santaesperanza
წარმატებული სტარტაპი
ავტორი:  ერიკ რისი   რიკ რისი(დაიბადა 1978წ.) - ამერიკელი მწერალი,ბლოგერი,ავტორი ბესტსელერებისა: "წარმატებული სტარტაპი" და "სტარტაპის გზა".არის არაერთი სტარტაპისა და დიდი კომპანიის დამფუძნებელი და მრჩეველი.ამჟამად Long-Term Stock Exchange-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.სტარტაპი ბევრია თუმცა შედეგიანი - ცოტა.ერიკ რისის "წარმატებული სტარტაპი", განსაკუთრებულად წარმატებული კომპანიების შესაქმენლად,მუდმივი სიახლის მეთოდს გვთავაზობს.ბიზნესის კეთების ამ ინოვაციურმა მიდგომამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
15
წარმოდგენა იწყება
ავტორი: ლევან ლორია   ახალგაზრდები მონაწილეობენ სტუდენტურ სპექტაკლში, რომელსაც უნივერსიტეტში მოწვეული რეჟისორი დგამს. სპექტაკლზე მუშაობის პარალელურად ვითარდება მონაწილეების ცხოვრებაც: მთავარი გმირები სწვლობენ, უყვართ. ავტორი მსუბუქი იუმორით გვიხატავს სტუდენტების, მათი მშობლების, პროფესორ-მასწავლებლების, მეგობრებისა და ნაცნობების ცხოვრებას.
9.9
წებო Glitter Glue12ML*3 COLORFUL
4
წებო Glitter Glue12ML*3 COLORFUL
4
წებო Glitter Glue12ML*6 COLORFUL
7
წებო Glitter Glue12ML*6 COLORFUL
7
წებო თხევადი 125მლ E7303S, DELI
4
წებო მშრალი 21გრ
2.5
წებო მშრალი 9 გრამი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
2
წებო პვა 20 გრამი
2
წებოვანი ჩასანიშნი ქაღალდი (76x76მმ 400 ფურცელი)
5
წებოვანი ჩასანიშნი ქაღალდი ნეონი (76x76მმ 500ფურცელი)
8
წელიწადის დროები
ავტორი: ამაღლობელი რატი  ადამიანი, მთელი წელიწადის განმავლობაში სინათლისა და სიბნელის, სითბოსა და სიცივის, ყვავილობისა და ჭკნობის, სიცოცხლისა და სიკვდილის მონაცვლეობასთან ერთად ზამთრისა და ზაფხულის, შემოდგომისა და გაზაფხულის პოლარულობებს განიცდის... წინამდებარე წიგნიც მსგავსი წრე-ბრუნვის, მსგავსი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მიხედვითაა და თანმიმდევრობითაა აგებული - სამყაროდან „მე“-მდე, „მე“-დან სამყაროსკენ
16
წელიწადის დროები (დახატე და წაშალე)
ასაკი: 3+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი წელიწადის დროების თემაზე შექმნილ სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები გაივარჯიშებენ გონებას, ისწავლიან კალმის სწორად ჭერას და გაიუმჯობესებენ მოტორულ უნარებს. წიგნს მოყვება კალამი, რომელიც მარტივად იშლება და ბავშვებს ამ წიგნის გამოყენება მრავალჯერადად შეეძლებათ.  
9.9
წერა
ავტორი: სერგო წურწუმია სერგო წურწუმიას მკითხველი პროზაიკოსად იცნობს. რჩეული ლექსების კრებული „წერა“ სხვაგვარად წარმოგვიდგენს მას – მოაზროვნეს, სივრცის პოეტს, მელოდიური ლექსების ავტორს, უმშვენიერესი ბგერწერისა და ფერწერის შემოქმედს.   სერგო წურწუმიას პოეტურ შემოქმედებას რეფრენად გასდევს ერთგვარი მეტაფიზიკური აღქმა კოსმოსისა, დაძლევა მხოლოდ ფიზიკური მოცემულობისა და უფრო მეტად ფილოსოფიური, მჭვრეტელობითი აზროვნება. ეს არის მისი მსოფლშეგრძნება. მისი შემოქმედება აღსავსეა ღვთისადმი მადლიერების გრძნობით, კაცთა მიმართ და სამყაროს მიმართ სიყვარულით.   იგი უმღერის მარადიულისა და მშვენიერის ამაღლებულ იდეებს! თან გვაჯერებს, რომ ამ სოფელში არაფერი მიეცემა დავიწყებას, რომ ყოველივე მარადიულისთვისაა გადანახული.
8.95
წერა - კითხვის ლაბორატორია
ავტორ-შემდგენლები: დიანა ანფიმიადი, ივანე ამირხანაშვილი, ზინა გაბიჩვაძე, გვანცა შუბითიძე „წერა-კითხვის ლაბორატორია“ დამხმარე სახელმძღვანელოა, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ მოზარდებს ტექსტის კითხვა და წერა გაუადვილოს, თუმცა მისი გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში ყველას დაეხმარება – მოსწავლესაც, მასწავლებელსაც და მშობელსაც, რადგანაც მას კარად შერჩეული თემატური საკითხები, მრავალფეროვანი, მოზარდების ინტერესებზე მორგებული დავალებები; პრაქტიკული რჩევებისა და მარტივი ინსტრუქციების სიუხვე გამოარჩევს.  დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა ინფორმაციის მიღების საშუალებები ასეთი მრავალფეროვანია, აუცილებელი გახდა, რომ სახელმძღვანელოების სტრუქტურა და შინაარსი არამხოლოდ ტრადიციულ მეთოდებს ითვალისწინებდეს, არამედ თანამედროვე მოზარდების ყოველდღიურობასაც ერგებოდეს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოზარდს სწავლის მიზანი გაცნობიერებული ჰქონდეს – ზუსტად იცოდეს, რისთვის დასჭირდება და რაში გამოადგება ის ცოდნა, რომლის მიღებისთვისაც ძალისხმევას ხარჯავს. – როგორ დავწეროთ არგუმენტირებული ესე? – როგორ დავწეროთ პროექტი? – როგორ დავწეროთ რეცენზია? – როგორ ვისწავლოთ შემოქმედებითი წერა? ამ და სხვა კითხვებზე შეგიძლიათ იმუშაოთ „წერა-კითხვის ლაბორატორიის“ საშუალებით, პარალელურად ქართული და უცხოური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს გაეცნოთ და სწავლის პროცესი სახალისო დავალებების შესრულებით გაიმრავალფეროვნოთ.  წიგნში წარმოდგენილი 11 თემატური თავი ერთმანეთთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს აერთიანებს. მაგალითად, პროექტის წერის თავში ილია ჭავჭავაძის, დავით სარაჯიშვილისა და ნიკო ნიკოლაძის საქმიანობის გაცნობის კვალდაკვალ არის მოცემული ის პრაქტიკული რჩევები და მზა ნიმუშები, რომლებიც მოზარდებს პროექტის წერას შეასწავლის; გრამატიკული საკითხებიც შესაბამისადაა შერჩეული: რიცხვითი სახელების მართლწერა და რთული წინადადების პრობლემები.  წიგნის ბოლო გვერდებზე მოზარდებისთვის განკუთვნილ მხატვრული ნაწარმოებების მოზრდილ სიასაც ნახავთ, რომელშიც ყველანაირი ინტერესისა და გემოვნების მკითხველი იპოვის სასურველ საკითხავს  
29.95
წერა და კითხვა (ქართული ენა)
გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა 22-გვერდიანი წიგნი + კალამი. “წერა და კითხვა” – ფერადი და მხიარული ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი, რომელიც სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სახალისო დავალებებს აერთიანებს, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება წერის, კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებაში.
9.9
წერა საბავშვო ბაღში
სერიაში მოცემულია: ასაკისთვის შესაბამისი და საინტერესო თემები მრავალფეროვანი აქტივობები მარტივი და გასაგები ინსტრუქციები სახალისო ილუსტრაციები.
3.9
წერილები წარსულიდან
წიგნში წარმოდგენილია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალები, რომელიც ხშირად ცდება პირადული მიმოწერის შინაარსს და ეპოქალურ მნიშვნელობას იძენს. გამოცემაში თავმოყრილია: ილია ჭავჭავაძის, ოლღა გურამიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, მარჯორი უორდროპის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, მელიტონ ბალანჩივაძის, ზაქარია ფალიაშვილის, კალისტრატე ცინცაძის, ივანე რატიშვილის, ილია ზურაბიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, გალინა კუზნეცოვას, მერაბ კოსტავას, კოტე და სოსო წერეთლების, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დამთვალიერებელთა წერილები. წიგნში გამოყენებულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში დაცული საარქივო მასალები და დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს უახლესი წარსულიდან. ყდა: რბილი გამომცემლობა: თბილისის მუზეუმების გაერთიანება  
53
წერილი ბოთლში
ავტორი: თეა ლომაძე სერიის დასახელება: კლასგარეშე საკითხავი   მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრების ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ქალაქში ყველამ იცის. პატარა გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად, მანამ სანამ ქალაქში უცნაური ამბები არ დაიწყება. ქალაქელები ორ ნაწილად დაიყოფიან, იმის მიხედვით ვინ რომელ ენაზე საუბრობს. ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ მათი ენა უფრო ძველია და ზღვისპირა ქალაქის პირველი მკვიდრებიც სწორედ ისინი იყვნენ. ადამიანების ერთი ნაწილი თეთრი, ხოლო მეორე ნაწილი ლურჯი ყელსახვევებით დადის. პატარა გოგონა გულით ცდილობს მოახერხოს ერთმანეთზე გაბრაზებული ადამიანების შერიგება და ამისთვის ერთ ჭკვიანურ ხერხს მიმართავს.
9.95
წერილი ვერდაბადებულ ბავშვს
წერილი ვერდაბადებულ ბავშვს ავტორი: ორიანა ფალაჩი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ნათია აბრამიშვილი ორიანა ფალაჩის მოკლე რომანი «წერილი ვერდაბადებულ ბავშვს» 1975 წელს გამოიცა. მასში წამოჭრილმა მწვავე საკითხებმა და ავტორის გამბედაობამ წიგნის მსოფლიო წარმატება განაპირობა. რომანი ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული მონოლოგია, რომელიც მუცლადმყოფ ბავშვს ესაუბრება. ცხოვრების საზრისი, სიცოცხლის უფლება, ქალსა და მამაკაცს შორის არსებული უთანასწორობა, მარტოხელა ქალისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, არჩევანი დედობასა და კარიერას შორის ის თემებია, რომლებსაც ფალაჩის გმირი ეხება.     ორიანა ფალაჩი (1929 – 2006), იტალიელი ჟურნალისტი და მწერალი, მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. ომისშემდგომმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფალაჩის სტატიები და ინტერვიუები მსოფლიო ლიდერებთან – ინდირა განდისთან, ჰენრი კისინჯერთან, გოლდა მეირთან თუ სხვებთან – სიმძაფრითა და შეუპოვრობითაა ცნობილი. ფალაჩის ზოგიერთ მოსაზრებას, მათ შორის, ისლამისადმი მის კრიტიკულ დამოკიდებულებას, 2000-იანების დასაწყისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
15.95
წესრიგს მიღმა: ცხოვრების კიდევ 12 წესი
ავტორი: ჯორდან ბ.პეტერსონი სერია:ლურჯი ოკეანე     " „ცხოვრების 12 წესში“ მსოფლიოში სახელგანთქმული მოაზროვნე და კლინიკური ფსიქოლოგიის აღიარებული ექსპერტი, ჯორდან პეტერსონი, ცხოვრებისეული ქაოსის ერთგვარ ანტიდოტს გვთავაზობს - შფოთთან და ღელვასთან გასამკლავებლად მარადიულ ჭეშმარიტებებს გვიზიარებს. „წესრიგს მიღმა: ცხოვრების კიდევ 12 წესი“ მისი წინამორბედის ერთგვარი გაგრძელებაა. ავტორი ასაბუთებს, რომ ადამიანის ცხოვრების დანიშნულების ნაწილი არსებული ცოდნის მიღმიერი სივრციდან და მუდმივად ცვალებად სამყაროში ადაპტაციის უნარიდან გამომდინარეობს. მაშინ, როცა ჭარბი ქაოსი ბუნდოვანების საფრთხეს გვიქმნის, წესრიგის სიჭარბეს ცნობისმოყვარეობისა და შემოქმედებითობის ნაკლებობისკენ მივყავართ. შესაბამისად, „წესრიგს მიღმა“ მოგვიწოდებს, დავიცვათ ბალანსი რეალობის ორ ფუნდამენტურ პრინციპს - წესრიგსა და ქაოსს შორის - ამ ორის გზაგასაყარზე მნიშვნელობის საპოვნელად. კაცობრიობის უძველეს მიგნებებსა და დაგროვილ სიბრძნეზე დაყრდნობით, ისევე როგორც ზედმიწევნით პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და პაციენტების მაგალითებზე დაკვირვებით, პეტერსონი გვთავაზობს თორმეტ ახალ პრინციპს უფრო ღირებული ცხოვრების შესაქმნელად. "
19.95
წვეთოვანი ბედნიერება
ავტორი: ქეთი ჯოლბორდი   „ეს კრებული სახეებით და მეტაფორებითაა გადავსებული. იმდენად, რომ ისინი თითქოს მათთვის გამოყოფილ სივრცეებში ვერ ეტევიან და ამიტომ ერთმანეთს ნაწილობრივ ფარავენ, რაც საკმაოდ ხშირად ბუნდოვანს ხდის კონკრეტულ ლექსებს, ზემოქმედებს სინტაქსზე. თუმცა ამ ჭარბ სისავსეს, სურათ-ხატების კალეიდოსკოპურობას საბოლოო ჯამში მოაქვს მკვეთრი და ზუსტი ემოცია, განწყობილება... აყალიბებს ავტორის ხელწერას... ქეთი ჯოლბორდის პოეტური ესთეტიკა ჰერმეტულია, და მასში ინტიმური და მეტაფიზიკური ბევრგან ერთმანეთშია გადახლართული, რაც ლექსიკური დიაპაზონის მომხიბვლელ სიფართოვესაც იწვევს. „წვეთოვანი ბედნიერების“ კითხვა წვეთ-წვეთობით, მცირე დოზებითაა მიზანშეწონილი. და მართალია წიგნი ხუთნაწილიანია, მაგრამ მისი სრულად დაძლევის შემდეგ რჩება მთლიანობის განცდა და ჩნდება უკან მიბრუნების სურვილი, რადგან ის სიღრმეები, რაც მხატვრული გამოსახვის ხერხების ასეთმა სიუხვემ გააჩინა, სხვანაირ გაშინაგანებას ითხოვს.“ – შოთა იათაშვილი
14.95
წვრილმანების ღმერთი
ავტორი: არუნდატი როი მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი ინდური ყოფის ნიუანსები თავისი პოლიტიკური, კასტური თუ რელიგიური თავისებურებებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებია აღწერილი, მასში უხვად გაფანტული რეალიების გამო ის ბოლომდე ინარჩუნებს ეგზოტიკურ სურნელსა და ფერებს.
13.9