santaesperanza
ხაზართა ზღვის ნაპირებზე
მთარგმნელი: ქეთევან ყანჩაშვილი   იასმინა მიხაილოვიჩი – მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი, სამოგზაურო პროზის რამდენიმე წიგნის, ნარკვევებისა და რომანის ავტორია. გამოქვეყნებული აქვს მილორად პავიჩის პროზის კვლევა სხეულისა და სულის არაკი (1992); ორი ამბავი კოტორზე (მ. პავიჩის თანაავტორობით, 1998); კერძო კოლექცია (2000, ოთხჯერ გამოიცა); ერთი სიყვარულის ორი ამბავი (მ. პავიჩის თანაავტორობით, 2004); მოგზაურის ალბომი (2006); და რომანი პარიზული კოცნა (2007).   მკითხველს უჩვეულო ავტობიოგრაფია ელის. ეგზოტიკურ აზერბაიჯანში მოგზაურობისა და კერძო-საჯარო მოგონებების აღწერის ფონზე ავტორი გვიამბობს ორი სერბი მწერლის სიყვარულზე, რომლებიც სიკვდილმაც კი ვერ დააშორა.   იასმინა მიხაილოვიჩის ხაზართა ზღვის ნაპირებზე – დახვეწილი და მელანქოლიური რომანი მკითხველს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შთაბეჭდილებებს უზიარებს, განმარტავს, რატომ ეწოდება კასპიის ზღვას „ხაზართა ზღვა“ და მოუთხრობს ორი კონტინენტის გასაყარზე მომხდარ გასაოცარ ამბებს.   ოთხი პროზაული ნაწილი, რომლებისგანაც ეს წიგნი შედგება, ავტორმა სწორედ იმ ორიგინალური და უჩვეულო ლიტერატურული ხერხების დაცვით განალაგა, რომლებსაც მილორად პავიჩი ასე ხშირად მიმართავდა თავის ნაწარმოებებში, თავისი და პავიჩის ორი განცალკევებული წიგნი ოსტატურად ჩააქსოვა ერთმანეთში და ერთ ჰარმონიულ კოლაჟად აქცია, ამიტომ მთელი წიგნი ერთი მთლიანი ორგანიზმივით, ერთი ამოსუნთქვით იკითხება
14
ხაზარულა და სხვა მოთხრობები (9-10)
ავტორი: ნოდარ დუმბაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
8.9
ხან მიწისა და ხან ცისა
33.3
ხანძარი სახლში
ავტორი: კამილა შამზი სერია: წლის ბესტსელერი "ისმა თავისუფალია. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოვლას თავისი სურვილებისა და ოცნების მრავალი წელი შეალია. ახლა ორივე ზრდასრულია და ისმას შეუძლია სწავლა გააგრძელოს ამერიკაში... მაგრამ მაინც არ ასვენებს ფიქრი ანიკაზე, თავის ლამაზსა და ჯიუტ დაზე, და პარვიზზე, ჯიჰადი მამის საქმის გაგრძელებაზე მეოცნებე ძმაზე, ერთ დღესაც რომ გაუჩინარდა. მერე დების ცხოვრებაში გამოჩნდება ეიმონი _ გავლენიანი მინისტრის ვაჟი, რომელიც მამის თანამდებობასა და მის ავტორიტეტს ქვეყანაში, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს.... უწევდა... ანიკასთან შეხვედრამდე. მამის მინისტრობა მისთვის საყვარელ ქალთან ბედნიერების შანსი გახდა. დიდ ბრიტანეთში ორი ოჯახის ბედი დამანგრევლად იკვეთება და იბადება კითხვა: სიყვარულისთვის რამხელა მსხვერპლის გაღება შეგვიძლია?!"
14.95
ხაფანგი-22 (1)
ავტორი:ჯოზეფ ჰელერი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: ომებსა და ადამიანებზე   ჯოზეფ ჰელერის ამ რომანს თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის უკვდავ ნაწარმოებს უწოდებენ. "ხაფანგი-22" ანტიმილიტარისტული ნაწარმოებია და მეორე მსოფლიო ომში ერთი ამერიკული საავიაციო ნაწილის აბსურდით სავსე სინამდვილეს აღწერს - აქ ყველაფერი მოჩვენებითია: საბრძოლო დავალებების შესრულება, პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობა, თვით ცოცხალი, საღ-სალამათი ადამიანის არსებობაც კი ეჭვქვეშ დგება. ჰელერი უდავოდ გროტესკის ოსტატია, ხოლო ზოგიერთი ეპიზოდი - მსოფლიო იუმორისტიკის შედევრი. როგორც კრიტიკოსები წერდნენ, "ხაფანგი-22" სამხედრო ბიუროკრატიის საბრალდებო ოქმად იქცა. ამიტომაც არის ის დღემდე სამხედროების ერთ-ერთი საყვარელი წიგნი.
16
ხაფანგი-22 (2)
ავტორი: ჯოზეფ ჰელერი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: ომებსა და ადამიანებზე ჯოზეფ ჰელერის ამ რომანს თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის უკვდავ ნაწარმოებს უწოდებენ. "ხაფანგი-22" ანტიმილიტარისტული ნაწარმოებია და მეორე მსოფლიო ომში ერთი ამერიკული საავიაციო ნაწილის აბსურდით სავსე სინამდვილეს აღწერს - აქ ყველაფერი მოჩვენებითია: საბრძოლო დავალებების შესრულება, პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობა, თვით ცოცხალი, საღ-სალამათი ადამიანის არსებობაც კი ეჭვქვეშ დგება. ჰელერი უდავოდ გროტესკის ოსტატია, ხოლო ზოგიერთი ეპიზოდი - მსოფლიო იუმორისტიკის შედევრი. როგორც კრიტიკოსები წერდნენ, "ხაფანგი-22" სამხედრო ბიუროკრატიის საბრალდებო ოქმად იქცა. ამიტომაც არის ის დღემდე სამხედროების ერთ-ერთი საყვარელი წიგნი.
16
ხაშურის სევდა/ არის ასეთი ქალაქი ჭიათურა
ავტორი: დავით ტურაშვილი გამომცმელობა: ინტელექტი ყდა: რბილი  
9.95
ხაჭაპური
საქართველოში ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები უძველესი დროიდან ხარობს. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ჩვენში ცხობის კულტურის მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიციები, რომელიც ქვეყნის ყველა კუთხეში ოდითგანვე განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენდა. ქართულ ღვეზლებში ყველაზე პოპულარული ხაჭაპურია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხაჭაპურსა და ყველით დამზადებულ სხვა ცომეულს ყველთან ერთად კარტოფილი, ისპანახი, მოხარშული კვერცხი და სხვა ინგრედიენტები.
22.95
სიახლე
ხეების იდუმალი ცხოვრება
ავტორი: პიტერ ვოლლებენი   ამ მსოფლიო ბესტსელერში გერმანელი მეტყევე და მკვლევარი, პიტერ ვოლებენი გვიზიარებს თავის ღრმა ცოდნასა და სიყვარულს ტყის მიმართ და გვიხსნის სიცოცხლის, სიკვდილისა და განახლების გასაოცარ, ჩვენთვის აქამდე უცნობ პროცესს. ხეების მეგობრობის, ცხოვრების წესის, მათი თანაცხოვრებების შესახებ შეძენილი ცოდნა მკითხველს სულ სხვა თვალით დაანახებს ტყეს და ძირფესვიანად შეუცვლის ამ იდუმალი სამყაროს აღქმას.   პეტერ ვოლებენი დაიბადა 1964 წელს, ბონში, გერმანიაში. სატყეო მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მან ოც წელზე მეტხანს იმუშავა ტყის მართვის უწყებებში. დღეს კი გერმანიაში მისსავე დაარსებულ ტყის აკადემიას უძღვება და გამოსცემს ჟურნალს სახელწოდებით "ვოლებენის სამყარო" (Wohllebens Welt). ბუნებისა და გარემოს დაცვის ორგანიზაციების მრავალი ჯილდოს მფლობელი ვოლებენი ხშირად მონაწილეობს ტელეგადაცემებში და სისტემატურად კითხულობს ლექციებს ბუნების დაცვის საკითხებზე.   ეს წიგნი 2015 წელს გამოვიდა, მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე და ბევრ ქვეყანაში გახდა ბესტსელერი. წიგნის პოპულარობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი 2020 წელს ნეტფლიქსის მიერ გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა.
15
სიახლე
ხევისბერი გოჩა
ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი არ მეგულება სხვა ქართველი მწერალი, რომელიც ასეთი ემოციითა და გატაცებით, სუნთქვის შეკვრითა და მღელ- ვარებით გაკითხებს ამბავს, მჩქეფარე ადამიანების მჩქეფა- რე ამბავს. არ მეგულება სხვა ტექსტი, სადაც ასე იგრძნობა სისხლის მღელვარება, აჩქარებული პულსი, სასოწარკვეთა, ცრემლები, ტემპი, ცვლილება, დარდი, მრისხანება და, რაც ყველაზე მთავარია, ბედისწერა. ყაზბეგთან ბედი ზუსტად ისე- თი მბრძანებელი, ბრმა და სასტიკია, როგორიც ძველ ბერ- ძნულ დრამაში. წამი წყვეტს ყველაფერს, შემთხვევითი წამი, ადამიანი თითქოს ძაფებს გამობმული სათამაშოა, რომელ- საც ალალბედზე ათამაშებენ მოირები.
22
ხევისბერი გოჩა, მოთხრობები
ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი
25
ხევსურული მოთხრობები
ავტორი: გოგი ოჩიაური გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ხელვონება 5 კლასი მოსწავლის წიგნი
კუნჭულია , მეხაშიშვილი ,მიქაბეიძე
13.2
ხელი გამიშვი დედა
როგორ აღვზარდო შვილი? ამ შეკითხვით ბევრი მომმართავს, რადგან მოზარდებთანაც ვმუშაობ. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთნაირია: არ ვიცი, მეც იმის გაგებას ვცილობ, როგორ აღვზარდო შვილი. ვუშვებ შეცდომებს, ვცდილობ მათს გამოსწორებას, ნაწილი აღარც გამოსწორდება ალბათ, მაგრამ ერთი, რისაც განუხრელად მჯერა და მწამს, არის ის, რომ საკუთარი თავიც აღსაზრდელი მყავს. რისი გამოსწორებაც შვილებში გვსურს, ეს ჩვენშივეა შესაცვლელი. ჩვენთვის უსაყვარლეს ადამიანებში, ვისაც ყველაზე უკეთ ვცნობთ, ვხედავთ საკუთარ რეალურ პრობლემებს და ამას არ ვაღიარებთ.
30
ხელმოცარულთა ბუნაგი
ავტორი: მიკ ჰერონი სერია: top თრილერი "სლაუ-ჰაუსი _ ადგილი, სადაც ხელმოცარულ აგენტებს გზავნიან. ამის გამო შეარქვეს მათ ”ჯაგლაგები“. თითოეულმა მათგანმა ისე შეირცხვინა თავი, რომ აქ მოხვდა _ ან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩააგდო და აღარ ენდობიან; ან რომელიმე ამბიციურ კოლეგას შეუშალეს ხელი თავიანთი არსებობით; შესაძლოა მეტისმეტად ”მეგობრობენ“ სასმელთან _ ამ პროფესიის ხალხში ეს ჩვეულებ- რივი ამბავია. რივერ კარტრაიტიც ერთ-ერთი ”ჯაგლაგთაგანია“ _ ოპერაცია რომ ჩააფლავა და ახლა სლაუ-ჰაუსში მობილურ ტელეფონებზე საუბრებს შიფრავს. როცა ახალგაზრდა პაკისტანელს მოიტაცებენ და გამტაცებლები ინტერნეტის პირდაპირ ეთერში მისი თავის მოჭრით იმუქრებიან, რივერს ცოდვის გამოსყიდვის საშუალება ეძლევა. მაგრამ ვინ არის მსხვერპლი? რა კავშირი აქვთ გამტა- ცებლებს შერისხულ ჟურნალისტთან? სანამ წამმზომი ჩართულია, რივერი აღმოაჩენს, რომ თითოეულ მათგანს თავისი გეგმა ჰქონია."
15.95
ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას
ავტორი: ჯეიმზ ჯოისი მთარგმნელი: გია ბერაძე   „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანია, რომელიც 1916 წელს გამოქვეყნდა. ავტობიოგრაფიული რომანის მთავარი გმირი იბრძვის იმ რუტინული საზოგადოებრივი ატმოსფეროს წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს დაიმსგავსოს, თავის თარგზე გამოჭრას იგი. წარსულზე შეყვარებული მამის დარიგებები უაზრო, გაბმულ გუგუნად ჩაესმის და უკვე ამ ასაკში იცის, რომ მამის გზა არ არის მისი. ამაოდ ჩაივლის იეზუიტი აღმზრდელების მრავალწლიანი ღვწა და დედის რჩევები. სტივენი უარყოფს სასულიერო კარიერასაც. მეგობრებს არ მოსწონთ, რომ სტივენი მათგან განსხვავებულია და მის „მოქცევას“ ცდილობენ. „გახდი ერთ-ერთი ჩვენგანი“, მიმართავს სტივენს მისი სტუდენტობის მეგობარი დავინი. სტივენს ფიზიკური ძალადობისა და დამცირების გადატანის ფასად უწევს საკუთარი აზრისა და გემოვნების დაცვა თანაკლასელი ჰერონისა და მისი ორი კომპანიონისაგან, რომლებიც ცდილობენ ათქმევინონ, რომ ბაირონი არ არის საუკეთესო პოეტი. უფრო მოგვიანებით ის უარს ამბობს შეუერთდეს ეროვნული აღორძინების მოძრაობას, რომელმაც იმ დროს მთელი ირლანდია მოიცვა. „თქვენ გაქვთ უფლება თქვენი გზით იაროთ. მეც მომეცით ნება, ჩემი გზით ვიარო“, ეუბნება სტივენი მათ. „საკუთარი გზით სიარული“ მისთვის ირლანდიის მიტოვება აღმოჩნდა, ისევე როგორც თავად ჯოისისათვის.
15.95
ხელოვნება 1 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი: ნ. იოსელიანი, ს. ქებურია, მ. იოსელიანი   სახელმძღვანელოში მთავარი აქცენტი გაკეთდა ხელოვნების ნაწარმოების აღქმის უნარის ჩამოყალიბებაზე. პატარები სწავლობენ ჯერ მთლიანობაში აღქმას და შემდეგ დეტალების აღმოჩენას. მოსწავლის წიგნში შერჩეული ილუსტრაციები ზუსტად პასუხობს გაკვეთილში განსახილველ თემას. მაგ. თუ გაკვეთილში საუბარია ძირითად ფერებზე, ავტორების სურათებშიც მკაფიოდ ამოიცნობა ეს სამი ფერი; იქ, სადაც ფორმაზე იქნება საუბარი, მოსწავლეები ადვილად ამოიცნობენ ილუსტრაციებში ამა თუ იმ  ფორმას. მასწავლებლისთვის ყველა გაკვეთილში მითითებულია, თუ  რაზე უნდა გამახვილდეს მოსწავლის ყურადღება კონკრეტული ილუსტრაციების დათვალიერებისას და რა შეკითხვებით უნდა მიიყვანოს ბავშები ამ აღმოჩენამდე. ყველა გაკვეთილს ახლავს სხვადასხვა სირთულის აქტივობა. მათი სიმრავლე საშუალებას მოგცემთ, მოარგოთ ისინი ხელმისაწვდომ მასალასა და, მოსწავლეთა უნარებს; ასევე, შეიძლება, ერთსა და იმავე გაკვეთილზე მოსწავლეებს, მათი უნარების ან თუნდაც სურვილის გათვალისწინებით, შესთავაზოთ სხვადასხვა სირთულის აქტივობა.
8
ხელოვნება 2 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი: ნ. იოსელიანი, ს. ქებურია, მ. იოსელიანი სახელმძღვანელოში მთავარი აქცენტი გაკეთდა ხელოვნების ნაწარმოების აღქმის უნარის ჩამოყალიბებაზე. პატარები სწავლობენ ჯერ მთლიანობაში აღქმას და შემდეგ დეტალების აღმოჩენას. მოსწავლის წიგნში შერჩეული ილუსტრაციები ზუსტად პასუხობს გაკვეთილში განსახილველ თემას. მაგ. თუ გაკვეთილში საუბარია ძირითად ფერებზე, ავტორების სურათებშიც მკაფიოდ ამოიცნობა ეს სამი ფერი; იქ, სადაც ფორმაზე იქნება საუბარი, მოსწავლეები ადვილად ამოიცნობენ ილუსტრაციებში ამა თუ იმ  ფორმას. მასწავლებლისთვის ყველა გაკვეთილში მითითებულია, თუ  რაზე უნდა გამახვილდეს მოსწავლის ყურადღება კონკრეტული ილუსტრაციების დათვალიერებისას და რა შეკითხვებით უნდა მიიყვანოს ბავშები ამ აღმოჩენამდე. ყველა გაკვეთილს ახლავს სხვადასხვა სირთულის აქტივობა. მათი სიმრავლე საშუალებას მოგცემთ, მოარგოთ ისინი ხელმისაწვდომ მასალასა და, მოსწავლეთა უნარებს; ასევე, შეიძლება, ერთსა და იმავე გაკვეთილზე მოსწავლეებს, მათი უნარების ან თუნდაც სურვილის გათვალისწინებით, შესთავაზოთ სხვადასხვა სირთულის აქტივობა
8
ხელოვნება 3 კლასი მოსწავლის წიგნი
ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე გამომცმელობა კლიო კომპლექტი  
10
ხელოვნება 3 კლასი მოსწავლის წიგნი
ნანა იოსელიანი, სოფიო ქებურია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12
ხელოვნება 4 კლასი 1 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე გამომცემლობა კლიო  
11
ხელოვნება 4 კლასი 2 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე გამოცემლობა კლიო
11
ხელოვნება 4 კლასი მოსწავლის წიგნი
ნანა იოსელიანი, სოფიო ქებურია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12
ხელოვნება 4 კლასი მოსწავლის წიგნი
კუნჭულია , მეხაშიშვილი ,მიქაბეიძე დიოგენეს გამომცემლობა
12