santaesperanza
კალამს მიდევნებით დაწერილი
კალამს მიდევნებით დაწერილი

კალამს მიდევნებით დაწერილი


12

ავტორი:  ზაალ სამადაშვილი

 

ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით გაიღვიძეს ცნობიერებაში დიდი ხნის წინ დამკვიდრებულმა, მის კუთხე-კუნჭულებში ცხოვრებიდან და წიგნებიდან გადმობარგებულმა ფილოსოფოსებმა, სასულიერო პირებმა, პოლიტიკოსებმა, მეომრებმა და მეც ავმოძრავდი. ამას სხვები გუმანს, ალღოს უწოდებენ და სწორად გადადგმულ ნაბიჯებს მათ კარნახს მიაწერენ, მე კი ხსენებულ პერსონაჟებს ვუმადლი რთულად დასაძლევი დაბრკოლებების გადალახვასა და მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებას.

 

ვფიქრობ, რომ სხვადასხვა დოზით თითქმის ყველა ჩვენგანში ბინადრობენ ბუნებისა და გონების მესაიდუმლეები, ნებისმიერი სახის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემმუშავებლები, ათას ფათერაკგამოვლილი, რისკიანი მოგზაურები, „ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს“ გარიდებული ასკეტები და გამონაკლისი არც მე ვარ.


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
12
წონა
0.159
ნანახია
386
გაზიარება: