santaesperanza
ცეცხლი უფსკრულზე
ავტორი: ვერნორ ვინჯი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: პორტალი   "და როცა მიხვდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდათ, ხომალდში ჩასხდნენ და სხვა პალანეტისკენ აიღეს გეზი"... აშორეული მომავლის სურათი საკმაოდ შთამბეჭდავია - გალაქტიკაში დიდი ცვლილებებია. მთავრობები ემხობა, ახალი მმართველები მოდიან. მთავარი საფრთხე ზეინტელექტია - ძალა, რომელიც წარსულში განადგურდა, მაგრამ გადარჩა მისი ასლი და ახლა,განახლებული, ისევ ბობოქრობს. სწორედ ამიტომ ადამიანთა ჯგუფი გადაწყვეტს, თავს გაქცევით უშველოს... მაგრამ დარჩათ კი გასაქცევი? არსებობს კი ადგილი გალაქტიკაში, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს?
26.95
ცეცხლისწამკიდებელი
ავტორი: ნიკოლოზ ცისკარიშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი  
11.95
ცეცხლოვანი მამლის წელიწადი
ავტორი: სერგო წურწუმია „რა ხდება სამყაროში მაშინ, როცა ცხოვრების რუკაზე საბედისწეროდ იცვლება ისრები – ზღვისპირა ქალაქში საომრად  თურქეთიდან მუჰაჯირობის დროს გაქცეული აფხაზური ოჯახი ბრუნდება, მშობლიური ქალაქიდან კი მისი მკვიდრი შვილი, ქართველი მებრძოლი გარბის?!.. შესაძლებელია, ისრებმა კვლავ ერთმანეთისკენ იბრუნონ პირი?.. რა გამოცდა ელის ოდესღაც სამოთხედ წოდებულ მიწას, სადაც სამართალი დროებით საფარველს ამოეფარა?  „ცეცხლოვანი მამლის წელიწადი“ აფხაზეთის ომის ვრცელი და საგულისხო მხატვრული რეტროსპექტივაა. მასში ომის ანატომია სრულყოფილად თვალსაჩინოვდება – უსამართლობა და ქაოსი, სიშლეგე, ექსტრემალურ ვითარებაში გამომჟღავნებული ადამიანური ბუნების კონტრასტები – უკიდურესი სიკეთე და უკიდურესი ბოროტება; ამ შემზარავად შთამბეჭდავ პანოს დოკუმენტური ნარატივი ამყარებს – ტექსტში მკაფიოდ ირეკლება რეალურ გმირთა პორტრეტები.  თუმცა, რომანის უმთავრესი ღირსება არა მხოლოდ ომის ანატომიის აღწერა, არამედ მის შინაარსში გაცხადებული საიდუმლოა – ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მისი შორი და ახლოხედვის ნიუანსები. თავად მწერლისთვის ეს საიდუმლო ყველაზე კარგადაა ნაცნობი, სწორედ ამ პირუთვნელი ცოდნით, მრავალპლანიანი პერსპექტივით, მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი პატიოსნებით ქმნის მხატვრულ რეალობას, რომელშიც ქართველსაც და აფხაზსაც საკუთარი სათქმელის, ყოველგვარი წყენისა და ბრაზის მიღმა დაუნჯებული სიმართლის ამოკითხვა შეუძლია“, – ნინო სადღობელაშვილი. 
15.95
ცინკის ბიჭები
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი მთარგმნელი: ზურაბ ქუთათელაძე გამომცემლობა: არტანუჯი „ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები... – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს. სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე – დაულაგებელი, ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დააჩნია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას
24.95
ცინკის ბიჭები
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი მთარგმნელი: ზურაბ ქუთათელაძე სერია: აკრძალული წიგნების თარო „ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ აკრძალული ბელარუსი მწერლის სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები... – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს.   სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე – დაულაგებელი, ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დააჩნია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას.   წიგნში ასევე შესულია ოქმები სასამართლო პროცესებიდან (1992-1994 წწ.), რომელიც „ცინკის ბიჭების“ გამოცემის შემდეგ გაიმართა ბელარუსში. პროცესებზე ავტორიტარულმა რეჟიმმა მწერლის წინააღმდეგ მისივე რეალური პერსონაჟები გამოიყვანა.   რაც შეეხება წიგნის სათაურს: მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური ელემენტის – Zincum-ის ქართული შესატყვისი თუთიაა, წიგნის სახელწოდებაში ორიგინალისეული „ცინკის“ დატოვება ვარჩიეთ, რადგან ხალხის მეტყველებაში დამკვიდრებული ეს სიტყვა ზუსტად ასახავს ეპოქის ტრაგიზმს – სწორედ ამ სახელით მოდიოდა საქართველოშიც კუბოები ავღანეთიდან, რომლებშიც გამორჩეული ქართველი ბიჭები იყვნენ ჩასვენებული.    
26.95
ცირკი მირანდუსი
ავტორი: ქესი ბიზლი მთარგმნელი: ნინო გოგალაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი მიკას უსაყვარლესი ბაბუა ძალიან ავადაა, ავადმყოფის მოსავლელად ჩამოსული პაპიდა კი ბიჭს ბაბუას ოთახში შესვლის ნებას თითქმის აღარ რთავს. მაგრამ მიკას სასწაულის იმედი აქვს. თუმცა მანამდე ჯადოსნური ცირკი „მირანდუსი“ უნდა იპოვოს და მასთან ერთად – სინათლის მომთვინიერებელი – ჯადოსანი, რომელიც ოდესღაც ბაბუას ერთ სასწაულს დაჰპირდა… მაგრამ ნუთუ შეიძლება მართლა არსებობდეს ცირკი, რომელიც უხსოვარი დროიდან დღემდე უცვლელი სახით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ გამონაგონია? ეს საოცარი წიგნი მიკასთან ერთად გამოგზაურებს ჯადოსნურ სამყაროში და დაგარწმუნებს, რომ სასწაულის მოხდენა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ბავშვსაც შეუძლია.
12.9
ცის საფარქვეშ
ავტორი: პოლ ბოულზი მთარგმნელი: მიხეილ ციხელაშვილი   რადგანაც არ ვიცით, როდის მოვკვდებით, ცხოვრებას, როგორც უძირო ჭას, ისე ვუყურებთ. არადა ყველაფერი განსაზღვრული ოდენობით ხდება, და ძალიან მცირე ოდენობით, მართლა. კიდევ რამდენჯერ გაგახსენდება ის შუადღე ბავშვობიდან, რომელიც შენს არსებობაში ისე ღრმად ჩაბუდებულა, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმოგიდგენია? ოთხჯერ? ხუთჯერ? თუ მაგდენჯერაც არა? კიდევ რამდენჯერ შეძლებ უყურო სავსე მთვარის ამოსვლას? ალბათ ოცჯერ? და მაინც რა უსასრულოდ გვეჩვენება!"  „ცის საფარქვეშ“ ამერიკული ბიტ-თაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერლის, პოლ ბოულზის პირველი რომანია. ეს არის ტექსტი გაუცხოებაზე, როდესაც ახალი ეგზისტენციალური რეალობა ისე ამძიმებს და ანადგურებს ადამიანს, რომ ის უუცხოვდება არა მხოლოდ გარემოს, არამედ თავის შინაგან სამყაროს, საყვარელ ადამიანებსა და სხეულსაც კი. სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰარაში ვითარდება. სამი ახალგაზრდა ამერიკელის მოგზაურობა, რომელიც შთაგონებითა და ახალი კულტურის შეცნობით უნდა იყოს სავსე, უცნაურ გეზს იღებს – საჰარა მოგზაურებს მტრულად დაუხვდება და ისეთ თავგადასავალში ხვევს, რომლებთან გასამკლავებლადაც პერსონაჟებს უჭირთ საჭირო ძალის გამონახვა.  მიუხედავად იმ ბევრი სირთულისა რაც ბოულზსა და მის რომანს ხვდა წილად, „ცის საფარქვეშ" მაინც შემორჩა ლიტერატურის ისტორიას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტი. TIME Magazine-მა ის ბოლო ასწლეულში დაწერილ ას საუკეთესო რომანის სიაში შეიყვანა.  მრავალწლიანი უარის შემდეგ, ბოულზი საბოლოოდ დათანხმდა რომანის კინო-ადაპტაციას, და ფილმის გადაღების უფლება ბერნარდო ბერტოლუჩის მისცა. ფილმისთვის მელოდიები რიუიჩი საკამოტომ დაწერა, რომელმაც წლების შემდეგაც გააგრძელა ბოულზის ამ რომანის გავლენით მუსიკის შექმნა
34.95
ცის ფესვები
ავტორი: რომენ გარი მთარგმნელი: მანანა მაჭავარიანი ეს პირველი ,,ეკოლოგიური“ რომანია, პირველი მოწოდება ჩვენი საფრთხის ქვეშ მყოფი ბიოსფეროს გადასარჩენად... ბუნების დაცვას თუ უფრო ზოგად, უნივერსალურ ასპექტში განვიხილავთ, მას რა თქმა უნდა, არ აქვს სპეციფიკურად გამოკვეთილი აფრიკული ხასიათი: ძალიან დიდი ხანია ამ საკითხზე გავყვირით, ისე ვღრიალებთ, თითქოს ცოცხლად გვატყავებდნენ. გეგონება, ადამიანის უფლებებიც ძველი გეოლოგიური ერის გადმონაშთი იყოს, რომელიც გვავიწროვებს, ადგილს გვართმევს.
16.7
ცისფერი ირემი
ავტორი: არჩილ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა განუზრახავს. ცისფერი ირემი ხომ ტყის მარადიული სულია – ის თუ მოკვდა, ტყეც მოკვდება! მეგობრებს ამ კეთილ საქმეში ტყის ბინადარნი – მწიგნობარი წერო შიო, კაჭკაჭი ჭიბო, ჩხიკვი ჟოჟო, მაჩვი მუჩო, ბაჯბაჯა დათვი და გაქუცული მგელიც ეხმარებიან და ისინი ერთად შეძლებენ ჩახმახ ფილთაზარის დამარცხებას. პიპასა და ოლილეს კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ, სანამ ბოლოს  საოცნებო პაპუჭინების ქვეყანაში არ მოხვდებიან, სადაც ყველა ძაღლი თავის კეთილ და მოსიყვარულე პატრონთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
12.9
ცისფერყანწელები
სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში თავმოყრილია მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის გამორჩეულ შემოქმედთა, ცისფერყანწელთა პოეზია, პოეტური პროზა, ესეები.
17.95
ცნობიერება და ცივილიზაცია
ავტორი: მერაბ მამარდაშვილი
30
ცნობიერების მზე
ავტორი: ოშო მთარგმნელი : გია ბერაძე წიგნი ეძღვნება იოგას, იოგსა და იოგა-სუტრებზე საუბარს, რაც შედგება ექვსი საუბრისგან, რომელშიც მიმოიხილება 9 იოგა-სუტრა. ავტორის თქმით, იოგა – ეს არის ცხოველის ადამიანად გარდაქმნის ხელოვნება, ხოლო იოგი – არის ის, ვინც იცის, რომ სიამოვნება და ტკივილი ერთი მომენტის ორი მხარეა. იოგა-სუტრების მიხედვით, შესაძლებელია სხვადასხვა წიაღსვლების მიღწევა და თითოეული სუტრა ღაღადებს შემდეგს: I – ცხოვრება არის ენერგია; II – არსებობს ენერგიის ორი განზომილება – არსებობა და არარსებობა; III – არსებობას ორი ფორმა აქვს – ცნობიერი და არაცნობიერი; IV – სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული და ფარდობითია; V – რაც მიკროშია, ისაა მაკროში; VI – გამცემი და მიმღები, მათხოვარი და იმპერატორი ერთდროულად არიან ყველაფერში; VII – გონება არის ცნობიერის სახელწოდება და აღნიშნავს ცნობიერებას, რომელიც გაცნობიერებულობის შუქით არის სავსე; VIII – თვითგაცნობიერება და თვითობისგან განთავისუფლება; IX – ვინც სიკვდილს არ აღიარებს სიცოცხლეც აღკვეთილი ექნება, ხოლო ის ვინც სიკვდილს იღებს უზენაეს სიცოცხლეს შეიძენს.
21
ცნობილი ხუთეული 15 – ხუთეული საიდუმლო ბილიკზე
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა   ამჯერად ყველაფერი დაიწყო ასე: ტიმს მუყაოს საყელოს გამო ყველამ დასცინა. ჯორჯმა კი ვერ მოითმინა და საყვარელ მეგობართან ერთად უკაცრიელი მინდვრებისკენ გასწია. ბანაკს ენიც შეუერთდა. მაგრამ ჯორჯი სასოწარკვეთამ შეიპყრო – არდადეგებს ჯულიენისა და დიკის გარეშე შეიძლებოდა ჩაევლო. გოგონები მარტო შეუდგნენ გარემოს დაზვერვას – ასე აღმოაჩინეს საიდუმლოებით მოცული კოტეჯი და ძველ რომაელთა ბანაკი. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რამხელა სუპერძალა აქვს ხუთეულს, თავდავიწყებით გაეხვიოს მორიგი თავგადასავლის ქარცეცხლში.
8.9
ცნობილი ხუთეული : ხუთეული და იდუმალი ტბა (წიგნი 10)
წიგნი 10 ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა  სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ცნობილი ხუთეული : ხუთეული და პატარა მაწანწალა (წიგნი 9)
9 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ცნობილი ხუთეული : ხუთეული ხათაბალაში ეხვევა (წიგნი 8)
8 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ცნობილი ხუთეული – საგანძური
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა საგანძური ცნობილი ხუთეულის ხიფათითა და საიდუმლოებით სავსე ამბებს აერთიანებს. მეგობრები ხან საშიში დამნაშავეების პირისპირ აღმოჩნდებიან, ხან ცირკის ქარავანთან ერთად მოგზაურობენ, ხან აუცილებელ რამერუმეს ალაგებენ, რუკებზე სასურველ მარშრუტებს ინიშნავენ და ველოტურს გეგმავენ, ან საზაფხულო არდადეგებზე კარავში ცხოვრებით ტკბებიან და ახალ მეგობრებსაც იძენენ. მოკლედ, მათ საინტერესო თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს. კრებული საუკეთესო საჩუქარია სერიის მოყვარულთათვის და მათთვისაც, ვინც პირველად ეცნობა ცნობილ ხუთეულს.
29.9
სიახლე
ცნობილი ხუთეული: ბოშათა ბანაკის საიდუმლო #13
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა – სქელ ნისლში შეაბიჯეს და იქიდან აღარასდროს გამოსულან! შინაც აღარ დაბრუნებულან. არც აღარავის უნახავს, უბრალოდ გაქრნენ… – თქვა მოხუცმა ბენმა, ჩიბუხი გააბოლა და ჩაფიქრდა. არა, რა დროს საჯინიბოში მშვიდად დასვენება, ცხენებით ჯირითი და გართობაა, როცა ირგვლივ თურმე ათასი უცნაურობა ხდება? თავგადასავლებს მონატრებულმა ენიმ, ჯულიენმა, ჯორჯმა და დიკმა გადაწყვიტეს, ტიმთან ერთად იდუმალი ჭანჭრობი აუცილებლად დალაშქრონ და გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში დიდი ხნის წინათ. ვინ იცის, იქნებ ზღვიდან მოსული ჯადოსნური ნისლი რამე ახალსაც მალავს?! თუ ასეა, სწორედ შესანიშნავმა ხუთეულმა უნდა ახადოს ყველა საიდუმლოს ფარდა.
8.9
ცნობილი ხუთეული: ვერცხლისფერი ავტომობილის კვალდაკვალ #14
მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა ერთ ღამეს კირინის კოტეჯს იდუმალი მამაკაცი ესტუმრა – ჯერ გზაზე ველოსიპედით გამოჩნდა, მერე ძია კვენტინის კაბინეტში ფანჯრიდან გადაძვრა, დილით კი გაქრა. უცნაური ამბები იმით გაგრძელდა, რომ ენისა და ჯორჯის საძინებელში ბიცოლა ფანიმ საწოლი დაამატა; და იმით დაგვირგვინდა, რომ ცნობილი ხუთეული მოულოდნელად შვიდეულად გადაიქცა. ეს კიდევ არაფერი — სულ მალე ბოროტმოქმედი გრინგოს და მისი დამქაშების წყალობით უდარდელი არდადეგები კინაღამ საბედისწერო არდადეგებმა შეცვალა. მაგრამ ჯორჯი, ტიმი, ენი, ჯულიენი და დიკი საფრთხეს არ უშინდებიან და მათი მოხერხებულობა, გამჭრიახობა და სიმამაცე საშიშ დამნაშავეებსაც ამარცხებს…
8.9
ცნობილი ხუთეული: ისევ კირინის კუნძულზე (წიგნი 6)
6 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნიკა სამუშია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ცნობილი ხუთეული: მოჩვენება მატარებლის საიდუმლო (წიგნი 7)
6 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: გია ბერაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ცნობილი ხუთეული: მოხეტიალე ცირკის კვალდაკვალ (წიგნი 5)
5 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: გია ბერაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ცნობილი ხუთეული: ხუთეული განძის კუნძულზე (წიგნი 1)
1 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნლი: ანი კოპალიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ცნობილი ხუთეული: ხუთეული გვირაბების ლაბირინთში (წიგნი 4)
4 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნიკა სამუშია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9