santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ბინგო ცხოველები
    ბინგო ცხოველები არის სათამაშო ლოტო, რომლითაც ბავშვები სწავლობენ ცხოველების ცნობას. ბინგო ცხოველები შეიცავს: 8 სათამაშო ბარათს, 20 სათამაშო ფიგურას, 96 სათამაშო ჩიპს და ინსტრუქციას. თითოეულ ბარათზე გამოსახულია ცხოველების ილუსტრაციები. სათამაშო ფიგურებზეც იდენტური ილუსტრაციებია გამოსახული. ბინგოს თამაშობს 2 დან - 8 მოთამაშემდე. თამაშის დაწყებამდე ყოველი მოთამაშე იღებს თითო სათამაშო ბარათს. თამაშის დაწყებამდე სათამაშო ფიგურები მაგიდაზე დაალაგეთ ისე, რომ ილუსტრაციები არ ჩანდეს, ანუ გამოსახულებებით ქვემოთ. ერთ-ერთი მოთამაშე ითავსებს წამყვანის როლს. წამყვანმა მაგიდაზე დალაგებული სათამაშო ფიგურებიდან უნდა აიღოს ერთი ფიგურა და ყველას დაანახვოს მასზე გამოსახული ცხოველი. მოთამაშეებმა თავიანთ სათამაშო ბარათზე უნდა მოძებნონ იდენტური ილუსტრაცია და მონიშნონ ჩიპით. თამაში გრძელდება ამ პრინციპით  მანამ, სანამ რომელიმე მოთამაშე პირველი არ შეავსებს სათამაშო ბარათის ყველა უჯრას. როდესაც რომელიმე მოთამაშე შეავსებს სრულად ყველა გამოსახუელბას, იძახის ბინგო  - გამარჯვებულიც სწორედ ეს მოთამაშეა. თუ მოთამაშე იტყუება რომ აქვს ბინგო, დისკვალიფიკაციას იღებს ამ რაუნდიდან და გრძელდება თამაში, ახალი გამარჯვებულის გამოვლენამდე.
    25
    ბიძია თომას ქოხი (11-13)
    ავტორი:ჰარიეტ ბიჩერ სტოუ მთარგმნელი: მიხეილ კლიმიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    9.9
    ამოწურულია
    ბიძია რიმუსის ზღაპრები (7-8)
    ავტორი: ჯოელ ჰარისი მთარგმნელი: ლოლა ქადაგიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    4.9
    ბიძია სევას ამბები (9-11)
    ავტორი: დავით ჯავახიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ბიძია სევას უმცროსი მეგობარი, რვა წლის ცოტნე, სასაცილო და საოცარ ამბებს გვპირდება. არ გეგონოს, რომ ის ან წიგნის სხვა გმირები ავტორმა გამოიგონა. ბიძია სევა მართლა ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა და მართლა ისეთი მხიარული იყო, როგორიც ამ წიგნშია.  
    9.9
    ბიჭი ადამიანია
    ავტორი: ჯასტინ ბალდონი   "გაფრთხილება: ეს შეიძლება ყველაზე გულწრფელი წიგნი იყოს, რომელიც კი ოდესმე წაგიკითხავს. შეგიმჩნევია, რომ არსებობს დაუწერელი წესები, რომლებიც ბიჭებს კარნახობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, იფიქრონ და განიცადონ. არავინ იცის, საიდან მოდის ეს წესები, მაგრამ ერთ დღესაც _ ბამ! _ უცებ გრძნობ მათ უხილავ ძალას, რომელიც გაიძულებს მასკულინობის წესებს მიჰყვე, თუნდაც ეს სულაც არ გაბედნიერებდეს. ეს წიგნი ბიჭების კლუბის წესების დასწავლაზე არ არის, ის მათ დავიწყებას ეხება. მზად იყავი: ეს წიგნი შეულამაზებელი და გასაოცარია. აქ არ არის შეზღუდული თემები და ტყუილები. ზოგიერთი საკითხი შეიძლება ცოტა არაკომფორტული იყოს, მაგრამ ეს საკუთარი თავის გაცნობის - და რწმენის -მნიშვნელოვანი ნაწილია. არ იდარდო, ამ გზაზე მარტო არ ხარ, ასე რომ, მოდი, ერთად შევეცადოთ, ვიყოთ რაც შეიძლება ჭკვიანი, მამაცი და ძლიერი ადამიანები!"
    14.95
    ბიჭი და ძაღლი და სხვა მოთხრობები
    ავტორი: არჩილ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ამ კრებულში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერლის, არჩილ სულაკაურის მოთხრობები: „ბიჭი და ძაღლი“, „გაბო“, „მტრედები“, „ძველი ამბავი“ და სხვები. მწერლის განსაკუთრებული თხრობის მანერა, უმცირესი წვრილმანების დანახვის უნარი, ანალიტიკური თვალთახედვა, ადამიანის ფსიქიკის სიღრმეთა წვდომა გამორჩეულს ხდის ამ მოთხრობებს. აქ გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად შეხვდებით რეალურ გმირებსაც, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილს („ღამე ყაბახზე“), პირველ ქართველ ფიზიოლოგ ივანე ბერიტაშვილს („ბრმა ლეკვები ივანე ბერიტაშვილისთვის“)… ჰუმანიზმით სავსე, გულის ამაჩუყებელი ამბავია გადმოცემული მოთხრობაში „ბიჭი და ძაღლი“. ეს არის ამბავი უანგარო სიყვარულზე, ბიჭისა და ძაღლის თავდადებულ მეგობრობაზე. არჩილ სულაკაურის მოთხრობები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის თანამედროვეთა შორის და შემდგომ თაობებშიც. ისინი მრავალ ენაზეა ნათარგმნი.
    10.9
    ბიჭი, რომელიც (შემთხვევით) გახდა ცნობილი
    ავტორი: დევიდ ბედიელი სერია: ლიბერქიდსი   "ბილი სმითი არაფრით გამორჩეული ბავშვია, სახელიც უბრალო და უინტერესო აქვს. მისი ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება _ შემთხვევით ძალიან პოპულარული ხდება. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მალე ბილი დაეჭვდება _ ნუთუ მართლა უნდა, რომ ყველაზე პოპულარული ბავშვი იყოს? იქნებ „ძველი“ ბილის ცხოვრება უფრო საინტერესოა? ამ კითხვებზე პასუხს დევიდ ბედიელის ამ შესანიშნავ წიგნში ამოიკითხავთ!''
    11.95
    ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა
    ავტორი: ჯორდი სიერა ფაბრა სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი ერთ ჩვეულებრივ დღეს, ბავშვთა ფსიქიატრი დევიდ როხასი ახალ პაციენტს გაიცნობს. ეს საქმე მაშინვე იქცევა მისი კარიერის ყველაზე უჩვეულო შემთხვევად. პოლიციის მიერ ნაპოვნი ბიჭი არ ლაპარაკობს, არ ჭამს. ვერ ეგუება სინათლეს. გარშემო მისთვის ყველაფერი უცხო და უჩვეულოა. ფსიქიატრი მიზნად დაისახავს, დაკარგული ბავშვის საიდუმლო ამოხსნას. მის მიერ ძლივს ნათქვამი რამდენიმე სიტყვით, ლაბირინთიდან გასასვლელი რუკის შედგენას იწყებს. თანამედროვე ესპანური საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ჯორდი სიერა ფაბრას ეს მოთხრობა, ისეთ სამყაროში შემავალ კარს გვიხსნის, რომლის შეღებასაც არასდროს მოვინდომებდით, რადგან არ გვინდა ვაღიაროთ, რომ მის მიღმა მართლაც არსებობს რაღაც.  
    7.9
    ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო
    ავტორი: მატილდა ვუდსი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე   "როდესაც ალორაში მოხვდები, მაშინვე უნდა ასწიო თავი და შეხედო ცას, რომ დაინახო ჯადოსნური სამყარო ყოველ დღე და ყოველ ღამე". LiberKids 8-12 წლის ბავშვების ჯგუფია, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში პოპულარულ როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ლიტერატურას. მათ მიერ შემოთავაზებულ ნაწარმოებებს გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს. მატილდა ვუდსის "ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო" სწორედ მათი არჩეული წიგნია. წიგნების შერჩევაში აქტიურად მონაწილეობენ მასწავლებლებიცა და მშობლებიც.
    9.95
    ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი ( 7-9 წლიდან)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   თვალტანადი, გამჭრიახი, შესაშური ზომა-წონის დარბაისელი მამაკაცი – ეს კარლსონია, დაბალ-დაბალი, ჩასუქებული, გამოუსწორებლად ონავარი და ბაქია კაცუნა, რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა, მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს. გაგიკვირდა, რაც ახლა წაიკითხე? არადა, შენი მოტყუება არავის უფიქრია. სტოკჰოლმის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე ჩვეულებრივი სახლის სახურავზე ცხოვრობს არაჩვეულებრივი კაცუნა – კარლსონი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სრულიად ჩვეულებრივ სტოკჰოლმელ ბიჭუნას, სვანტე სვანტესონს ესტუმრება. სწორედ იმ დღეს დაიწყება ამ ორის უჩვეულო მეგობრობა. მალე კარლსონი ყველას დაარწმუნებს, რომ ის არც მოჩვენებაა და არც ბიჭუნას ფანტაზიის ნაყოფი. ის ნამდვილი, მსოფლიოში უბადლო მამაკაცია, რომელთან მეგობრობაზე, გართობასა და თავგადასავლებზე ალბათ არც შენ იტყოდი უარს. მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.    
    8.9
    ბოლოკას და ყვანჩალას მხიარული თავგადასავალი
    „ბოლოკა და ყვანჩალა“ ერთ-ერთი პირველი ქართული კომიქსია, რომელიც 1980-იანი წლების მიწურულს ქართველმა მხატვარმა, გია ლაფაურმა შექმნა. ჭკუისკოლოფა ბიჭუნა-ბოლოკასა და მისი მეგობრის, ონავარი ყვანჩალას მხიარული თავგადასავალი საბავშვო ჟურნალში ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა და ყველა ბავშვი მოუთმენლად ელოდა ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლას. თითქმის 25 წლის შემდეგ ბოლოკასა და ყვანჩალას ამბები ისევ დაბრუნდა. გაიხსენეთ საყვარელი პერსონაჟები, გააცანით შვილებსაც და შეაყვარეთ ქართული საბავშვო კომიქსი.
    14.9
    ბრაითშტორმი
    ავტორი: ვაშტი ჰარდი მთარგმნელი: გიორგი გომართელი სერია: ლიბერკიდსი "„მამათქვენი აღარ დაბრუნდება...“, მიახალა ანჩხლმა და უგულო მისის ფოუჩერმა ტყუპს, ართურსა და მოდის, რომლებიც ბოლო წუთამდე ელოდნენ მამას შორეული ექსპედიციიდან. ეჭვი არ იყო, ცნობილი მკვლევარ-მოგზაური ერნესტ ბრაითშტორმი სამხრეთ პოლუსამდე მიღწევის მცდელობისას დაიღუპა. ახლა ბავშვების ჯერია , როგორმე გაყინულ სამხრეთამდე უნდა მიაღწიონ და მამაზე სიმართლე გაიგონ. თანაც სამეცნიერო წრეებში ამბობენ, დაღუპვამდე მეცნიერმა მეორე ექსპედიციის წევრებს საჰაერო ხომალდის საწვავი მოპარა და
    12.95
    ბულერბიელი ბავშვები (9-11)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ჯენეტ ბაჯელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან… წაიკითხეთ ამ ექვსი არაჩვეულებრივი ბავშვის ყოველდღიური ამბები და იხალისეთ მათთან ერთად.
    10.9
    ბურატინოს თავგადასავალი
    ავტორი: ალექსეი ტოლსტოი მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა. მხიარულ, ხმაურიან და გულუბრყვილო ბურატინოს უამრავი ფათერაკი გადახდება თავს: სასტიკი და დაუნდობელი კარაბას ბარაბასი დასჯის და ლურსმანზე ჩამოკიდებს, გაიძვერა მელია ალისა და მისი ფლიდი მეგობარი კატა ბაზილიო კი სულელების ქვეყანაში შეიტყუებენ… თუმცა, საბოლოოდ, ბურატინო მაინც იპოვის ოქროს გასაღებს, რაშიც მას ბებერი, კეთილი კუ ტორტილა დაეხმარება.
    8.9
    ბურატინოს თავგადასავალი
    ავტორი: ალექსეი ტოლსტოი მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მშვენიერი  ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა. მხიარულ, ხმაურიან და გულუბრყვილო ბურატინოს უამრავი ფათერაკი გადახდება თავს: სასტიკი და დაუნდობელი კარაბას ბარაბასი დასჯის და ლურსმანზე ჩამოკიდებს, გაიძვერა მელია ალისა და მისი ფლიდი მეგობარი კატა ბაზილიო კი სულელების ქვეყანაში შეიტყუებენ… თუმცა საბოლოოდ ბურატინო მაინც იპოვის ოქროს გასაღებს, რაშიც მას ბებერი, კეთილი კუ ტორტილა დაეხმარება.
    7.9
    გაიცანი პადინგტონი
    ავტორი: მაიკლ ბონდი მთარგმნელი: მაია წითაძე ასაკი: 3+ დათვი, სახელად პადინგტონი, შორეული, უღრანი პერუდან ჩამოვიდა ლონდონში და მას მერე ბრაუნებთან ცხოვრობს უინძორების ბაღების 32 ნომერში. პადინგტონის მხიარული თავგადასავლები და ფათერაკები საქვეყნოდაა ცნობილი, თუმცა, ამ წიგნში მხოლოდ სამ ძალიან სასაცილო ამბავს შეიტყობთ: როგორ გახდება საკუთარი ბაღის მფლობელი; როგორ მოიგებს ერთ ძალიან სახალისო კონკურსს; როგორ აღმოჩნდება ყველაზე უჩვეულო მოგზაურობაში საუკეთესო მეგობართან, მისტერ გრუბერთან ერთად.
    19.9
    გაიცანი ტიმი
    მთარგმნელი: ნინო ილაშვილი   რა უნდა ქნა, როცა ისედაც ბევრი და-ძმა გყავს, რომლებსაც ყველაფერი უნდა გაუყო, და გატყობინებენ, რომ მალე კიდევ ერთი შემოგემატებათ? ან, როცა შენს ყველაზე საყვარელ სათამაშოს კარგავ, რომლის გარეშე დაძინებაც კი არ შეგიძლია? როცა საუკეთესო მეგობარს ებუტები და მის გარეშე ვერავისთან თამაშობ ხალისით? ბაჭია ტიმი ყოველთვის პოულობს საუკეთესო გამოსავალს და გულითად მადლობასაც იმსახურებს მშობლებისა და და-ძმებისაგან. მის ხალისიან ამბებს ამ ფერად წიგნში წაიკითხავ.
    19.9
    გაიცანი ტოპო-ტიპი
    ილუტრირებული წიგნი ყველაზე პატარებისთვის   ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ჭირვეულობს, იტყუება, თავის ნივთებს არ ალაგებს, არ ჭამს ან არ იძინებს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.  
    19.9
    გამოიცანი, რას ვფიქრობ?!
    დეტალური აღწერა: წამოიდგინე რომ შეგიძლია ადამიანის ფიქრების გამოცნობა ... კონცენტრირდი, დასვი სწორი კითხვები და მიაღწიე წარმატებას. დაკვირვებით,სწორი კითხვებით და ასოციაციის უნარებით, ბავშვებს შეუძლიათ გამოიცნონ, ცხოველები, საკვები, ტრანსპორტი და ა.შ. სასწავლო უნარები: • ვიზუალურიაღქმა. • ფერების აღქმა. • ხმის აღქმა. • სიტყვათა მარაგის გამოყენება. • კომუნიკაციის დამყარება. • ხმისიმიტაცია. • სოციალური ქცევა. • გუნდური მუშაობა. • სხეული ენის გამოყენება. • ინდივიდუალურიდა გუნდური ქმედებები. • იდეების და შემოქმედებითობისგანვითარება. თამაში განკუთვნილია 5+ ასაკითვის. მოთამაშეების რაოდენობა 2 - 6 მოთამაშე.
    16.5
    გამრავლების ტაბულა (დაწერე და წაშალე)
    ასაკი: 7+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი. ამ წიგნის დახმარებით ბავშვები მარტივად ისწავლიან გამრავლების ტაბულას. სავარჯიშოებითა და ილუსტრაციებით გაფორმებული გვერდები, ასევე ფლომასტერი, რომლით ნაწერიც მარტივად იშლება, სწავლას უფრო სახალისოს გახდის.
    9.9
    განძის კუნძლი
    ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   დიდ საიდუმლოს ინახავს მოხუცი მეკობრის, ბილი ბოუნზის ძველი ზანდუკი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი მეკობრე ცდილობს. საბოლოოდ, ზანდუკში საგულდაგულოდ დამალულ განძის კუნძულის რუკას პატარა, უშიშარი ბიჭი, ჯიმ ჰოკინზი დაეუფლება და აქედან იწყება კიდეც მისი ფათერაკებით აღსავსე, საინტერესო თავგადასავალი ზღვასა თუ ხმელეთზე.
    9.9
    გარეული ცხოველები საბავშვო ბაღში
    სერიაში მოცემულია: ასაკისთვის შესაბამისი და საინტერესო თემები მრავალფეროვანი აქტივობები მარტივი და გასაგები ინსტრუქციები სახალისო ილუსტრაციები. სერია „საბავშვო ბაღში“ დაეხმარება სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებსა და მშობლებს სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში; ხელს შეუწყობს მოზარდის მრავალმხრივ განვითარებასა და სასკოლო მზაობას.
    3.9
    გაშალე და იპოვე, დროში მოგზაური!
    ვაკვირდები ჩემი პატარა თვალებით! ამ ინოვაციური დასაკეცი წიგნებით თქვენი ბავშვი უამრავ რამეს აღმოაჩენს და 10-მდე დათვლას ისწავლის.
    19.95
    გაშალე და იპოვე, ცხოველთა ნაკვალევზე!
    ვაკვირდები ჩემი პატარა თვალებით! ამ ინოვაციური დასაკეცი წიგნებით თქვენი ბავშვი უამრავ რამეს აღმოაჩენს და 10-მდე დათვლას ისწავლის.
    19.95