santaesperanza
გაუპიროვნება
გაუპიროვნება

გაუპიროვნება


33

ავტორი: ნატა შაველაშვილი

 

 

და ვინ ხარ შენ? ადამიანი, რომელიც შენ შექმენი თუ ის ვინც სხვებმა შეგქმნეს და „შენ“ დაარქვეს. დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე, რომ ეს ის საქმე არ არის რასაც უნდა აკეთებდე, ეს ის ადამიანები არ არიან ვისთანაც უნდა მეგობრობდე, ეს ის სამსახური არ არის სადაც უნდა მუშაობდე, ეს ის ქალაქი არ არის სადაც უნდა ცხოვრობდე, ეს ის ადამიანი არ არის ვინც გინდოდა, რომ ყოფილიყავი და ყოველთვის არსებობს სიტყვა,განცდა და ემოცია- „ ისე, რომ მოვქცეულიყავი როგორც მე მინდოდა რა იქნებოდა დღეს....“ და რა მოხდება მაშინ როცა ყველანი ვინც გიცნობდნენ აღმოაჩენენ, რომ შენ არ არსებობდი. უბრალო პროექცია იყავი მათ სამყაროში, იდეა რომელსაც ხორცი მათვე შეასხეს და თითოეულმა ისეთი შეგქმნეს როგორიც უნდოდათ, რომ ყოფილიყავი. მათი სურვილებისა და მახასიათებლების ნაკრები, რომელიც ერთ იდეაში მოაქციეს - დიახ, ეს შენ ხარ - ადამიანი პიროვნების გარეშე.


ფასი
33
წონა
0.099
ნანახია
306
გაზიარება: