santaesperanza
საქართველოს ისტორია 10 ნაწ. 2 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  გ. უგულავა, ნ. გურგენიძე, ი. ფერაძე, პ. კაციტაძე   ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვან გამოცდილებად აქცევს. თითოეულ თემაზე სამუშაოდ მოსწავლესა და მასწავლებელს არ სჭირდება დამატებითი რესურსების მოძიება. სახელმძღვანელო მდიდარია ილუსტრაციებით; მრავალფეროვანი რუბრიკებითა და დავალებებით, თემატური ვიდეოებით, რომლებიც QR კოდებითაა წარმოდგენილი და კლასსა თუ სახლში მუშაობას უფრო სინტერესოს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოში თავმოყრილი მასალა მოსწავლესა და მასწავლებელს გაუადვილებს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის ყველა ეტაპს. ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო ითვალისწინებს სასკოლო გამოცდილებას, საუნივერსიტეტო კვლევით უნარებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
15
საქართველოს ისტორიის ატლასი
"საქართველოს ისტორიის ატლასი" პირველად 2003 წლის ბოლოს გამოიცა. წინამდებარე გამოცემა, ფაქტობრივად, ატლასის მეორე რედაქციაა. წიგნში ჩასწორდა შემჩნეული უზისტობები რუკებზე, შეივსო ბიბლიოგრაფია, რომელიც ეხება საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის პრობლემატიკას, ატლასს დაერთო საძიებელი. ყოველი ეს შრომატევადი სამუშაო შესრულდა ა. თორდიას და გ.ჭეიშვილის მიერ. "განმარტებითი ტექსტის" საბოლოო რედაქცია ეკუთვნის მ. მუსხელიშვილის.
100
საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. შრომები – I
ავტორი: დავით მუსხელიშვილი   დავით მუსხელიშვილის „შრომების“ I ტომში განთავსებულია ფუნდამენტური ნაშრომი „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები“, რომელიც თავდაპირველად ორ ტომად გამოიცა, 1977 და 1980 წლებში.   მონოგრაფიაში მიმოხილულია, თუ როგორ მიმდინარეობდა და რა შიდა მიზეზებით იყო განპირობებული ქართულ „ქვეყანათა“ კონსოლიდაციის მრავალსაუკუნოვანი პროცესი, რისი შედეგიც ფეოდალური სახელმწიფოს – „საქართველოს“ წარმოქმნა იყო. ნაშრომის პირველ ნაწილში ეს პროცესი განხილულია უძველესი პერიოდიდან V საუკუნის ჩათვლით, რა დროსაც ვახტანგ გორგასალმა ერთ სამეფოდ გააერთიანა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს ტერიტორიები. მეორე ნაწილში კი გაშუქებულია საქართველოს ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის ისტორია. ამ დიდი პოლიტიკური პროცესის ქრონოლოგიური პერიოდი მოიცავს VI-X საუკუნეებს.   ნაშრომი განკუთვნილია როგორც საქართველოს საისტორიო მეცნიერების შემსწავლელ მკვლევართა და სტუდენტთათვის, ასევე დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
39.95
სიახლე
საქართველოს მოქალაქე
ავტორი: დეისაძე ერეკლე რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს პოლიციელს მაშინ, როცა პოეტი ქუჩიდან განყოფილებაში მიჰყავს? რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ პოლიციის ამ განყოფილების უფროსი ამავე პოეტს სიკვდილამდე სცემს? იქნებ, პოეტს ის ქალი უყვარს, ვინც არ უნდა უყვარდეს? იქნებ ისე არ აცვია, როგორც საჭიროა? იქნებ ვინმე ისეთზე თქვა აუგი, ვისზე ხმის ამოღების უფლებაც არ ჰქონდა? იქნებ რაიმე ისეთზე დაწერა, რაზე წერაც არ შეიძლება?
11.95
საქართველოს სახელით
ავტორი: ლაშა ბუღაძე   ლაშა ბუღაძის რომანი „საქართველოს სახელით“ 80-90-იანი წლების საქართველოს ავტობიოგრაფიაა. მთხრობელი ერთდროულად ავტორის პროტოტიპიცაა და კომუნისტური ეპოქის მიწურულის საქართველოსიც. ის გვიყვება მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც როგორც ქვეყნის, ისე პირადად მის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა.  ავტორის ბავშვობას ემთხვევა თვითმფრინავის გატაცების გახმაურებული საქმე და ქვეყნის „ინტელიგენციის“ არაერთგვაროვანი რეაქცია ამ ამბებზე; რის შეეშინდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სიკვდილმისჯილების შეწყალებას ხელმოწერებით ითხოვდა; რა ხდებოდა ცენტრალური კომიტეტის მდივნის კაბინეტში 1989 წლის 9 აპრილის წინ; რის გამო შეიძულეს ხმათა უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი – ბავშვის მოგონებების პარალელურად, ამ ეპოქის ბობოქარ, ტრაგიკულ, ხმაურიან თუ მიჩქმალულ მოვლენებს სხვა პერსონაჟების პერსპექტივიდანაც ვხედავთ.  
18.9
საქმიანი ურთიერთობის ფსიქოლოგია
ავტორი: ი.ი. ამინოვი  წიგნში წარმოდგენილია საქმიანი ურთიერთობის სფეროში ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენების ასპექტები. განიხილება კონტაქტის დამყარების, პიროვნების შეფასებისა და მასზე ზემოქმედების ხერხები და საშუალებები, პარტნიორის სამეტყველო ქცევის, საქმიანი ინფორმაციის გაცვლისა და თანამოსაუბრესთან ურთიერთქმედების ფსიქოლოგიის თავისებურებები.
41.7
საღამო არის ჩემი წიგნი
ავტორი: რაინერ მარია რილკე მთარგმნელი: ირმა შიოლაშვილი   "ამ პატარა კრებულში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი პოეტის რაინერ მარია რილკეს 50 ლექსია შესული. რილკეს შემოქმედებას წლების განმავლობაში დიდი სიფრთხილითა და დაფიქრებით თარგმნიდა პოეტი ირმა შიოლაშვილი. საბოლოოდ, ამ თარგმანებმა ერთად მოიყარა თავი კრებულში, რომელიც, ლიტერატორ გიორგი ლობჟანიძის შეფასებით, „დიდი ცოდნის, გერმანული და ქართული პოეტური ტრადიციების უფაქიზეს ნიუანსებში წვდომისა და დიდი სულიერი თანაზიარობის შედეგია... ის ლექსებიც კი, რომლებიც ქართველი მკითხველისათვის, სხვადასხვა და ხშირად გენიალური მთარგმნელების წყალობით, უკვე კარგად ცნობილია, ამ თარგმანებით რაღაცით განსხვავებულად და ახლებურად იკითხება".
7.95
საღებავი აკვარელი LUCH Classic ფუნჯით 6ფ.
4.5
საღებავი აკრილის 6 ფერი Luch (სამხატვრო)
11
საღებავი ზეთოვანი Foska ტუბში 12 ფერი (12მლ)
16
საღეჭი განთიადები. უშაქროდ
ავტორი: ზურა ჯიშკარიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
13.9
საღვთისმეტყველო ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი
ავტორი: გურამ ლურსმანაშვილი გამომცემლობა: სულხან - საბა  ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა  
20
საღმრთო ისტორია, მოთხრობები 1ტ
ავტორი; იაკობ გოგებაშვილი  
25
საყვარელი
ავტორი: ტონი მორისონი მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე „ვამაყობ, რომ მე და ტონი მორისონი ერთმანეთს „ვგავართ“ – ის პირველი აფროამერიკელი ქალი მწერალი-ნობელიანტია, მე პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი.“ – ბარაკ ობამა. „ტონი მორისონმა არა მხოლოდ შექმნა შთამბეჭდავი ძალის რთული რომანების ექსტრაორდინალური კონტექსტი, არამედ თავიდან დაწერა XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ისტორია.“ – ტერენს ელიოტი. „არ არსებობს მსოფლიოში ტონი მორისონზე უკეთესი მწერალი. ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი მისი წიგნების წაკითხვასაც და მის გაცნობასაც.“ – ბობ დილანი. ტონი მორისონის ნამდვილი სახელი და გვარია ჰლოია ენტონი უოფორდი. დაიბადა 1931 წლის 19 თებერვალს ლორეინში. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ეპიკური თემებით და აფრიკელ-ამერიკელი ხალხის ხასიათის დეტალური აღწერით თავისუფლების მხოლოდ ოცდარვა დღე ერგოთ ცინცინატიში გაქცეულ შავკანიან მონა ქალსა და „კანონმა“ იპოვა - სამძებრო ჯგუფმა ისინი კენტუკიში, მონათმფლობელებთან უნდა დააბრუნოს. და დედა თავისუფლებაში ძალიან ძვირს იხდის... გავა რამდენიმე წელი და მის სახლში გამოჩნდება გოგონა, სახელად საყვარელი, და წარსული თავს ახსენებს: „გაცოცხლებულიყო 124 ნომერში ოდესღაც ჩადენილი ცოდვა და ახლა თავხედურად, თავის ნებაზე დანავარდობდა“.
11.95
საყვარელი ძვლები
ავტორი: ელის სიბოლდი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: ლიბერთინსი   14 წლის სიუზი სელმონი მოკლეს! ის უკვე ზეცაშია. დაჰყურებს ამ ახალი და უცნაური ადგილიდან დედამიწას და ხედავს ცხოვრებას, რომელიც მის გარეშე გრძელდება; სკოლის მეგობრებს, რომლებიც სიუზის გაუჩინარებაზე ათას ჭორ-მართალს ჰყვებიან; ოჯახს, რომელიც მისი პოვნის იმედს არ კარგავს; და მკვლელს, რომელიც კვალის დაფარვას ცდილობს. სიუზის ყველაზე მეტად საყვარელ ადამიანებთან დაბრუნება სურს ის იმ ადგილს იკვლევს, ზეცა რომ ჰქვია და სკოლის ეზოს რომ აგონებს თავისი საქანელებით. ზეცაში კი ხვდება მრჩევლებს, რომლებიც ეხმარებიან. რაც უნდა მოისურვოს, წამის უსწრაფესად უსრულდება, გარდა ერთისა - დედამიწაზე ვეღარ ბრუნდება. მკვლელს ეძებენ!.. სიუზის მამა ცდილობს მკვლელის მხილებას, და კი ხიფათში ჩაიგდებს თავს, როდესაც მკვლელის სახლში შეიპარება. ის ბიჭი კი, რომელიც სიუზის უყვარდა, ცხოვრებას აგრძელებს და ბოლოს ხვდება, რომ ამ უცნაური ამბის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. როგორ დასრულდება ეს სულისშემძვრელი ამბავი?  
12
საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია
ეს საოცარი წიგნი მთელ სამყაროს თვალწინ გადაგიშლით- დაიწყეთ მოგზაურობა კოსმოსში, შემდეგ შეისწავლეთ ბუნება, მცენარეები, ცხოველები და დედამიწის მოსახლეობა. გაეცანით განსხვავებულ კულტურებსა და ადგილებს, ისწავლეთ კაცობრიობის უდიდეს მიღწევებზე ( და მარცხებზე ) . მრავალი შესანიშნავი ფოტო, მოკლე ფაქტი და დიაგრამა, ქრონოლოგიური ცხრილი თუ მომავლის პერსპექტივა... ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ - იცოდეთ ეს ყველაფერი!
39.95
საშვი კონფლიქტის ზონაში
ავტრი: შორენა ლებანიძე   „წიგნი, რომელსაც პუბლიცისტიკით შეზავებული ავტობიოგრაფიული რომანისა და ისტორიული ესსეს ნაერთს დავარქმევდი, 90-იანი წლების ქართულ საზოგადოებაში არსებული ყველანაირი დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. ის თავს უყრის ერთი ჟურნალისტის თვალით დანახული აფხაზეთის ომის ქრონიკებს, პირად გამოცდილებას, შერწყმულს წლების წინანდელი ვითარების ხელახალ შეფასება-გააზრებასთან და გამდიდრებულს კონკრეტული ამბებით, ომის უშუალო მონაწილეებისგან აღებული ინტერვიუებით.   რა გვაიძულებდა სიცოცხლის გარისკვის ფასად ცხელი წერტილებიდან უახლესი ინფორმაციების მოწოდებას? პროფესიული აზარტი, ახალგაზრდული სითამამე, მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვის სურვილი, რწმენა, რომ რეალობის ასახვა მხოლოდ ადგილზე ჩასვლით შეიძლებოდა. მოვლენა პერიფერიიდან და ეპიცენტრიდან არაერთგვაროვნად ჩანს. თუმცა, მთავარი, ალბათ, ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო: ომის ბაცილა სისხლში გვქონდა გამჯდარი და მოსვენებას არ გვაძლევდა. ამიტომ ჩამოსვლას ვერ ვასწრებდით, კვლავ გზას ვადექით. დანჯღრეული ავტობუსით, სატვირთო მანქანით, ტრაქტორით, სამხედრო „ვილისით“, ანდა სულაც ფეხით მივიწევდით ყოველ ოთხას-ხუთას მეტრში მოწყობილი ერთი ბლოკსაგუშაგოდან მეორისკენ.   ყველაზე მნიშვნელოვანი – თუნდაც საქართველოს უახლესი წარსულის მკვლევარებისთვის – შეიძლება იყოს ერთი რამ: „საშვი კონფლიქტის ზონაში“ ისტორიული პირველწყაროა.“
14.95
საშლელი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
3
საშლელი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
0.8
საშლელი FACTIS
1
საშლელი კატა The Cat Eraser
1.2
საშლელი მათემატიკა Dust-Free Eraser
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
1.2
ამოწურულია
საძაგელი არსებების ქვეყანაში
ავტორი და ილუსტრატორი: მორის სენდაკი მთარგმნელი: დავით გაბუნია გამომცემლობა: ზოლიანი კატა ყდა: მაგარი
20.95
საძაგელი მამიდა
ავტორი: დევიდ უოლიამსი სერია: ლიბერქიდსი   სტელა საქსბი „საქსბი-ჰოლის“ ერთადერთი მემკვიდრეა, მაგრამ ძნელია, მამიდა ალბერტასა და მის ბავარიულ ბუს წინ აღუდგე. მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით. თუ ის არ გაძლევს უფლებას საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, დაგცინის, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა და თუ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ეს სასტიკი ქალია, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო?  
12