santaesperanza
თავისუფლება და სიყვარული (მედიტაციები)
ავტორი: ენტონი დე მელო   მსოფლიოში აღიარებული ინდოელი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მისტიკოსი, ღვთისმსახური ენტონი დე მელო მრავალი წიგნის ავტორია გაცნობიერების საკითხზე, რომლებიც ბესტსელერებადაა ქცეული და მილიონობით მკითხველი ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
5.9
ნარცისიზმი, ინცესტი, ოიდიპოსის კომპლექსი
ავტორი:  ერიხ ფრომი   ამ წიგნში გაერთიანებულია მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ორი შესანიშნავი ნაშრომი: ,,ნარცისიზმი, ინცესტი, ოიდიპოსის კომპლექსი" და ,,სიზმრები და მათი ახსნა".ნაშრომში ,,სიზმრები და მათი ახსნა" ორიგინალურადაა განხილული სიზმრების ბუნება და მათი ახსნის ხელოვნება. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.
8.5
ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ
ავტორი: ვაიოლეტ ოკლანდერი     მისი წიგნები, სტატიები, ვიდეოები და ტრენინგები კლინიცისტებისთვის შთაგონების წყარო გახდა და მთელ მსოფლიოში მოიცვა ბავშვების ცხოვრება. ოკლანდერის წიგნი „ფანჯარა ჩვენი ბავშვებისკენ” ამ სფეროში კლასიკადაა მიჩნეული და მისი მრავალ ენაზე თარგმნა კიდევ უფრო აფართოებს გეშტალტთერაპიის მისაწვდომობას მსოფლიოში. სხვა უამრავ თარგმანთან ერთად, ეს წიგნი კლინიცისტებს თეორიული პერსპექტივითა და ტექნიკით უზრუნველყოფს კლინიკური პრაქტიკისთვის. მიზანი ერთია – მთელ მსოფლიოში აღვადგინოთ სულიერი კეთილდღეობა. ფელისია კეროლი ბავშვთა, მოზარდთა და ოჯახის ფსიქოლოგი, ვესტ ქოუსტ ინსტიტუტის დირექტორი     იყო ფანჯრები, რომლებიც ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობით განპირობებული საბჭოთა ინერციის გამო, მკაცრად დაგმანული გვქონდა და ჯერ კიდევ არ შეგვიღია. ეს წიგნი სწორედ ამ ფანჯრებს მიღმა გაგვახედებს. წლებია, არათუ ბავშვი, ახალგაზრდაც აღარ მეთქმის, მაგრამ კითხვისას, მეც მომინიდა ამ საოცარ მხატვრულ თამაშებში მონაწილეობა – ეს ავტორის სუპერპროფესიონალიზმის, გადმოცემის სტილისა და მიგნებების მრავალფეროვნების გამოა. დაკვრივება დაკვირვებას მოსდევს და ამ დაკვირვებით გაკვირვება გაკვირვებას – თითქოს ყველაფერი ახლოს იყო, აქვე, ხელისგაწვდენაზე. ბავშვის ცოდნა ალბათ ყველაზე რთული მეცნიერებაა. ის კითხვები, რომელსაც ბავშვი სვამს, ხშირად უფროსებისთვის სრულიად გაუგებარია. მათ სწავლა და ჩაღრმავება სჭირდება. ძნელია გაიაზრო ბავშვის სიმართლე. მაგრამ როგორც ავტორმა მთელი მსოფლიო დაარწმუნა – ამ თერაპიით – შესაძლებელი.   ცალკე აღნიშვნის ღირსია მთარგმნელის უზარმაზარი შრომა და შესანიშნავი ქართული. ზუსტად შეამჩნევთ და ამოიცნობთ. გიორგი კეკელიძე     ვაიოლეტ ოკლენდერის „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია, რაც კი ამ დარგში დაწერილა – საოცარი გულწრფელობითა და სიყვარულით არის განმსჭვალული წიგნში ყოველი სიტყვა. ნაშრომი პასუხს სცემს უამრავ საჭირბოროტო კითხვას: როგორ გავუგოთ და მოვექცეთ ბავშვებს; როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვმა დაძლიოს პრობლემები და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნას; რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოსახვასა და ფანტაზიას, ემოციების ამოცნობასა და სახელდებას; აღქმის სისტემის განვითარებასა და თამაშს, პრობლემების ვერბალიზაციასა და თვითობის გააზრებას ბავშვებში. ვიმედოვნებ, ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნი გახდება როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, ასევე მშობლებისა და პედაგოგებისთვის.   მარინა კაჭარავა ადიქციის კვლევისა და კონსულტირების ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი     წიგნი ინგლისურიდან თარგმნეს მარიამ და ნინო ქაჯაიებმა პროექტის ავტორი მზიკო დალაქიშვილი
39.95
ქვეცნობიერების პირისპირ
ავტორი:  მურიელ შიფმანი თარგმანი: ნინა თურმანიძე   ეს წიგნი შესანიშნავი სახელმძღვანელოა საკუთარი თავისთვის დახმარების გასაწევად ყოველდღიური ცხოვრების პრობლემურ სიტუაციებში, იმ შემთხვევებში,როცა შეიძლება საკუთარ თავს დავეხმაროთ სპეციალისტების მომსახურების გარეშე,აგრეთვე ფსიქოთერაპიის პერიოდში დამატებითი მხარდაჭერისთვის
9
#მეაქვარ - ჩემი და ლუკას ამბავი
ავტორი: თათია მელაშვილი 18 წლის აუტიზმის მქონე ბიჭის მშობელია, რომელიც წლების წინ, სხვა რამდენიმე მშობელთან ერთად პირველი შეეჯახა საქართველოში აუტიზმის შესახებ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმს როგორც საზოგადოებაში, ასევე, დიდწილად პროფესიულ წრეებშიც. ეს წიგნი ამ სირთულეებზე მოგვითხრობს და ემსახურება იმ ახალბედა მშობლების მხარდაჭერას, რომლებიც ახლა იწყებენ ამ რთულ გზას. თავისი ისტორიით ავტორი ცდილობს დაანახოს საზოგადოებას როგორია აუტიზმით ცხოვრება და რამდენად საჭიროა მათი თანადგომა ამ ადამიანებისთვის. წიგნი ილუსტრირებულია ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ ექსკლუზიურად შექმნილი შესანიშნავი ნამუშევრებით, რითაც მხარდაჭერა გამოხატეს აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ. ავტორი მთლიანად აუტიზმის თემის სახელით უღრმეს მადლობას უხდის მათ.
16
How Psychology Works
Explore the human mind and understand the science behind how you and other people in your life think and act in a wide range of everyday situations with this brand new visual guide to applied psychology.Using straightforward definitions and clear, striking visuals, The Psychology Handbook makes the workings of the brain easy to understand and shows what happens when things go wrong, with information on disorders such as anxiety and paranoia, as well as explanations of the different therapies that are used to treat them, from CBT to psychoanalysis, group therapy to art therapy. Clear and easy to understand for both students and readers with a general interest, this book explores and explains the various approaches that psychologists use to study how people think and behave, such as behaviourism, cognitive psychology, and humanism. It also shows how these approaches can be applied to real-world situations, with examples from the workplace to the sports field, the courtroom to the classroom. Learn why psychology plays a huge role in all of our lives and develop a greater understanding of what influences our behaviour, thoughts and feelings, and those of others, in a variety of environments and scenarios.
118
სიახლე
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი სერია: NONEFICTION   1935 წელს შვეიცარიელმა ფსიქოანალიტიკოსმა, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებელმა, კარლ გუსტავ იუნგმა (1875-1961) ლონდონის ტავისტოკის კლინიკაში ექიმების წინაშე ხუთი ლექცია წაიკითხა. იუნგი, ჩვეულებრივ, ერთი საათის განმავლობაში კითხულობდა ლექციას, მომდევნო ერთი საათი კი კამათს ეთმობოდა, თუმცა დისკუსიები განსაზღვრულ დროს ბევრად აჭარბებდა ხოლმე. სწორედ ეს ლექციები, თანმხლები დისკუსიებით, შეადგენს ამ წიგნის შინაარსს. ლექციები მკითხველს იმ საფუძვლების გასაცნობად ამზადებს, რომლებსაც იუნგის თეორია ეყრდნობა.   წიგნში იუნგი ყურადღებას ორ ძირითად სფეროს აპყრობს: ერთია არაცნობიერის სტრუქტურა და შინაარსები, მეორე კი არაცნობიერი პროცესიდან გამოვლენილ შინაარსთა კვლევის მეთოდები (ეს უკანასკნელი სამ ნაწილად იყოფა: 1. ასოციაციის ექსპერიმენტი, 2. სიზმრის ანალიზი, 3. აქტიური წარმოსახვა).
22.95
აუტიზმი სახლსა და სკოლაში
ავტორი: დიანა ანფიმიადი   სამყარო ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებაზე დგას. ასე ვითარდება და ასე ხდება გაცილებით უსაფრთხო, მისი ყველა სიკეთე კი გაცილებით ხელმისაწვდომი.   დღემდე ჯერ კიდევ მითოლოგიზებული სიტყვა „აუტიზმი“ სხვებისთვის უფრო გასაგებ ცნებად რომ იქცეს, აქაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა საჭირო. მშობლებმა შვილები აუტისტური სპექტრის გამო რომ აღარ დამალონ, მათს თვალებში მხოლოდ შიში, ეჭვი, ბევრი შეკითხვა და დაბნეულობა რომ აღარ იკითხებოდეს.   დიანა ანფიმიადიმ „აუტიზმი სახლსა და სკოლაში“ სწორედ ამ მიზნით დაწერა. დიანა თავად იყო მშობელი, რომელსაც სხვისმა ემპათიამ და გამოცდილების გაზიარებამ აუტიზმის, როგორც ურთულესი თავსატეხის ამოხსნის პროცესი გაუადვილა და როგორც მშობელმა, გაიგო, როგორ მოიქცეს და როგორ დაეხმაროს მისი ცხოვრების მთავარ გმირს – საკუთარ შვილს. როგორც თავად ავტორი ამბობს, „ეს რომანი არაა, არც პოეტური კრებული, არც დოკუმენტური პროზა და არც კრიტიკული ესეები. ეს წიგნი აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლის, მასწავლებლის, მეზობლის, მეგობრის გამოცდილებაა, ერთი კონკრეტული ამბავი, რომელიც დიდი ამბის ფაზლის ნაწილია“, ერთგვარი გზამკვლევი ყველა მშობლისთვის, რათა არ დანებდნენ, არ შეშინდნენ და უკან არ დაიხიონ – ერთი ნაბიჯითაც კი. 
19.95
აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)
ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი   „წიგნში ,,აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)“ ავტორი გვამოგზაურებს ბავშვის სამყაროში და განვითარების მრავალ ასპექტს ეხება, სადაც მკითხველს შესაძლებლობა აქვს შეჩერდეს მისთვის სენსიტიურ, მეტად საინტერესო საკითხზე. მშობლები, აღმზრდელები, რომლებიც იყენებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს ბავშვებთან მუშაობის პროცესში ეხმარებიან შვილებს იგრძნონ თავი ღირსეულად, წარმატებულად, როგორც ემოციურ, ქცევით ისე შემეცნებით და სოციალურ სფეროში. წიგნის ავტორს მიაჩნია, რომ მშობლებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ  შვილის ჯანსაღ განვითარებას. ბავშვებს ესაჭიროებათ ბედნიერება, ზრდასრულებს კი შეუძლიათ ამის  უზრუნველყოფა. ქეთევან ოსიაშვილის წიგნი ,,აღზრდა აკრძალვების გარეშე(?!)“  განკუთვნილია მშობლების, ფსიქოლოგების, პედაგოგების,  სტუდენტებისა და ბავშვის განვითარების ასპექტებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.“ ნინო ბუაძე, ფსიქოლოგი, „აზროვნების აკადემიის“ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი
28
აღზრდის ფსიქოლოგია
ავტორი: ნინო ბუაძე   წიგნი ბავშვის განვითარების ძირითად ასპექტებს მოიცავს. ფსიქოგანათლება მშობელსა და ბავშვს მნიშვნელოვნად ეხმარება საკუთარი მოთხოვნილების, ქცევისა თუ დამოკიდებულების გაცნობიერებაში. შედეგად, ადამიანი გეგმავს და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლის კიდეც თავის გადაწყვეტილებებსა თუ ქცევებს.
28
აწმყოს ძალა
ავტორი: ეკჰარტ ტოლე სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი იმისათვის, რომ აწმყოს ძალაში შესვლა შევძლოთ, ჩვენს ანალიტიკურ გონებასა და მის მიერ შექმნილ ყალბ მე-ზე – ეგოზე – უარი უნდა ვთქვათ. ამ საოცარი წიგნის პირველივე გვერდები ახალ სიმაღლეზე აგვიყვანს, იქ, სადაც უფრო სუფთა და მსუბუქ ჰაერს ჩავისუნთქავთ, ჩვენი ყოფიერების ურღვევ არსს - „მარადიულ, ყველგან მყოფ, სიცოცხლის უთვალავი ფორმის მიღმა დავანებულ ერთ სიცოცხლეს ვუკავშირდებით; იმ სიცოცხლეების მიღმა, რომლებიც იშობა და კვდება“. მართალია, ეს მოგზაურობა ადვილი არ არის და უამრავი გამოწვევის წინაშე გვაყენებს,.
16.95
ბავშვთა ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდის კლინიკური და თეორიული აღმოჩენები მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე აფუძნებენ ფსიქოანალიზს, როგორც მოძღვრებას, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების, მისი ნორმისა და პათოლოგიის შინაგანი მექანიზმების გაგების საქმეში. ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტები, რომლებიც ქმნიან უკიდურესად რთულ თეორიულ ნაგებობას, ემყარება როგორც ბავშვობის ასაკის, ასევე ბავშვის კვლევას იმ კულტურული, ოჯახური და ენობრივი გარემოს გათვალისწინებით რომელშიც ის ცხოვრობს და ვითარდება, როგორც ენისა და სურვილის სუბიექტი. ეს წიგნი სწორედ ბავშვთა ფსიქოანალიზს ეძღვნება და აერთიანებს ფრანგ ფსიქოანალიტიკოსთა ნაშრომებს, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოს მკვლევარებს ლაკანიანური თუ სხვა ფსიქოანალიტიკური სკოლებიდან საფრანგეთში, რაც ქართველი მკითხველისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნოს ბავშვთა ფსიქოანალიზის ფრანგულ სკოლას, გამორჩეულს განსაკუთრებული სიღრმითა და დახვეწილი კონცეპტუალური სისტემით, რომელიც ცენტრალურ მნიშვნელობას სუბიექტს, ენობრივ გარემოსა და მშობლების როლს ანიჭებს ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებაში. წიგნი განკუთვნილია, როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსების, პედაგოგებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის, ასევე მშობლებისა და ბავშვებთან მომუშავე კლინიკური ფსიქოლოგებისათვის. კრებულში გაერთიანებული ფრანგ ავტორთა ნაშრომები ასოციაცია “ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის“ წევრებმა თარგმნეს, რომელიც აზროვნების აკადემიის თანადგომით გამოიცა.
32.5
გიყვარდეს ის, რაც არის
ავტორი: ბაირონ ქეითი   რევოლუციური პროცესი სახელად „სამუშაო“ არის კონკრეტულ პრობლემასთან მისადაგებული ოთხი მარტივი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ, სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახოთ თქვენ წინ აღმართული დაბრკოლებები. როგორც ქეითი ამბობს, „თვით პრობლემა კი არ არის ჩვენი გასაჭირის საფუძველი, არამედ _ ჩვენი ფიქრი ამ პრობლემაზე“. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მტკივნეული ფიქრისგან გათავისუფლების მცდელობა პრობლემას ვერ გადაწყვეტს; ნაცვლად ამისა, როცა „სამუშაოს“ შევასრულებთ, ფიქრისგან თავისთავად გავთავისუფლდებით.სწორედ ამ მომენტიდან შევძლებთ გვიყვარდეს ის, რაც არის. ეს წიგნი კონკრეტული, მეტყველი მაგალითებით დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ რევოლუციური პროცესი. გაიგებთ, როგორ მუშაობენ ქეითისთან ერთად ადამიანები ურთიერთობებთან, სამსახურთან, შიშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. „სამუშაოს“ დასრულების შემდეგ ისინი მშვიდდებიან და პოულობენ ენერგიას მოქმედებისთვის იმ სიტუაციებშიც კი, რომლებიც აქამდე გადაულახავი ეგონათ.
24.95
გონის ფენომენოლოგია
ავტორი: გეორგ ჰეგელი „გონის ფენომენოლოგიაში“ გეორგ ჰეგელის ფილოსოფიის თითქმის ყველა პრობლემაა თავმოყრილი და ის სისტემის ერთგვარი შესავალიცაა. წიგნში გადმოცემულია გონის განვითარების ისტორია, თუ რა გზით რა საშუალებით, რა საფეხურების გავლით ამაღლდა მარტივი, უშუალო, გრძნობადი ცნობიერება აბსოლუტური ცოდნის თვალსაზრისამდე. ამ ნაშრომით ჰეგელი გაემიჯნა თავის დიდ თანამედროვეთ, ფიხტესა და შელინგს და მის ცხოვრებაში დამთავრდა ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი - იენის პერიოდი. 1808 წლიდან იწყება ნიურნბერგის ხანა.    მთარგმნელი: შალვა პაპუაშვილი
53.9
დავითი და გოლიათი
ავტორი: მალკოლმ გლედველი მთარგმნელი: გიორგი არონია    მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“. მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე. გლედველის „დავითი და გოლიათი“ სრულიად მოულოდნელი წიგნია, ტექსტი, რომელიც კვებავს როგორც გონებას, ისე გულს. წიგნში თავმოყრილ ამბებს აერთიანებს იდეა,  რომ ხანდახან ნაკლოვანება უპირატესობაა და ხანაც პირიქით,  უპირატესობა - ნაკლია. თუმცა, ამ ამბებს კიდევ - რაღაც ისეთი აკავშირებს, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს მკითხველზე, და აღაფრთოვანებს მას. „როცა ამ წიგნს კითხულობ, ისეთი განცდა გეუფლება, რომ მთებს გადადგამ, გოლიათებს მოერევი… ნამდვილად დამაინტრიგებელი და შთამაგონებელია“ - წერდნენ კრიტიკოსები.
20
დიდი წიგნი ფსიქოლოგიაზე
ავტორი: ქეთრინ კოლინი მთარგმნელი: მარიამ ხაბეიშვილი „დიდი წიგნი ფსიქოლოგიაზე“ მარტივი ენითაა დაწერილი. აქ მრავლად ნახავთ გასაგებ ენაზე ახსნილ იდეებს, მარტივი დიაგრამებით წარმოდგენილ რთულ თეორიებს, დასამახსოვრებელ ციტატებსა და მახვილგონივრულ ილუსტრაციებს, რომლებიც ჩვენს აღქმასა და რწმენებს ეთამაშება. იმის მიუხედავად, ფსიქოლოგიის სტუდენტი ხართ, გამოცდილი ექსპერტი თუ სრულიად დილეტანტი, ამ წიგნში მრავალ საინტერესოსა და ახალს გაიგებთ.
60
დინამიკური ფსიქიატრია (ტომი 2)
წიგნის მეორე ტომი ეხება კარლ გუსტავ იუნგისა და რობერტო ასაჯოლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს. მოკლედ არის მიმოხილული კლასიკური დინამიკური ფსიქიატრიის მომდევნო პერიოდი. აღწერილია მედიტაციის ფორმები და ვიზუალიზაციის სხვადასხვა ტექნიკა. წიგნში, ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ, მოყვანილია იუნგის მიერ აღწერილი კლინიკური შემთხევები
35
დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ
რეზო კორინთელის სამაგიდო წიგნი გამოვა ორ ტომად. პირველ ტომში განხილულია სიღრმის ფსიქოლოგიის წინარე ეტაპი, მისი ძირითადი სკოლები, როგორიცაა ფროიდის, ადლერის, ჟანეს და ამ მიმართულებების თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ ნაჩვენებია შესაბამისი კლინიკური შემთხვევები; აგრეთვე ტვინისა და ფსიქიკის მიმართების საკითხი თანამედროვე ნეირომეცნიერების თვალსაზრისით.   მეორე ტომი ეხება იუნგის და ასაჯოლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს. მოკლედ არის მიმოხილული კლასიკური დინამიკური ფსიქიატრიის მომდევნო პერიოდი. აღწერილია მედიტაციის ფორმები და ვიზულიზაციის სხვადასხვა ტექნიკა. წიგნში ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ მოყვანილია იუნგის მიერ აღწერილი კლინიკური შემთხვევები.
35
ეგზისტენციალური ანალიზი
ავტორი: ლუდვიგ ბინსვანგერი მთარგმნელი : ვახტანგ გორგიშელი ლუდვიგ ბინსვანგერი (1881-1966) – შვეიცარელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის მამამთავარი. წიგნში ასახულია ლუდვიგ ბინსვანგერის მიერ შემოთავაზებული პიროვნების ანალიზის მეთოდი, რომელიც ავლენს მას მთლიანობასა და მისი არსებობის უნიკალურობაში. იასპერსის, ჰუსერლის, ჰაიდეგერის, სარტრის, ბუბერის, კანტის და სხვა ფილოსოფოსების იდეების შერწყმით ბინსვანგერმა შექმნა ეგზისტენციალური ანალიზის უნიკალური თეორია, მეცნიერული ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება მივუახლოვდეთ „მიუწვდომელი ფსიქიკური ცხოვრების“ მეცნიერულ გაგებას. როგორც ჰაიდეგერისა და ჰუსერლის იდეების გამტარებელი ფსიქიატრიის სივრცეში, ბინსვანგერი ინდივიდუალური ყოფიერების ანალიზს აგებს ჰაიდეგერის მიერ შემუშავებული აბსტრაქტული ყოფიერების ონტოლოგიაზე და ამოცანას იმაში ხედავს, რომ ფენომენების ზედაპირის გავლით პიროვნების შინაგან სამყაროში შეაღწიოს, რათა ფენომენოლოგიური მეთოდის დახმარებით აღწეროს დაავადებული ადამიანის სამყარო, სამყარო, რომელიც ჩვენი სამყაროსგან უკიდურესად განსხვავდება. არა ინტერპრეტირება და რაციონალური ინტერპრეტაციის მცდელობა, არამედ „განცდის მთლიანობასა და ერთიანობაში მოხელთება ირაციონალური სამყაროსი, რომელიც შიზოფრენიით დაავადებულის, ნევროტიკოსის და ბავშვის ცნობიერებაში იბადება“.
28
ეგო და Id
ავტორი : ზიგმუნდ ფროიდი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი   წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია ზიგმუნდ ფროიდის ორი უმნიშვნელოვანესი ტექსტი, რომელიც შინაარსობრივად არის ერთმანეთს დაკავშირებული – „სიამოვნების პრინციპს მიღმა“ და „ეგო და Id“. „სიამოვნების პრინციპს მიღმა“ ფროიდის ერთ-ერთი საკვანძო ნაშრომია, რომელიც გარდამავალ პუნქტს წარმოადგენს ფსიქიური აპარატის პირველი მოდელიდან (ცნობიერება / წინარეცნობიერი / არაცნობიერი) მეორე მოდელისკენ (ეგო / Id / ზე-ეგო), ასევე მასში პირველად არის წამოჭრილი კითხვა აკვიატების ბუნების, ფსიქოლოგიური ტრავმის დაბრუნების გარდაუვალობისა და სიკვდილისკენ ლტოლვის არსებობის შესახებ. მისი ნაშრომის, „ეგო და Id“ (1923), თანახმად, ფსიქიკა სამი ნაწილისგან შედგება: ეგოს, Id-ის და ზე-ეგოსგან, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განსხვავებულ ეტპებზე ვითარდებიან. ეს გახლავთ სისტემები და არა თავის ტვინის ნაწილები, მათ ფიზიკური გარსი არ გააჩნიათ. წინამდებარე წიგნში წარმოდგენილი ორი ტექსტის გავლენა ფსიქოანალიზის განვითარებაზე უდიდესია და, მიუხედავად იმისა, რომ მათი შექმნიდან თითქმის ასი წელიწადია გასული, ისინი კვლავ რჩება ამ სფეროს ფუძემდებლურ ნაშრომებად.
20
ემოციები
28
ვუთხრათ სიცოცხლეს ,,დიახ"!
ავტორი: ვიქტორ ფრანკლი სერია: დიოგენე NONFICTION მთარგმნელი: მაია ბადრიძე „...მოათრევენ თორმეტი წლის ბიჭს, რომლისთვისაც ბანაკში ფეხსაცმელი არ მოიძებნა და ამიტომ იძულებული იყო, საათობით მდგარიყო ფეხშიშველი თოვლში მოედანზე, მერე კი სიცივეში ემუშავა; ფეხის თითები მოჰყინვია და ამბულატორიის ექიმი გაშავებულ მოყინულ თითებს პინცეტით აძრობს. ტყვე ამ ყველაფერს უყურებს და ზიზღის, შიშის, თანაგრძნობისა და აღშფოთების განცდის უნარი დაჰკარგვია. ბანაკში ყოფნის რამდენიმე კვირის მანძილზე იმდენი გატანჯული ადამიანი, ავადმყოფი, მომაკვდავი და მკვდარი ნახა, რომ ჩვეულებრივ სანახაობად ქცეული ეს სცენა აღარ აღელვებს“. ამ წიგნის ავტორმა სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოსცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს. ვიქტორ ფრანკლი (1905 – 1997), ავსტრიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. ლოგოთერაპია ვენური ფსიქოთერაპიის „მესამე სკოლაა“ (პირველი და მეორე ფროიდსა და ადლერს გულისხმობს). ფრანკლი თვლიდა, რომ პიროვნების უმთავრესი მოტივაცია ცხოვრების საზრისის ძიებაა, ფსიქოთერაპიის ამოცანა კი ამ საზრისის პოვნაში დახმარებაა. 
15.95
თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ
ავტორი: ერიკ ბერნი მთარგმნელი: გიორგი დოლიძე სერია: ძალიან მაგარი წიგნები 1964 წელს გამოიცა "თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ" – ერიკ ბერნის ყველაზე ცნობილი წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ "თამაშები" პროფესიონალი ფსიქოთერაპევტებისთვის დაიწერა, ის უზარმაზარი ბესტსელერი გახდა, ხოლო ბერნის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. დღემდე 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. დარწმუნებული ხართ, რომ ბევრი იცით საკუთარი თავისა და იმ ნაცნობ-უცნობი ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გიწევთ? იქნებ გაიგოთ, ვინ რა თამაშს თამაშობთ...
14.9
თანაგრძნობით სავსე ცხოვრება
ავტორი: დალაი ლამა XIV თარგმანი: ნინო გოცირიძე ტიბეტელთა სულიერი ლიდერის, ნობელის პრემიის ლაურეატის დალაი ლამა XIV-ის ეს წიგნი - მარტივი და ამავე დროს ღრმა აზრების ნაკრებია, რომლებიც ავტორმა განიცადა თავის ბერ-მონაზვნულ ცხოვრებაში. მისი უწმინდესობა ამტკიცებს , რომ ცხოვრებისთვის ყველაფერი აუცილებელი - თვითონ ჩვენშივეა, ჩვენ მხოლოდ გვჭირდება ჩვენი საკუთარი სილამაზის და სხვა ადამიანების სილამაზის გაგება, ჭეშმარიტი ბედნიერების და სიმშვიდის შესაძლებლობები აქ და ამჟამად გვაქვს.
5.5