santaesperanza
ტოპო-ლინა საწოვარას გარეშე
ქართული ტექსტი: ლუკა გრიგოლია, თამარ გავაშელიშვილი თარგმანი: ლუკა გრიგოლია   თაგუნია ტოპო-ლინა საწოვარას ვერ პოულობს. ნუთუ დედამ ციყვუნიას ციცქნა დაიკოს აჩუქა?! მაგრამ რაღა დროს საწოვარაა, მასზე დარდს ხომ მეგობრებთან თამაში სჯობს…
14.9
ტოპო-ლინა ღამის ქოთანს ეჩვევა
ავტორი: ლუკა გრიგოლია, თამარ გავაშელიშვილი სერიაში აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს. ქართული ტექსტი: ლუკა გრიგოლია, თამარ გავაშელიშვილი მთარგმნელი: ლუკა გრიგოლია   რა უცნაური ნივთია?! – თაგუნა ტოპო-ლინა მეგობრის ნივთებში ლამაზ ქოთანს პოულობს, მაგრამ ვერ გაუგია, რისთვისაა. პატარა ტოპო-ლინას მის გამოყენებას უფროსი ძამიკო ტოპო-ტიპი ასწავლის.
14.9
ტოპო-ლინა ჯიუტობს
ქართული ტექსტი: ლუკა გრიგოლია, თამარ გავაშელიშვილი მთარგმნელი: ლუკა გრიგოლია     – არა! არა! არა! – ჯიუტობს თაგუნა ტოპო-ლინა, თუმცა, დედიკომ, მამიკომ და უფროსმა ძამიკომ ტოპო-ტიპმა მისი გახალისების ერთი ჯადოსნური ხერხი იციან. ეს ხერხი ყოველთვის ამართლებს…
14.9
სიახლე
ტოპო-ტიპი და მეგობრები
სერია: პატარა ამბები ასაკი: 3+ ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ძუნწობს, ბრაზობს ან ებუტება თავის მეგობრებს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი და მეგობრები“ ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს და ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
19.9
ტოპო-ტიპი და მისი ოჯახი
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – იბუტება, ბუზღუნებს, წუწუნებს ან ეჭვიანობს თავის და-ძმებზე, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი და მისი ოჯახი“ ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს და, ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
19.9
ტოპო-ტიპი ურჩობს
ასაკი: 3+ მთარგმნელი: თინა მამულაშვილი, ნინო გოგალაძე ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ჯიუტობს, ბრაზობს, ზარმაცობს ან სულსწრაფობს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი ურჩობს“  ოთხ სახალისო ამბავს აერთიანებს და, ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
19.9
ტოპო-ტიპი შიშს ამარცხებს
    ასაკი: 3+ მთარგმნელი: თინა მამულაშვილი, ნინო გოგალაძე   ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელსაც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ეშინია უცხო გარემოში მოხვედრის, მარტოობის, ექიმებთან ვიზიტისა თუ ბანაობის, მაგრამ მათ გადალახვას გულწრფელად ცდილობს.
19.9
სიახლე
ტორტი ზეცაში
ავტორი: ჯანი როდრი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ირმა მალაციძე ჯანი როდარი სიყვარულისა და სასწაულების გამავრცელებელი მეზღაპრეა, გამბედავი პატარებისა და ახირებული უფროსების შესახებ გამაოგნებელი ამბების მთხრობელი. რა თქმა უნდა, ამ ჯადოსნურ და თან ნამდვილ სამყაროში მოგზაურობიდან საუცხოო შთაბეჭდილებებით დაბრუნდები. იქ აუცილებლად დაგხვდება ჭკვიანი და ერთგული შინაური ცხოველი; ასევე, სასაცილო პოლიციელი, ცხვრის ფარაში დამალული ბავშვები, წიკვინა დამლაგებელი, თმაგაბურძგნული მშიშარა პროფესორი და სხვა საკვირველი პერსონაჟები. წარმოიდგინე, რომ იტალიაში, რომის გარეუბანში ცხოვრობ და ერთ მშვენიერ დილას ამ პატარა დასახლების თავზე, ცაში, უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩნდება; ესე იგი, წინ აუცილებლად ისეთი თავგადასავალი გელის, რომელსაც შენი თანატოლები სულმოუთქმელად წაიკითხავენ. კი, მაგრამ მაინც რა ხდება? მარსელების თავდასხმაა? ან იქნებ ჩვენგან განსხვავებული არსებები მფრინავი თეფშით შორეული გალაქტიკებიდან მოფრინდნენ? ამ წიგნიდან შეიტყობ, როგორ შეიძლება, ძალიან ცუდი, საძულველი იარაღი (ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვოთ, რომელი) უცბად იქცეს უკარგეს, საყვარელ რამედ (ესეც კიდევ ერთი საიდუმლო) – თანაც, ისეთ შესანიშნავ, ბუმბერაზ რაღაცად, რომლისკენაც მთელი ქალაქის პატარები, თავქუდმოგლეჯილნი, სიხარულით გაიქცევიან. მერედა, ცაში დაკიდებული ხომალდის თავსატეხს ვინღა ამოხსნის? კი, სწორად მიხვდი, ბავშვები.
9.9
ტორტილა ფლეტი
ავტორი: ჯონ სტაინბეკი მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე   ჯონ სტაინბეკის „ტორტილა ფლეტი“ იმ სასოწარკვეთაზეა, რომელიც ომს სიკვდილის შემდეგ მოსდევს; იმ ადამიანების ერთი პატარა ამბავია, რომლებსაც მხოლოდ მშვიდი ცხოვრება, უბრალოდ, ცხოვრება უნდოდათ, მაგრამ იარაღის ხელში აღების შემდეგ ყველაფრის დავიწყება ამჯობინეს. დენისა და მისი მეგობრების მთავარი საზრუნავი ახლა მხოლოდ ღვინის შოვნა, ღვინის დალევა, ღვინის მონელება და ისევ ღვინის შოვნაა, თუმცა არც მზის გულზე ნებივრობაზე ამბობენ უარს. და სწორედ მაშინ, როდესაც მკითხველი სასმელით უგონოდ გაბრუებული და უსაქმური პერსონაჟებისთვის ზურგის შექცევასა და წასვლას გადაწყვეტს, ხვდება, რომ სინამდვილეში საოცარი იუმორით მოყოლილ ყველაზე კეთილ ამბავს კითხულობს.    
34.9
ტორტილა ფლეტი
ავტორი: ჯონ სტაინბეკი გმთარგმნელი:ვახტანგ ჭელიძე გამომცემლობა: არტანუჯი ყდა: რბილი
13.95
სიახლე
ტოტოშა – გოგონა, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია
ავტორი: გია პაპუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ტოტოშას სულაც არ უნდოდა საბავშვო ბაღში სიარული, მაგრამ ვინ მოუსმენდა მის წუწუნს, პანდემია რომ არ დაწყებულიყო?! ასე დარჩა ის უბაღოდ ხან შინ, ძიძასთან, ხან ბებო-პაპასთან და ხანაც ბებია-ბაბუასთან. ამ წიგნში ტოტოშას და მისი დიდი ოჯახის მხიარული ამბებია მოთხრობილი, რომლებიც თავად ჩაიწერა პაპას ტელეფონში. წაიკითხეთ გია პაპუაშვილის წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ ჯიუტი, ანცი, ძალიან კეთილი, პატარა გოგონა ტოტოშა.
10.9
ტრაგედია სამ აქტად
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე ცნობილი მსახიობის დიდებულ სახლში, წვეულებაზე, ტრაგედია დატრიალდა - უეცრად მოკვდა ცნობილი ექიმი... ერთი ყლუპი კოქტეილის მოსმის შემდეგ სტუმრებს შორის სახელგანთქმული მაძებარი ერკიულ პუაროც იყო და, რა თქმა უნდა, გამოძიებაც დაიწყო. ბოკალში ექსპერტიზამ შხამის კვალი ვერ აღმოაჩინა, არც მკვლელობის მოტივი ჩანს, მაგრამ პუარო დარწმუნებულია, რომ ეს უბედური შემთხვევა არ არის გაუმკლავდება თუ ვერა პატარა ბელგიელი მზაკვრულად ჩახლართულ საქმეს და ამჯერადაც მიიყვანს თუ ვერა თავისი უტყუარი ალღო ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებამდე? წიგნშია ამ კითხვებზე პასუხი
15.95
ტრაგედიები
ავტორი: უილიამ შექსპირი მთარგმნელი: ივანე მაჩაბელი; ილია ჭავჭავაძე; ვახტანგ ჭელიძე; სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L ანოტაცია: კრებულში შესულია: „ჰამლეტი"; „მეფე ლირი"; „რომეო და ჯულიეტა"; რიჩარდ მესამე";
27.95
ტრაგედიები ტომი 2
ავტორი: ევრიპიდე   ევრიპიდეს შემოქმედებაში თავი იჩინეს ძვ.წ. V საუკუნეში აღმოცენებულმა სოფისტურმა წარმოდგენებმა, რომლებისთვისაც ნიშანდობლივი იყო ძველი ფასეულობებისადმი ახლებური დამოკიდებულება. ევრიპიდეს ტრაგედიათა გმირები ათენის სცენაზე მსჯელობდნენ სამყაროსეული წესრიგის სამართლიანობის, ამ წესრიგის შემეცნების პრობლემებზე; მათი მონოლოგები იყო ჩაფიქრება მითოლოგიური ტრადიციისა თუ რელიგიის განცდაზე; ისინი საუბრობდნენ ადათ-წესებსა და მორალზე, სამშობლოს სიყვარულზე, ყოველივე იმაზე, რაც აღელვებდა და აინტერესებდა თეატრში მისულ მოქალაქეს.
25
ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან
ავტორი:  ფრიდრიხ ნიცშე მთარგმნელი : ვახტანგ გორგიშელი წიგნი თემატურად ეძღვნება ძველი ბერძნული ტრაგედიის პრობლემატიკის განხილვას. ეს არის არა მხოლოდ კლასიკური ფილოლოგიის ახალგაზრდა პროფესორის ნაშრომი, არამედ ფართო ფილოსოფიური, კულტურული და ესთეტიკური კვლევა, რომელიც მოიაზრებს არა მხოლოდ ძველბერძნულ, არამედ თანამედროვე ევროპული საზოგადოების მსოფლმხედველობით პარადიგმებსაც. ამასთან, ავტორი წიგნში განიხილავს ბერძნულიდან ევროპული მსოფლმხედველობის მემკვიდრეობითობას და ამ მსოფლმხედველობის შეცვლის გზებს.  
26
ტრამალის მგელი
ავტორი: ჰერმან ჰესე მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი სერია: მსოფლიო კლასიკა 1927 წელს გამოცემული „ტრამალის მგელი“ ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე.ცნობილი რომანია. მისი მთავარი პერსონაჟია ჰარი ჰალერი – ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც.ადამიანური და მგლური მარტოსუ­ლობა ერწყმის ერთმანეთს. მისი პიროვნება „სულს.გვიფორიაქებს, ლოდივით გვაწევს გულზე და.სიმშვიდეს გვაკარგვინებს“, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გვიყვარს. კარლ გუსტავ იუნგის მოძღვრებების მიხედვით.შექმნილი ეს ნაწარმოები დაწერიდან თითქმის ერთი.საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და მკითხველს.რომანში შექმნილი სამყაროს თანამონაწილედ.აგრძნობინებს თავს.
19.9
ტრამალის მგელი
ავტორი: ჰერმან ჰესე მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა.შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ დაატყო კვალი. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა. 1927 წელს გამოცემული „ტრამალის მგელი“ ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე.ცნობილი რომანია. მისი მთავარი პერსონაჟია ჰარი ჰალერი – ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც.ადამიანური და მგლური მარტოსუ­ლობა ერწყმის ერთმანეთს. მისი პიროვნება „სულს.გვიფორიაქებს, ლოდივით გვაწევს გულზე და.სიმშვიდეს გვაკარგვინებს“, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გვიყვარს. კარლ გუსტავ იუნგის მოძღვრებების მიხედვით.შექმნილი ეს ნაწარმოები დაწერიდან თითქმის ერთი.საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და მკითხველს.რომანში შექმნილი სამყაროს თანამონაწილედ.აგრძნობინებს თავს.
14.9
ტრამვაი, სახელად წარსული
ავტორი: ანდრო ბუაჩიძე „ტრამვაი, სახელად წარსული“ პოეტისა და კრიტიკოსის, ანდრო ბუაჩიძის პროზაული კრებულია, რომელიც მოთხრობებს და ლიტერატურულ პორტრეტებს აერთიანებს. თვალსაჩინოა კრებულის მთლიანობა, რომელიც თემატური და ემოციური მონოლითურობით მიიღწევა; ყველა ტექსტს საერთო წიაღი კრავს – ავტორის მეხსიერება, ხსოვნის უფსკრული.   სწორედ ამ მეხსიერების აჩრდილები ცოცხლდებიან ლიტერატურულ პერსონაჟებად და მოვლენებად, ავტორი მათ შესახებ ვირტუოზულად ყვება. იქმნება ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის შთამბეჭდავი ეპოქალური სურათი, სავსე დრამატიზმით, ბევრი სიკვდილით და აღდგომით...საინტერესოა ასევე ამ ეპოქალური სამზერიდან გამოკვეთილი დანარჩენი კულტურული მსოფლიოს პანორამაც – ქვეყნები და ქალაქები, სადაც ავტორს სხვადასხვა დროს ყოფნა მოუწია და შესაბამისად, პარალელებზე რეფლექსიის შესაძლებლობაც მიეცა.   ქართული ესეისტიკის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ის პორტრეტებიც, რომლებიც ამ კრებულიდან ამოშუქდებიან – პაოლო იაშვილის, ოტია პაჭკორიას, თამაზ ბაძაღუას, ზაზა თვარაძის და სხვათა ლიტერატურული ეტიუდები/ პორტრეტები.   ეგზისტენციალური ღიმილი უმთავრესი განწყობაა, რომლითაც ანდრო ბუაჩიძის მხატვრული სამყაროა განმსჭვალული. ღიმილის მიზეზი წარმავალის პირისპირ მდგომი წამის მოხელთებაა – თანაბრად საშიშიც, სევდიანიც და საზეიმოც...“ – ნინო სადღობელაშვილი  
19.95
ტრანსმუტაცია
ავტორი: იაგო თვალაბეიშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა L
11.95
ტრანსპორტი (დახატე და წაშალე)
ასაკი: 3+ წიგნი + კალამი   ეს ფერად-ფერადი წიგნი ტრანსპორტის თემაზე შექმნილ სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები გაეცნობიან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ხეობებს. ისწავლიან კალმის სწორად ჭერას და გაიუმჯობესებენ მოტორულ უნარებს.
9.9
ტრანსპორტი-მეტყველების ბარათები
მეტყველების ბარათები პატარებს სამეტყველო უნარების განვითარებაში დაეხმარება. ასაკი: 12-18 თვე 25 ბარათი + ინსტრუქცია
14.9
ტრაპიზონის იმპერია XIV საუკუნეში
ავტორი:  ზურაბ ბატიაშვილი (დარუჯანაშვილი)  ნაშრომი ავტორის მიერ ადრე მომზადებული წიგნების – „ტრაპიზონის იმპერიის დაარსება“ და „ტრაპიზონის იმპერია XIII საუკუნეში“ – ერთგვარი გაგრძელებაა. გამოცემაში აღწერილია რიგი ისტორიული მოვლენებისა, რომლებიც ვითარდებოდა XIV საუკუნეში ტრაპიზონსა და მის ირგვლივ: იმპერიის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები; ქართული სახელმწიფოს გავლენის შესუსტება მასზე, რაც მონღოლთა დაპყობებით იყო განპირობებული; ტრაპიზონის იმპერიაში არსებული ეთნოკონფესიური პროცესები და მოსახლეობა; აგრეთვე, ვითარება იმპერიის ჯარსა და ფლოტში, მათი მოწყობის წესი და სტრუქტურა.
19.95
ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ
ავტორი: ჯორჯ ბერკლი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი ჯორჯ ბერკლი (1685-1753) ინგლისელი (ირლანდიელი) ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე (ეპისკოპოსი). ახალგაზრდობაშივე დაწერა ორი ნაშრომი, რომლებიც საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ესენია: „ესსე მხედველობის ახალ თეორიაში“ (1709) და „ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ“ (1710). თავის ამ მთავარ ნაშრომში (ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ) ირლანდიელი ფილოსოფოსი ჯორჯ ბერკლი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ „მე“ არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები – იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.
20
ტრეისი ბიკერი - ჩემი თავგადასავალი
ავტორი: ჟაკლინ  უილსონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9