santaesperanza
ჯუდი მუდი ცუდ გუნებაზეა (წიგნი პირველი)
ავტორი: მეგან მაკდონალდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი   გაიცანით ჯუდი მუდი – თავგუნება, განა ცუდი! არდადეგები დასრულდა, ჯუდის კი სულაც არ ეხალისება სკოლაში წასვლა. მაგრამ, აბა, ბუზღუნით რას გახდება?იქნებ არც ისეთი უინტერესო აღმოჩნდეს ახალი მასწავლებელი, მისტერ ჯოტი და მისი დავალებები…  
10.9
ჰაგაკურე ფოთლების ჩრდილში ნაამბობი
ავტორი: იამამოტო ცუნეტომო თარგმანი:  ქეთევან ჩიგოგიძე, ვლადიმერ ლუარსაბიშვილი კომენტარები და წინასიტყვაობა: გიგი თევზაძე.   "ჰაგაკურე" ანუ "ფოთლების ჩრდილში ნაამბობი" ორი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა ხელუხლებლად, მხოლოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. 1930 წლისთვის ”ჰაგაკურე” იქცა ბუშიდოს ანუ მეომრის გზის ყველაზე გავრცელებულ აღწერად.ჰაგაკურე” ეს არის წიგნი, რომელიც აღწერს სამურაის გზას.
15.9
ჰაიდი
ავტორი: იოჰანა შპირი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა შვეიცარიელმა მწერალმა იოჰანა შპირიმ 1879 წელს, 52 წლის ასაკში დაწერა ობოლი გოგონას, ჰაიდის თავგადასავალი, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ცნობილი ნაწარმოები გახდა. იგი მრავალ ენაზე ითარგმნა და მალე მსოფლიო მნიშვნელობის საბავშვო ბესტსელერად იქცა. მოსწავლის ბიბლიოთეკა ,,ჰაიდის” სრული ტექსტის პირველ ქართულ თარგმანს გთავაზობთ. პატარა ობოლი გოგონა, ჰაიდი, შვეიცარიის მთებში პაპასთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად განსხვავებული ხასიათებისა, პაპა და შვილიშვილი მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს და მეგობრულად ცხოვრობენ. გულკეთილი და მხიარული ჰაიდი მუდამ იმის ცდაშია, დაეხმაროს გარშემომყოფებს, სიყვარული და ბედნიერება აჩუქოს მათ. ისინიც სიყვარულითა და მადლიერებით პასუხობენ გოგონას.
11.9
ჰაკი აძბა
ავტორი: ლეო ქიაჩელი ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „შელოცვა რადიოთი“ ემიგრაციის სირთულეებსა და უცხო გარემოში საკუთარი თავის დაკარგვის ტკივილზე გვიამბობს. იმავდროულად, ეს მოთხრობა იმ ქალის ხვედრსა თუ ბედზეა, სიყვარულს რომ ესწრაფვის, მაგრამ იმედგაცრუებას იღებს; ნუგეშს, საკუთარ ადგილს, დასაყრდენს, თავშესაფარს რომ ეძებს, მაგრამ მარტოობას, უნუგეშობასა და უსამშობლობას პოულობს და მერე... ცეკვავს... ცეკვავს გველებთან... ცეკვავს მგზნებარედ... სამშობლოში დაბრუნების იმედით...
22
ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი
ავტორი: მარკ ტვენი სერია: იკითხე კლასიკა   მარკ ტვენის უბერებელი საყმაწვილო რომანი „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის დასაბამადაც მიიჩნევა. მართალია, ის გამოსვლის დღიდან არაერთხელ აკრძალეს სხვადასხვა მიზეზით, სასკოლო პროგ­რამიდანაც ამოიღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ამ წიგნს გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი და მკითხველი გამოუჩნდა, რომელთაც იმთავითვე განსაზღვრეს რომანის მნიშვნელობა და განუმეორებლობა. ვინც მდინარე მისისიპის ნაპირებზე არასდროს მოხვედრილა, ვისაც უყვარს ფათერაკიანი თავ­გა­დასავ­ლები და აკრძალულ, ადამიანის ფეხდაუდგმელ ადგი­ლებში ხეტიალი, თამამად შეუძლია გაჰყვეს უშიშარ, გონიერ და უცნაურ ბიჭს – ჰაკლბერი ფინს, რომელსაც, თავის მეგობარ ტომ სოიერთან ერთად, ცივილიზებულ სამ­ყაროში ცხოვ­რებას სწორედ შფო­თიანი და ფათერაკებით სავსე ამ­ბები ურჩევნია, რად­გან კარგად იცის, რა იდუმალი, მოულოდნელი და საინტერესოა ასეთი ცხოვრება. თქვენ წინაშეა ამერიკული ლიტერატურის შედევრის – მარკ ტვენის „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალის“ ახალი თარგმანი, რომელიც ხელახლა გააცოცხლებს ამ რომანის ჯადოსნურ სამყაროს ქართულ ენაზე.
12.95
ჰამლეტი
ავტორი: უილიამ შექსპირი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ მიუხედავად იმისა, რომ "ჰამლეტი" ჟამთა სიავის ამსახველი ტრაგედიების კატეგორიას განეკუთვნება, იგი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. გმირის პესიმიზმი თითქოს გადამდებია და ბედის უკუღმართობათა შეცნობას მკითხველი ტრაგედიის გმირებთან ერთად ეძებს. ალბათ, ამიტომ დღესაც ხშირად გვესმის ჰამლეტის ცნობილი მონოლოგი "ყოფნა-არყოფნის" შესახებ.
16.95
ჰამნეტი
ავტორი:მეგი ო’ფერელი მთარგმნელი: თეონა ბითაძე მეგი ო’ფერელი თანამედროვე ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერალია. „ჰამნეტი” მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელმაც მას the Women’s Prize for Fiction-ის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა 2020 წელს. მეგი ო’ფერელის „ჰამნეტი” უილიამ შექსპირის ვაჟის, 11 წლის ჰამნეტის შესახებ გვიამბობს და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს გვაცნობს ისე, რომ შექსპირის ვინაობას ტექსტში არსად ამჟღავნებს. რომანში მოთხრობილია 1580-იანი წლების ინგლისში მცხოვრები ახალგაზრდა, ღარიბი ლათინურის მასწავლებლისა და მისი ექსცენტრული, უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული მეუღლის, აგნესის ოჯახური ისტორია, სადაც ცოლ-ქმარი შავი ჭირის მძვინვარების ფონზე შემზარავ ტრაგედიას უმკლავდება. ეს წიგნი „ჰამლეტის” შექმნის ისტორიაა _ ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველაზე ღრმა მწუხარებისას ხელოვნებაში პოვო ნუგეში, ხოლო თავზარდამცემმა მოვლენამ მსოფლიოს უკვდავი შედევრი დაბადოს.
16.9
ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები (6 წლიდან)
ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი მთარგმნელი: აკაკი გელოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
7.9
ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
ავტორი: ჯ.კ როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
15.9
ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი
ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
15.9
ჰარი პოტერი და ნახევარ პრინცი
ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
18.9
ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
ავტორი: ჯ.კ როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
15.9
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
19.9
ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერი
ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობ: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
21.9
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
13.9
ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი
ავტორი: ჯ. კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
17.9
ფასდაკლება
ჰარი პოტერის სრული კომპლექტი
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერი ჰარი პოტერი და ნახევარ პრინცი ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩქრები ავტორი. ჯ.კ. როულინგი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
100 124.3
ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი
ავტორი: დაიანა უინ ჯონსი მთარგმნელი: ქეთევან ყანჩაშვილი   ინგარის სამეფოში, სადაც შვიდმილიანი ჩექმები და უჩინმაჩინის მოსასხამები არავის უკვირს, დიდი უიღბლობაა სამშვილიან ოჯახში უფროსად დაბადება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუკი სამივენი ბედის საძიებლად გაეშურებიან, სწორედ უფროსი იგემებს მარცხს. სოფი თავიდანვე იყო შეგუებული ბედს და ცხოვრების მშვიდად გატარებას ქუდების სახელოსნოში აპირებდა. თუმცა მოულოდნელად უდაბნოს ალქაჯის წყრომა დაატყდა თავს და ბებრუხანად აქცია. ჯადოს ახსნის ერთადერთი იმედი ჯადოქარი ჰაულის მუდამ მოძრავ ციხე-კოშკში იმალება. წიგნში შეგხვდებათ ალქაჯები, ჯადოქრები, სასახლეები, მოლაპარაკე ნივთები, მოჯადოებული არსებები, დედინაცვლები, მეფის ასულები, გრძელზე გრძელი კიბეები, მოწყვეტილი ვარსკვლავები და... ბევრი, ბევრი მწვანე ლორწო. ეს არის ზღაპრული, მაგრამ საკმაოდ სახიფათო სამყარო, სადაც ყველაფერი მოსალოდნელია, ამიტომ დაძაბულობა ბოლო გვერდამდე არ დაგტოვებთ, რადგან, როგორც ერთხელ კალციფერმა ბრძნულად შენიშნა: „ჯადოქრის სახლში უსაფრთხოდ ვერ იქნები“. „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს“, რომელიც ტრილოგიის პირველი ნაწილია, შესაძლოა უფრო სტუდია ჯიბლის „ოსკარის“ ნომინანტი ამავე სახელწოდების ანიმეთი იცნობდეთ. არადა, სანამ ჰაიაო მიაძაკი აღმოაჩენდა, სოფისა და ჰაულის თავგადასავალი ორი ათწლეულის განმავლობაში სარგებლობდა მკითხველთა სიყვარულით.
24.9
ჰეგარტი რეკლამის შესახებ
ავტორი:ჯონ ჰეგარტი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი სერია: ლურჯი ოკეანე „ჰეგარტი რეკლამის შესახებ" მოიცავს წლების განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და აზრს იმ ადამიანისგან, რომელიც დგას უაღრესად ეფექტური და გავლენიანი კამპანიების უკან ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Levi Strauss, Audi და Unilever. ეს არის ქართულ ენაზე ნათარგმნი პირველი წიგნი კრეატივის და სარეკ- ლამო სააგენტოს ფუნქციონირების შესახებ, სადაც ავტორი, როგორც თვითმ- ხილველი და თანამონაწილე, არაჩვეულებრივი ენითა და იუმორით აღწერს თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიის ფორმირებისა და განვითარების გზას.
24.95
ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი
ავტორი: მარკ ტვენი მთარგმნელი: თამარ დიასამიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“, რომელიც მისი ცნობილი რომანის, „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გაგრძელებაა. ჰეკლბერი ფინს ქვრივი დუგლასი შეიფარებს. იქ ყოფნის დროს ჰეკი იძულებულია, თავისი ცხოვრების წესის საპირისპიროდ მოიქცეს: ჭამის წინ ხელები დაიბანოს, სუფთა ლოგინში ჩაწვეს და ა. შ. მას კი ისევ თავის კასრში ურჩევნია ცხოვრება, რადგან არაა შეჩვეული წესრიგსა და სისუფთავეს. ჰეკლბერი ფინს მრავალი ფათერაკი გადახდება თავს, სანამ მასავით თავგადასავლების მაძიებელ ტომ სოიერს არ შეხვდება. ეს ორი ავანტიურისტი ბიჭუნა ცდილობს, გაერიდოს ცივილიზებულ სამყაროს და ცხოვრება საინტერესო ისტორიებით გაამდიდროს.
10.9
ჰემი, ჩემი ნახევარი
ავტორი: ცირა ტურაშვილი   ჰემი, ჩემი ნახევარი - რომანში მოთხრობილია ახალგაზრდა, მარტოხელა დედის და მისი შშმ შვილის ცხოვრების შესახებ, რომელიც სავსეა ტკივილით, იმედგაცრუებებით და დაუსრულებელი ბრძოლებით. რომანში მთელი სიცხადით არის გადმოცემული ქართული რეალობის სასტიკი ნიუანსები, რომელიც დაუნდობელია უფლის იმედად დარჩენილი ადამიანებისათვის. მთავარი პერსონაჟი ქალი ბევრჯერ ხდება ძალადობის მსხვერპლი, ბევრჯერაც დაეცემა და წამოდგემა, რათა უფრო ძლიერმა გააგრძელოს ცხოვრება შვილის უკეთესი მომავლისათვის. მის ყიველდღიურობას კი უფრო ართულებს გზას აცდენილი მეუღლე, თუმცა მაშინ როცა იგი ფიქრობს, რომ ყველა წვალება ფუჭი და ამაოა, მის ცხოვრებაში დგება ნამდვილი სიყვარულის ხანა, რომელიც ხსნად იქცევა უიღბლო ქორწინების შემდეგ. რომანს, გარდა შშმ ადამიანის მძიმე ხვედრისა, ასევე მეორე ხაზად მიჰყვება ირანელი ცოლ-ქმარის ცხოვრება და მოღვაწეობა თბილისში, რომელთა ბედიც ყველაზე საჭირო დროს დაუკაშირდება მარტოხელა დედის ყოველდღიურობას ;  
15
ჰენდერსონი, წვიმის მეფე
ავტორი: სოლ ბელოუ მთარგმნელ(ებ)ი ლელა დუმბაძე სერიის დასახელება ამერიკელები   სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ - ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი - 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება.     „როცა ვიხსენებ, რა მდგომარეობაში ვიყავი, ორმოცდათხუთმეტი წლისამ ბილეთის ყიდვა რომ გადავწყვიტე აფრიკაში წასასვლელად, მარტო დარდი და გულისტკივილი მაგონდება. შემომაწვება მოგონებები და სულს მიხუთავს. არეულად მახსენდება ყველაფერი ერთად - ჩემი მშობლები, ჩემი ცოლები, ჩემი საყვარლები, ჩემი შვილები, ჩემი ფერმა, ჩემი ცხოველები, ჩემი ჩვევები, ჩემი ფული, ჩემი მუსიკის გაკვეთილები, ჩემი ლოთობა, ჩემი ახირებები, ჩემი სისასტიკე, ჩემი სახე, ჩემი სული! ერთადერთი ისღა დამრჩენია, ვიღრიალო - არა, არა, მომწყდით თავიდან, მარტო დამტოვეთ“!
19.95
ჰენზელი და გრეტელი
12.95
ჰერმესის დახლიდარები
ავტორი: ქარდა ქარდუხი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი  
11.95