დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში
8.9
ავტორი: ირმა მალაციძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ასაკი: 6+
გახსოვთ ამქვეყნად ყველაზე ტკბილი ქვეყანა სატკბილეთი? იქ ისევ ფორთოხლის მზე და ბანანის მთვარე ანათებს, ქუჩებში ირისია დაგებული, შოკოლადის ჯებირებს შორის კი ლიმონათის მდინარე მოედინება. ოღონდ ქვეყანას უკვე მეფე კარამელიუსის ღირსეული მემკვიდრე დედოფალი რაფაელა მართავს, რომელიც სატკბილეთელი ბავშვებისთვის გასართობ ქალაქს შოკოლენდს ააშენებს. შოკოლენდი ისეთი დიდებული და კაშკაშაა, მას პლანეტა კექსიდანაც კი შეამჩნევენ.
ეს საოცარი ამბები ირმა მალაციძის ახალ წიგნშია მოთხრობილი. აქ კეთილ სატკბილეთელებსაც შეხვდებით და დედოფალ ხურმინას, შინდის-ხანს, ბატონ არვიცენას და პლანეტა კექსის სხვა ბინადრებსაც გაიცნობთ.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 8.9
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 846
მსგავსი პროდუქტები
დიდედა და რვა ბავშვი ტყეში (წიგნი II)
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი
მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ჩვენი პატარა მკითხველი უკვე იცნობს ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის წიგნს „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. ეს არის წიგნი ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, რომელსაც დიდი ინტერესით კითხულობენ ბავშვები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ ამ სერიის მეორე წიგნია.
მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა, წრიპა მორტენი, დედა, მამა და დიდედა – ყველანი ტყის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ახლა დიდედას საკუთარი ოთახი აქვს, სამოვრის მილს კი გაზქურასთან ახლოს სძინავს. მეორე სართულზე ბიჭებისა და გოგოების ოთახები და დედასა და მამას საძინებელია. ასე რომ, შინ თუ გარეთ, სივრცე ყველასთვის საკმარისია და ამ მხიარულ ოჯახს აქ უამრავი თავგადასავალი ელის.
8.9