santaesperanza
საწყისთა საწყისი
ავტორი : ოშო მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი   ადამიანი განუწყვეტლივ ძიების პროცესშია და ცდილობს გაიგოს რა არის ის ჭეშმარიტება, რამაც მისი და სამყაროს არსებობა განაპირობა. ხშირად, მავანი ყოველივე არსებულს ლოგიკურ ახსნას უძებნის, არგებს იმ რეალობას, რაშიც იმყოფება და შესაძლო დასკვნებს აკეთებს, თუმცა ძიების პროცესში ავიწყდება, რომ ძიება საკუთარი თავიდან და საკუთარ თავში უნდა დავიწყოთ, რამეთუ ,,ჭეშმარიტების ძიების პირველი წესი იმაში მდგომარეობს, რომ თამაშად მივიჩნიოთ ის, რასაც ცხოვრებაში რეალობად განვიხილავთ! მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლენს თავის თავს ჭეშმარიტება!“ ძალაუფლების სტრუქტურები, ნაციონალიზმი, იდენტობა, კულტურა თუ სხვა არის ის მახასიათებლები, რომლებიც კაცობრიობას ჯგუფებად ყოფს, რის შედეგადაც ყველა მათგანს განსხვავებულად ესმის ის უნივერსალური საკითხები, რამაც ეს სტრუქტურები და ჩვენი არსებობა ამ გარემოში განაპირობა. თუ ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ და რა მნიშვნელობას ატარებს ჩვენი ყოფიერება – ეს ის საკითხებია, რომელსაც ადამიანი თავისი გააზრებული ცხოვრების განმავლობაში კვლევის საგნად აქცევს და სწორედ ამის გამორკვევას ცდილობს ოშო წიგნში – „საწყისთა საწყისი“.
15
სახაზავების ნაკრები
4
სახაზავების ნაკრები 4ც 20სმ
4.5
სახაზავი 30სმ
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
2
სახაზავი გამჭირვალე 15სმ
1
სახაზავი ტრანსპორტირით გამჭირვალე
2
სახაზავი ფანქარი POP 2B ზოლიანი ფერადი Deli Graphite Pencil
2B Deli მითითებულია ერთი ცალის ფასი. გამოწერის შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს.  
1
სახალისო გამოცანები საზრიანი ბავშვებისთვის
მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი გიტაცებს თავსატეხები, ჩახლართული კითხვები და გამოცანები? მაშინ, ეს წიგნი სწორედ შენთვისაა! „სახალისო გამოცანები საზრიანი ბავშვებისთვის“ 130-ზე მეტ თავსატეხსა და გამოცანას აერთიანებს. მათი ამოხსნა, შესაძლოა, ერთი შეხედვით რთული მოგეჩვენოს, მაგრამ გონებას თუ დაძაბავ, პასუხსაც იოლად მიაგნებ. გახსოვდეს, შენი გონებისთვის გადაულახავი ზღვარი არ არსებობს.
8.9
სახალისო თავსატეხები საზრიანი ბავშვებისთვის
სერია ლოგიკური თავსატეხები სამ წიგნს აერთიანებს. თითოეულში 100- ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოა. ამ კრებულებში დაგხვდებათ ლოგიკური თავსატეხები, ფაზლები, მათემატიკური ამოცანები, კროსვორდები, სუდოკუები, მეხსიერების სავარჯიშოები. თითოეული სავარჯიშოს პასუხი წიგნს ბოლოში აქვს დართული. ეს წიგნები მათემატიკის პედაგოგებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც დაწყებითი (III კლასიდან), ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან.
8.9
სახატავი ბლოკნოტი / სკეჩბუქი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი დიზაინის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
15
სახელმწიფო
ავტორი: პლატონი მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე გამომცემლობა: კარპე დიემი ყდა: მაგარი
33.5
სახეობების წარმოშობა
ავტორი: ჩარლზ დარვინი მთარგმნელი: ხათუნა ხაბულიანი და ზაალ კიკვიძე გამომცემლობა: დიოგენე  
36.95
სახიფათო ზაფხული
ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ყოველ ზაფხულს დედა მუმინი მუმინტროლს სათამაშო აფრიან ნავს უკეთებს. წლევანდელი ზაფხულიც ამ ტრადიციით დაიწყო, თუმცა სულ სხვანაირად გაგრძელდა. ცეცხლისმფრქვეველმა მთამ მუმინების ხეობის ბინადარებს მოულოდნელი განსაცდელი დაატეხა თავს, ისინი წყლის დინებას ჩამოყოლილ უცნაურ სახლში დაბინავდნენ და საოცარი თავგადასავალიც დაიწყო. იმოგზაურეთ მუმინებთან ერთად. ნახეთ, რა მოხდება სიურპრიზებით სავსე ზაფხულის ბუნიობის ღამეს; როგორ დაბრუნდება მშობლებთან დაკარგული მუმინტროლი; დაესწარით მამა მუმინის პიესის გენერალურ რეპეტიციას; შეიბრალეთ ოცდაოთხი ტყის პატარა არსების მამობილი სნუსმუმრიკი და, რაც მთავარია, გაიხარეთ მუმინტროლითან ერთად, რომელიც თავის სათამაშო აფრიან ნავს იპოვის…
7.9
სახიფათო კავშირები
ავტორი: შოდერლო დე ლაკლო მთარგმნელი: მარინე ჭილაშვილი, რუსუდან ქებულაძე   ფრანგი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, პიერ შოდერლო დე ლაკლოს ეპისტოლარული ჟანრის რომანი „სახიფათო კავშირები“ ერთ-ერთ პირველხარისხოვან ფსიქოლოგიურ რომანად ითვლება. იმდროინდელი არისტოკრატიის ცხოვრების წესზე დაწერილმა ამ ღრმა და მახვილმა სატირამ მსოფლიო აღიარება და სკანდალური სახელი მოიპოვა. მისი ადაპტირებული სცენარის მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული, რაც ხაზს უსვამს რომანის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. წიგნის სიუჟეტური ხაზი მარკიზა დე მერტეისა და ვიკონტ დე ვალმონის წერილებით ვითარდება – ყოფილი საყვარლის დასასჯელად, ქალი თავის იდეურ თანამზრახველს სთხოვს მისი მომავალი საცოლის ცდუნებას. მწერალი ამხელს სხვისი ბედით მოთამაშე, მზაკვარ და თვალთმაქც ადამიანებს. ნაწარმოებში ასევე აღმოაჩენთ ორ მივიწყებულ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ჭეშმარი­ტებას: ქალი, რომელიც უარს არ ამბობს ზნედაცემულ მამაკაცთან ურთიერთობაზე, მისივე მსხვერპლი ხდება; და დედა, რომელიც არაფრად ჩააგდებს იმას, რომ ქალიშვილი მასზე მეტად სხვა ქალს ენდობა, აუცილებლად დაისჯება... როგორ წარმართავს ნიღბიანი ადამიანი სახიფათო თამაშს? როგორ გაება ცბიერი ვიკონტი თა­ვის დაგებულ სიყვარულის მახეში? როგორი ფსიქოლოგია აქვთ ზნედაცემულ ქალსა და მამაკაცს? რა არის სახიფათო თამაშების ფსიქოლოგიური არსი?.. მსგავს ცხოვრებისეულ შეკითხვებზე პა­სუხს იპოვით ამ წიგნში, რომლის პირველი გამოცემიდან უკვე ორ საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა თავისი სოციალურ-ფსიქოლოგიური თემებით დღემდე აქტუალურია.
11.9
სახლი არ შეიყვარო
ეს წიგნი სახლებზეა, სადაც იატაკი ჭრაჭუნობს და ქარის დაბერვაზე ერთმანეთში იხლართებიან მოიისფრო ფარდები. სახლები დგანან და დგანან. ჩვენ კი გვგონია, რომ გავიქცევით, გადავიკარგებით და აღარასდროს დავბრუნდებით. გადავეჩვევით სახლებს, რომლებიც ხმებისა და მოგონებების მძევლებად გვაქცევს.   ამ სახლებშია ჩვენი სიცილი და გულისაჩუყება. აქ ნაწილებად ვიშლებით და მერე ისევ ვმთლიანდებით. ხან სულმოუთქმელად ავირბენთ კიბეს, ხან საბრალოდ მივჩანჩალებთ, რომ ქურთუკე- ბი მოვისროლოთ და ჩვენივე საკუთარ თავებად ვიქცეთ.   სახლის შეყვარება – ვეღარგადაყვარებაზე თანხმობას ნიშნავს.   და ჩვენ მაინც ყველას გვინდა სახლი, რომელსაც შევიყვარებთ.
9.95
სახლი მოჩვენებებით
ავტორი: ვირჯინია ვულფი მთარგმნელი: გია ბერაძ ცნობილი ინგლისელი მწერალი, ესეისტი და კრიტიკოსი ვირჯინია ვულფი მე-20 საუკუნის ევროპული მოდერნისტული  ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „მისის დელოუეი“ (1925), „შუქურა“ (1927), „ორლანდო“ (1929), „საკუთარი ოთახი“ (1929). მწერლის პირველი ტექსტი 1915 წელს დაიბეჭდა, პირველი  (და მის სიცოცხლეში ერთადერთი) მოთხრობების კრებული კი 1921 წელს გამოიცა. ეს წიგნი შედგენილია მწერლის გარდაცვალების შემდეგ  გამოსული მოთხრობების კრებულის მიხედვით, რომელიც ვირჯინია ვულფის მეუღლემ შეადგინა და მასში ავტორის საყვარელი ნაწარმოებები შეიტანა.
14.9
სახლში – მეტყველების ბარათები
მეტყველების ბარათები პატარებს სამეტყველო უნარების განვითარებაში დაეხმარება. ასაკი: 12-18 თვე 30 ბარათი + ინსტრუქცია
14.9
სახურავის ბინადარი კარლსონი
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთრაგმნელი: ნატო კვარაცხელია გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი სრული ტექსტი  
29.9
სახურავის ბინადარი კარლსონი ისევ მოფრინდა (7-8 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
8.9
სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს (7-8 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
8.9
სერია აკადემია
საპიენსი, კაცობრიობის მოკლე ისტორია   იუვალ ნოაჰ ჰარარი თანხმობის წარმოება, მასმედიის პოლიტიკური ეკონომიკა   ნოამ ჩომსკი კოსმოსი კარლ სეიგანი ჰომო დეუსი ხვალინდელობის მოკლე ისტორია იუვალ ნოახ ჰარარი 21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის იუვალ ნოხ ჰარარი
75
სეროტონინი
ავტორი: მიშელ უელბეკი მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი ყდა: რბილი „სეროტონინის“ მთავარ პერსონაჟს, სოფლის მეურნეობის მართვის სპეციალისტს, ფლორან-კლოდ ლაბრუსტს დეპრესია ტანჯავს – იგი შორდება მორიგ ქალს, აკვირდება გაღატაკების პირას მყოფ ფრანგ ფერმერებს, წუხს, რომ ვერაფრით ეხმარება მათ და ამას საკუთარ მარცხად მიიჩნევს. მარტოსული და იმედგაცრუებული გმირი ცდილობს, თავის დეპრესიას უმკურნალოს პრეპარატით, რომელიც სისხლში სეროტონინის მომატებას უზრუნველყოფს – სეროტონინს ბედნიერების ჰორმონსაც ეძახიან. მაგრამ ამისათვის ძვირის გადახდა უწევს. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ სძენს აზრს მის არსებობას, ესაა იმედი, რომ დაიბრუნებს ქალს, რომელიც მართლა უყვარდა და დაკარგა… ქართველი მკითხველი უკვე კარგა ხანია, იცნობს დღეისათვის ყველაზე გამოჩენილ ფრანგ მწერალს, არაერთი ლიტერატურული, მათ შორის გონკურის, პრემიის ლაურეატს, მიშელ უელბეკს – ავტორს ისეთი მსოფლიო ბესტსელერებისა, როგორებიცაა: „ელემენტარული ნაწილაკები“, „პლატფორმა“, „კუნძულის შესაძლებლობა“, „რუკა და ტერიტორია“, „მორჩილება“ და სხვ. რომანი „სეროტონინი“ 2019 წლის იანვარში გამოვიდა საფრანგეთში. საფრანგეთის მთავრობამ მიშელ უელბეკი 2019 წლის აპრილში საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.
15.9
სექენდ ჰენდის დრო
ავტორი:  სვეტლანა ალექსიევიჩი მთარგმნელი: ნინო ბექიშვილი სვეტლანა ალექსიევიჩის ამ წიგნში თავმოყრილია იმ ადამიანების ისტორიები, რომლების საბჭოთა კავშირში იზრდებოდნენ, გამოიარეს რევოლუცია, ომი, პერესტროიკა. წიგნი მათ ახლანდელ განცდებს აღწერს, აღწერს, როგორ ცხოვრობენ ისინი ახალ ქვეყნებში – სხვა მიზნებით, სხვა პრიორიტეტებით, სხვა იდეოლოგიით. ეს წინააღმდეგობრივი და ტრაგიკული ამბები სულსხვა თვალით გვიჩვენებს უახლეს ისტორიას და იმას, თუ როგორ გარდაქმნა, შეცვალა საბჭოეთმა ადამიანი. ამ წიგნში საბჭოთა კავშირის დაშლა რეალური ადამიანების ბედისა და ტრაგედიის პრიზმიდანაა ნაჩვენები. სწორედ ამითაა უნიკალური ალექსიევიჩის პროზა, მან ხომ არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი წიგნები, არამედ სრულიად ახალი ჟანრი შექმნა ლიტერატურაში. რომანი „სექენდ ჰენდის დრო“ იმ ციკლის ბოლო წიგნია, რომელსაც 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა.
22
სექსიდან სუპერცნობიერებამდე
ავტორი : ოშო წიგნში ავტორი აღწერს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შინაგანი ენერგიიდან სექსუალურ ენერგიამდე, სექსუალური ენერგიის საკვები და სუბლიმაცია, ფიტავს თუ არა სექსი ენერგიას? ძალადობა და სექსუალური სურვილი, ცოდნა და სექსუალური დაკმაყოფილება, სექსი, სიყვარულის გენეზისი, რა არის სიყვარული? რეპრესიიდან ემანსიპაციამდე, მედიტაციის მწვერვალი, სექსი – სუპერ-ატომი, ვნებიდან ღმერთამდე და ა.შ. როგორც ავტორი აღნიშნავს, დასავლელი ფსიქოლოგები, ფროიდიდან იუნგამდე, წერდნენ სექსის მეორე დონის – ფსიქოლოგიური დონის შესახებ, მაგრამ სექსის მესამე დონე, რომელზედაც ოშო ამ წიგნში საუბრობს, არც დასავლეთში იცოდნენ და არც აღმოსავლეთში, ის სექსის მესამე ანუ სულიერი დონეა. ამავდროულად ავტორი აღნიშნავს, რომ ფროიდს არ შეუსწავლია ნორმალური ჯანმრთელი სექსი, ის სწავლული იყო და ავადმყოფობებს, გაუკუღმართებებს იკვლევდა, ოშოს მიზანი კი სექსის სულიერი მხარეების კვლევა და წარმოჩენაა.
28