santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • კლასობანა
    ავტორი : ხულიო კორტასარი მთარგმნელი : მერი ტიტვინიძე სერია: აუცილებელი საკითხავი   „კლასობანა“ თუ არ წაგიკითხავს, ვერ მიხვდები: რა ხიბლი აქვს კითხვის პროცესს; როგორ შეიძლება ფურცელზე ჟღერდეს მუსიკა; გახდე ფაბულის უშუალო მონაწილე; შეგიპყროს სურვილმა – იმავე კაფეში იჯდე, სადაც ისინი სხედან, გეცვას მათ მსგავსად და მთავარ მოქმედ გმირებს თანაუგრძნობდე; სახლში გეჩქარებოდეს და მყუდროდ მოკალათებული კითხვას აგრძელებდე... თქვენ გაგიმართლათ იმიტომ, რომ ხელში გიჭირავთ – „კლასობანას“ ქართული თარგმანი. წიგნი გამოდის სერიით „აუცილებელი საკითხავი“. „ეს გავლენების წიგნია, სიტუაციური და განწყობის შემქმნელი. ეს 60-70 იანი წლების ყველაზე ალტერნატიული ლიტერატურული თამაშია, რომელშიც ყველა ერთდროულად იყო ჩაბმული“ – ნესტან-ნენე კვინიკაძე.
    32
    კობი ბრაიანტი - 81 ამბავი #44
    შემდგენელი:  ვაჟა სიმონიშვილი სერია: თან საკითხავი ზაზა ფაჩულია: „16 სეზონის განმავლობაში მიწევდა კობი ბრაიანტის წინააღმდეგ თამაში. ბოლო წლებში მასთან პირადად მქონდა ურთიერთობა. 2015 წელს, როდესაც მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თამაშის შემდეგ რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. მთელი ცხოვრება ვნატრულობდი, რომ მისთვის მადლობა მეთქვა. მადლობა იმისთვის, რომ კალათბურთი ასე შემაყვარა, მეც და ძალიან ბევრ ადამიანს. ის იყო ყველაზე ძლიერი კალათბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. ერთ-ერთი არა – ყველაზე ძლიერი იყო. მოედნის გარეთაც დიდი ადამიანი გახლდათ. კალათბურთელის გარდა კობი ბრაიანტი იყო მამა, მეუღლე, შვილი, მეგობარი. მას მერე, რაც კარიერა დაასრულა, თავის ოჯახთან იღებდა სიამოვნებას. დიდი სპორტი დიდ მსხვერპლს მოითხოვს: საკუთარ თავზე ხანგრძლივი მუშაობა გიწევს, არის თვეები, როცა უახლოეს ადამიანებს ვერ ხვდები, მხოლოდ ვარჯიშებსა და თამაშებზე ხარ გადართული. კობიმ ოჯახისთვის ბოლო წლებში მოიცალა, მაგრამ..." სწორედ 21-ე საუკუნის საუკეთესო კალათბურთელის ოჯახთან ურთიერთობას, თავდაუზოგავ შრომას, საოცარ მიღწევებს ეძღვნება თან საკითხავი „კობი ბრაიანტი, 81 ამბავი". თუ უკვე წაიკითხეთ, იოლად მიხვდებით, რატომ შევარჩიეთ მაინცდამაინც 81 ამბავი, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, უკეთესი – სიამოვნება წინაა...  
    12.95
    კოლაჟი მთვარის შუქზე
    ავტორი: ზაირა არსენიშვილი სულაკაურის გამომცემლობა ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ზაირა არსენიშვილის (1933-2015) კლასიკად ქცეულ რომანებს – „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ და „ვა, სოფელო“. „კოლაჟი მთვარის შუქზე“ მწერლის მესამე რომანია. წიგნში მოქმედება ხდება XX საუკუნის მეორე ნახევრის თელავში და მკითხველს ცოცხლად წარმოუდგენს არა მხოლოდ იმდროინდელ თელავს, არამედ ზოგადად საქართველოს გასული საუკუნის 60-იანიდან 90-იან წლებამდე. რომანის მთავარი გმირი თიკო თელავის მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელიც წიგნს წერს მეფე ერეკლეზე. თიკოს თავისზე ბევრად უფროსი კაცი შეუყვარდება. აქვს კი ამ სიყვარულს რაიმე მომავალი? არავინ უწყის… უაღრესად საინტერესო პერსონაჟების მთელი გალერეა, რომელიც იმდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე იშლება და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შესანიშნავი ლიტერატურული ინტერპრეტაციაა, ზაირა არსენიშვილის ამ რომანსაც ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს ქართულ კლასიკურ მწერლობაში.   ყდა: რბილი
    17.9
    კოლექციონერი
    ავტორი: ნორა რობერტსი სერია წლის ბესტსელერი მთარგმნელი კონსტანტინე შარვაშიძე
    15
    კოლიმური მოთხრობები
    ავტორი: ვარლამ შალამოვი სერია: ინტელექტი 25 წლისაა მთარგმნელი: თამაზ ნატროშვილი „ვარლამ შალამოვი ვერ მოესწრო თავისი პროზის გამოქვეყნებას თავის სამშობლოში, რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი. სანუგეშოდ ისღა დარჩენოდა, რომ სიკვდილამდე ორიოდე წლით ადრე მოასწრო ხელში აეღო მოზრდილი კრებული „კოლიმური მოთხრობები“, გამოცემული 1978 წელს, ლონდონში, რუსულ ენაზე.
    29.9
    სიახლე
    კომანდორის მკვლელობა
    ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი აქ ყველასთვის არის ადგილი, მეორე მსოფლიო ომისა და მისი კოშმარული განცდისთვისაც კი… მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ეს ყველაფერი აკვარელის ფონია იმ ბობოქარი მოვლენებისთვის, რომლებიც ხელოვანის სულში ტრიალებს. მურაკამი ქირურგია და ის ბასრი მაჩეტეთი ფატრავს მხატვარს. მხატვარს, როგორც იდეას. მხატვარს, როგორც მეტაფორას. თვითონ კი გაშმაგებით ყვინთავს შემოქმედებით ნაკადში და მკითხველსაც ითრევს. გვითრევს ბოცვრის სოროში, რომ ყველას, ვინც ამ გზას გაივლის, ტყავი ძვლებამდე გასძვრეს, რადგან შემოქმედება არ არსებობს ტკივილის, დანაკარგის, რეფლექსიის, მძაფრი შინაგანი განცდის გარეშე.
    29.9
    კომპასი
    ავტორი: მატიას ენარი ავტორი: პაატა ჯავახიშვილი მატიას ენარი (1972), ცნობილი ფრანგი მწერალი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. სწავლობდა ლუვრის სკოლაში, შემდეგ კი არაბულ და სპარსულ ენებს ეუფლებოდა. „კომპასი“, რომლისთვისაც მწერალს 2015 წელს გონკურის პრემია მიენიჭა, თვალწინ გვიშლის აღმოსავლეთს, რომელიც თავისი იდუმალებით ოდითგანვე ხიბლავდა და იზიდავდა დასავლელ ხელოვანებს. ამ რომან-ეპოპეის სიუჟეტი ერთ ღამეს მოიცავს, როცა უძილობით გაწამებულ მთავარ გმირს ფრანც რიტერს მოგონებები მოეძალება, მოგონებები საყვარელ ქალზე _ სარაზე და აღმოსავლეთზე. ფრანცი მუსიკათმცოდნეა, სარა _ აღმოსავლეთმცოდნე და მათი გზები სწორედ აღმოსავლეთში _ ირანში გადაიკვეთა. ისინი უსასრულოდ მსჯელობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთკავშირსა და განსხვავებებზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე, არქეოლოგიაზე... სარა და ფრანცი კარგავენ, პოულობენ, ისევ კარგავენ ერთმანეთს, და მათი კომპასი მთელი ამ დროის განმავლობაში ჯიუტადაა მიმართული აღმოსავლეთისაკენ. უწერიათ თუ არა მათ შეხვედრა?..
    19.95
    კომპლექტი - დავით აღმაშენებელი (1-2ტ)
    ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანის ორტომეული.
    60
    კომპლექტი - სამი მუშკეტერი (3-4ტ)
    ავტორი: ალექსანდრე დიუმა თარგმანი: ივანე მაჭავარიანი, თამარ საჯაია ალექსანდრე დიუმას ორი გამორჩეული რომანი - სამი მუშკეტერი და ოცი წლის შემდეგ, სასაჩუქრე ორტომეული
    50
    კონა / რჩეული მოთხრობები
    ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი სერია: ქალების კალმით
    14.95
    კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე
    ავტორი: მარკ ტვენი ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ   მაშინ, როდესაც სემუელ კლემენსი, მარკ ტვენის ფსევდონიმით, ერთმანეთზე უფრო საინტერესო რომანებს წერდა და საფუძველს უყრიდა ამერიკული ლიტერატურის დიდ ტრადიციას, კონექტიკუტის შტატი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონი გახლდათ, ჰარტფორდი კი შტატის მთავარი ქალაქი იყო. სწორედ ამ შტატის და ქალაქის მიერაა შთაგონებული სათავგადასავალო რომანის „კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე“ ფაბულა – კონექტიკუტის შტატის ერთ-ერთი ქარხნის ოსტატი, მე-19 საუკუნის ცივილიზაციის ნამდვილი პირმშო, ერთი ფატალური შემთხვევის გამო, მეფე ართურის სახელმწიფოში ხვდება. შუასაუკუნეობრივ, მითოსურ, ფეოდალურ ეპოქაში აღმოჩენილი კონექტიკუტელი იანკი მიზნად ამ გარემოების შეცვლას და ცივილიზაციის დესპანობას დაისახავს.   ამ ფანტასტიკურ თავგადასავალში ბევრი სიცილია, ბევრი ტყუილი და მართალი. მარკ ტვენის მომნუსხველი თხრობა კი ეპოქათა ისეთ ჯურღმულებში შეგითრევთ, სადაც ცივილიზაციის იარაღს მთლად ბოლომდე არ უნდა ენდოთ...    
    24.95
    კონკიას მკვლელობა
    ავტორი: მერი ჰიგინს კლარკი ალაფეა ბერკი მთარგმნელი: ლალი გოგაძე სერია: TOP თრილერი სკანდალური სატელევიზიო შოუ „ეჭვქვეშ“ დიდი ხნის წინანდელ გაუხსნელ დანაშაულებს ეძღვნება. პროგრამის ავტორი, ჟურნალისტი ლორი მორენი, მორიგი გადაცემისთვის შეარჩევს ტრაგედიას, რომელმაც თავის დროზე მთელი ქვეყანა შეძრა: ოცი წლის წინათ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის მახლობლად პარკში, სტუდენტი გოგონა, სიუზენ დემფსი მოკლეს. იმ საბედისწერო საღამოს გოგონა იმ რეჟისორთან აპირებდა შეხვედრას, რომელმაც თავის მომავალ ფილმში როლი შესთავაზა, მაგრამ ამის ნაცვლად, მკვლელს შეხვდა. სიუზენმა გაქცევა სცადა, მაგრამ მდევარმა აჯობა… როდესაც მეორე დღეს მოკლული გოგონა იპოვეს, მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა. ჟურნალისტებმა ამ საქმეს „კონკიას მკვლელობა“ შეარქვეს. ვინ მოკლა კონკია? რისთვის? რატომ აღმოჩნდა მისი მანქანა დანაშაულის ადგილიდან შორს? ვის სჭირდებოდა მისი სიკვდილი?! ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს! მაგრამ, რა იცის ლორი მორენმა, რომ საზოგადოებისთვის ამ საქმის შეხსენებით იმ ოთახის კარი გამოაღო, სადაც სიკვდილია დამალული!.. მერი ჰიგინს კლარკი 34 დეტექტიური რომანისა და მოთხრობების 3 კრებულის ავტორია. მხოლოდ აშშ-ში მისი წიგნების 100 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. სხვა პრესტიჟულ ჯილდოებთან ერთად, 1980 წლის პულიცერის პრემიის მფლობელია. 2000 წელს კი ედგარ პოს სახელობის დაჯილდოებაზე მისტიკური ჟანრის საუკეთესო მწერლად დასახელდა. ალაფეა ბერკი ასევე NYT-ის ბესტსელერი რომანების ავტორია. ის ყოფილი პროკურორია. ამჟამად ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სისხლის სამართალს ასწავლის. „კონკიას მკვლელობა“, მათი ერთობლივი ნაწარმოებია. თრილერმა მალევე მიიპყრო მკითხველის ყურადღება და მსოფლიო ბესტსელერთა სათავეში მოექცა.  
    14
    კონსერვის რიგი
    ავტორი: ჯონს სტაინბეკი მთარგმნელი: თაკო ჭილაზე   „კონსერვის რიგი“ დიდი ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია. წიგნი 1945 წელს გამოიცა და ერთი ქუჩის ცხოვრებას აღწერს დიდი დეპრესიის პერიოდის მონტერეიში (კალიფორნია).  მაღაზიის ჩინელი მეპატრონე ლი ჩონგი, რომელიც უდრეკი კაცია, თუ საქმე ლობიოს კონსერვს ეხება, მაგრამ თანაგრძნობით სავსე, თუ ბაბუის ცხედარზე ფიქრობს; დიდებული ქალი დორა და მისი გოგოები ბორდელ „დათვის დროშიდან“; მხატვარი ჰენრი, ნაოსნობა რომ უყვარს, მაგრამ წყლის ეშინია; „მაწანწალების სასახლის“ სახელით ცნობილი მაკისა და მისი ძმაკაცების ჯგუფი, რომლის არც ერთ წევრს არ ჰყავს ოჯახი, არც ფული აქვს და არც არავითარი ამბიცია, ჭამა-სმის, სიამოვნების, ხიფათისა და თავგადასავლების გარდა – ეს ის შთამბეჭდავი პერსონაჟებია, რომელიც კონსერვის რიგის კოლორიტულ, სევდიან და იმედიან ამბავს ქმნიან. ამ ამბის შუაგულში მოქცეულია ბიოლოგიური ლაბორატორიის მესაკუთრე, ტანმორჩილი დოკი, კაცი, რომელიც ქრისტესაც ჩამოჰგავს და სატირსაც. აი, ისეთი, ყველას რომ ეიმედება. „დოკი ჯიგარია!“ – ამბობენ კონსერვის რიგის მცხოვრებლები და ერთხელაც გადაწყვეტენ, რომ მას წვეულება მოუწყონ...     
    19.95
    კონსტანტინე გამსახურდია - 126 ამბავი #42
    შემდგენელი:  გიორგი ხულორდავა სერია: თან საკითხავი კონსტანტინე გამსახურდიამ, როგორც ქართული პროზის უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა, ბევრი რამ იტვირთა მეოცე საუკუნის სალიტერატურო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არც საბჭოთა ხელისუფალთა კრიტიკა დაჰკლებია და არც დევნა-გადასახლება. ერთ-ერთი გახლდათ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა მრისხანე ეპოქას. ამ წიგნში შესული ამბები მოგვითხრობს დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრების პერიპეტიებზე ადრეული სიჭაბუკიდან სიცოცხლის უკანასკნელი დღის ჩათვლით. თქვენც წინაშეა ოჯახის წევრების, ბიოგრაფოსების , მეგობრების, თანამოკალმეების და ოპონენტების თვალით დანახული 126 წლის კონსტანტინე გამსახურდია.
    11.7
    კონტრაბასი
    ავტორი:  პატრიკ ზიუსკინდი მთარგმნელი:ბიძინა რამიშვილი „კონტრაბასი“ გერმანელი მწერლის პატრიკ ზიუსკინდის პირველი ნაწარმოებია. სწორედ ამ ერთაქტიანმა მონოპიესამ მოუტანა  რომან „სუნამოს“ ავტორს მსოფლიო აღიარება. ეს არის მარტოხელა, მარტოსული კონტრაბასისტის მონოლოგი-აღსარება, თუ გნებავთ, პროტესტი ორკესტრში (და ცხოვრებაში!) თავისი მეორეხარისხოვანი როლის წინააღმდეგ. „კონტრაბასი“ სევდიანი, ფაქიზი იუმორით გაჯერებული ტექსტია, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მკითხველს. როგორც მოხდენილად შენიშნა ინგლისის გაზეთ „ინდეპენდენტის“ ლიტერატურულმა მიმომხილველმა, ზიუსკინდმა „ვიოლინოს სოლოს ვირტუოზულობით აღწერა კონტრაბასის მოსაწყენი ცხოვრება“.   „კონტრაბასი“ გერმანელი მწერლის პატრიკ ზიუსკინდის პირველი ნაწარმოებია. სწორედ ამ ერთაქტიანმა მონოპიესამ მოუტანა  რომან „სუნამოს“ ავტორს მსოფლიო აღიარება. ეს არის მარტოხელა, მარტოსული კონტრაბასისტის მონოლოგი-აღსარება, თუ გნებავთ, პროტესტი ორკესტრში (და ცხოვრებაში!) თავისი მეორეხარისხოვანი როლის წინააღმდეგ. „კონტრაბასი“ სევდიანი, ფაქიზი იუმორით გაჯერებული ტექსტია, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მკითხველს. როგორც მოხდენილად შენიშნა ინგლისის გაზეთ „ინდეპენდენტის“ ლიტერატურულმა მიმომხილველმა, ზიუსკინდმა „ვიოლინოს სოლოს ვირტუოზულობით აღწერა კონტრაბასის მოსაწყენი ცხოვრება“.
    10
    კონტრაპუნქტი
    ავტორი: ოლდოს ჰაქსლი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა „კონტრაპუნქტი“, რომელსაც ოლდოს ჰაქსლი (1894-1963) თავის საუკეთესო რომანად მიიჩნევდა, 1928 წელს გამოიცა და, ერთგვარად, დიდი მწერლის შემოქმედების პირველი ეტაპი შეაჯამა. მუსიკაში კონტრაპუნქტი ისეთ მრავალხმიანობას ეწოდება, რომელშიც ყველა ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს პრინციპი დაცულია ოლდოს ჰაქსლის რომანში – წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი, არ აქვს ერთიანი სიუჟეტური ხაზი, ძირითადი შინაარსი პერსონაჟების მონოლოგებსა და საუბრებშია გადმოცემული. რამდენიმე თვე ლონდონის ინტელექტუალური ელიტის ცხოვრებიდან – წვეულებები, მოგზაურობები, მეგობრული საუბრები, დავები, მაღალი წრის ჭორები. აქ ვერ შეხვდებით სიმპათიურ პერსონაჟებს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დატკბეთ ავტორის ფაქიზი ირონიით, დროდადრო სარკაზმში რომ გადადის. ათობით ადამიანი-ინსტრუმენტი, რომელთაგან თითოეული თავის პარტიას უკრავს, ქმნის მწყობრ სიმფონიას, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ატმოსფეროს გადმოგვცემს. ოლდოს ჰაქსლის „კონტრაპუნქტი“ მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დღემდე აქტუალური ნიმუშია.
    34.95
    კორექტურა
    ავტორი: ლაშა ბუღაძე   ლაშა ბუღაძის ახალი კრებული 2010-2015 წლებში დაწერილ ათ მოთხრობას აერთიანებს. მათგან რამდენიმე უკვე დაიბეჭდა ქართულ და ევროპულ გამოცემებში: „მგლის ცოდვა“ შესულია კრებულში – Best Europian Fiction 2013 და გარდა ამისა, 2013 წლის „15 საუკეთესო მოთხრობის“ პირველი ადგილის მფლობელიცაა.
    9.9
    კოსმოკომიკური ამბები
    ავტორი: იტალო კალვინო თარგმანი: ხათუნა ცხადაძე სერია: ლიტოდისეა სულაკაურის გამომცემლობა კრებულის ავტორი – იტალო კალვინო (1923-1985) მწერალი, ესეისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველა ლიტერატურულ ჟანრში წერდა, ნეორეალიზმიდან პოსტმოდერნამდე.
    20.9
    კრავთა დუმილი
    ავტორი:  თომას ჰარისი   მთარგმნელი: ნიკა სამუშია   „კრავთა დუმილი“ რომანი-გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს, და მისი „კონსულტანტი და მოკავშირე“ – ბრწყინვალე ფსიქიატრი და, ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი-გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი ლექტერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს სპეციალურ საკანში არ იქნება დამწყვდეული. სტარლინგს კი შეუძლია, გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი უბედურება. სწორედ ეს განსაზღვრავს ყოველ მის ქცევას. რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს აახლოებს დანაშაულის ამაღელვებელ გახსნასთან და, თანაც, აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს. ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ცნობილ ფილმს ხუთი „ოსკარი“ აქვს მოპოვებული.
    16.9
    კუბოკრული პერანგი
    ავტორი: ნინო ლილუაშვილი  ,,ჩემი გონება ვერ ახერხებს იმის აღქმას, თუ სად იწყება ილუზია და მთავრდება რეალობა"
    19.95
    კუდიანები
    ავტორი:  ანუკი ბურდული „კუდიანები“ ანუკი ბურდულის რომანია, რომელიც - ერთი ოჯახის სულიერ თავგადასავალზე მოგვითხრობს. ავტორი ქმნის რთულ და მედიტაციურ სამყაროს, სადაც ყველა პერსონაჟი ეგზისტენციალურ ზღვარზე იმყოფება, მოულოდნელობებით და პარადოქსებით დამუხტული ცხოვრებისეული მოვლენები კი ამ ზღვრულ წერტილებს მათ ბედისწერად აქცევს. შიში, სიკვდილი, ვნება, სიყვარული ყველაფერმა შეიძლება ასაზრდოოს ადამიანური ყოფის მეორე – ბნელი მხარე, შეუცნობელი თავსატეხებით და იდუმალებით, შეშლილობის ბზარებით და ფსიქიკის სიშიშვლით. ავტორის რბილი და ზომიერად ემოციური თხრობა ამ ფონს კიდევ უფრო ამძაფრებს და ზემოქმედების ძალას ანიჭებს. მთლიანობაში კი, მკითხველიც მონაწილე ხდება რომანის მთავარი გმირის – 33 წლის მარტოსული ქალის არჩევანისა წიგნად აქციოს მტკივნეული - ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ოდესღაც სწორედ წიგნების შთაბეჭდილებებით და მკითხველური ემოციით დაიწყო...
    9.9
    კუნძული
    ავტორი: ოლდოს ჰაქსლი მთარგმნელი: თამარ შანიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
    18.9
    კუნძულის შესაძლებლობა
    ავტორი: მიშელ უელბეკი მთარგმნელი: მერაბ ფიფია ყდა: რბილი „კუნძულის შესაძლებლობა“ მსოფლიო ბესტსელერების – „ელემენტარული ნაწილაკებისა“ და „პლატფორმის“ ავტორის, მიშელ უელბეკის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. რომანი უპირველეს ყოვლისა სიყვარულზეა. თავად უელბეკი, რომელიც ამ ნაწარმოებისთვის პრესტიჟული ლიტერატურული პრიზით, „ინტერალიეთი“ დაჯილდოვდა, მიიჩნევს, რომ ამაზე უკეთესი და ღირებული არაფერი დაუწერია. მიუხედავად ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული ოფიციალური განცხადებისა – მე ამბების მთხრობელი არ გეგონოთო, აქ ის მაინც ჩვეული ირონიითა და სარკაზმით, უამრავ ერთმანეთში მჭიდროდ გადახლართულ, არატრივიალურ ამბავს გადმოგვცემს, რომლებიც მთლიანობაში ოსტატურად შეკრულ ერთ ამბად აღიქმება. მთავარი გმირი, კომიკოსი დანიელი, თავიდან წარმატებით ართობს მაყურებელს საკუთარი სკეტჩებით და მოგვიანებით არანაკლები წარმატებით იღებს პორნოფილმებსაც. აუდიტორიაზე მზარდი ზეგავლენით წაქეზებულს, ადამიანთა გონებისა და აზროვნების ანალიზი გაიტაცებს და რისკიან ექსპერიმენტებში გადაეშვება. ეს ექსპერიმენტები დაუდებს საფუძველს წიგნის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან, ფანტასტიკურ ასპექტს, რომელიც შესანიშნავად ეხმიანება პირველის მკაცრ, თითქმის გაუსაძლის რეალობას.
    16.9
    კუპე N6
    ავტორი: როზა ლიქსომი ფინურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა ფინელი სტუდენტი გოგონა, რომელიც მოსკოვში სწავლობს, ვაგონის კუპეს ჯანიან და „კომბოსტოსყურებიან“ შუა ხნის მამაკაცთან ინაწილებს. გოგონა ხმას არ იღებს, კაცი კი, პირიქით, ენას ვერ აჩერებს. კაცის სკაბრეზული ლექსიკონი და დამახინჯებული მსოფლმხედველობა ქუჩის სასტიკი ცხოვრებისეული პირობების შედეგია. გოგონა, ფაქტობრივად, კაცის ტყვე ხდება და იძულებულია, უსმინოს მის მონოლოგებს, ხანგრძლივ გაჩერებებზე კი საკუთარ თავზეც გამოსცადოს მისი ხეპრეობა. ფანჯრის მიღმა ერთიმეორის მსგავსი ქალაქები მიცურავენ, სტაგნაციისა და ლპობის ფაზაში შესული ქარხნებით, მათ მიერ მოწამლული ტყეებითა და ადიდებული, ქუჩებში გადმოსული მდინარეებით. მწვანე ცაში ვარსკვლავები ლოლუებივით ბრჭყვიალებენ და ღამის წყვდიადში ქუჩის წვინტლიანი კატები კნავიან. როზა ლიქსომის ეს რომანი საბჭოთა კავშირის ერთგვარი ავტოფსიაა – ასევე გზა, ჩაკეტილი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში, მის არსში და იქ მოხვედრილი უცხოელი გოგონას გულში გამავალი.
    17.95