ტრამალის მგელი
19.9
ავტორი: ჰერმან ჰესე
მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი
სერია: მსოფლიო კლასიკა
1927 წელს გამოცემული „ტრამალის მგელი“ ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე.ცნობილი რომანია. მისი მთავარი პერსონაჟია ჰარი ჰალერი – ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც.ადამიანური და მგლური მარტოსულობა ერწყმის ერთმანეთს. მისი პიროვნება „სულს.გვიფორიაქებს, ლოდივით გვაწევს გულზე და.სიმშვიდეს გვაკარგვინებს“, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გვიყვარს.
კარლ გუსტავ იუნგის მოძღვრებების მიხედვით.შექმნილი ეს ნაწარმოები დაწერიდან თითქმის ერთი.საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და მკითხველს.რომანში შექმნილი სამყაროს თანამონაწილედ.აგრძნობინებს თავს.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 19.9
- წონა
- 0.401
- ნანახია
- 1243
მსგავსი პროდუქტები
33 ზღაპარი
ავტორი: ჰერმან ჰესე
სერია: ლიტერატურული ოდისეა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
„ჰერმან ჰესეს ზღაპრები ამ ჟანრის იმ სახეობას განეკუთვნებიან, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხელოვნურ.ზღაპარს უწოდებენ და რომელიც ხალხური ზღაპარივით მთელი ერის.სპონტანური და გაუცნობიერებელი შემოქმედების შედეგი კი არ არის, არამედ პოეტური.ინდივიდუალობის ნებას ექვემდებარება. იგი, მართალია, ერთობ ხშირად გადმოიღებს.ხოლმე ფოლკლორული ზღაპრის ცალკეულ ელემენტს, მოტივსა და.თხრობის მანერას, მაგრამ თითქმის ყოველთვის ანადგურებს მის არსს.და საბოლოოდ მაინც თვით ხელოვანის სუბიექტური ძალვისა.და შემოქმედი გონის გაცნობიერებული მოქმედების პროდუქტია“.
14.9
მისტერიები
ავტორი: კნუტ ჰამსუნი
მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
სერია: მსოფლიო კლასიკა
ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, 1920 წლის ნობელის პრემიის.ლაურეატი კნუტ ჰამსუნი (პედერსენი) ქართველი მკითხველისთვის.კარგად ნაცნობი და საყვარელი ავტორია. იგი 1859 წელს, სოფელ ჰამსუნდში, ხელმოკლე გლეხის.ოჯახში დაიბადა. როგორც მწერალს, აღიარება ჰამსუნს პირველმა.რომანმა, 1890 წელს გამოცემულმა „შიმშილმა” მოუტანა. 1892 წელს კი გამოვიდა.მისი მეორე რომანი – „მისტერიები“, რომელსაც კრიტიკოსები.მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევენ.
მე-19 საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ამ ფსიქოლოგიურ, მოდერნისტულ რომანში.მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური შეხედულებები.იჩენს თავს. ესაა რომანი ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე.და მის ადგილზე გარესამყაროში, რომლის მთავარი პერსონაჟი – არაორდინალური, გაორებული და.მარტოსული ნაგელი სიყვარულის მუდმივი, დაუსრულებელი მისტერიითაა შეპყრობილი.
21.9