santaesperanza
იგავ-არაკები
ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას ამ წიგნში, რომელიც მისმა ერთგულმა, ცნობილმა მეცნიერმა, ცნობილი ოთხტომეულის "სატიამ შივამ სუნდარამი"-ს ავტორმა – პროფესორმა ნ. კასტურიმ ჩაიწერა, შეკრებილია სიბრძნის ფასდაუდებელი განძი, რომელიც უეჭველად დაეხმარება სულიერების გზაზე ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს, მიუხედავად ასაკისა და რელიგიური მრწამსისა.
11.9
იგავ-არაკები
სერია: ვიკითხოთ ერთად ასაკი: 4+ „ვიკითხოთ  ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 5 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: ერთი  და ერთი  დაძმობილდნენ… სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი. სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი  და იკითხეთ ერთად.
17.9
იგავ-არაკები (6 წლიდან)
ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
7.9
იგავ-არაკები (6 წლიდან)
ავტორი: ეზოპე მთარგმნელი: რუსუდან გორგაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა
7.9
იგავ-არაკები (7-9) წლიდან
ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი     ამ წიგნში შესულია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ცნობილი წიგნიდან „სიბრძნე სიცრუისა“. კრებულში შეტანილ 56 იგავ-არაკში შეცვლილია მხოლოდ არქაული სიტყვები და გამარტივებულია რთული კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა, ხოლო ავტორისეული თხრობის სტილი უცვლელადაა შენარჩუნებული. „იგავ-არაკები“ გაფორმებულია ორიგინალური ილუსტრაციებით, რაც მას ერთიორად მიმზიდველსა და სახალისო საკითხავს ხდის.
9.9
იგავ-არაკები ეზოპე
მთარგმნელი:რუსუდან გორგაძე   ამ წიგნში მოთხრობილი ამბები ოდესღაც ზეპირად გადაეცემოდა თაობებს. ამბობენ, რომ ისინი ერთმა კეთილმა კაცმა დაწერა. მას ეზოპე ერქვა და ძველ საბერძნეთში  დაახლოებით 2000 წლის წინ ცხოვრობდა. ეზოპეს ცხოვრებიდან დღემდე წარმოუდგენლად დიდი დრო გავიდა. მისი მოთხრობილი ამბები კი, რომლებსაც იგავ-არაკები ჰქვია, დღესაც ცოცხალია. იგავ-არაკი მცირე ზომის ზღაპარია. მას მორალი ახლავს და გვასწავლის, რა არის ცუდი და რა – კარგი, რა მოელის შურიან ან გაუმაძღარ ადა­მიანს, რა შეუძლია მეგობრობას, ერთგულებასა თუ მონდომებას… ამიტომაც იგავ-არაკებს ბავშვები ნებისმიერ დროში დიდი მონდომებით კითხულობენ. მარტივი ენით გადმოცემული იგავები თქვენს პატარებს სიკეთის, მეგობრობისა და სიბეჯითის ფასს ასწავლის.
9.9
იგავ-არაკები სულხან-საბა ორბელიანი
ამ წიგნში შესულია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ცნობილი წიგნიდან „სიბრძნე სიცრუისა“. კრებულში შეტანილ 59 იგავ-არაკში შეცვლილია მხოლოდ არქაული სიტყვები და გამარტივებულია რთული კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა, ხოლო ავტორისეული თხრობის სტილი უცვლელადაა შენარჩუნებული. წიგნი გაფორმებულია ფერადი, ორიგინალური ილუსტრაციებით, რაც მას ერთიორად მიმზიდველსა და სახალისო საკითხავს ხდის.
8.9
სიახლე
იგავი
სერია: ლიტერე ინვენტე ავტორი: უილიამ ფოლკნერი თარგმანი: ზაზა ჭილაძე   "„იგავი“ უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთი მთავარი ნაწარმოები და მისი შემოქმედების გვირგვინია. ავტორმა მასზე ათი წლის განმავლობაში იმუშავა და სურდა, მისი „ცხოვრებისა და, შესაძლოა, ეპოქის საუკეთესო ნამუშევარი ყოფილიყო“. ასეც გამოვიდა _ რომანმა 1955 წელს მიიღო როგორც პულიცერის პრემია, ისე წიგნის ეროვნული ჯილდო. მოქმედება ვითარდება საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს, და ეს არის ამბავი ომზე თითქმის საომარი მოქმედებების გარეშე. ამბავი კი ასეთია: კაპრალი სტეფანი ჯარისკაცებს უბრძანებს, არ გადავიდნენ შეტევაზე. მიზეზი? _ ამ უაზრობის – ომის – მოსათავებლად მხოლოდ ერთი სიტყვა _ გვეყოფა! _ უნდა ითქვას და ეს სიტყვა ითქვა. მაგრამ ომში „გვეყოფა“ უკვე ამბოხია... ჭირისუფლებს უმწეობა და უსამართლობის განცდა კი არ უგლეჯდათ გულებს, არამედ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანური ტკივილი... ტკივილსა და სატანჯველს ხომ ერთადერთ საპირწონედ არარა, არაფერი, სრული სიცარიელე მოეძევება, ტკივილსა და არარას შორის უკანასკნელს კი მხოლოდ ლაჩარი თუ აირჩევს. უილიამ ფოლკნერის „იგავი“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე."
25.95
იგი
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე პრეისტორიული ხანის უნიკალური რეკონსტრუქცია, პირველი ადამიანების აღქმა, ჭვრეტა და შთაგონება. სოციუმისა და პიროვნების დაპირისპირების მარადიული თემა. ჯემალ ქარჩხაძის დღეს უკვე კლასიკად ქცეული ნაწარმოების განახლებული გამოცემა, კოტე სულაბერიძის ასევე კლასიკად ქცეული ილუსტრაციებით.
14.9
იგივე მარად
ავტორი: პაატა ჩხეიძე   „სამყარო მრავალფეროვანია და სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია მისი ხიბლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ყოველდღიურობა მოსაწყენ არსებობად გადაიქცეოდა, ადამიანები კი ერთნაირად ჩაცმული, ერთნაირად მოფიქრალი ბიოლოგიური ორგანიზმები ვიქნებოდნენ. ხალხი მაშინ ხდება საზოგადოება, როდესაც განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად  ერთმანეთთან საუბარსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას სწავლობს – ასე იყო ყველგან, სადაც დიდი ხელოვნება, დიდი ლიტერატურა, დიდი აღმოჩენები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სოციალური დოქტრინები ყალიბდებოდა, მათ შორის კონსერვატიზმიც, რომელსაც ეძღვნება კიდეც წინამდებარე კრებული. ხოლო თუ ვინმეს უნდა დაეწერა წიგნი დასავლურ კონსერვატიზმსა და მის მამებზე, ეს უდავოდ პაატა ჩხეიძე უნდა ყოფილიყო, ვისი ცხოვრებისეული კრედოც, ერთი შეხედვით, ძალზე მარტივად, მაგრამ მრავლისმთქმელად ჟღერს – იგივე მარად. თუმცა უსამართლობა იქნება ამ კრებულის მხოლოდ პოლიტიკური ფილოსოფიის ჭრილში განხილვა, რადგან შიგნით არაერთ საიტერესო ესეის წააწყდებით პოეზიაზე, პროზაზე, ფერწერაზე, რომლებშიც ბევრი ორიგინალური მიგნება თუ მოსაზრებაა გამოთქმული, მაგრამ რამდენადაც ეს მაინც პაატა ჩხეიძის, გავბედავ და ვიტყვი, ყველაზე პირადი წიგნია, რაც აქამდე გამოუქვეყნებია, თითოეულ ამ ესეიში გამოსჭვივის ნამდვილი კონსერვატორის მსოფლმხედველობა, იმ კონსერვატორისა, რომელსაც ისტორიისა და ტრადიციის უწყვეტობის სჯერა, და რომელსაც ინტელექტუალური ნათესავობა აკავშირებს ედმუნდ ბერკთან, ჯონ ადამსთან, ჯორჯ სანტაიანასთან, ტომას ელიოტთან თუ სხვებთან...“ – დავით ხიზამბარელი
14.95
იდეიდან პირველ მილიონამდე
ავტორი: გაი კავასაკი   გაი კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა. როცა კომპანია Apple-ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage Technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა. დღეს ბიზნესსამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია ექსტრემალური ბიზნესმეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს; მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა.
14.95
იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება
ავტორი: დევი დუმბაძე საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. www.sa-ga.org : კრიტიკული თეორიის მიზანია, გაანალიზოს იმის პირობები, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს საზოგადოება საუკეთესოსკენ. წარსულში ხშირად კრიტიკული საქმიანობა დაიყვანებოდა შრომის გათავისუფლების მოთხოვნაზე. ადორნოს თანახმად, გათავისუფლება უნდა მოიცავდეს შრომისგან გათავისუფლებასაც, რათა დამყარდეს ისეთი პირობები საზოგადოებაში, რომ ყველამ შეძლოს საკუთარი გამოცდილების განვითარება ძალდატანებისა და რეგლამენტის გარეშე. თუ იდეოლოგიამ საგნობრივი ხასიათი მიიღო, მას უპირისპირდება არარეგლამენტირებული გამოცდილების მოთხოვნა, მისთვის ბრძოლა კი ნიშნავს საუკეთესოსკენ სწრაფვას. გამოცემას დართული აქვს თეოდორ ვ. ადორნოს ტექსტი »თეზისები მოთხოვნილების შესახებ
8.9
იდიოტი
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი   ადამიანთა მისწრაფება, ერთმანეთის ცხოვრებაში თუნდაც ძალადობრივად დაიმკვიდრონ ადგილი, თავად მიშკინსაც თავმბრუდამხვევ ქარტეხილებში შეითრევს. სიკვდილით დასჯის საშინელება, ქალის ვნებით შეპყრობა, პირადი სარგებლისათვის სხვების ბედისწერით მანიპულირება თუ მომაკვდინებელი სენი, რომელიც ღმერთის წინააღმდეგ პროტესტს აღძრავს, ცხოვრებისაგან გაუცხოებულ თავადს მტკივნეული, მივიწყებული განცდებისა და საფიქრალის მორევში ითრევს და უამრავი განსხვავებული პერსონაჟის სატკივართან აახლოებს. მშვიდი ცხოვრება თუ სხვისი სულის გადარჩენის მძიმე პასუხისმგებლობა? – სწორედ ეს დილემა გამოკვეთს ყველაზე მკაფიოდ ფიოდორ დოსტოევსკის უმთავრეს ფილოსოფიურ საზრუნავს: რა არის ადამიანი?
27.9
იდიოტი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: რუსუდან ქებულაძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
24.95
იდუმალი მოწინააღმდეგე
ავტორი: აგათა კრისტი წიგნი ინგლისურიდან თარგმნა პაატა ჩხეიძემ. დიდ ბრიტანეთში სამსახურისა და ფულის გარეშე დარჩენილი, ფანტაზიითა და ენთუზიაზმით სავსე ტომი და ტაპენსი გადაწყვეტენ, დააარსონ საზოგადოება „ახალგაზრდა ავანტიურისტები“. ისინი მზად არიან ნებისმიერი თავგადასავლისათვის და მართლაც მალე, შემთხვევითობის წყალობით, მრავალ სახიფათო და იდუმალებით მოცულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან...
13.95
იეროფანტის ყოვლად უნიჭო წარმოდგენა
ავტორი: ქვიშის კატა (ნინა ჩაგანავა)   „ძაღლები ადამიანებს ჰგვანან. მათი მეგობრები და მოკავშირეები არიან. იერარქიის ნაწილად ქცეული, სოციალური შინაური ცხოველები ოჯახური პირამიდის ძირს თავს ბედნიერად გრძნობენ. ყურადღების გამოჩენაზე ერთგულებით, აღტაცებითა და სიყვარულით გვპასუხობენ. ძაღლები არაჩვეულებრივი არსებები არიან.   აი, კატები პირიქით, თავისთვის ცხოვრობენ. იერარქიის სოციალურ ნაწილს არ წარმოადგენენ (ან იქ მხოლოდ „გავლით არიან“). ისინი ნახევრად შინაურ ცხოველებად შეიძლება მივიჩნიოთ. ილეთებსაც არ ასრულებენ. მეგობრულები კი არიან, მაგრამ – საკუთარ ყაიდაზე. ძაღლები ჩვენ მოვათვინიერეთ, ხოლო კატებმა გადაწყვეტილება თავად მიიღეს. რაღაც იდუმალი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, მათ ხალხთან ურთიერთობა მოეპრიანათ. პირადად ჩემთვის კატა ბუნების სახე და მისი არსის თითქმის ზუსტი გამოვლინებაა. კატები ის ცოცხალი არსებები არიან, რომლებიც ადამიანს უყურებენ და წყვეტენ, მოსწონთ თუ – არა“.   კლინიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტი – ჯორდან ბ. პეტერსონი
7.9
იესოს სახარება
ავტორი: ჟოზე სარამაგუ მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა „იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.
14.9
იესოს სახარება
ავტორი: ჟოზე სარამაგუ მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე სერია: მსოფლიო კლასიკა სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული.ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, „იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად.მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია.იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე. „იესოს სახარებას“ მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა.ნაწარმოებს “მკრეხელური” უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად.შერაცხა. თუმცა, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით, „არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება“. ასეა თუ ისე, „იესოს სახარებამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის.ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი.პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია.მიანიჭეს ლიტერატურაში.
24.9
იზრუნე საკუთარ თავზე
ავტორი: ემა რიდ ტურელი სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ნელი ტეტუნაშვილი   "ყველამ ვიცით, როგორი გრძნობაა, როდესაც ადამიანებს მოვწონვართ, მხარს გვიჭერენ, როდესაც სხვებისთვის მისაღები ვართ. ეს ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ცხადია, ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარების გაწევის სურვილი გვაქვს. პრობლემა მაშინ ჩნდეbა, როცა ამ დროს საკუთარი საჭიროებები გვავიწყდება. ემა რიდ ტურელი როგორც ფსიქოთერაპევტი და კლინიკური პრაქტიკოსი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სხვებზე მორგებულ ადამიანებთან. თავის ნოვატორულ, მოზომილ და ღრმაშინაარსიან წიგნში, ასეთი ადამიანების ცხოვრებისეულ ისტორიებზე დაყრდნობით, ის გვთავაზობს სხვებზე მორგების ალტერნატივებს, პრობლემის გააზრებისა და გადაჭრის გზებს, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და უკეთესი ცხოვრების სტილის პოვნაში დაგეხმარებათ. "
16.95
იისფერი
ავტორი: ელის უოლერი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: გია ბერაძე ელის უოკერის იისფერს ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა. წიგნი ძალიან ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო.მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში. ორიგინალური ფორმითა და დიდი მწერლური ოსტატობითაა მოთხრობილი აფროამერიკელი ქალების მძიმე და წინააღმდეგობრივი ცხოვრება 1930-იან წლებში...
19.95
იისფერი ჰიბისკუსი
ავტორი: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა „იისფერი ჰიბისკუსი“ ნიგერიელი ინგლისურენოვანი მწერლის, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის – Women's Prize for Fiction-ის „გამარჯვებულთა-გამარჯვებულის“ რომანია. წიგნში მოქმედება დასავლეთ ნიგერიაში მიმდინარეობს. მთხრობელი, თხუთმეტი წლის კამბილი, ტკივილით სავსე პირქუშ ცხოვრებას აღწერს. ქვეყანაში გამეფებული სამხედრო ტირანია, ადამიანების მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები, უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ამავე დროს, ოჯახური ძალადობა, რელიგიური პირფერობა და მორჩილების იძულება ანგრევს თხუთმეტი წლის კამბილის შინაგან სამყაროს, მაგრამ ის ცდილობს ცხოვრებას თავი გაართვას და შავ-თეთრის გარდა სხვა ფერებიც დაინახოს...
29.95
იკიგაი
ავტორი: ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი მთარგმნელი:  ანა ალბუთაშვილი იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!
17.95
იკიგაი თინეიჯერებისთის
ავტორი: ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი სერია: libertins   "იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. შემთხვევითი არ არის, რომ ეს წიგნი შენს ხელში აღმოჩნდა. მან მოგძებნა, რადგან მზად ხარ, შეუდგე მისიას - დაიწყო შენი ცხოვრების ყველაზე საოცარი მოგზაურობა. შენ შეაბიჯებ იდუმალ სამყაროში, სადაც ზოგჯერ არ გეცოდინება, რა უნდა გააკეთო, ზოგჯერ კი გეგონება, რომ დაიკარგე. გზის გაგრძელება ამად ღირს, რადგან ბოლოში გელის დიდებული ჯილდო: შენი ცხოვრების აზრი. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!''
14.95
ილია და თბილისი
ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება ეპოქაა, ერის ისტორია და მომავალია, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობას უყრის საძირკველს და სამომავლო ფუნდამენტსაც ამაგრებს. თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა – შეინახოს, დაიცვას და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთზი
48