერა, არც არაფერი მიბიძგებდა საამისოდ: იტალიურში საშუალო მოსწავლე ვიყავი, ისტორიაში – სუსტი, უფრო ფიზიკა და ქიმია მაინტერესებდა და შემდეგ პროფესიად ქიმიკოსობა ავირჩიე, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დაწერილი სიტყვის სამყაროსთან. ლაგერის გამოცდილებამ მაიძულა, მეწერა: სიზარმაცის დაძლევა არ დამჭირვებია, სტილის პრობლემები არ მადარდებდა, სასწაულებრივად მოვახერხე, ისე მეწერა, რომ ჩემი ყოველდღიური ხელობისთვის ერთი საათიც არ დამიკლია, მეჩვენებოდა, რომ ეს წიგნი თავში უკვე სრულიად მზად მედო, მხოლოდ ის მევალებოდა, გარეთ გამომეშვა და ქაღალდზე გადამეტანა».
17.95
განადგურების ბრძანება
ავტორი: ჯეიმზ დაშნერი მთარგმნელი: ნინო შეყელიძე სერია: ლიბერთინს უკეთურის შექმნამდე და თომასის ლაბირნთში მოხვედრამდე 13 წლით ადრე მზეზე აფეთქებებმა დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა შეიწირა, შეიცვალა კლიმატი, დაიწყო გლობალური დათბობა... კატასტროფას გადარჩენილებმა მთებსა და ტყეებს შეაფარა თავი და ახალშენების დაარსება დაიწყეს, მაგრამ მალე სხვა განსაცდელი დაატყდათ თავს: ხელისუფლებამ უცნობი ვირუსის გავრცელებით მოსახლეობის რაოდენობის შემცირება გადაწყვიტა! მარტი და ტორა - ლანასა და ალეკთან ერთად ჩრდილოეთ კაროლინისკენ მიემართებიან სამყაროს გადარჩენის იმედით.
12
განდგომილი
ავტორი: ეჟენ იონესკო მთარგმნელი: დავით კახაბერი მე-20 საუკუნის თეატრის რეფორმატორის, აბსურდის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლისა და ლიდერის (სემუელ ბეკეტთან და არტურ ადამოვთან ერთად) – ეჟენ იონესკოს რომანი „განდგომილი“ მისი ერთადერთი ცდაა, შეექმნა რომან-აბსურდის ფართო ტილო, რომელშიც გააგრძელებდა სინამდვილის ფილოსოფიურ კვლევას. ავტორი ცდილობს, პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც კაცობრიობის მუდმივი ღელვის საგანია: როგორ თანაარსებობს ადამიანი და ბრბო? როგორ იბადება აგრესია და მასობრივი ფსიქოზი? არსებობს კი წინააღმდეგობის მექანიზმი? რამდენად ძალუძს ადამიანს, თავიდან აიცილოს საყოველთაო კატასტროფები? შეიძლება იმ ეგზისტენციური ნაღველის გადალახვა, ყველა მოაზროვნე პიროვნებას რომ აწუხებს? იონესკო მთელი ცხოვრება ცდილობდა აბსურდული ყოფის მიზეზებისა და მისი არსის შეცნობას. სამყაროს თავდაპირველ რეალობას – სიყვარული და გაოცება, ოცნება და სიკვდილი – მის პიესებსა და პროზაში ერთი კოსმოგენური ელემენტი – მარტოობა ემატება. ეს კიდევ ერთი სიუჟეტი გახლავთ, სადაც ავტორის ორიგინალურ აზროვნებას ისეთ ზღვრამდე მიჰყავს აბსურდი, რომლის იქითაც ახალი რეალობა იშლება, ცხოვრებისა თუ ცნობიერების ყველაზე იდუმალ, მტკივნეულ სიღრმეებს რომ აშიშვლებს.
13.95
განზომილება
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე   განზომილება დაუმთავრებელი რომანია, რომელსაც ჯემალ ქარჩხაძე მრავალი წლის მანძილზე წერდა. რომანში 80-იანი წლების მიწურულის საქართველოა ასახული, როდესაც საბჭოთა სისტემა საბოლოოდ იშლება და საზოგადოება სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება ახალი რეალობების წინაშე. რომანი რამდენიმე თავისთავად დასრულებული ნაწილიგან შედგება. განზომილება სავსეა მხატვრული და ენობრივი ექსპერიმენტებით და იძლევა უზარმაზარ რესურსს ინტელექტუალური და ფილოსოფიური განსჯისათვის.
26.9
განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები
ავტორი: თეოდორ ვ. ადორნო, მაქს ჰორკჰაიმერი   »განმანათლებლობის დიალექტიკა« (1944-1947, 1969) »ფრანკფურტის სკოლის« კრიტიკული თეორიის ყველაზე დიდი გავლენის მქონე ნაშრომია. წიგნში მოცემულია თანამედროვე საზოგადოების ძირეული კრიტიკა. ცივილიზაციის განვითარების ფუნდამენტური ანალიზის საფუძველზე გამოკვლეულია მითოსიდან განმანათლებლობის წარმოშობა და განმანათლებლობის მითოსისკენვე შემობრუნება. ნაშრომი წარმოადგენს თანამედროვე სუბიექტის, მისი »თვითის«, ფორმირების ფილოსოფიურ თავდაპირველ ისტორიას და განიხილავს ზნეობრიობისა და უზნეობის თანხვედრას თანამედროვე საზოგადოებაში. ამ წიგნში განხილულია კულტურის ინდუსტრიის მეშვეობით ადამიანთა მასობრივი მოტყუების მექანიზმები. ასევე, გაანალიზებულია განმანათლებლობის საზღვრები, რომლებსაც, ნაციონალსოციალიზმში განხორციელებული კატასტროფის შედეგად, ანტისემიტიზმის ელემენტები წარმოადგენენ.      
23.5
განსხვავებული საზრისები
ავტორი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე; ანდრო დგებუაძე გამომცემლობა: აზროვნების აკადამია წიგნში ავტორები მთავარ ადამიანურ ღირებულებებს განსხვავებული სააზროვნო სიბრტყიდან გვიჩვენებენ, სამყაროსა და ადამიანის სხვადასხვაგვარ აღქმას გვთავაზობენ. რაზე თანხმდებიან და ვერ თანხმდებიან ავტორები? რა არის წყალგამყოფი საკითხი, რომელზე შეთანხმებაც შეუძლებელია და რაზე შეთანხმებაა შესაძლებელი თუ საკითხს კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად გულწრფელობით მივუდგებით? ამ წიგნში, მკითხველი სწორედ ამ განსხვავებულობისა და გადაკვეთის წერტილებს გაეცნობა. წიგნის პირველ ნაწილში საუბარი ეხება ფუნდამენტურ ცნებებს: ვინ არის ადამიანი? რა არის პიროვნულობის იდეა? როდის დაისმის პიროვნულობასა და კერძოობას შორის ტოლობის ნიშანი? თავისუფლება – ღირებულება, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს და ცხოვრებას საზრისს აძლევს. რა არის თავისუფლება? მიზანი თუ ინსტრუმენტი ადამიანისთვის? სიყვარული – როგორც ყოფიერების ცოცხალი საწყისი. მოვლენა, რომლის გარეშე თავისუფლება ვერ რეალიზდებოდა. დაეკარგა თუ არა თანამედროვე ეპოქაში ფასი სიტყვა „სიყვარულს“? რა როლი აქვს კრიტიკულ აზროვნების რწმენაში? რწმენა ანუ მუდმივი ძიების პროცესი ადამიანისთვის. ერთი მხრივ, ეს საკითხები ჩვენი ყოველდღიურობაა, მეორე მხრივ კი, მუდმივი კითხვის ნიშნებით სავსე სივრცეა.
35
განძის კუნძლი
ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   დიდ საიდუმლოს ინახავს მოხუცი მეკობრის, ბილი ბოუნზის ძველი ზანდუკი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი მეკობრე ცდილობს. საბოლოოდ, ზანდუკში საგულდაგულოდ დამალულ განძის კუნძულის რუკას პატარა, უშიშარი ბიჭი, ჯიმ ჰოკინზი დაეუფლება და აქედან იწყება კიდეც მისი ფათერაკებით აღსავსე, საინტერესო თავგადასავალი ზღვასა თუ ხმელეთზე.
9.9
განძის კუნძული - სამაგიდო თამაში
ილუსტრატორი: ნანა მელქაძე თამაში ავითარებს: რეფლექსებს, ანალიზისა და ტაქტიკური აზროვნების უნარებს. თამაშის პრინციპი: მოთამაშეებმა გემიდან განძის კუნძულამდე უნდა მიაღწიონ. ვინც პირველი მიაღწევს განძის ადგილსამყოფელს, გამარჯვებულია! ასაკი 4+; თამაშობს 2-4 მოთამაშე; თამაშის დრო 10+ წუთი.
29.95
განჯადოება
ავტორი: ბესო ხვედელიძე გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა კატმანდუს ტრიბჰუვანის აეროპორტში ახლად ჩასული ალექსი თითქოს ბავშვობისდროინდელ ძველ სახლს უბრუნდება. გატეხილი და ძალაგამოცლილი სხეული იმედით ევსება – სწორედ აქ უნდა დაიწყოს მისი ფერფლიდან აღდგენა, მისი გათავისუფლება იმ წნეხისგან, რომლადაც მას უიღბლო ევროპული სიყვარული და ნაცრისფერი თბილისი ექცა. მისთვის ნეპალი ის განსაწმენდელია, სადაც ცოდვილებს მაღალი მთები და ბუნების ნამდვილი შვილები ელიან, რათა გულში ჩაიკრან და საკუთარ თავში ჩაახედონ
6.9
განჯის კარი
ავტორი: აბო იაშაღაშვილი გამომცემლობა: ნეკერი
9.9
გაორება
ავტორი: ქეთი ბარნაბიშვლილი   ყოფილი მოდელი და მსახიობი, თეო გელაშვილი მოულოდნელ მოსაწვევს მიიღებს – უცნობი არტისტი პერსონალურ გამოფენაზე ეპატიჟება. თეოს მოსაწყენ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, თუმცა პოლიციელ მეუღლესთან ურთიერთობის უღიმღამო სიმშვიდეს ისეთი ვნებათაღელვა და ქარტეხილები ენაცვლება, რომ ქალს უზარმაზარი დილემის წინაშე აყენებს... არჩევანის გაკეთება უწევთ სხვა პერსონაჟებსაც – სიყვარული მათ წალეკვით, ან ისეთი ტრანსფორმაციებით ემუქრება, რომელსაც ყველა ვერ უძლებს...   „გაორება“ არის რომანი, რომელსაც წინასწარ ვერ მოჰყვები, ის წაკითხვისას თავად უნდა განიცადო. რომანი იმ სულიერ გრადაციებზე მოგვითხრობს, საკუთარი თუ სხვისი პიროვნების შეცნობის გზაზე მყოფი ადამიანი რომ გაივლის, მით უფრო, როდესაც ის მგზნებარედ შეყვარებულია.   ტრადიციად ქცეული გამოცდილება, ურთიერთობები, იმის მოლოდინი, რომ თითქოს აქაც ყველაფერი ბანალურად უნდა წარიმართოს, არ მართლდება. რომანის მთავარი გმირები სწორედ ერთმანეთთან ყოფნით აღმოაჩენენ, თუ რამდენად მარტოსულები არიან. რაც უნდა პარადოქსული იყოს, ვირტუალური ნაცნობობა მათ ნამდვილი ცხოვრების ვნებას უღვივებს. მძაფრი ემოციები და შთაბეჭდილებები, მოულოდნელი სიუჟეტური პასაჟები, ერთგვარად ნაცნობი, თუმცა მაინც იდუმალი პერსონაჟები – ეს ყველაფერი ქეთი ბარნაბიშვილის რომანს ჩამთრევად საკითხავ ტექსტად აქცევს. თხრობის მსუბუქი და ექსპრესიული მანერა კი გაგიჩენთ განცდას, რომ მხოლოდ კი არ კითხულობთ, არამედ ამ წიგნს ფილმადაც უყურებთ.
14.95
გარდავედ, მოსე
ავტორი: უილიამ ფოლკნერი ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა „გარდავედ, მოსე“ (1942) უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. ავტორი რომანში შინაგან მონოლოგსაც მიმართავს და ცნობიერების ნაკადსაც, წინადადების სტრუქტურასაც არღვევს და პუნქტუაციასაც უგულებელყოფს, თუმცა კი მასში იუმორიც უხვადაა და სატირაც, უაღრესად დრამატულსა და ტრაგიკულ პასაჟებთან ერთად.  რომანში ადამიანისთვის უმთავრესი საკითხების ფონზეა თხრობა გაშლილი: ადამიანი, მიწა, ბუნება, ღმერთი. წიგნის სტრუქტურაა მაკქასლინების ოჯახის გენეალოგია, ყველაზე ჩახლართული საოჯახო ხე იოკნაპატოფას ოლქში. რომანის უმთავრესი ნაწილი, ნოველა „დათვი“, ყველაზე ადრე ითარგმნა და გამოიცა. მაგრამ მას აკლდა უმთავრესი ნაწილი, მეოთხე თავი, ურომლისოდაც ის მხოლოდ სანადირო მოთხრობად დარჩებოდა. „დათვის“ მეოთხე თავი არა მხოლოდ ამ ნოველის, არამედ მთელი რომანის გასაღებია, ამიტომაც ხელახლა ითარგმნა, რომ სტილისტური მთლიანობა არ დარღვეულიყო.    
22.95
გარდასახვა
ავტორი: ფრანც კაფკა მოთხრობების კრებული მთარგმნელ: დავით კირკიტაძე გამომცემლობა:ოჩობუქს
11.9
გარდასულები
ავტორი: იაგო თვალაბეიშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი - 2018 მცემლობა: პალიტრა L
11.95
გარდაცვლილის კაპრიზი
ავტორი: აგათა კრისტი   მდიდარ ხალხს ხშირად ახირებული აზრები მოსდის თავში, მაგალითად, მკვლელობანას თამაში და, გასაკვირი არ არის, რომ გარემოცვაც ხალისით მონაწილეობს ამ "უვნებელ" გართობაში. ასე მოხდა ინგლისის ერთი პატარა სოფლის მამულში - ვიღაცას დამნაშავის როლი არგუნეს, ვიღაცას მოწმის, ვიღაცას კი - მაძებრის. მკვლელობანას სიამოვნებით თამაშობენ დეტექტივი ერკიულ პუარო და მისი მეგობარი, მწერალი არიადნა ოლივერიც; თამაშობენ მანამდე, სანამ უწყინარი გართობა უდანაშაულო გოგონას ნამდვილი მკვლელობით არ დამთავრდა. პატარა ბელგიელს ამ თავსატეხის ამოხსნა მოუწევს.
15.95
გარეული ცხოველები საბავშვო ბაღში
სერიაში მოცემულია: ასაკისთვის შესაბამისი და საინტერესო თემები მრავალფეროვანი აქტივობები მარტივი და გასაგები ინსტრუქციები სახალისო ილუსტრაციები. სერია „საბავშვო ბაღში“ დაეხმარება სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებსა და მშობლებს სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში; ხელს შეუწყობს მოზარდის მრავალმხრივ განვითარებასა და სასკოლო მზაობას.
3.9
გარუდა
 სამხრეთკორეული მოთხრობების კრებული – „გარუდა“  მოთხრობების კრებულში „გარუდა“ ათი სამხრეთკორეელი ავტორის ნაწარმოებია გაერთიანებული. 1950-იან-2000-იან წლებში დაწერილი მოთხრობები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის კორეული ლიტერატურის ძირითად არსსა და აქტუალურ თემებზე. მდიდარი წარმოსახვით, თხრობის ელეგანტური, ხშირ შემთხვევაში, არატრადიციული თუ თავისებური სტილით გადმოცემული ამბები ასახავს იმ პერიოდის კორეის ტრადიციულ სოციალურ სტრუქტურასა და მის გავლენას ინდივიდებზე, ქალების ბედს კორეულ საზოგადოებაში, ოჯახის როლსა და ულმობელ წნეხს, რაც ახალგაზრდა პერსონაჟების გზას სხვადასხვაგვარად წარმართავს. პოსტკოლონიური თუ სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდის სოციალური სირთულეების ფონზე, კორეული კულტურისთვის დამახასიათებელი მგრძნობელობითაა შექმნილი საზოგადოებისგან გარიყული, გაუცხოებული პერსონაჟები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ბედი სეულს დაუკავშირონ, იქ მოძებნონ ცხოვრების საზრისი, თუმცა რეალობასთან კავშირი დაკარგული აქვთ. წიგნის სათაური „გარუდა“ კრებულში შესული ამავე სახელწოდების მოთხრობის სახელია. გარუდა მითიური ფრინველია ბუდისტურ მითოლოგიაში. ოქროსფრთებიანი არსება ფრინველების მბრძანებლად მიიჩნევა.
19.95
გასაბერი ანგელოზი
ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
12.9
გასაოცარი საგანძური - რომი
ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი იმპერატორებისა და ცენტურიონების ძველ სამყაროში გადაგიყვანს. გაიცანი რომაელი ხალხი და აღმოაჩინე მათი დიდებული იმპერიის საგანძური. გლადიატორის ჩაფხუტითა და გველის ფორმის ოქროს სამაჯურით დაწყებული, ჩახლართული მოზაიკებით, ელვარე საომარი იარაღითა და ბავშვის სათამაშო ცხენით დამთავრებული, შთამბეჭდავი ილუსტრაციების საშუალებით ძველი რომის გასაოცარ საგანძურს გაეცნობი.თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს. ასე რომ, შეგიძლია გაიგო, როგორი იყო გლადიატორის, ჯარისკაცის ან რომაელი ბავშვის ცხოვრება, გაეცნო იმპერატორებისა და იმპერატრიცების ცხოვრებას, შეაბიჯო მითების სამყაროში. აღმოაჩინე ანტიკური რომის ყველა საოცრება ამ დიდებულ სამახსოვრო წიგნში, რომელსაც არაერთხელ მიუბრუნდები
24.95
გასტონის კრეპერია
ავტორი: მაკა ცხვედიანი გამომცელობა: ინტელექტი
11.95
გასტრონომიული სიზმრები
ავტორი: დალილა ცატავა   „დაგსიზმრებიათ გასტრონომიული სიზმრები? მეხსიერების მონატრებული ადგილები, ბავშვობის სამოთხე, სივრცე, სადაც ყველაზე უკეთ გრძნობ, როგორი ცოცხალი ხარ?   იცით, როგორია საქართველოს, ამ უძველესი ქვეყნის, ხორბლის, ღვინის, თაფლისა და ყველის სამშობლოს მთავარი გემო? იქნებ საიდუმლო მითიურ კოლხეთშია? იქნებ პირიქით, აწმყოში, თანამედროვე გემოების წაკითხვაში?   წაგიკითხავთ წიგნი, რომელიც ერთდროულად გასტრონომიული თუ ეთნოგრაფიული კვლევაა, თან კულინარიული პროზა, თან ყველაზე მტკივნეული მოგონებების საცავი? ამოგიხსნიათ ჩვენი ქვეყნის რიტუალების მაგიური გემო და უხსოვარ წარსულში დაფლული კულინარიული საიდუმლო?   „რა ბედნიერებაა, რომ არსებობს მოგონება, ტკბილი და სანუკვარი, რომელსაც ყოველთვის ახლავს სევდა“ – წერს დალილა ცატავა თავის წიგნში, რომელიც ყველა იმ შეგრძნებისა და ემოციის საცავია, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს, პროდუქტებისა და ნივთიერებების ქიმიურ ზავს კი – ჯადოსნურ პროცესად.“ –  დიანა ამფიმიადი
30.95
გაუდაბურება
ავტორი: აბდურაზაკ გურნა მთარგმნელი : თამარ სუბელიანი სერია: ინტელექტი 25 წლისაა წარმოშობით ტანზანიელი მწერლისა და აკადემიკოსის, აბდულრაზაკ გურნას შემოქმედებაში ლტოლვილი ადამიანის ხვედრია წარმოჩენილი. ის კუნძულ ზანზიბარზე დაიბადა და იზრდებოდა. სამშობლოში მომხდარი რევოლუციის შემდეგ კი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და ბრიტანეთში გადასახლებულიყო.   „გაუდაბურება“ აღმოსავლეთ აფრიკის ერთ ზღვისპირა ქალაქში დასახლებული და იქიდან გახიზნული ადამიანების ყოფას აღგვიწერს. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ახალგაზრდა რეანას ქალაქში უცაბედად გამოჩენილი ინგლისელი სწავლული, მარტინ პირსი შეუყვარდება და მასთან რომანს გააბამს. ათწლეულების შემდეგ მათი უკანონო შვილიშვილი ჯამილა ორი ძმის, ამინის და რაშიდის ცხოვრებაში გამოჩნდება. რაშიდი ინგლისში სასწავლებლად ემზადება და ვერ ამჩნევს, როგორ ცვლის უფროს ძმას სიყვარული. გადის კიდევ ათეულობით წელიწადი და უცხო ქვეყანაში გადახვეწილი რაშიდი წარსულის კვლევა-ძიებას იწყებს.   ამ სულისშემძვრელი, სასიყვარულო ისტორიით ავტორი ოსტატურად ასახავს კოლონიალიზმის გავლენას პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაზე.    2021 წელს აბდულრაზაკ გურნას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა „კულტურათა და კონტინენტთა შორის გაჩენილ უფსკრულში დარჩენილი ლტოლვილის ბედისა და კოლონიალიზმის შედეგების მოურიდებლად და თანაგრძნობით წარმოჩენისთვის“.    
27.95
გაუპიროვნება
ავტორი: ნატა შაველაშვილი     და ვინ ხარ შენ? ადამიანი, რომელიც შენ შექმენი თუ ის ვინც სხვებმა შეგქმნეს და „შენ“ დაარქვეს. დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე, რომ ეს ის საქმე არ არის რასაც უნდა აკეთებდე, ეს ის ადამიანები არ არიან ვისთანაც უნდა მეგობრობდე, ეს ის სამსახური არ არის სადაც უნდა მუშაობდე, ეს ის ქალაქი არ არის სადაც უნდა ცხოვრობდე, ეს ის ადამიანი არ არის ვინც გინდოდა, რომ ყოფილიყავი და ყოველთვის არსებობს სიტყვა,განცდა და ემოცია- „ ისე, რომ მოვქცეულიყავი როგორც მე მინდოდა რა იქნებოდა დღეს....“ და რა მოხდება მაშინ როცა ყველანი ვინც გიცნობდნენ აღმოაჩენენ, რომ შენ არ არსებობდი. უბრალო პროექცია იყავი მათ სამყაროში, იდეა რომელსაც ხორცი მათვე შეასხეს და თითოეულმა ისეთი შეგქმნეს როგორიც უნდოდათ, რომ ყოფილიყავი. მათი სურვილებისა და მახასიათებლების ნაკრები, რომელიც ერთ იდეაში მოაქციეს - დიახ, ეს შენ ხარ - ადამიანი პიროვნების გარეშე.
33