santaesperanza
ჩრდილი გზაზე
აკა მორჩილაძის ახალი წიგნი ჟანრობრივად დოკუმენტურ პროზას მიეკუთვნება, რადგან აქ არაფერია გამოგონილი. მწერალი საბჭოთა ეპოქის საქართველოზე წერს – დაწყებული სტალინის დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე. იგი ძალიან საინტერესოდ მიმოიხილავს ათწლეულებად დაყოფილ პერიოდებს და იმ ცვლილებებს, რაც მათ ახლდა. მკითხველის წინაშე ცოცხლდება მთელი ეპოქა თავისი ჩრდილში ცხოვრების გზითა და ბევრი უცნობი, “ჩრდილს იქით გასული” ამბით.    
13.9
ჩრდილი და ძვალი
ავტორი: ლი ბარდუგო სერია: ლიბერთინსი   მარადიული სიბნელის ბარიერით ორად გაყოფილი სამყაროს შესახებ, სადაც ზებუნებრივი არსებები ადამიანის ხორცით იკვებებიან. მთავარი გმირი ახალგაზრდა ჯარისკაცი-გოგონა – ალინა სტარკოვი ერთხელ საკუთრ თავში წარმოუდგენელ ჯადოსნურ ძალას აღმოაჩენს, რომელსაც ახლა ორად გაყოფილი მისი ოდესღაც ძლიერი ქვეყანის გაერთიანება შეუძლია, რომელშიც ადრე უძველესი მაგიის მატარებელი ჯადოქრები ცხოვრობდნენ. მაგრამ გოგონას წინააღმდეგ საშიში ძალები შეთქმულებას აწყობენ…
18.95
ჩრდილოეთის ქარს უხდება
აავტორი: დანიელ გლატაუერი მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი სერია: ძალიან მაგარი წიგნები     დანიელ გლატაუერი 1960 წელს ვენაში დაიბადა. პოპულარობა როგორც ჟურნალისტმა მოიპოვა, როდესაც ავსტრიული ყოველდღიური გაზეთებისთვის აქტუალურ საკითხებზე იუმორისტულ სვეტებს წერდა. გარდამტეხი 2006 წელს გამოცემული „ჩრდილოეთის ქარს უხდება“ აღმოჩნდა, რომელმაც მთელი გერმანულენოვანი მკითხველი საზოგადოება მონუსხა და წლის საუკეთესო გერმანულენოვანი რომანის ნომინანტიც გახდა. მას შემდგომ წიგნის დრამატული ვერსია ათეულობით თეატრალურ სცენაზე დაიდგა და 2019 წელს მისი კინოადაპტაციაც გამოვიდა. „ჩრდილოეთის ქარს უხდება“ უკვე 35 ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. ეს წიგნი პირველივე სტრიქონებიდან არსად გაგიშვებთ, მარტივი ენით (იმეილის ენაა და მარტივი იქნება, რა თქმა უნდა) შეგიტყუებთ იუმორით სავსე ფსიქოლოგიურ ლაბირინთში, სიტყვებით, არგუმენტებით, მოლოდინებით და მოულოდნელობებით ბევრს გათამაშებთ, მაგრად გაგართობთ და ბოლოს სახტადაც დაგტოვებთ.
14.9
ჩრდილოეთის ციალი – ვიკინგები და ორაკული (წიგნი მეორე)
ავტორი: მალინ ფალკი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე   ზღაპარი გრძელდება… სონია ტროლ ბიჭთან, ესპენთან ერთად მოგზაურობს ჯადოსნურ იოტუნდალენში. ამ ზღაპრულად ლამაზ ადგილას ტროლები და მოლაპარაკე ცხოველები ბინადრობენ, მაგრამ უამრავი ხიფათიც არსებობს. ხეობაში დასახლებულ ვიკინგებს შურისძიება სწყურიათ, ორაკულის მოკავშირეები ხდებიან და მასთან ერთად ცდილობენ ესპენის დამარცხებას. სონია კი ტროლების, ვიკინგებისა და მთიელი ხალხის სამკვდრო-სასიცოცლო ბრძოლაში ერთვება.
14.9
ჩრდილოეთის ციალი – ტროლების ხეობა (წიგნი პირველი)
ავტორი: მალინ ფალკი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ერთ საღამოს სონიას უცნაური ბიჭი ესტუმრა, რომელიც თითქოს საიდანღაც ეცნობა. ბიჭი სხვა სამყაროს მკვიდრია და სონია თავისი სამყაროს გასაცნობად მიჰყავს. ჩრდილოეთის ციალის კვალდაკვალ იმ ნორვეგიაში ხვდებიან, რომელიც არაფრით არ ჰგავს დღევანდელს, თუმცა, თუ ფანტაზიას ნებაზე მივუშვებთ, იმ ნორვეგიასაც ყველა საკუთარ თავში აღმოვაჩენთ.
14.9
ჩრდილოეთის ციალი – ჯადოქარი დები (წიგნი მესამე)
ავტორი: მალინ ფალკი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე   კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მთიელთა სოფელში. სონიას, ბიორნარსა და ლოტას მისტიკური ხალხი – მთიელები გულითადად იღებენ. სოფელში კეთილი ადამიანები ცხოვრობენ და აქ ჯადოქრობა არავის უკვირს. მალევე სონია ხვდება, რომ მთიელთა ბელადი, რავდნა, ბნელ საიდუმლოს ინახავს.
14.9
ჩრდილოზღვისპირელი დეტექტივები – იდუმალებით მოცული სახლი დამბაზე (წიგნი პირველი)
ავტორი: ბეტინა გიოშლი, კლაუს-პეტერ ვოლფი მთარგმნელი: ელენე კოშორიძე ახალბედა დეტექტივები! ემა და ლუკასი მამასთან, მიკ იანსენთან, ერთად ჩრდილოეთის ზღვაზე, ბაბუის ვილაში მიემგზავრებიან. ბაბუა ჩინებული დეტექტივი იყო, მისი უბის წიგნაკი კი, რომელსაც ბავშვები ვილაში პოულობენ, პროფესიული ხრიკებისა და მეთოდების ნამდვილი საბადოა. ვილაში დასახლების პირველსავე საღამოს მათ კარზე უცნაური ზარია – წარმოსადეგი, მედიდური ქალი აცხადებს, რომ გაუჩინარებულ ქმარს დაეძებს და კერძო დეტექტივის დახმარება სჭირდება. ცხადია, მიკი და მისი შვილები ამ შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ და ამ გამჭრიახი, ალღოიანი ოჯახის დიდი თავგადასავალიც იწყება.  
9.9
ჩხარუნა დათვი
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან დათუჩას ცხვირია, ხან თაგვის და ხანაც ლომის.
14.9
ჩხარუნა იხვი
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან თახვის ცხვირია და ხანაც პატარა ბაყაყის.
14.9
ჩხარუნა მანქანა
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან მანქანის მუცელია, ხან ვერტმფრენის და ხანაც წყალქვეშა ნავის.
14.9
ჩხერკეთელაობა
ავტორი: ირვინ უელში  სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
18.9
ცა მიწიდან იწყება
ავტორი: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ხელნაწერი ტექსტებით.   დიდი მწერლის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები.   ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა.   აქ ნახავთ მწერლის ყოველდღიურ განცდებსა თუ ემოციებს, შემოქმედებით ლაბორატორიას, გამოხმაურებებს ამა თუ იმ მოვლენაზე, შეხედულებებს ცნობილ ადამიანებზე. ჩანაწერები გასდევს მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას 1955 წლიდან გარდაცვალებამდე.   კრებული შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თამაზ ჭილაძემ. წიგნში გამოყენებულია ოთარ ჭილაძის ნახატები.
15
ცაზე მთვარე მიცურავდა
ავტორი: ლეილა ბეროშვილი „ცაზე მთვარე მიცურავდა“ ლეილა ბეროშვილის მოთხრობების სრული კრებულია. „ლეილა ბეროშვილი ნამდვილი მწერალი-მხატვარია, მწერალი-ფერმწერი, მწერალი-კინემატოგრაფისტი – შემქმნელი სულიერ თუ უსულო საგანთა დაუვიწყარი პორტრეტების მთელი გალერეისა უმდიდრესი ენობრივი პალიტრით. მწერლის ნამდვილ საფიქრალს წარმოადგენდა ადამიანობა, ადამიანად ყოფნის სევდა და საიდუმლო. ამ საიდუმლოს ის თითქოს სულს უბერავდა, მის ირგვლივ თითქოს ფეხის წვერებზე დადიოდა იმ კითხვებით სავსე, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა და რომლებიც თან გაიყოლა. ლეილა ბეროშვილს ბევრი არა აქვს დაწერილი, მაგრამ რაც დაწერა, ყველაფერი ნამდვილია, რადგან მისია, განსხვავებით იმათგან, რომლებიც ბევრს და დიდის ამბით წერენ თუ იღებენ, მაგრამ მათი ნაღვაწის გროვაში ციცქნა ოქროს ძარღვსაც ვერ აღმოაჩენ“, – ნაირა გელაშვილი.
10.95
ცათამბჯენი
ავტორი: ჯეიმს ბალარდი მთარგმნელი: გურამ ღონღაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
12.9
სიახლე
ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები
ავტორი: ნელე მოსტი ილუსტრატორი: ანეტ რუდოლფი მთარგმნელი: თამარ მაისურაძე; ნინო ილაშვილი სერია: პატარა ამბები „ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები“ 4 სახალისო ამბავს აერთიანებს: „ცალწინდა ყვანჩალა ოინბაზობს“ „ცალწინდა ყვანჩალა ცუდად იქცევა“ „ცალწინდა ყვანჩალა ავად ხდება“ „ცალწინდა ყვანჩალა ცრუპენტელობს“
19.9
ცალწინდა ყვანჩალა – 1,2,3… ყველა მეგობარი
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი   ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები დათვისთვის სხვადასხვა რაოდენობის ნივთებს არ იშურებენ. სერიაში  აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.
9.9
ცარცის ჩასადები პლასმასის
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
3
ცდუნება
ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი   ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის - საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას... „ეს არის წიგნი სიყვარულზე, ღალატზე, ურთიერთობებზე, ვნებასა და საკუთარი თავის ძიებაზე... წიგნში სადავო და რთული საკითხებია წამოჭრილი - როგორ უნდა მოიქცე, როცა საყვარელ ადამიანთან ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ მოულოდნელად ძველ სიყვარულს შეხვდები? შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? რა უფრო ძლიერია - ვნება თუ სიყვარული?“ - თეა ინასარიძე.  
12.95
ცემენტის ბაღი
ავტორი: იენ მაკიუენი მთარგმნელი: ნინო თარხან-მოურავი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა  
10.9
ცეროდენა ნილს კარლსონი
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური  სულაკაურის გამომცემლობა გაგიგია რამე ცეროდენა ნილს კარლსონის შესახებ? დიახ, დიახ, ცეროდენა ნილსის, რომელიც ისეთი პაწაწინაა, რომ ბიჭუნა ბერტილის პერანგის ჯიბეშიც კი ეტევა. ან „ბიჭი-ბიჭი-ბიჭუკელას“ შელოცვა თუ გსმენია? ამ ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმით შეიძლება ისე დაპატარავდე, რომ თაგუნიას სოროში შეძვრე, სადაც ცეროდენა ნილსი ცხოვრობს, და მთელი საღამო მასთან ერთად გაატარო. ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ეს პატარა მოთხრობა შინ მარტო დარჩენილი ბიჭისა და მისი ცეროდენა მეგობრის უცნაურ ამბავს მოგვითხრობს.
12.9
ცეროდენა ნილს კარლსონი და სხვა ზღაპრები
მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური ამ კრებულში ასტრიდ ლინდგრენის ნაკლებად ცნობილი ზღაპრებია თავმოყრილი, რომელთა უმრავლესობა პირველად ითარგმნა ქართულად. მწერალი, თავის გმირებთან ერთად, უცნაურ სამყაროში გამოგზაურებთ. ბერტილს შეუძლია, ცეროდენა ნისესავით დაპატარავდეს; ბრიტა-კაისა ბაღჩაში თოჯინას გაზრდის; ლოგინს მიჯაჭვული იორანი ყოველ საღამოს მწუხრის ქვეყანაში მიჰყვება ბატონ ლილიონკვასტს; გუნარისა და გუნილას კედლის საათიდან კი ნამდვილი გუგული გამოფრინდება ხოლმე… ასტრიდ ლინდგრენმა კარგად იცის, რომ ბავშვებსაც შეიძლება სტკიოდეთ, უჭირდეთ, თავი მარტოსულად იგრძნონ. მწერალი მათ სანუგეშებლად ქმნის სამყაროს, სადაც ყველაზე სევდიანი ამბავიც კი შეიძლება კეთილად დასრულდეს.
9.9
ცეროდენა პანდა
„ციცქნა პინგვინი“ არის წიგნი-საჩხარუნო და ღრძილების მასაჟორი. ამ წიგნის დახმარებით თქვენი შვილი ციცქნა პინგვინთან ერთად იმოგზაურებს. ის გაიცნობს ცხოველებს და შეისწავლის ფერებს. ასაკი: 3 თვიდან
10.9
ცეცხლი და სისხლი
ავტორი: ჯორჯ რ. რ. მარტინი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე სერია: პორტალი     ტარგარიენთა გავლენიანი საგვარეულოს აღზევება ცეცხლით დაიწყო - ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები იყვნენ მათი ძლიერების საყრდენი. ცეცხლში ჩაიბუგა ყველა ურჩი და მათი დიდებული ციხე-დარბაზები, მიწები - ზოგი აყვავებული, ზოგი კი მწირი. დრაკონების ცეცხლში ქვებიც კი იწვოდა. გადიოდა ხანი და ტარგარიენები მრავლდებოდნენ. მრავლდებოდნენ მათი შთამომავლებიც... რკინის ტახტი ანდამატივით იზიდავდა ყველას - და ძმას წაეკიდა, შვილი - მშობლებს, შურმა და შუღლმა დაასუსტა ერთ დროს უძლეველი ტარგარიენები და დაიწყო დასასრული ...
34.95
ცეცხლი და ყინული
ავტორი: შერონ ჰეილი მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე სერია: ლიბერკიდსი   კონორი, აბეკე, როლანი და მეილინი - უშიშარი მეგობრები და მათი მეომარი ცხოველები ისევ გამოჩნდნენ! ეს კი ნიშნავს, რომ ამ გულადი ოთხეულის დიდი თავგადასავალი გრძელდება! საით გაემართებიან? რა მიზანი ამოძრავებთ ამჯერად? მათი გზა ჩრდილოეთისკენ მიდის, იდუმალებით მოცულ, მუდმივი ყინულის სამეფოსკენ. სწორედ იქ უნდა დაანთონ ცეცხლი - გაუმკლავდნენ დამპყრობლებს და დაამარცხონ ბოროტება. ეს ადვილი არ არის - წინ ფათერაკებით სავსე მოგზაურობა ელით!
11.95