მსგავსი პროდუქტები
საძაგელი მამიდა
ავტორი: დევიდ უოლიამსი
სერია: ლიბერქიდსი
სტელა საქსბი „საქსბი-ჰოლის“ ერთადერთი მემკვიდრეა, მაგრამ ძნელია, მამიდა ალბერტასა და მის ბავარიულ ბუს წინ აღუდგე. მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით. თუ ის არ გაძლევს უფლებას საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, დაგცინის, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა და თუ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ეს სასტიკი ქალია, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო?
12
პატარა ჩარლის მოგზაურობა
ავტორი: კრისტოფერ პოლ კერტისი
სერია: ლიბერქიდსი
"პატარა ჩარლის მოგზაურობის მარშრუტი ასეთია: ამერიკის მიჩიგანის შტატიდან კანადამდე და უკან. ამ მოგზაურობის მიზანი გაქცეული მონების უკან დაბრუნებაა, საბაბი კი ოჯახის ვალი, რომელიც პატარა ჩარლიმ უნდა გაისტუმროს. მოგზაურობისას შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყველაფერი, რაც იყო და რაც არის, ტყუილია! რას აკეთებს პატარა ბიჭი, როცა დიდი ისტორიული უსამართლობის პირისპირ აღმოჩნდება?"
12.95
მიწის მთხრელები
ავტორი: ტერი პრეტჩეტი
მთარგმნელი: ბექა არაბული
სერია: ლიბერკიდსი
მაღაზიიდან გამოქცევის შემდეგ ნომებს ისევ საფრთხე ემუქრებათ... ცოტა უცნაური, მაგრამ მიზანდასახული პაწაწინა არსებები გადარჩენის გზებს ეძებენ. ფიქრობენ, რომ მათი ყველაზე დიდი მტერი ადამიანია, გულგრილი და უგრძნობი ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავის გეგმებზე ფიქრობს და ირგვლივ ვერავის ამჩნევს... მაგრამ იქნებ ცდებიან? ეს ჯერ არავინ იცის... მათ ჯერ ახალი თავშესაფარი უნდა იპოვონ, მერე კი ნომების წარმომავლობის საიდუმლოს ამოსახსნელად წასული თავისიანების ამბავი შეიტყონ
9.95
ცეცხლი და ყინული
ავტორი: შერონ ჰეილი
მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე
სერია: ლიბერკიდსი
კონორი, აბეკე, როლანი და მეილინი - უშიშარი მეგობრები და მათი მეომარი ცხოველები ისევ გამოჩნდნენ! ეს კი ნიშნავს, რომ ამ გულადი ოთხეულის დიდი თავგადასავალი გრძელდება! საით გაემართებიან? რა მიზანი ამოძრავებთ ამჯერად? მათი გზა ჩრდილოეთისკენ მიდის, იდუმალებით მოცულ, მუდმივი ყინულის სამეფოსკენ. სწორედ იქ უნდა დაანთონ ცეცხლი - გაუმკლავდნენ დამპყრობლებს და დაამარცხონ ბოროტება. ეს ადვილი არ არის - წინ ფათერაკებით სავსე მოგზაურობა ელით!
11.95
ჭრაჭუნები
ავტორი: ტომ ფლეტჩერი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია: ლიბერკიდსი
"რა აჭრაჭუნებს იატაკს, რატომ ჭრაჭუნებს ფანჯრები? ეს არც თაგვია, არც კატა, შენი თუ სხვისი ძაღლები. ამ ხმაურს სხვა არა ბადებს, ასე სხვა არა ტკაცუნებს, იკითხეთ, თუკი გაბედავთ და შეეგებეთ.." წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს ყველა მოზრდილი გაქრა და მხოლოდ ბავშვები დარჩნენ ქალაქში. როგორი იქნებოდა ბავშვების ცხოვრება უფროსების დარიგებებისა და დატუქსვის გარეშე? ამ ქალაქს უიფინგტონი ჰქვია და აქ უცნაური ამბავი იწყება. ერთ დილით გაღვიძებული ლუსი აღმოაჩენს, რომ მისი დედიკო უკვალოდ გაქრა. საზრიანი გოგონა ხვდება, რომ დედა მის გარეშე არსად წავიდოდა, მაგრამ... ის აქ არ არის. რა მოხდა? სად წავიდა ლუსის დედიკო? წიგნი, რომლის კითხვასაც ახლა იწყებთ, სწორედ ამ შეკითხვის გარშემო ტრიალებს. ლუსი მალე აღმოაჩენს, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ უიფინგტონში ყველა ბავშვის მშობლები უკვალოდ გაქრნენ. "ჭრაჭუნების” წაკითხვამდე, საწოლის ქვეშ შეიჭყიტეთ და შეამოწმეთ, ჭრაჭუნა ხომ არ გითვალთვალებთ. თუ ურჩხულს დაინახავთ, ჩაიზე დაპატიჟეთ. არა! არა! სულ დაავიწყდა, რომ ჭრაჭუნები ჩაის ვერ იტანენ! იცით რა უყვართ? ამას არ გაგიმხელთ, რადგან ლუსისთან ერთად გაიგებთ!
9.95
ბრაითშტორმი
ავტორი: ვაშტი ჰარდი
მთარგმნელი: გიორგი გომართელი
სერია: ლიბერკიდსი
"„მამათქვენი აღარ დაბრუნდება...“, მიახალა ანჩხლმა და უგულო მისის ფოუჩერმა ტყუპს, ართურსა და მოდის, რომლებიც ბოლო წუთამდე ელოდნენ მამას შორეული ექსპედიციიდან. ეჭვი არ იყო, ცნობილი მკვლევარ-მოგზაური ერნესტ ბრაითშტორმი სამხრეთ პოლუსამდე მიღწევის მცდელობისას დაიღუპა. ახლა ბავშვების ჯერია , როგორმე გაყინულ სამხრეთამდე უნდა მიაღწიონ და მამაზე სიმართლე გაიგონ. თანაც სამეცნიერო წრეებში ამბობენ, დაღუპვამდე მეცნიერმა მეორე ექსპედიციის წევრებს საჰაერო ხომალდის საწვავი მოპარა და
12.95