santaesperanza
სულიერება ხელოვნებაში
ავტორი: ვასილი კანდინსკი გერმანულიდან თარგმნა ლულუ დადიანმა სერია:  MAGNUM OPUS   ექსპრესიონისტი მხატვარი, გრაფიკოსი, აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელოვნების თეორეტიკოსი ვასილი კანდინსკი დაიბადა რუსეთში 1866 წელს, თუმცა სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი მან უკრაინაში, გერმანიასა და საფრანგეთში გაატარა.   სწორედ გერმანიაში, 1910 წელს დაიწერა და 1912 წელს კი გამოიცა მისი წიგნი „სულიერების შესახებ ხელოვნებაში“, რომელსაც. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის დაწერიდან საუკუნეზე მეტია გასული, დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა, როგორც ხელოვნებათმცოდნეობის ფუნდამენტურ ტრაქტატს.   ეს წიგნი, გარდა იმისა, რომ სახელმძღვანელო და სამაგიდო წიგნია ხელოვნებათმცოდნეებისა და მხატვრებისთვის, ხელოვნების მოყვარულ ყველა ადამიანს დააინტერესებს. ამიტომ ამ წიგნის ქართული თარგმანი დიდი საჩუქარია ქართველი მკითხველისათვის.
15.95
სულიერი ძმა
ავტორი: დავიდ დიოპი   მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი რომანი „სულიერი ძმა“ მოგვითხრობს ორი მეგობრის, ორი სენეგალელი მეომრის, ალფა ნდიაისა და მადემბა დიოპის გასაოცარ თავგადასავალზე. ისინი პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის დროშის ქვეშ იბრძოდნენ. დავიდ დიოპი დედით ფრანგი და მამით სენეგალელი მწერალი და ფრანგულენოვანი აფრიკული ლიტერატურის სპეციალისტია. იგი 1966 წელს დაიბადა პარიზში. ხუთი წლისა საცხოვრებლად დაკარში გადაიყვანეს და ბავშვობის უდიდესი ნაწილი სენეგალში გაატარა. 18 წლისა საფრანგეთში დაბრუნდა სასწავლებლად და სორბონის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა XVIII საუკუნის ფრანგული ლიტერატურის საკითხებზე. 1998 წლიდან დღემდე დავიდ დიოპი ცხოვრობს ქალაქ პოში და ამ ქალაქის უნივერსიტეტის პროფესორია. წერა მან 1989 წლიდან დაიწყო. წინამდებარე რომანი 2018 წელს გამოქვეყნდა. 2021 წელს მან ბუკერის საერთაშორისო პრემია მიიღო და არაერთ ენაზე ითარგმნა. მწერლისთვის შთაგონების წყარო გახდა მისი ფრანგი დიდი პაპა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.  
10.9
სულის ვნებანი
ავტორი: რენე დეკარტი  მთარგმნელი: დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია   დეკარტის ნაშრომი "სული ვნებანი" შეიქმნა ბოჰემიის პრინცესა ელისაბედის თხოვნით. ელისაბედმა თხოვნით მიმართა ფრანგ ფილოსოფოსს,განესაზღვრა ვნებათა რაობა, რადგან ძველი დროის მოაზროვნეთა ნაწერებში ყველაზე მეტად იგრძნობოდა ცოდნის სიმწირე ვნებათა შესახებ. ამ ნაშრომში დეკარტი იკვლევს მრავაგვარ ვნებას, ცხადად იმეცნებს საკუთარ თავს როგორც სუბსტანციას, რომლის არსება და ბუნება აზროვნებაა, რომლის ღმერთი არის შემოქმედი გონისა და სხეულისაც და ის აცხადებს რომ-სხეული თავის ბუნებით გაყოფადია, გონება კი განუყოფელი.
10
სულის მოთქმა / მადლობა ცეცხლისთვის
ავტორი:  მარიო ბენედეტი მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი სერია: ლიტერე ინვენტე   „სულის მოთქმა“ შუახნის ქვრივი მამაკაცის ერთფეროვან, უსიხარულო ცხოვრებაში თითქმის დაუჯერებელი რამ ხდება_მას ეწვევა ნამდვილი სიყვარული, რომელიც აქამდე განუცდელი აღმაფრენით ავსებს. მაგრამ რა არის ეს - ბედის საჩუქარი თუ ბედნიერების ხანმოკლე მოლანდება, ნამდვილი ცხოვრება თუ სულის მოთქმა?.. „მადლობა ცეცხლისთვის“ როგორ იქცევა ახალგაზრდა კაცი, როდესაც ვერავინ უძლებს საკუთარი მამის უსამართლობას, მაგრამ მასთან ბრძოლის ძალა არ შესწევს; როცა მის მგრძნობიარე გულს თანაბარი ძალით გლეჯს ყოვლისმომცველი სიყვარული და გამანადგურებელი სიძულვილი; როცა იგი არ არის გმირი, მაგრამ მის ამბოხებულ სულში ცეცხლი უკვე იწყებს გაღვივებას... მწერალი უდიდესი ოსტატობით გადმოსცემს ამბავს ერთი ცნობილი ოჯახისა, სადაც ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სამი თაობაა წარმოდგენილი და სადაც დამანგრეველი ძალით დუღს სიყვარულიც, სიძულვილიც , შიშიც, გამბედაობაც,ღალატიც, ერთგულებაცა და სასოწარკვეთაც.
14.95
სულხან-საბა ორბელიანი - ერთობის ძალა და სხვა იგავები
ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან გამორჩეულია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“ („წიგნი სიბრძე სიცრუისა“, 1686–1695). მსოფლიოში გავრცელებული ამ ტიპის კრებულებისაგან განსხვავებით, ფაბულა აქ ბევრად უფრ
16.95
სუმო - 90 ამბავი #38
შეადგინეს ბექა ხოჯავამ, ნიკა ხოფერიამ და დიმიტრი სილაქაძემ სერია: თან საკითხავი ას შემდეგ, რაც 2018 წელს ტოჩინოშინი იმპერატორის თასს დაეუფლა და ოძეკის წოდება მოიპოვა, საქართველოში სუმოს გულშემატკივრობის ნამდვილი ბუმი დაიწყო. რეპორტაჟებს უყურებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ლექციებზე, პარლამენტის სხდომებზე, საქმიან შეხვედრებზე. იყენებენ სპეციფიკურ ტერმინებს: იუშო, კაჩი-კოში, იორიკირი, ბანძუკე, ტორიკუმი. კარგი ნაცნობებივით ახსენებენ სუმოტორთა სახელებს: ჰაკუჰო, კაკურიუ, ტაკაკეიშო, გოეიდო, იჩინოჯო, ენდო თუ ტამავაში, განიხილავენ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს. ადამიანებს უფრო და უფრო იზიდავთ სპორტის ეს სახეობა და ცდილობენ მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ ჯადოსნური სამყაროს შესახებ. სუმო კი, რომელიც იაპონელთათვის სპორტზე გაცილებით მეტია, დიდი სკივრივითაა და უამრავ საინტერესო ამბავს ინახავს. ელიტარული დივიზიონების სუმოტორები წლის განმავლობაში 90 ბრძოლას მართავენ და რამდენიმე ასეული კილოგრამის სიმძლავრის დარტყმის ძალით ეჯახებიან ერთმანეთს. სწორედ ამდენ საინტერესო ამბავს გიამბობთ ამ წიგნით სუმოს წესების, ისტორიის, გამორჩეული მებრძოლებისა თუ სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.
13.95
სუნთქვის საქანელა
ავტორი:  ჰერტა მიულერი სერია:  თანამედროვე კლასიკა მთარგმნელი:  დოდო თოფურია   ჰერტა მიულერი (1953) რუმინეთში დაბადებული და გაზრდილი გერმანელი მწერალი, ნობელის 2009 წლის პრემიის ლაურეატი. რომან „სუნთქვის საქანელაში“ (2009) აღწერილია მეორე მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში გერმანული წარმოშობის ტრანსილვანიელი რუმინელების ბედი საბჭოთა სტალინური რეჟიმის პირობებში, კერძოდ კი 17 წლის ბიჭის გზა საბჭოთა გულაგამდე. რომანს საფუძვლად უდევს პოეტ ოსკარ პასტიორისა და თავად ავტორის დედის ცხოვრება და გამოცდილება
27
სურამის ციხე
ავტორი: დანიელ ჭონქაძე მოთხრობას საფუძვლად დაედო თქმულება სურამის ციხის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სურამის ციხის კედელში ჩაყოლებულია დედისერთა ვაჟი ზურაბი.ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებულია ორი მხატვრული ფილმი. პირველი 1922 წელს გადაიღო რეჟისორმა ივანე პერესტიანმა, მეორე 1984 წელს გადაიღო სერგო ფარაჯანოვმა.
22
სურვილების ასრულების "მასტერ-გასაღები"
ავტორი:ჩარლზ ენელი   ეს წიგნი, რომელიც კლასიკად ითვლება აზრის შემოქმედებითი ძალის შესახებ, გვაძლევს ყველაზე ნათელ, ამომწურავ და ამასთან მოკლე ახსნას იმ კანონებისა, რომლებიც ეხებიან ისეთ მოვლენას, როგორიცაა წარმატება. თუ თქვენ გინდათ რაღაცის მიღწევა - არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ უბრალოდ ცხოვრებაში, - "მასტერ-გასაღების" სისტემა გასწავლით, ეს როგორ გააკეთოთ. ჩარლზ ენელის ეს წიგნი ბილ გეიტსს და სილიკონის ველის მილიონერებს თავის სამაგიდო წიგნად მიაჩნიათ.
11.95
სუფთა ფურცელი
ავტორი: ნანა აბულაძე; ნინი ტაბლიაშვილი; ოლანი ბიწაძე; ერეკლე გოგიშვილი; გვანცა გუბელაძე; ნანი მანველიშვილი; მარიამ სამხარაძე; ნათია შაორშაძე; სალომე ჭიჭინაძე ადამიანები, რომლებმაც მხატვრული ტექსტები აფხაზეთის თემაზე შექმნეს, ომის შემდეგ არიან დაბადებულნი. დაბადების თარიღით ისინი იმთავითვე უსწრებენ ტრამვებით, წყენით, ბრაზით ჩაკირულ წარსულს და ფლობენ თანდაყოლილ შესაძლებლობას, გაარღვიონ ძველი უნდობლობით ჩაკეტილი წრე. დღეს მათ შეუძლიათ ილაპარაკონ თავისუფლად, ლაღად, თავსმოხვეული სტერეოტიპების, პოლიტიკისა და ლოზუნგებად ქცეული ფრაზების გარეშე. მათ ხელეწიფებათ თქვან ის, რისი თქმაც უჭირს ომგამოვლილ, მწარე მეხსიერებით დაღდასმულ, დანაღმულ და დამძიმებულ ადამიანს. ავტორებში, რომლებიც ახალ თაობას წარმოადგენენ, წარსული და მომავალი ხომ ყველაზე უსაფრთხო და მშვიდი წონასწორობით თანაარსებობს. ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორია აფხაზეთი მათ ცნობიერებაში, სად არის, რა ადგილი უჭირავს ახალი აზროვნების სივრცეში, გონებისა და გულის რუკაზე. ეკატერინე ტოგონიძე
9.9
სქესთა შორის ურთიერთობები
 ავტორი: ალფრედ ადლერი   დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ალფრედ ადლერის ამ შესანიშნავ წიგნში გადმოცემულია მის მიერ შექმნილი სექსუალობის თეორია, რომელშიც მკვეთრად დაუპირისპირდა ზ. ფროიდის შეხედულებებს. ადლერი, ფროიდისგან განსხვავებით, ამტკიცებდა, რომ პიროვნება, მთელი მისი მრავალფეროვნებით განსაზღვრავს სექსუალური მისწრაფებების ხასიათს.
10.5
სცენარები 1988-2014
ავტორი: ზაზა ხალვაში   „ის, რასაც ეკრანებზე ვხედავთ – სიცოცხლის, ბუნების, ადამიანის არსებობისა და გზებზე სვლის მარადიული წრებრუნვა და ქალაქების სოფლების, მტვრიანი ქუჩებისა და კამკამა ჰაერის სურნელი და შეგრძნება, მტკიცე პოზიცია, მახვილი მზერა და თავისუფალი აზროვნება, პირველ რიგში, სცენარებიდან, მათი წყობიდან, სიუჟეტის განვითარების სისტემიდან და ზიგზაგებიდან, ტემპო-რიტმიდან მოდის. პერსონაჟების დახასიათებებიც და ხასიათებიც, ატმოსფეროც და სხვადასხვა შეგრძნებაც, გარემოს თავისებურებები და დროთა კავშირის უწყვეტობა – სცენარებშივეა ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი.   ეს ზაზა ხალვაშის სამყაროა მსოფლიო ცივილიზაციებისა და უკიდურესი ავთენტურობის საოცარი, დაუჯერებელი სინთეზით აწყობილი. თეთრი ნაკერის/ბლანდების გარეშე. ეს შეგრძნებები, ეს განწყობა, სამყაროსა და ადამიანების ასეთი ვიზუალური ხატები, ცხადი და „ხელმისაწვდომი“ სცენარებში, როგორც ეკრანზე, რა თქმა უნდა, არაა, არამედ გულისა და გრძნობებისთვის არიან განკუთვნილი. ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებითა და აღწერილობებით გადმოიცემიან. შემდეგ ზღაპრულ სურათებად ეწყობიან გამომსახველი ტექსტის მეტყველ გამოსახულებად - ცხოვრებისა და ადამიანების ყოველდღიურობისა თუ სიცოცხლის წარმავალობა-მარადიულობის შესახებ. ამ სცენარებში არაფერი გიკვირს და გაბნევს. ყველაფერს იღებ, როგორც გიყვებიან და გაჩვენებენ და შენც – მკითხველი – ცოცხლად და ნათლად წარმოიდგენ ამ შთამბეჭდავ სურათებს“, – ლელა ოჩიაური.
14.95
სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან
ავტორი: ინგმარ ბერგმანი მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე;მზია გალდავა „ინგმარ ბერგმანი გენიალური შვედი სცენარისტი და კინოსა და თეატრის რეჟისორია, რომელსაც 1997 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურიმ ყველა დროის საუკეთესო კინორეჟისორის ტიტული მიანიჭა. ეს კრებული აერთიანებს სხვადასხვა დროს დაწერილ ოთხ, სტილისტურად სრულიად განსხვავებულ კინომოთხორობას - „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, „შემოდგომის სონატა“, „პირისპირ“ და „გველის კვერცხი“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმებს დაედო საფუძვლად. როგორც გიორგი გვახარია ამბობს წიგნის წინასიტყვაობაში, ეს სწორედ კინომოთხრობებია და არა – კლასიკური სცენარები. ეს არის კინოსახეებში დაწერილი მოთხრობები, ტექსტები, დაწერილი „ვიზუალური სიტყვებით“, რასაც სხვა სცენარისტები იშვიათად ახერხებენ. ბერგმანის ფილმების გაგება შეუძლებელია მხოლოდ სიტყვის წაკითხვით და მოსმენით - სიტყვის დანახვის სურვილი უნდა გქონდეს! ორიგინალში როცა არ კითხულობ, თავად მთარგმნელი უნდა დაგეხმაროს ამ უცნაური რიტუალის ჩატარებაში. ბოლოს და ბოლოს, ეს პროცესი - ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, ფორმისა და განწყობილების ცვლილება, წინააღმდეგობათა მუდმივი ერთიანობა ხომ ინგმარ ბერგმანის პოეტიკის არსს განსაზღვრავს! ბერგმანის კინომოთხრობების მთარგმნელმა შეიძლება შესანიშნავად იცოდეს ენა, მაგრამ შვედი რეჟისორის შემოქმედების ამ მხარეს თუ ვერ გრძნობს, თარგმნილი ტექსტი ვერასდროს დაგვანახვებს ბერგმანის გენიალურობას და, რაც მთავარია, უნიკალურობას. "
20
სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა
ჯიდუ კრიშნამურტი (1895-1986) – ინდოელი ფილოსოფოსი. წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.  ავტორის 33 თავისგან (ინტერვიუსგან) შემდგარი წიგნი – „სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა“ – ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს ეხება როგორებიცაა: გაცნობიერება, არსებობს თუ არა ღმერთი?, შიში, როგორ ვიცხოვროთ ამ სამყაროში, ურთიერთობა, კონფლიქტი, რელიგიური ცხოვრება, მთელის დანახვა, მორალი, თვითმკვლელობა, დისციპლინა, რაც არის, მაძიებლობა, ორგანიზაცია, სიყვარული და სექსი, აღქმა, ტანჯვა, გული და გონება, სილამაზე და ხელოვანი, დამოკიდებულება, რწმენა, სიზმრები, ტრადიციები, განპირობებულობა, ბედნიერება, სწავლა, თვითგამოხატვა, ვნება, წესრიგი, ინდივიდი და საზოგადოება, მედიტაცია და ენერგია, აზრის დასასრული, ახალი ადამიანი. აღსანიშნავია რომ ყველა ამ ძირითადი საკითხებისთვის ცალკ-ცალკე ინტერვიუებია ჩაწერილი რაც საშუალებას იძლევა ესა თუ ის კონკრეტული თემა ფართოდ და ღრმად იქნეს განხილული ავტორის მხრიდან, შესაბამისად, შემკითხველმა კი (აღნიშნული ცხოვრებისეული თემებით დაინტერესებულმა ადამიანმა) მისთვის საინტერესო და ამავდროულად მის წინაშე მდგარ ცხოვრებისეულ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღოს. 
26
სწრაფი, ღამისიერი
ავტორი: ზურა ჟიშკარიანი სულაკაურის გამომცემლობა როგორი იქნებოდა დეკარტი, ციფრულ პერსონაჟად რომ დაბადებულიყო? ვინ და როგორ იპარავს ვიდეოთამაშების პერსონაჟებს და რატომ არის შავ ბაზარზე ასეთი მოთხოვნა მათზე? შეიძლება თუ არა, რომ ერთხელაც სამყარო უბრალოდ გაითიშოს ტელევიზორივით? კიბერპანკ რომანი „სწრაფი, ღამისიერი“ ექსპერიმენტული პროზის ნიმუშია, რომელშიც  მოვლენები ვითარდება მომავლის თბილისსა და ფაზისში. მწერალი, პოეტი, გეიმდიზაინერი და ბლოგერი ზურა ჯიშკარიანი დაიბადა სოხუმში 1985 წელს. იგი აწყობდა პერფორმანსებს, გამოფენებს,  ქმნიდა ციფრულ ინტერაქტიულ საფლავებს. იგი ავტორია პირველი ქართული ჩეტბოტისა „კიბერგალაკტიონი“. გარდა ამისა, მას ეკუთვნის სტარტაპი, სადაც მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე. ზურა ჯიშკარიანის პირველმა რომანმა „საღეჭი განთიადები“ მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისათვის (2017) და ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი“(2018).
13.9
სხეულის ენა
მთარგმნელი: გიორგი დოლიძე   ალან პიზი და ბარბარა პიზი სხეულის ენის და ადამიანთა კომუნიკაციის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან. მათი წიგნები მსოფლიოში 53 ენაზეა თარგმნილი და 25 მილიონზე მეტი ტირაჟითაა გაყიდული. ადამიანთა შორის კომუნიკაციის მხოლოდ 7-10 პროცენტი ხორციელდება მეტყველების საშუალებით. დანარჩენს სხეულის ენა იღებს თავის თავზე. სხეულის ენა სრული ვერსია გახლავთ საბაზისო ლექსიკონი, რომელიც გაგიკვლევთ გზას ადამიანთა განწყობების, ემოციების და ქცევების წასაკითხად. ეს წიგნი ცხოვრების ყველა ასპექტში დაგეხმარებათ - სახლში, პაემანზე თუ სამსახურში. - როგორ მოვახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება სხვებზე - როგორ მივხვდეთ, თუ ვინმე იტყუება - როგორ მოვიქცეთ და არ მოვიქცეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან - როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ მხარდაჭერას პარტნიორებისგან და თანამშრომლებისგან - როგორ წარვმართოთ მოლაპარაკებები - როგორ წარვდგეთ დიდი აუდიტორიის წინაშე - რა განასხვავებს სხვადასხვა კულტურების სხეულის ენას - როგორ ლაპარაკობენ ხელები, თვალები, ტუჩები, ფეხები - ღიმილის ძალა - პიროვნული სივრცე - სასიყვარულო სიგნალები
20
სხვა ამსტერდამი
ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12.9
სხვა გურული დღიურები
ავტორი: კეკელიძე გიორგი გამომცემლობა: პალიტრა L  
6.95
სხვა სკოლა
ავტორი: ნათია როსტიაშვილი სერია: გაკვეთილების მერე საკითხავი   როგორია ბავშვებისთვის საოცნებო სკოლა? იქნებ ისეთი, სადაც სახელმძღვანელოები არ არის საჭირო და ბევრი დავალების შესრულების გარეშე ასწავლიან ცხოვრებას, წარმატების მიღწევის გზებს, საფრთხის მოგერიებასა და სწორი არჩევანის გაკეთებას?   „უკვე შეგვიძლია, ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში გადაგიყვანოთ, წარმოგიდგენია?! ის სუულ სხვანაირი სკოლაა, იქ სუულ სხვანაირ საგნებს ასწავლიან. უწიგნებოდ“, – ეუბნება გახარებული დედა წიგნის მთავარ გმირს, ლეოს, რომელსაც თავისი სოფლის სკოლა, სოფი მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარი – ნიკო არ ეთმობა, მაგრამ ისიც იცის, რომ მშობლებს მისთვის საუკეთესო უნდათ და ახალ სკოლა-პანსიონში ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრებას იწყებს.   ადეკვატური რეაქციების გამოწრთობის გაკვეთილი, თანასწორობის გაკვეთილი, თავდაცვის გაკვეთილი, სწორი არჩევანის გაკეთების გაკვეთილი – ასეთ საგნებს ასწავლიან „სხვა სკოლაში“ – სასარგებლოდ და საინტერესოდ ჟღერს, არა? თუმცა, ნათია როსტიაშვილის ეს იუმორითა და სევდით შეზავებული წიგნი, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც დაიწერა, პირველ რიგში იმას შეგვახსენებს, რისი დავიწყებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ცხოვრების სწავლების“ გზაზე – სიყვარულის, მეგობრობის, თანაგრძნობისა და თანადგომის აუცილებლობას.   რომანი სერიის მე-9 წიგნია
14.9
სხვაგვარად ვფიქრობთ
დევიდ გაშის თეოლოგიური ნაშრომი პირადი ისტორიაა ავტორისა, რომელშიც მოგვითხრობს როგორ და რატომ შეიცვალა მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ ადამიანების მიმართ. წიგნში კრიტიკულ განხილვასაა დაქვემდებარებული ბიბლიის ის უმნიშვნელოვანესი საკვანძო მომენტები, რომლითაც ქრისტიანი სასულიერო პირები ადამიანთა სიძულვილს ახალისებენ. პროფესორი გაში ყველასთვის ცნობილ ბიბლიურ ამბებს აბსოლუტურად სხვა თვალით დაგვანახებს და გაგვცემს პასუხს კითხვაზე: როგორია სინამდვილეში წმინდა წერილის დამოკიდებულება ლგბტქ ადამიანების მიმართ? არის თუ არა სოდომისა და გომორას ამბავში საუბარი ჰომოსექსუალობის გამო მოვლენილ სასჯელზე? რატომ გმობდა პავლე მოციქული ერთნაირსქესიან ადამიანთა სექსუალურ ურთიერთობებს?
10
სხვისი კინო
ავტორი: ბესო სოლომანაშვილი სულაკაურის გამომცემლობა „სხვისი კინო“ ბესო სოლომანაშვილის მოთხრობების კრებულია და მასში სამი ახალი და ერთი რედაქტირებული მოთხრობაა შესული. ავტორი არ ღალატობს თავს და სულ ძალადობაზე ჰყვება – ძალადობის საფუძვლებსა და მის მძიმე შედეგებზე – ხან ტრაგიზმით, ხან გროტესკით და ხანაც სევდით. თუ ერთ მოთხრობაში ტელევიზიის მუშაობაზე ლაპარაკობს ირონიულად, მეორეში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მამისა და მისი ვაჟების ტრაგიკული ისტორიაა აღწერილი, მესამეში სულაც სატელეფონო სექსის თანამშრომლის ვნებებია… მოკლედ, ეს ისტორიები არის ადამიანებზე, რომლებიც მოხვედრილან „სხვის კინოში“, სადაც მათ არავინ ელოდება და არც თვითონ სურთ იქ ყოფნა…
13.9
სხვისი სახე
ავტორი: კობო აბე მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი   შეუძლია ადამიანს სახის გარეშე არსებობა? შეიცავს სახე რაღაც შეუცვლელს და იმდენად ფასეულს, რომ უმისოდ ადამიანი საკუთარ თავსაც კარგავს? ეს ერთადერთი კითხვა არ არის, რომელსაც კობო აბე მკითხველის და ალბათ საკუთარი თავის წინაშეც სვამს წიგნში „სხვისი სახე“. ამ რომანში მწერალს მკითხველი შეჰყავს ადამიანის სულის უძირო სამყაროში; სამყაროში, სადაც ბურუსი და უაზრო ქაოსი მეფობს. ძალიან ძნელია ამ დახლართულ და იდუმალ ლაბირინთში ხეტიალი და იქიდან გამოსავლის პოვნა. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ადამიანები ერთთავად ნიღბით დადიან. ხანდახან საკუთარ რეალურ სახესთან პირისპირ დარჩენისაც ეშინიათ. დროდადრო კი ისეც ხდება, რომ ეს გამოგონილი სახე-ნიღაბი დამოუკიდებელ არსებობას იწყებს. კობო აბე ჩვეული ოსტატობით აშიშვლებს ნიღბებისა და რეალური სახეების ამ მასკარადს და ყველაფერს, რის დამალვასაც ადამიანები ყველანაირად ვცდილობთ
13.9
ტანტრა: უმაღლესი შემეცნება
ბევრი არ არის ცნობილი ტიბეტელ ოსტატ ტილოპას შესახებ, თუმცა ტანტრის მისმა მისტიურმა შემეცნებამ, რომელიც სიმღერის სახით გადაეცა მის მოწაფე ნაროპას, საუკუნეებს გაუძლო. საუბრების მოცემულ სერიაში ოშო მოგვითხრობს ტილოპას ლექსებზე, რომლებიც შეიცავენ ყველაზე მნიშვნელოვან მედიტაციურ ტექნიკებს, რომლებიც დღემდე ისეთივე მძლავრი და სასარგებლოა, როგორც მაშინ როდესაც ტილოპამ თავისი სიმღერა პირველად იგალობა. მისთვის ჩვეული სიცხადით და მკაფიოობით ოშო დეტალურად და თანამედროვე ადამიანისთვის გასაგები ენით ხსნის ტანტრის ნამდვილ ბუნებას - ცხოვრების მედიტაციურ და ბუნებრივ გზას, რომლის დროსაც შინაგანი ტრანსფორმაცია და გარეგანი პრაქტიკა ერთმანეთს ერწყმის.
15.9
ტარო: სულის სარკე
ავტორი: გერდ ციგლერი წიგნი დეტალურად ხსნის თითოეული არკანის მნიშვნელობას და გაშლების დროს, საკუთარ თავსა და მოვლენებში ღრმად ჩაძიების საშუალებას იძლევა. ეს წიგნი თოთის დასტის სიმბოლოების ღრმად გააზრებაში დაგეხმარება და დაფარული ნიშნების კითხვას გასწავლის. ზოგჯერ შინაგანი ღრმა მოგზაურობისკენ გიბიძგებს, ზოგჯერ - რთული გადაწყვეტილების მიღებაში შეგეშველება. წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე მუშაობს თოთის ტაროსთან ან ახლა იწყებს მის გაცნობას.
33.9