კარგი კაცი სანთლით საძებარია
15.95
ამერიკული ლიტერატურა წარმოუდგენელია ფლენერი ო’კონორის (1925-1964) გარეშე. მწერლის მემკვიდრეობა, სხვა დიდი სამხრეთელის - უილიამ ფოლკნერის წიგნებთან ერთად, სამხრეთული გოთიკის კლასიკაა. „კარგი კაცი სანთლით საძებარია“ - კრებული, რომელშიც ათი მოთხრობა შედის - 1955 წელს გამოიცა. მწერალი სწორედ მოთხრობის ჟანრის ოსტატად ითვლება.
ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია არა მხოლოდ ავტორის შემოქმედებაში, არამედ მთელ XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. ფლენერი ო’კონორის სამყარო სასტიკია - სავსე ადამიანთა აულაგმავი სურვილებითა და ბნელი ზრახვებით, ადამიანებისა, რომლებსაც არც ღმერთის სწამთ და არც ეშმაკის ეშინიათ.
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 15.95
- ნანახია
- 69
მსგავსი პროდუქტები
კომპასი
ავტორი: მატიას ენარი
ავტორი: პაატა ჯავახიშვილი
მატიას ენარი (1972), ცნობილი ფრანგი მწერალი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. სწავლობდა ლუვრის სკოლაში, შემდეგ კი არაბულ და სპარსულ ენებს ეუფლებოდა.
„კომპასი“, რომლისთვისაც მწერალს 2015 წელს გონკურის პრემია მიენიჭა, თვალწინ გვიშლის აღმოსავლეთს, რომელიც თავისი იდუმალებით ოდითგანვე ხიბლავდა და იზიდავდა დასავლელ ხელოვანებს. ამ რომან-ეპოპეის სიუჟეტი ერთ ღამეს მოიცავს, როცა უძილობით გაწამებულ მთავარ გმირს ფრანც რიტერს მოგონებები მოეძალება, მოგონებები საყვარელ ქალზე _ სარაზე და აღმოსავლეთზე. ფრანცი მუსიკათმცოდნეა, სარა _ აღმოსავლეთმცოდნე და მათი გზები სწორედ აღმოსავლეთში _ ირანში გადაიკვეთა. ისინი უსასრულოდ მსჯელობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთკავშირსა და განსხვავებებზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე, არქეოლოგიაზე... სარა და ფრანცი კარგავენ, პოულობენ, ისევ კარგავენ ერთმანეთს, და მათი კომპასი მთელი ამ დროის განმავლობაში ჯიუტადაა მიმართული აღმოსავლეთისაკენ. უწერიათ თუ არა მათ შეხვედრა?..
19.95
ვარდის სახელი
ავტორი: უმბერტო ეკო
„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის – უმბერტო ეკოს (1932-2016) პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია.
მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ...
ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.
19.44
29.9
ზარხუფი
ავტორი: სილვია პლათი
მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
ბოსტონის გარეუბნელ 19 წლის ესთერ გრინვუდს ნიუ-იორკის პრესტიჟულ ჟურნალში სტაჟირების შესაძლებლობა ეძლევა. მწერლობაზე მეოცნებე ესთერისთვის ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია. იგი მეგაპოლისის მღელვარე ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, მაგრამ ესთერის სულიერი მდგომარეობა ნელ-ნელა რთულდება...
„ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.
11.67
17.95
ოქროს ტაძარი
ავტორი: იუკიო მიშიმა
მთარგმნელი: დავით გოგინაშვილი
მე-20 საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრს, იუკიო მიშიმას (1925-1970) „ოქროს ტაძარს“ საფუძვლად კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს. მწერალი ადამიანის ყველაზე რთულად ასახსნელი ინსტინქტების ჩვენებას ისე ახერხებს, რომ მკითხველს დამზაფრავი გულწრფელობით გამორჩეული მთავარი გმირის თანამზრახველად აქცევს. სილამაზის არსის შეცნობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა ბუდისტი მორჩილისთვის, რომლის ფიქრებიც მუდმივად დასტრიალებს ოქროს ტაძარს – სრულყოფილების განსახიერებას. რამდენად ძლიერია განადგურების ვნება მაშინ, როცა საკუთარ არასრულყოფილებას ბოლომდე აცნობიერებ? წლების შემდეგ იუკიო მიშიმა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, მისი მთავარი გმირის ნააზრევი კი სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს.
11.67
17.95