santaesperanza
სალამინის ჯარისკაცები
ავტორი: ხავიერ სერკასი   ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-39) მიწურულს, დამარცხებული რესპუბლიკელები პირენეებისაკენ მიიწევენ. ბრძანების შესაბამისად, მათ დასახვრეტად გაჰყავთ ორმოცდაათამდე ნაციონალი ტყვე. ტყვეებს შორისაა ფაშისტი მწერალი, ესპანური ფალანგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რაფაელ სანჩეს მასასი, რომელიც სადამსჯელო რაზმს უსხლტება და თავს ტყეს აფარებს. დადევნებული ჯარისკაცებიდან ერთ-ერთი აგნებს მასასს. ერთხანს მტრები ერთმანეთს უტყვად შესცქერიან, მერე ჯარისკაცი თავისიანებს გასძახებს: „აქ არავინაა!“, ტრიალდება და იქაურობას ეცლება… ვინ იყო ეს უცნობი მებრძოლი? რატომ არ გაიმეტა მტერი? კვლავაც ცოცხალია თუ არა? სწორედ ამის დადგენას ცდილობს მთხრობელი ათწლეულების შემდეგ. „სალამინის ჯარისკაცები“ ესპანელი მწერლის, ხავიერ სერკასის (1962) ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნი, რომელსაც საფუძვლად ესპანეთის ისტორიის ტრაგიკული ფაქტები უდევს, ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.
16.95
სალამურას თავგადასავალი
ავტორი: არჩილ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მწყემსთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს – ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც… წაიკითხე ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი – არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ – და უფრო მეტს შეიტყობ სიკეთესა და მეგობრობაზე.  
12.9
სიახლე
სალაღობო ტრფობანი
ავტორი: მილან კუნდერა მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მილან კუნდერას (1929-2023) კრებულში ,,სალაღობო ტრფობანი’’ შესულია ჩეხეთში 1959-1968 წლებში დაწერილი მოთხრობები. მათგან იღებს სათავეს კუნდერას პროზა, განსაკუთრებით მისი ცნობილი რომანები ,,ყოფის აუტანელი სიმსუბუქე’’ და ,,უკვდავება’’.  
16.95
სალიმს-ლოტი
ავტორი: სტივენ კინგი  სერია: პორტალი   სალიმს-ლოტი ახალი ინგლისის ერთი პატარა ამერიკული ქალაქია, სადაც უცნაური ამბები ხდება _ მზის ჩასვლის შემდგომ მას თითქოს ბოროტი სულები ეპატრონებიან, ერთიმეორის მიყოლებით ქრებიან ადამიანები. შიში გამეფებულა ერთ დროს წყნარ ქალაქში, რომელსაც ბორცვზე წამომართული ძველი სახლი, „მარსტენ-ჰაუსი“, გადმოჰყურებს. ამ სახლიდან იღებს სათავეს აქაურების უბედურება, მაგრამ ვინ გაბედავს იქ შესვლას? 1975 წლის 5 სექტემბერი იდგა. ამ დღეს დაბრუნდა მწერალი ბენ მიერსი სალიმს-ლოტში და ახლა მას მოუწევს დასძლიოს ბავშვობის დროინდელი შიში და ქალაქსაც უშველოს, მაგრამ შეძლებს?!
27.95
სამართალი
ავტორი: რეიმონდ უაქსი მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი სერია: ძალიან მოკლე შესავალი სამართალი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს უკავშირდება. ის ნებისმიერი საზოგადოების ცხოვრების ბირთვია, იცავს უფლებებს, აკისრებს ვალდებულებებს, აწესებს სამოქმედო ჩარჩოებს თითქმის ყველა სახის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობისთვის. მოცემული ტომი სერიიდან „ძალიან მოკლე შესავალი“ მიმოიხილავს სამართლის ძირითად შტოებს, აღწერს ადვოკატების საქმიანობას და სასამართლოების მოქმედების წესს, განიხილავს სამართლის მისწრაფებას სამართლიანობის, თავისუფლებისა და თანასწორობისკენ. ახალ გამოცემაში რეიმონდ უაქსი განიხილავს სამართლის მრავალრიცხოვან ასპექტს თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის გლობალიზაციისა და ციფრული ტექნოლოგიების სახით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით და აფასებს სამართლის როლს იმ რისკების პირისპირ, რომლებიც ემუქრება როგორც ჩვენს თავისუფლებას, ისე უსაფრთხოებას.
12.9
სამგანზომილებიანი წიგნი კონკია
ფანტასტიკური წიგნი სამგანზომილებიანი სცენებით, რომლებიც ყველა გვერდზე ამოიშლება პატარების თვალწინ... ბავშვები ხალისით შეუდგებიან წიგნის ფურცვლას და გააცოცხლებენ ამ უკვდავ ზღაპარს.
16.95
სამგანზომილებიანი წიგნი წითელქუდა
ფანტასტიკური წიგნი სამგანზომილებიანი სცენებით, რომლებიც ყველა გვერდზე ამოიშლება პატარების თვალწინ... ბავშვები ხალისით შეუდგებიან წიგნის ფურცვლას და გააცოცხლებენ ამ უკვდავ ზღაპარს.
16.95
სამგანზომილებიანი წიგნი - ფიფქია
16.95
სამდინარო-საზღვაო ნაოსნობა საქართველოში
  ავტორი: თემურ ჩაჩანიძე   ეს წიგნი საქართველოში სამდინარო-საზღვაო ნაოსნობის 2500-წლიან გზაზე გვიამბობს, რომელიც მორში ამოჭრილი ნავებით დაიწყო და მექანიკურძრავიანი გემების აშენებით დასრულდა.   აქ შეხვდებით ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, როგორიცაა მდინარე რიონზე ვიკინგებისა და ოსმალების ხელმოცარული ლაშქრობები, ბრძოლა თურქ კონტრაბანდისტებთან კავკასიის სანაპირო წყლებში, მენავეობა-მეტივეობის დასაწყისი საქართველოში და რიონზე გამართული სანიჩბო ფლოტილიის საბრძოლო მოქმედებები ყირიმის ომის დროს – ეს ამბები წიგნში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა მოთხრობილი.   გამოცემაში ასევე გიამბობთ პროექტზე, რომელიც მტკვარზე პორტის გახსნას უკავშირდებოდა, სამგზავრო კატარღებზე, რომლებსაც საქალაქო ტრანსპორტის ფუნქცია უნდა შეესრულებინა და თბილისის ზღვაში მოცურავე სამგზავრო გემებზე, რომელთაც ტრაგიკული ბედი ხვდა წილად.
24.95
სამეგრელო #1
ავტორი: გივი ეელიავა     წიგნი ქრონოლოგიურად წარმოგვიდგენს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის (დღეს გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) დამაარსებლის, მრავალმხრივი მკვლევრის – ისტორიკოსის, მხარეთმცოდნისა და ეთნოგრაფის – გივი ელიავას 50-წლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველ შრომებს სამეგრელოს შესახებ.ლიავა
49.9
სამეგრელო – ტოპონიმიკური ატლასი
ატლასი აერთიანებს სამეგრელოს ერთი ნაწილის – აბაშის, მარტვილის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტოპონიმიკურ რუკებს, რომლებიც მოამზადა ისტორიკოსმა და ეთნოგრაფმა, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელმა გივი ელიავამ. ეს უნიკალური მასალა დღეისათვის ამავე მუზეუმშია დაცული.   ავტორის დიდი სურვილი იყო არა მარტო სამეგრელოს, არამედ საქართველოს ყველა კუთხის სრული ტოპონიმიკური ატლასების გამოცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მას არ დასცალდა.   ნიგნი ტოპონიმიკური მასალის ამგვარი სახით გამოცემის ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა ქართულ სინამდვილეში. ადგილთა სახელწოდებების პუბლიკაცია სათანადო რუკების თანხლებით ორიგინალური და ამავდროულად მომხმარებელთათვის დიდად პრაქტიკული საშუალებაა. ავტორი: გივი ელიავა გამოცემაში წარმოდგენილია როგორც ტოპონიმიკური რუკები, ისე ტოპონიმთა ჩამონათვალი და შესაბამისი დოკუმენტური ინფორმაცია. გამოცემა დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ისტორიით, გეოგრაფიით, ეთნოლოგიითა და ქართული ენათმეცნიერებით დაინტერესებულ საზოგადოებას.   აბაშის, სენაკისა და ჩხოროწყუს ტოპონიმიკური რუკები ქვეყნდება პირველად.
150
სამეგრელო. მხარეთმცოდნეობითი შრომები – II
ავტორი: გივი ელიავა   წიგნი ქრონოლოგიურად წარმოგვიდგენს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის (დღეს გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) დამაარსებლის, მრავალმხრივი მკვლევრის – ისტორიკოსის და ეთნოგრაფის – გივი ელიავას 50-წლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველ მხარეთმცოდნეობით შრომებს სამეგრელოს შესახებ, მათ შორის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსების წინარე და შემდგომ 40-წლიან ისტორიას, მუზეუმის სამეცნიერო და შემოქმედებით ცხოვრებას, მჭიდრო ურთიერთობებს საქართველოსა და უცხოეთის გამოჩენილ მეცნიერებთან და ხელოვანებთან. გამოცემაში თავმოყრილია გივი ელიავას ეპისტოლარული მემკვიდრეობა, რომელიც თვალსაჩინოს ხდის იმ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებს, ამასთანავე, მეცნიერულ თუ ადამიანურ თანადგომას, რომლითაც სავსე იყო მუზეუმის ცხოვრება. მკვლევარი საკუთარ ნაშრომებში ფართოდ მიმოიხილავს სამეგრელოს უმდიდრესი რეგიონის – მარტვილის მუნიციპალიტეტის – ბუნებრივი თუ ისტორიული ღირსშესანიშნაობანის მრავალმხრივი გამოყენების პერსპექტივას, რომელზედაც მისმა ავტორმა გაცილებით ადრე იფიქრა და იზრუნა, ვიდრე საქართველო ტურისტული ქვეყანა გახდებოდა.
49.95
სამზარეულო
ავტორი: ბანანა იოშიმოტო  მთარგმნელი: დავით გოგინაშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მიკაგე საკურაი ახალგაზრდა ქალია, რომელიც, ბებიის გარდაცვალებასთან ერთად, ბოლო ნათესავს კარგავს. მგლოვიარე, მარტოდ დარჩენილ მიკაგესგარდაცვლილი ბებიის ნაცნობი, ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩი, დროებით მასთან გადასვლას სთავაზობს. იუიჩი იშვიათი სილამაზის ტრანსგენდერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მიკაგე ძალზე ეთვისება მათ, მაგრამ მოულოდნელი ტრაგედია ამ იდილიას არღვევს...    
15.95
სამი მეგობარი
ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: ანა კორძაია–სამადაშვილი სერია: ძალიან მაგარი წიგნები ეს ნაწარმოები სწორედ მაშინ დაიწერა (1938), როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ დიდი კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა. ნაწარმოების გმირის, ლოკამპის, ცხოვრება ძალიან ჰგავს თავად რემარკისას, ხოლო სიუჟეტი საოცრად ეხმაურება არა მარტო ჩვენს დღევანდელობას, არამედ პასუხობს მრავალ მარადიულ კითხვას: რა არის ნამდვილი მეგობრობა? სიყვარული? ცხოვრების ალღოს უნარი?  
17.95
სამი მუშკეტერი - წიგნი I
ავტორი: ალექსანდრე დიუმა მთარგმნელი: სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ გამომცემლობა: პალიტრა L
16.95
სამი მუშკეტერი - წიგნი II
ავტორი: ალექსანდრე დიუმა სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი” XVII საუკუნის საფრანგეთის სამეფო კარის შესახებ მოგვითხრობს. მეფე ლუდოვიკო XIII-ისა და მისი პირველი მინისტრის, კარდინალ რიშელიეს დახლართული ინტრიგების მონაწილე ხდება გასკონიიდან პარიზში ჩასული, მუშკეტერობაზე მეოცნებე დარტანიანი, რომლის უცნაური ცხოვრება მას მერე იწყება, რაც პარიზში მეფის მუშკეტერებს გაიცნობს და დაუმეგობრდება.    
16.95
სიახლე
სამი მუშკეტერი, ოცი წლის შემდეგ - (1-2ტ)
ავტორი: ალექსანდრე დიუმა თარგმანი: ივანე მაჭავარიანი, თამარ საჯაია ალექსანდრე დიუმას ორი გამორჩეული რომანი - სამი მუშკეტერი და ოცი წლის შემდეგ, სასაჩუქრე ორტომეული
50
სამი ქართული ამბავი
ავტორი: გიორგი კალანდია სერია: იკითხე ქართული   ამ წიგნში მოთხრობილია ამბები სხვადასხვა სფეროში თავდადებით და უანგაროდ მოღვაწე ამ სამი გულმხურვალე ქართველისა, რომელთა კვალი ათწლეულების შემდეგ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
12
სამი წითელი თევზი
ავტორი: რაკელ პულიდო სერია: საოცრება „სანამ ტკივილის ატანა შეგიძლია, ნუ იტირებ“, –  ეუბნება ხოლმე მამა მარტინს და ისიც ითმენს, როცა რაღაც აწუხებს, რაღაც აფიქრებს, ანერვიულებს; ითმენს და ელოდება, როდის შეიცვლება მათ ოჯახში რამე, როდის ექნება საკუთარი ოთახი, უყიდიან საყვარელ კომპიუტერულ თამაშს, ეყოლება ძაღლი, რომელზეც ამდენი ხანია, ოცნებობს… და მარტინი თანდათან ხვდება, რომ ამქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, ვიდრე საკუთარი ოთახი ან საზაფხულო ბანაკში წასვლაა; რომ მთავარია, ოჯახის წევრებს ერთმანეთის ესმოდეთ, უყვარდეთ, ზრუნავდნენ, თანაუგრძნობდნენ; ვერც ძაღლი და ვერც წითელი თევზი ვერასოდეს ჩაანაცვლებს საყვარელი ადამიანების მონატრებას და რომ ტირილი სულაც არაა სისუსტის გამოვლინება. ასეა, ზოგჯერ მამაც შეიძლება შეცდეს – მოზღვავებული ემოციებისგან ტირილი მანამდეც შეიძლება, სანამ მოთმენა ჯერ კიდევ შეგიძლია. მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი
9.9
სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით
გონებრივი შრომით გადაღლილი და დაუძლურებული სამი მეგობარი გადაწყვეტს, ნავით აუყვეს მდინარე თემზას. სწორედ მათი – ჯორჯის, ჰარისის, ჯეისა და მისი ძაღლის ორკვირიანი მოგზაურობის ამბავს აღგვიწერს ჯერომ ჯერომი. მდინარეზე ნავით გასეირნება მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისში ძალიან პოპულარული გასართობი იყო. მწერალს სურდა, თემზისპირა სოფლებისა და ქალაქების მეგზური შეედგინა, თუმცა მხიარული ამბებითა და ხალასი ხუმრობებით გაჯერებული წიგნი იუმორისტულ ნაწარმოებად იქცა.
10.9
სამოთხიდან გაქცეულები
ავტორი: ბექა ქურხული "სამოთხიდან გაქცეულები" ჩვენი ქვეყნის უახსელი წარსულის მხატვრული რეტროსპექტივაა. სამი მეგობრის ოდისეა სულისშემძვრელი ამბებით, სევდიანი, ზოგჯერ ტრაგიკული შინაარსით, იმ ეპოქის ფონზე იშლება, რომელიც ბოლომდე ჯერაც ვერ წაიკითხა და გაიაზრა ჩვენმა საზოგადოებამ
24.9
სამოსელი პირველი
ავტორი: გურამ დოჩანაშვილი გამომცემლობა: მერიდიანი ყდა: რბილი
35
სამოქალაქო 7კლასი
ტალახაძე გამომცმელობა სიდი  
16.5
სამუშაოს ძებნა მარტივად
ავტორი: მესმერი მაქს სერია: სერია მარტივად ეს არის ადვილად გასაგები, პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! „სამუშაოს ძებნა მარტივად“, თქვენი საქმიანობის სფეროს განურჩევლად, დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი სამსახურის ძებნის პროცესი ისე, თითქოს საქმეში განსწავლულ პარტნიორთან ერთად ეძებთ. სამუშაოს პოვნა და მასთან შეგუება ყოველთვის ადვილი როდია. თქვენ აუცილებლად მოხვდებით ვაკანსიისთვის შესაფერის უამრავ კანდიდატს შორის. როგორ უნდა გამოგარჩიონ? „სამუშაოს ძებნა მარტივად“ გაჩვენებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ როგორ უნდა გამოირჩეოდეთ კონკურსის დროს და როგორ იპოვოთ ისეთი სამსახური, რომელიც ნამდვილად გინდათ. მთარგმნელი: გვანცა ირემაშვილი
15