santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ის საწყალი, ნაბიჭვარი დროება
    ავტორი: პაატა ცანკაშვილი   „ტექსტი ჭინთვით არ იბადება"-ამბობს ერთგან პაატა ცანკაშვილის პერსონაჟი.არ ვიცი,რამდენად შეიძლება ეს ფრაზა მის მწერლურ კრედოდ აღვიქვათ,მაგრამ მისი ნაწერის ბუნებას კი ნამდვილად გვაჩვენებს.ის ცეცხლი და მგზნებარება,რაც მის ტექსტებს მოსდებია,თანაც საოცარი სტილური დახვეწილობით,სწორედ ამაზე ღაღადებს.თანაც არააა ეს ენერგია ფუყე,ცხოვრებისეული გაკვეთილების სიბრძნე მოაქვს თან და სევდა,რომელიც კიდევ უფრო მეტად იზრდება,როდესაც ავტორის ბედისწერა გახსსენდება.გახსენდება ბოლო წლების მისი კარჩაკეტილობის...
    11.95
    სიახლე
    ისკარიოტის ეკლები
    ავტორი: მაკა ჯოხაძე ლიტერატურის მცოდნეები მაკა ჯოხაძეს გერტრუდა სტაინს, მარგარეტ იურსენარს, ვირჯინია ვულფსა და ოსკარ უაილდს ადარებენ. თავის დროზე ფრანგებმა მისი რაფინირებული ხელწერა, ფსიქოლოგიური წვდომითა და მეტაფორულობით, ქენძაბურო ოეს შეადარეს. „ისკარიოტის ეკლებიც“ ბავშვობის მეტაფორაა, ერთი ვრცელი, სევდიანი მეტაფორა, ხშირად მთელ ჩვენს მომავალ ცხოვრებას რომ განსაზღვრავს.   იუდად იბადება თუ ყალიბდება ადამიანი? თუ ღმერთის არსებობის გწამს, გწამს, რომ იუდად არ იბადებიან. თუ ეშმაკის არსებობისაც გჯერა, იცი, რომ მისი ძალისხმევით ანგელოზიც კი შეიძლება მოღალატედ იქცეს. ეს არის ამ წიგნის ძირითადი კონცეფცია.   ჩვენ-ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. იუდა ისკარიოტელსაც თავისი ბავშვობა ჰქონდა, ისევე როგორც იესოსთან ერთად ჯვარცმულ ორ ავაზაკს.   ვინ იყო იუდა? ვინ იყვნენ ავაზაკები? როგორი იყო მათი ბავშვობის, სიჭაბუკის წლები და გზები? დარჩათ თუ არა შთამომავლობა? სიკვდილის წინა წამებში როგორ მოახერხა ერთმა ავაზაკმა სასუფევლის მოპოვება, მეორემ კი ჯოჯოხეთის ბინადრად ქცევა?..   ისტორიულ პირებთან და ამბებთან ერთად, რომანის გამოგონილი პერსონაჟები და თავგადასავლები ერთმანეთს ისეთი ბუნებრიობით ერწყმიან, ისეთი საოცარი მხატვრული დამაჯერებლობით თანაარსებობენ, რომ მათ სიმართლეში წამითაც არ გეპარება ეჭვი.   მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“ იუდას მთელი ცხოვრების ღრმა და მდიდარი წარმოსახვით შექმნილი არაორდინალური მხატვრული ვერსიაა, ის გაუნელებელი ინტერესით იკითხება და გაჯერებს, რომ იუდა ისკარიოტელმა ზუსტად ასე იცხოვრა და არა სხვაგვარად.   შემეცნებით სიხარულთან ერთად, რომანის შინაგანი მუსიკითა და მხატვრული სიტყვის ზეიმით, მკითხველს წინ ნამდვილი ესთეტიკური სიამოვნება ელოდება
    24.95
    ისმაელი
    ავტორი:  დენიელ ქუინი მთარგმნელი: ლევან ღამბაშიძე   წარმოიდგინეთ, რომ გაწუხებთ განცდა, თითქოს რაღაც არ არის რიგზე. ფიქრობთ, რომ ადამიანი ბუნებასთან მიმართებით სწორად არ იქცევა. გგონიათ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და უეცრად გაზეთში აწყდებით განცხადებას: „მასწავლებელი ეძებს მოსწავლეს. მას უნდა ჰქონდეს მსოფლიოს გადარჩენის გულწრფელი სურვილი. დაინტერესების შემთხვევაში მობრძანდით გასაუბრებაზე“. სწორედ ამ განცხადებით დაიწყო წიგნის მთავარი გმირისა და ისმაელის ურთიერთობა. ისმაელისა, რომელსაც ადამიანის განვითარების შესახებ თავისებური და განსხვავებული ხედვა აქვს. ხედვა, რომელიც გვიხსნის თუ როგორ და რატომ აქცია ადამიანმა სამოთხისგან ჯოჯოხეთი და რა უნდა გაკეთდეს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ჰო, სხვათა შორის, ისმაელი გორილაა.
    15
    იუდას სახარება
    ავტორი: შაპაზი მორის   თარგმანი: დათო აკრიანი    მე არ ვარ ნაყროვანი. მე შენ გაიგივებ მამასთან, რომელსაც განუწყვეტლივ ციტირებ. ჩემი სული? აი, ჩამორთმეული ქონება, რომლის უფლებასაც მე ვერავის გადავცემ. იესო, მსხვერპლად გიგდებ ჩემს სხეულს შენ ან ფრინველებს, რომლებიც იქნებ შენ შექმენი და რომლებიც მას დაანაკუწებენ - წინდაწინ ვმადლობ ამისთვის. მთელი ჩემი თმა დათვლილია. ოდესმე თუ გავასწორებთ ანგარიშებს მე და შენ? მე ვიძლევი ყველაფერს, თუმცა არაფერი ვარ. მხოლოდ იმისთვის ვიცხოვრე, რომ უბედურებაში დავრჩენილიყავი, ვყოფილიყავი მიზეზი და, იმავდროულად ...
    6.6
    იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან
    ავტორი: დელია ოუენსი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ყველას სმენია „მარშის გოგოს“ შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. როდესაც ბარკლი ქოუვში მკვლელობა ხდება, ეჭვობენ, რომ ეს საზარელი დანაშაული კაიამ ჩაიდინა. დელია ოუენსის წიგნი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ ერთდროულად დეტექტივი, ბილდუნგსრომანი და დედამიწის ჰიმნია. ავტორი საოცარი პოეტურობით აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს ბუნებასთან და საზოგადოებასთან, პერსონაჟებს კი ისეთი დილემების წინაშე აყენებს, სადაც მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის. დელია ოუენსი ამერიკელი ზოოლოგია ჯორჯიის შტატიდან. „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლისამ გამოაქვეყნა. 2018 წელს გამოსული წიგნი მაშინვე მოექცა საერთაშორისო ბესტსელერების სათავეში და თითქმის ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი.
    15.9
    იქიდან ზღვა ჩანს
    ავტორი: ფილიპ ბესონი მთარგმნელი: დალი იაშვილი როდის ან რა მიზეზით დგება ერთი შეხედვით სტაბილურ და ხანგრძლივ ცოლქმრულ ურთიერთობაში ღალატის დრო? – ეს რომანი კარგად წარმოაჩენს ამ შეკითხვის არსს და მასშივეა პასუხთა ინტერპრეტაციები. რომანის მთავარი გმირი 40 წლის მწერალი ქალია, მდიდარი შინაგანი სამყაროთი და იშვიათი კომპლექსით – დედობის უსურვილობა, შვილიერებაზე უარის თქმა. ცხოვრება კი მის ვნებებს და იდეებს თავის პარადოქსებს სთავაზობს. საბედისწერო სამკუთხედში ყველა თავის წილ ტრაგიზმს ინაწილებს. წიგნში ფრანგული პროზისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური ნიუანსებითა და ეროტიზმით სასიყვარულო ურთიერთობების ახალი ლაბირინთები იხსნება.
    8.5
    იყო
    ავტორი: Mossy Toresa "წიგნი შესაქმისა თქმული პირველ მამათაგან ღმერთთა და კაცთათვის" ძველი ქართული წარმართული წარმოდგენების ყველაზე ადრეული ლიტერატურული ქმნილება შეიძლება იყოს და ვინაიდან ისტორიას ყოველთვის აქვს გაგრძელება აწმყოში, მასაც თავისი ბედი ექნება, რომელიც მთავარი გმირის ბედს დაუკავშირდება. ანტიკვარების ერთი ჩვეულებრივი მაღაზია შესაძლოა მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის ადგილად იქცეს, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ.
    17
    იყო და არა იყო რა
    ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    იცხოვრე, რომ მოჰყვე
    ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი მტარგმნელი: ლანა კალანდია „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ უშურველად გვიხსნის მეოცე საუკუნის ყველაზე მისტერიული ესთეტიკის საიდუმლო კარს. ეს არის რომანი, სადაც მწერალი მის დაუვიწყარ წიგნებში დაბინავებული პერსონაჟების შორეულ აჩრდილებზე გვესაუბრება.
    25
    კაგდატა ინ ჯორჯია
    ავტორი: აკა მორჩილაძე   ცალკე გამოცემის სახით პირველად იბეჭდება თანამედროვე ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის, ესეისტური ტექსტები: »კაგდატა ინ ჯორჯია« (2008) და »პირადი ენციკლოპედია« (2007).
    10
    კაენი
    ავტორი: ჟოზე სარამაგუ მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე სარამაგუს ბოლო რომანი „კაენი“ ძველი აღთქმის „რიმეიქია“. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც. ეს საინტერესო, ემოციური, ირონიით აღსავსე ტექსტი მწერლის შემოქმედების ბრწყინვალე დამაგვირგვინებელი აკორდია.
    10.9
    კავკასიის შვილები
    ავტორი: არტურ ზუტნერი სერია: სხვა კლასიკა ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი საქართველოში ჩამოყალიბდა მწერლად. ბარონი ზუტნერი უცხოელისთვალით, უბის წიგნაკით ხელში, აკვირდებოდა ქართულ ყოფა-ცხოვრებას და ჩანაწერებს აკეთებდა, რომელიც შემდგომ თავის ნაწარმოებებში შეჰქონდა. მის შემოქმედებაში ჩვენი სამშობლო ერთმნიშვნელოვნად წარმოდგენილია როგორც ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანა, ხოლო ავტორი გვევლინება როგორც პირველწყარო, იმდროინდელი ქართული ყოფის ჟამთააღმწერელი.   კრებულში შესული ტექსტების უმეტესობა არ გამოქვეყნებულა ქართულ ენაზე. თვით ორიგინალი კი 1890-1891 წლებში დრეზდენსა და ლაიფციგში გამოიცა ორ ტომად, სახელწოდებით „კავკასიის შვილები“. ამ წიგნში შეხვდებით ბევრ აქამდე უცნობ, ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ფაქტს. მოთხრობები მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში გადაგიყვანთ და მაშინდელი ყოფა-ცხოვრების ორომტრიალში ჩაგრთავთ.   არტურ ზუტნერის შემოქმედება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპა, როგორც კულტურული ფენომენი, ყოველთვის აქტუალური იყო საქართველოში.   გერმანულიდან თარგმნა თამაზ გვენეტაძემ
    21.95
    კაკაფონია
    ავტორი: დათო ჯიქია გამომცელობა: ინტელექტი
    15
    კამო და მე
    ავტორი: დანიელ პენაკი გამომცემლობა: აგორა ყდა: რბილი
    6.7
    კამოდის 12 უჯრა
    ავტორი: მიხეილ მღებრიშვილი თვლის სისტემა სხვადასხვანაირია: ორობითი, ათობითი, თორმეტობითი... ერთი დუჟინი, ორი დუჟინი - ასე ითვლიდნენ ადრე. იმიტომ, რომ წელიწადი თორმეტ თვედ დაყვეს ადამიანებმა, საათის ციფერბლატი - თორმეტ ნიშნულად, მოციქულიც თორმეტი იყო, სკამიც - თუ ლიტერატურას გადავწვდებით. ამ რომანში კი 12 ნივთია, ძველ კომოდში შემთხვევით აღმოჩენილი და მთავარი გმირის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების აღმნიშვნელი. სწორედ ეს ერთი დუჟინი ნივთი აცოცხლებს და ხორცს ასხამს ყველაფერს...
    11.95
    კანვოი
      ავტორი: ირაკლი მახარაძე კანვოის – რჩეული მეომრებისაგან შემდგარ ქვეგანაყოფს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის საიმპერატორო სახლის მშვიდობიან ცხოვრებაში. მათი აღჭურვილობა, თავაწყვეტილი ჯირითი, საუკეთესო სამხედრო წვრთნა და აღკაზმულობა უელსისა და დანიის უფლისწულების, სპარსეთის შაჰის, ნასრ-ედ-დინის, გერმანიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის, ვილჰელმ I-ის აღფრთოვანებას იწვევდა. წიგნი დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით მოგვითხრობს კანვოის ისტორიასა და კანვოელ ქართველ მეომრებზე, რომლებიც მსახურობდნენ საიმპერატორო კარზე 1811 წლიდან 1917 წლამდე, ანუ ნიკოლოზ II-ის გადადგომამდე. კანვოელთა სიაში ირიცხებოდნენ: სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟები – ნიკო და ანდრია დადიანები; გიორგი XII-ის შთამომავალი ალექსანდრე ამილახვარი; დავით (უჩა) დადიანი და სხვა დიდგვაროვანი ქართველები. ავტორი საინტერესოდ აღწერს ცხენზე მოჯირითე ქართველ კანვოელთა ისტორიებს; გვიამბობს, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი, რატომ ჰქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება იმპერატორთან ან რატომ ჩუქნიდნენ დედოფლები ხელმანდილებს
    10.9
    კანიბალიადა
    ავტორი: მიშა ბახსოლიანი გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა „კანიბალიადაში“ მოქმედება მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს იწყება. „ეს არ არის წიგნი ომზე, ესაა წიგნი ადამიანებზე, რომლებიც ომს გამოექცნენ“, – გვეუბნება ავტორი. მართლაც, აქ ვერ ნახავთ საბრძოლო შეტაკებების, პოზიციური ბრძოლებისა და სანგარში ჩამარხული ჯარისკაცების ისტორიებს. ეს წიგნი არც გმირებზეა. ყოველი პერსონაჟი იმდენად გადაგვარებულია მორალურად, რომ მათი შეყვარება ძნელია. უცნაურია, მაგრამ სიძულვილს თანაგრძნობა გადაწონის.
    11.9
    სიახლე
    კაპიტანი
    ბავშვობა. პირველი დარტყმა. სიბნელის შიში, სიმორცხვე და რომის ძველ, უკვე არარსებულ უბნებში გატარებული  ხოვრება. მეგობრები. პირველი წვრთნები. დედა, რომელიც წვრთნის განმავლობაში მის გაკვეთილებს სწავლობდა, შემდეგ კი, ვარჯიშიდან გამოსულს, ჯერ სველ თმას უშრობდა მანქანის გამათბობელზე, შემდეგ კი გაკვეთილებს უყვებოდა. დებიუტი 16 წლის ასაკში, 1993 წლის მარტის ერთ შუადღეს, „ბრეშასთან“. ბუცების „შიპებში“ გაბლანდული სპორტული შარვალი. პირველი დერბი და პირველი გოლი. დიდება. ყვითელ-წითელი ზღაპარი და ერთსა და იმავე მაისურში გატარებული ოცდახუთი წელი.   სამუდამო და ერთადერთი კაპიტანი.   ეპიკური სკუდეტო. ამბავი და ცხოვრება იმ ბიჭისა, რომელიც მუდამ გაოცებული იღიმება; რომელიც ქალაქმა აირჩია საკუთარ სიმბოლოდ, რაინდად და ღირსების მცველად. ქალაქისაგან ნაჩუქარი სიყვარულის და ქალაქისათვის თავგანწირვის ამბავი. ფეხბურთთან დამშვიდობება და სიტყვა „მშვიდობით“, რომელმაც აატირა არა მხოლოდ რომას ტიფოზები, არამედ მთელი სპორტული სამყარო. რადგან ტოტი არის თითოეული რომაელის ცხოვრების ნაწილი.   რადგან ის არის „რომა“ და ის არის რომი.   იტალიურიდან თარგმნა ნანა ზარდიაშვილმა
    24.95
    სიახლე
    კაპიტანი ტრიკო
    ავტორი: დეივ პილკი მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი მეოთხეკლასელები, ჯორჯი და ჰაროლდი, რომლებმაც სახელი კომიქსების წერითა და ოინების მოწყობით გაითქვეს, დიდ შარში ეხვევიან. სკოლის დირექტორი, საძაგელი მისტერ კრუპი, ბიჭებს მაიმუნობის დროს ვიდეოკამერით გამოიჭერს და კადრების გავრცელებით ემუქრება. შეუპოვარი ბიჭები 3D-ჰიპნო ბეჭდის დახმარებით დირექტორს აჰიპნოზებენ და თავიანთი კომიქსის გმირად, კაპიტან ტრიკოდ აქცევენ. სწორედ აქედან იწყება სახალისო და დაუვიწყარი ამბები. შეხედე, წიგნის ყდაზე თეთრ ტრუსში გამოწყობილი კაპიტანი ტრიკოა გამოსახული. იგი მზადაა, შენობის სახურავიდან პირდაპირ შენი წიგნის თაროზე გადმოფრინდეს.
    12.9
    კარგი ბიჭი
    ავტორი:  დევიდ შეფი სერია:  მშობლები და შვილები მთარგმნელი:  ლელა კოდალაშვილი   ტანჯვა, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა დევიდ შეფმა (დ. 1955) გაიარა შვილის ნარკომანობასთან ბრძოლის ურთულეს გზაზე, უამრავი ადამიანისთვის იქცა იმედად მისი წიგნის, „კარგი ბიჭის“ მეშვეობით და, როგორც თავად ნარკოდამოკიდებულებს, ისე მათ ახლობლებსა და გულშემატკივრებს გულწრფელი და კეთილსინდისიერი თხრობის მეშვეობით მისცა მაგალითი, როგორი ჯანმრთელი, სამართლიანი, სხვისი უფლებების დამცველი შეიძლება იყოს ის ჯოჯოხეთური პროცესი, რომელსაც ნარკომანი შვილის გადასარჩენად ბრძოლა ჰქვია. ეს არის სიყვარულისა და ტანჯვის, რწმენის, ძალის, ნებისყოფის ისტორია, საკითხავი ნარკოდამოკიდებულის მშობლისთვის, დისთვის, ძმისთვის, ცოლისთვის თუ მეგობრისთვის – ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც შეხებია ამ პრობლემას. „კარგი ბიჭი“ მშობლის სიყვარულისა და ბრძოლის თავგადასავალია, რომელიც დაეხმარება სხვა ოჯახებს, უკეთ გაუმკლავდნენ მსგავს გასაჭირს და თავი მარტოდ არ იგრძნონ
    29
    კარგი კაცი სანთლით საძებარია
        ამერიკული ლიტერატურა წარმოუდგენელია ფლენერი ო’კონორის (1925-1964) გარეშე. მწერლის მემკვიდრეობა, სხვა დიდი სამხრეთელის - უილიამ ფოლკნერის წიგნებთან ერთად, სამხრეთული გოთიკის კლასიკაა. „კარგი კაცი სანთლით საძებარია“ - კრებული, რომელშიც ათი მოთხრობა შედის - 1955 წელს გამოიცა. მწერალი სწორედ მოთხრობის ჟანრის ოსტატად ითვლება. ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია არა მხოლოდ ავტორის შემოქმედებაში, არამედ მთელ XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. ფლენერი ო’კონორის სამყარო სასტიკია - სავსე ადამიანთა აულაგმავი სურვილებითა და ბნელი ზრახვებით, ადამიანებისა, რომლებსაც არც ღმერთის სწამთ და არც ეშმაკის ეშინიათ.
    15.95
    კარგი ნიშნები
    ავტორი: ნილ გეიმანი „თხუთმეტი საათი გავიდა ანტიქრისტეს დედამიწაზე მოვლინებიდან; აქედან ბოლო სამი საათი ერთმა ანგელოზმა და ერთმა დემონმა სმაში გაატარეს.“ როგორ უნდა მოიქცნენ ზეცისა და ჯოჯოხეთის წარმომადგენლები დედამიწაზე, თუ ადამიანებს შორის ცხოვრებას ისე მიეჩვივნენ, რომ ქვეყნიერება დასაღუპად არ ემეტებათ? გამოსავალი მხოლოდ ერთია: ყმაწვილ ანტიქრისტეს ქვეყნიერების განადგურებაზე როგორმე ხელი უნდა ააღებინონ და კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის გარდაუვალი ომი შეაჩერონ. მაგრამ ანტიქრისტეზე ზემოქმედებისთვის ჯერ მისი ამოცნობა და პოვნაა საჭირო. ამაში დემონ კროულისა და ანგელოზ აზირაფელს ალქაჯ აგნეს ნატერის „წრფელი და ზედმიწევნითი წინასწარმეტყველებების“ წიგნი, მისი პროფესიონალი შთამომავალი ანათემა დივაისი და ალქაჯთმდევნელების არმიის რიგითი ჯარისკაცი ნიუტ პულსიფერი დაეხმარებიან. ცნობილი ბრიტანელი მწერლების, ტერი პრეჩეტის და ნილ გეიმანის „კარგი ნიშნები“ იუმორისტული ფენტეზია, რომელშიც გონებამახვილური და სატირული ხერხებითაა აღწერილი აპოკალიფსის სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც აღკვეთის მსურველთა მხიარული თავგადასავლები
    15.9
    კარი
    ავტორი: დიმიტრის ცეკურასი ბერძნულიდან თარგმნა ანინა გოგოხიამ. ჩვენი ისტორიის გმირი, დაახლოებით ორმოცდაათი წლის ინტელექტუალი, რომელიც რაღაცით დომენიკოს თეოტოკოპულოსს ჩამოჰგავს, მარტო ცხოვრობს. და ძალიან ეშინია, რომ თუ შემთხვევით დროზე ადრე მოკვდება (რადგან წინასწარ არასდროს იცი), ვერავინ იპოვის. ერთ მშვენიერ დღეს, ის თავისი სახლის კარს ჩამოხსნის და ნაგავში აგდებს.    რატომ? იმიტომ, რომ ერთი მხრივ, როცა მოკვდება, სუნით უფრო ადვილად მიაგნებენ. მაგრამ, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ჩვენი ისტორიის გმირს ძალიან აინტერესებს, „რამდენ ქურდს გააღიზიანებს“ მოღია ვებული სახლი, სახლი without the Door. და გულახდილად რომ ვთქვათ, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რაც შემდეგ იქნება, რეალურად მოხდება თუ რეალობის მიღმა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი შემაძრწუნებელ მნიშვნელობას იძენს...    
    19.9
    კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება
    ავტორი: რეზო თაბუკაშილი სერია:იკითხე ქართული XXI   " ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გოგიას ბევრი მზე უნახავს. კარგიც მრავალი გადახდენია და მძიმედ მოსაგონარიც. ყველაფერი იყო - ასეთიც, ისეთიც, ბედნიერებით გაჩახჩახებული ბავშვობაც და სტუდენტობის წლებში ქეიფ-ქეიფ ხეტიალიც, ომიც და მშვიდობაც, ბზარებიანი და მოწყენილი, გაძნელებული ყოველდღიურობაც... გრძლად გაწელილმა დრომ და ჟამმა, თავისას რომ შვრება აჩქარებით, ძველი თამაშის წესებს რომ სპობს და ახალი ვერ გამოუძერწავს, ნაპრალებად დაუხეთქა სული. დაუკითხავად აკითხავს ცოცხალიც და მკვდარიც. ბევრი ნახა, ვინც გზაში მოიწყინა, ბოლოს არ დაელოდა და ჩაიხსნა თოკი „კარაბინიდან“, ერთხელ თვითონაც წაუცდა ხელი, მაგრამ პირველად უღალატა იარაღმა. საკუთარი აწვალებს გოგიას, ყოველ დილას წარსულის დაბრედვა უწევს მომავალზე ალესილი დანით, ახალ მუღამებს ეძებს ძველის დახმარებით. „მოულოდნელი ბედნიერების“ მოლოდინის სურნელი ახსოვს და გული მიუწევს ახლის საძებნელად... „რომელიც კაი ძველია, მაგრამ მუდამ საპოვნელად დამძახებელი“, ოღონდ ვერც ადრინდელი „კარგად მობერილი განწყობილებები“ და თითქმის ოცდაათი წელი ერთად ნაცხოვრები თავისი ქეთო ეთმობა, შვილების წინაშეც დანაშაულს გრძნობს... გამჩენი რომ არ ასვენებს, ის კაცია გოგია, ან თვითონ რომ ვერ ისვენებს, მაგრამ კარგი კაცია, ჩვენსას ამბობს, ჩვენსას გრძნობს, ამ ქვეყნისას, ამ ქალაქისას. იმ პლედში გახვეულმა უსახლკარო ქალმაც იცის, გოგია რომ კარგია. იმან კიდევ ბევრი რამე იცის, დაეჯერება. ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გოგიას ბევრი მზე უნახავს. კარგიც მრავალი გადახდენია და მძიმედ მოსაგონარიც. ყველაფერი იყო - ასეთიც, ისეთიც, ბედნიერებით გაჩახჩახებული ბავშვობაც და სტუდენტობის წლებში ქეიფ-ქეიფ ხეტიალიც, ომიც და მშვიდობაც, ბზარებიანი და მოწყენილი, გაძნელებული ყოველდღიურობაც... გრძლად გაწელილმა დრომ და ჟამმა, თავისას რომ შვრება აჩქარებით, ძველი თამაშის წესებს რომ სპობს და ახალი ვერ გამოუძერწავს, ნაპრალებად დაუხეთქა სული. დაუკითხავად აკითხავს ცოცხალიც და მკვდარიც. ბევრი ნახა, ვინც გზაში მოიწყინა, ბოლოს არ დაელოდა და ჩაიხსნა თოკი „კარაბინიდან“, ერთხელ თვითონაც წაუცდა ხელი, მაგრამ პირველად უღალატა იარაღმა. საკუთარი აწვალებს გოგიას, ყოველ დილას წარსულის დაბრედვა უწევს მომავალზე ალესილი დანით, ახალ მუღამებს ეძებს ძველის დახმარებით. „მოულოდნელი ბედნიერების“ მოლოდინის სურნელი ახსოვს და გული მიუწევს ახლის საძებნელად... „რომელიც კაი ძველია, მაგრამ მუდამ საპოვნელად დამძახებელი“, ოღონდ ვერც ადრინდელი „კარგად მობერილი განწყობილებები“ და თითქმის ოცდაათი წელი ერთად ნაცხოვრები თავისი ქეთო ეთმობა, შვილების წინაშეც დანაშაულს გრძნობს... გამჩენი რომ არ ასვენებს, ის კაცია გოგია, ან თვითონ რომ ვერ ისვენებს, მაგრამ კარგი კაცია, ჩვენსას ამბობს, ჩვენსას გრძნობს, ამ ქვეყნისას, ამ ქალაქისას. იმ პლედში გახვეულმა უსახლკარო ქალმაც იცის, გოგია რომ კარგია. იმან კიდევ ბევრი რამე იცის, დაეჯერება"
    12.95