santaesperanza
სხეულის ენა
მთარგმნელი: გიორგი დოლიძე   ალან პიზი და ბარბარა პიზი სხეულის ენის და ადამიანთა კომუნიკაციის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან. მათი წიგნები მსოფლიოში 53 ენაზეა თარგმნილი და 25 მილიონზე მეტი ტირაჟითაა გაყიდული. ადამიანთა შორის კომუნიკაციის მხოლოდ 7-10 პროცენტი ხორციელდება მეტყველების საშუალებით. დანარჩენს სხეულის ენა იღებს თავის თავზე. სხეულის ენა სრული ვერსია გახლავთ საბაზისო ლექსიკონი, რომელიც გაგიკვლევთ გზას ადამიანთა განწყობების, ემოციების და ქცევების წასაკითხად. ეს წიგნი ცხოვრების ყველა ასპექტში დაგეხმარებათ - სახლში, პაემანზე თუ სამსახურში. - როგორ მოვახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება სხვებზე - როგორ მივხვდეთ, თუ ვინმე იტყუება - როგორ მოვიქცეთ და არ მოვიქცეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან - როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ მხარდაჭერას პარტნიორებისგან და თანამშრომლებისგან - როგორ წარვმართოთ მოლაპარაკებები - როგორ წარვდგეთ დიდი აუდიტორიის წინაშე - რა განასხვავებს სხვადასხვა კულტურების სხეულის ენას - როგორ ლაპარაკობენ ხელები, თვალები, ტუჩები, ფეხები - ღიმილის ძალა - პიროვნული სივრცე - სასიყვარულო სიგნალები
20
ტიმეოსი
ავტორი : პლატონი   „ტიმეოსი“ გენიალური ბერძენი მოაზროვნის პლატონის (427-347 ქრისტემდე) შემოქმედების გვიანდელი პერიოდის შედევრია, რომელშიაც ზღვრული ლაკონიურობითაა გადმოცემული ავტორის ნატურფილოსოფიური შეხედულებანი, ხოლო ამ შეხედულებებს პლატონისავე მეტაფიზიკა უდევს საფუძვლად. ანტიკური ეპოქის ამ „ყველაზე ბნელსა და ბუნდოვან წიგნში“, რომლის იდუმალებით მოცულ სიღრმეშიც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს უნატიფესი მისტიკა და მკაცრი რაციონალიზმი, მთელი სისრულით ვლინდება არა მარტო ავტორის უმდიდრესი სულიერი გამოცდილება, არამედ წარსულისა თუ მისი თანამედროვე ზუსტი თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ისევე როგორც პლასტიკური და მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა დარგის თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომლებზე დაყრდნობითაც პლატონი აყალიბებს თავისი სირთულით, სითამამითა და ორიგინალობით ჭეშმარიტად განსაცვიფრებელ მეცნიერულ კონცეფციას, ათასწლეულებით წინ რომ უსწრებს თავის ეპოქას და ახალი ევროპული მეცნიერების შორეულ წინამორბედად გვევლინება. ამ თვალსაზრისით, „ტიმეოსს“ სამართლიანად უწოდებენ არა მარტო „პლატონიზმის ენციკლოპედიას“, არამედ მთელი ეპოქისა და მთელი ცივილიზაციის მეცნიერულ შედეგთა ჯამსაც.
15
უსაზღვროება
ავტორი:ჯიმ კვიკი თარგმანი: ლიკა გურაბანიძე   რა იქნება, თუ შევძლებთ მოვემზადოთ უფრო სწრაფად სწავლისთვის? რა მოხდება, თუ შევძლებთ მეხსიერების გაუმჯობესებას?ჯიმ კვიკმა, მსოფლიოში №1 ტრენერმა ნეიროდისციპლინაში, დაწერა წიგნი ,,უსაზღვროება”ტვინის განვითარების, მეხსიერების გაუმჯობესების და დაჩქარებული სწავლისთვის. ეს წიგნი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას მიაღწიონ მეტ პროდუქტიულობას, მეტ ტრანსფორმაციას, მეტ პერსონალურ და ბიზნეს მიღწევებს - აზროვნების, მოტივაციისა და მეთოდების შეცვლით.
45
უფრო ახლოს სხეულთან
„უფრო ახლოს სხეულთან“, იგივე „ტონოპლასტიკა“ არის წიგნი, რომელიც სხვადასხვა ფსიქოფიზიკური სავარჯიშოებით გვეხმარება იმ დაძაბულობებისგან გათავისუფლებაში, რომელიც ჩვენს სხეულში სტრესის და სხვადასხვა უსიამოვნო განცდების შედეგად არის დარჩენილი. რას გვაძლევს ტონოპლასტიკა ტონოპლასტიკა გვეხმარება დაღლილობის მოხსნასა და არიდებაში, შრომისუნარიანობის ამაღლებაში, მახსოვრობის გაუმჯობესებაში ტონოპლასტიკა გვეხმარება სხვებთან ურთიერთობისას თავი ვიგრძნოთ თავისუფლად, თავდაჯერებულად და მსუბუქად, ყველაზე საპასუხისმგებლო სიტუაციებში ვიყოთ გულისყურით და მშვიდად, გავთავისუფლდეთ შიშებისა და მოუსვენრობისგან
32.5
ფსიქოანალიზი და რელიგია
ავტორი: ერიხ ფრომი   წინამდებარე გამოცემაში შესულია მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ორი ნაწარმოები: "ფსიქოლანალიზი და რელიგია" და "დოგმატი ქრისტეზე". პირველ ნაწარმოებში ავტორი განიხილავს ისეთ რთულ საკითხს, როგორიცაა ათეიზმი და რელიგია. ზოგადი იდეა სულაც არ მდგომარეობს ერთი მათგანის დამდაბლებასა და მეორის ამაღლებაში. "დოგმატი ქრისტეზე" საინტერესოა იმით, რომ ფრომი ცდილობს მიუახლოვდეს ადამიანის საიდუმლოს, უპასუხოს კითხვაზე, თუ ბოლოს და ბოლოს ვინ არის ადამიანი.
10.5
ფსიქოანალიზის შესავალი
ავტორი : ზიგმუნდ ფროიდი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი   ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) – ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. ფროიდმა უდიდესი გავლენა იქონია სხვადასხვა დარგებზე, რომელთა შორისაა ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება. „ფსიქოანალიზის შესავალი“ წარმოადგენს ზიგმუნდ ფროიდის ოცდაათწლიანი თავგანწირული და გულმოდგინე კვლევა-ძიების ერთგვარ შეჯამებას. მასში გადმოცემულია ოცდარვა ლექცია, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის მკითხველისათვის. ის ხიბლი, რომელიც, როგორც ამბობენ, ფროიდის ლექციების სტილს ახასიათებდა, ნაბეჭდ ტექსტსაც მსჭვალავს და იმდროინდელ მსმენელთან გამართული დიალოგი დღესაც ცოცხლად იკითხება. ავტორი წიგნში გულწრფელად წარმოაჩენს ფსიქოანალიზის განსაცვიფრებელ სირთულეებსა და შეზღუდვებს და ისე აღწერს მის ძირითად მეთოდებსა და შედეგებს, როგორც მხოლოდ აზროვნების ახალი სკოლის ფუძემდებელსა და ოსტატს ძალუძს. საკითხთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოცდარვავე ლექცია მიმართულია ადამიანის ჯანსაღი გონების ცნებასა და არანორმალურ ფსიქიკას შორის არსებულ კონტრასტებზე. ფროიდს არასოდეს შეუქმნია რეალური სახელმძღვანელო, მაგრამ „ფსიქოანალიზის შესავალი“ შეიძლება ასეთ ტექსტად იქნეს მიჩნეული. მის მიერ აღმოჩენილი ფსიქიკური პროცესების ძირითადი კანონები, განსაკუთრებით, არაცნობიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი მრავალი შედარების, ამბისა და სამედიცინო ისტორიიდან ამონარიდის გამოყენებით, ფსიქოანალიტიკური კვლევის სამ კლასიკურ მიმართულებაზე დაყრდნობით, ესენია – შეცდომები, სიზმრები და ნევროზული სიმპტომები.  
42
ფსიქოლოგია
ავტორი: ჯილიან ბატლერი; ფრედა მაკმანუსი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი სერია: ძალიან მოკლე შესავალი კაცობრიობას, დიდი ხანია, აინტერესებს, რა არის ადამიანის გონება, როგორ ფუნქციონირებს ის. „ძალიან მოკლე შესავალში“ ჯილიან ბატლერი და ფრედა მაკმანუსი მიმოიხილავენ ფსიქოლოგიის მთავარ მიმართულებებს; აკვირდებიან დასწავლას, მეხსიერებას, ყურადღებასა თუ ადამიანის ფსიქოლოგიურსა და სოციალურ განვითარებას. იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, თუ როგორ მუშაობს ტვინი, ამ წიგნის ავტორები მიმოიხილავენ უახლეს მნიშვნელოვან მიღწევებს და განვითარების საფეხურებს ნეირომეცნიერებაში, ევოლუციურსა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში...
10.9
ფსიქოლოგია და ალქიმია
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი სერია : NONFICTION   „ფსიქოლოგია და ალქიმია“, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლგუსტავ იუნგის (1875-1961) ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი, 1944 წელს გამოიცა. წიგნში იუნგი იკვლევს ინდივიდუალური სიზმრების სიმბოლიკას და მისმიმართებას ალქიმიასთან, ისევე, როგორც რელიგიური იდეებისა და ალქიმიის ურთიერთკავშირს. ფუნდამენტური თეზისი, რომლის განვითარებასაც იუნგი ფსიქოლოგიისა და ალქიმიის კავშირის შესახებ ცდილობს, იმაში მდგომარეობს, რომ ალქიმია ეყრდნობა კოლექტიური არაცნობიერის სიმბოლოებსა და ხატებს. მეცნიერებამდელიადამიანისთვის არ არსებობდა მკაფიო ზღვარი სუბიექტსა და ობიექტს შორის. იგი არაცნობიერად ახდენდა შინაგანი მდგომარეობის პროეცირებას გარე ობიექტებზე (განსაკუთრებით, მისთვის უცხო ობიექტებზე). იუნგის აზრით, ალქიმიური სიმბოლიკის ანალიზი ბევრის მთქმელია ადამიანის არაცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ.
29.95
ფსიქოპათოლოგიის ბუნება - რა განაპირობებს ფსიქიკურ აშლილობას
ნაშრომში წარმოდგენილი ძირითადი ინფორმაცია აქამდე აღწერილი მდგომარეობების ანალიზს არ ეყრდნობა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მასში განხილულია აქამდე უცნობი ფსიქიკური პათოლოგიები და მათი განვითარების მიზეზები. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გავლენას ადამიანის ფსიქიკასა და ორგანიზმზე. ქიმიური ინგრედიენტების ზუსტი მოქმედების მექანიზმის განსაზღვრა ფსიქიკურ აშლილობათა განვითარებისას საშუალებას იძლევა.
21
ღმერთი, რომელიც არასდროს ყოფილა
ავტორი: ოშო   ოშო მკითხველს მოუწოდებს, ახალი თვალით შეხედოს ცხოვრებას, გათავისუფლდეს სტერეოტიპული აზროვნებისგან, რომელიც ადამიანს აჯაჭვებს, ხელს უშლის, ცხოვრებისგან მიიღოს სიამოვნება. „მე არ ვარ ღმერთის წინააღმდეგი, - ამბობს ოშო. - მე მას ყველგან ვეძებდი და, აი, რა აღმოვაჩინე: ის არსად არ არის. მე ვეძებდი შიგნითაც და გარეთაც, მე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ღმერთი არ არის. ეს უბრალო კონსტატაციაა ფაქტის, სიბრაზის, მტრობის გარეშე. რისი გაკეთება შემიძლია, თუ ის არ არსებობს?! მე არ ვარ დამნაშავე“.
25
ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია
ავტორი: მარინა კაჭარავა წიგნი ჩვენი ყოფის ყველა ეტაპის მიმოხილვა და ანალიზია. რატომ გვაქვს მაღალი ან დაბალი თვითშეფასება, საიდან იღებს სათავეს დეპრესია, რა არის ნევროზებისა და აკვიატებების სათავე, კარგია თუ ცუდი კრიზისი ჩვენს ცხოვრებაში და რა კოდირებულ ინფორმაციას ინახავს არაცნობიერი, რომელიც ერთი დიდი საცავივით სავსეა ჩვენი ბავშვობის ამბებით.
28
ყოფნის ხელოვნება
ავტორი:  ერიხ ფრომი მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ამ შესანიშნავ ნაშრომში მოცემულია მცდელობა, მიმართულება მისცეს ადამიანის ცხოვრების გაჯანსაღებას, ის მიმართულია იმაზე, რომ ადამიანის მიერ ცხოვრების შეგრძნება უფრო ხარისხიანი გახადოს, იმაზე, რომ ადამიანი გახდეს ოსტატი ცხოვრების ხელოვნებაში. ერიხ ფრომი თვლის,რომ ჭეშმარიტი მიზანი მდგომარეობს ადამიანის ისეთნაირად განვითარებაში,რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს ადამიანური ბუნების იდეალს, ერთი სიტყვით, ადამიანი ხელახლა უნდა დაიბადოს...
8.5
ხელი გამიშვი დედა
როგორ აღვზარდო შვილი? ამ შეკითხვით ბევრი მომმართავს, რადგან მოზარდებთანაც ვმუშაობ. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთნაირია: არ ვიცი, მეც იმის გაგებას ვცილობ, როგორ აღვზარდო შვილი. ვუშვებ შეცდომებს, ვცდილობ მათს გამოსწორებას, ნაწილი აღარც გამოსწორდება ალბათ, მაგრამ ერთი, რისაც განუხრელად მჯერა და მწამს, არის ის, რომ საკუთარი თავიც აღსაზრდელი მყავს. რისი გამოსწორებაც შვილებში გვსურს, ეს ჩვენშივეა შესაცვლელი. ჩვენთვის უსაყვარლეს ადამიანებში, ვისაც ყველაზე უკეთ ვცნობთ, ვხედავთ საკუთარ რეალურ პრობლემებს და ამას არ ვაღიარებთ.
30
ჰიპნოზი
ავტოირი:რამაზ საყვარელიძე     ჰიპნოზის ყველა საიდუმლო დღემდე ამოხსნილი არ არის, რაც მას იდუმალების საფარველს უნარჩუნებს, ადამიანებს კი არ უნელებს ინტერესს მის მიმართ. განასხვავებენ რამდენიმე სახის ჰიპნოზს: კლინიკურს, ექსპერიმენტულს, სადემონსტრაციოს, კრიმინალურს და ა.შ. ყოველ მათგანს აქვს გამოყენების თავისებური არეალი და ტექნიკა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ადამიანის აქტივობის ფსიქოფიზიოლოგიურ მექანიზმებზე. ჰიპნოზის ფსიქოლოგიური საფუძველი, ხშირ შემთხვევაში, ილუზიაა. ტრანსში მყოფს კაუზალობის ილუზია ეუფლება და ჰიპნოტიზიორის ნათქვამს საკუთარ ფიქრებად განიცდის, რაც, ხშირად, სუგესტიის აღსრულების საფუძველია.
28