santaesperanza
მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია
შემდგენელი მაკა ლდოკონენი ამ წიგნში არაერთ უცხოელ ავტორსა თუ პერსონაჟს შეხვდებით. გულიანად გაგაცინებთ ბარონ მიუნჰაუზენის, ჭკვიანი გრეტელისა და პატარა მუკის გულუბრყვილო ტყუილები; დაგაფიქრებთ ლეონარდო და ვინჩისა და ეზოპეს ქვეტექსტები; მოგხიბლავთ მარკ ტვენისა და ო. ჰენრის დახვეწილი იუმორი, ტუვე იანსონის, რეი ბრედბერისა თუ რადიარდ კიპლინგის სამყაროები, ყველასათვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა კი სპეციალურად ამ კრებულისთვის ითარგმნა და პირველად ქვეყნდება. „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიაში“ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი მიაგნებს სათავისო საკითხავს – გადაშლისთანავე დარწმუნდებით, რომ მისი ადგილი სწორედ თქვენს ბიბლიოთეკაშია.
15.9
მსოფლიო წესრიგი
ავტორი: ჰენრი კისინჯერი მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე გამომცემლობა ინტელექტი ჰენრი კისინჯერი წიგნში „მსოფლიო წესრიგი“ ღრმად მიმოიხილავს და აანალიზებს 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევას – როგორ შეიძლება საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესრიგი დამკვიდრდეს მსოფლიოში, რომლის სხვადასხვა ნაწილს განსხვავებული ისტორიული წარსული აქვს და სადაც ძალადობრივი კონფლიქტები და იდეოლოგიური ექსტრემიზმი განსაზღვრავს პოლიტიკურ რეალობას. ჰენრი კისინჯერი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე პრეზიდენტის მრჩეველი, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობის დროს კი – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო. 
34.95
მსოფლიოს გარშემო: თავსატეხები (დაწერე და წაშალე)
ასაკი: 8+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი იპოვე განსხვავებები, გადახაზე ზედმეტი, შეავსე კროსვორდი, გაიარე ლაბირინთი, ღირსშესანიშნაობის მიხედვით გამოიცანი ქალაქი და ქვეყანა… სახალისო დავალებების ეს არასრული ჩამონათვალი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს „ამოგზაურებს“ მსოფლიოს გარშემო – უკეთ გააცნობს კონტინენტებს, ქვეყნებსა და ქალაქებს; განუვითარებს კონცენტრირებისა და ლოგიკური აზროვნების უნარებს.
9.9
მსოფლიოს დროშები
ასაკი: 6+ აქტივობები: 200 სტიკერი ამ წიგნში მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშაა თავმოყრილი. წაიკითხე საინტერესო ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის დროშის წარმოშობისა და სიმბოლიკის შესახებ, გააფერადე ისინი, მოძებნე და ჩააკარი შესაბამისი სტიკერები და ისწავლე ხალისით.  
12.9
მსოფლიოს ისტორია ილუსტრირებული ტ1
მკითხველს ვთავაზობთ ”მსოფლიოს ისტორიის“ ხუთტომეულს _ ხუთ წიგნად აკინძულ გამოცემას, რომელშიც ჩვენი სამყაროს თავგადასავალია მოთხრობილი, დასაბამიდან დღემდე. თხუთმეტი მილიარდი წლის წინათ მომხდარი ამბებით, პლანეტათა შექმნის ისტორიით ვიწყებთ თხრობას, ვაკვირდებით სიცოცხლის ჩასახვის საოცარ სურათს და მივყვებით სახეობათა ევოლუციის ჯაჭვს, რომლის ბოლოშიც მოქცეულა ადამიანი. დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე არსებული უძველესი ცივილიზაციების ჩასახვის, განვითარებისა და დაღუპვის ძალზე საინტერესო ამბებს გავუყვებით; გადავშლით კაცობრიობის ისტორიის საამაყო და სამარცხვინო ფურცლებს გიამბობთ უდიდეს გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და კონტინენტების ათვისებაზე, კოლონიებისა და იმპერიების შექმნაზე, განმანათლებლობის ეპოქასა და რენესანსზე, ომებსა და რევოლუციებზე...”მსოფლიოს ისტორიის“ ეს გამოცემა მკითხველთა ფართო წრისთვისააგანკუთვნილი. მას ინტერესით გაეცნობა ყველა, ვინაიდან დაწერი-
27.95
მსოფლიოს ისტორია ილუსტრირებული ტ2
ავტორი: ნილ მორისი, ნილ გრანტი, შონ კონოლი, ჯონ მალამი. მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი   მკითხველს ვთავაზობთ ”მსოფლიოს ისტორიის“ ხუთტომეულს _ ხუთ წიგნად აკინძულ გამოცე- მას, რომელშიც ჩვენი სამყაროს თავგადასავა- ლია მოთხრობილი, დასაბამიდან დღემდე. თხუთმეტი მილიარდი წლის წინათ მომხდარი ამბებით, პლანეტათა შექმნის ისტორიით ვი- წყებთ თხრობას, ვაკვირდებით სიცოცხლის ჩა- სახვის საოცარ სურათს და მივყვებით სახეობათა ევოლუციის ჯაჭვს, რომლის ბოლოშიც მოქცე- ულა ადამიანი. დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე არსებული უძველესი ცივილიზაციების ჩასახვის, განვითა- რებისა და დაღუპვის ძალზე საინტერესო ამბებს გავუყვებით; გადავშლით კაცობრიობის ისტო- რიის საამაყო და სამარცხვინო ფურცლებს _ გიამბობთ უდიდეს გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და კონტინენტების ათვისებაზე, კოლონიებისა და იმპერიების შექმნაზე, განმანათლებლობის ეპოქასა და რენესანსზე, ომებსა და რევოლუ- ციებზე... ”მსოფლიოს ისტორიის“ ეს გამოცემა მკითხველ- თა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი. მას ინ- ტერესით გაეცნობა ყველა, ვინაიდან დაწერი- ლია ლაკონიურად, ყველასთვის გასაგები ენით _ დიდი ამბები პატარ-პატარა თავებადაა დაყო- ფილი. წიგნი გაჯერებულია ილუსტრაციებით, უნიკალური ფოტომასალითა და კომპიუტერუ- ლი გრაფიკით შექმნილი გამოსახულებებით.
27.95
მსოფლიოს მითები და ლეგენდები
გაბედავდი დროში მოგზაურობას? თუ ამ შეკითხვაზე პასუხი დადებითია, გადაშალე ეს საოცარი წიგნი და მოემზადე დროში სამოგზაუროდ. 21 გასაოცარი ამბავი: სიყვარულსა და ბოროტებაზე. ამ მითებითა და ლეგენდებით იმოგზაურებ უძველეს დროსა და თანამედროვე ცივილიზაციაში, მთის მწვერვალებზე და ოკეანის სიღრმეში შენი მეგზურები იქნებიან ზღვის ნიმფები, ჯადოსანი ქალები და საშიში მხეცები. მოისმენ მითებს სამყაროს შექმნის შესახებ.
24.95
მსოფლიოს მოკლე ისტორია
მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი ეს წიგნი პირველად 1935 წელს გამოიცა ვენაში, როდესაც ავტორი, ერნსტ გომბრიხი, 26 წლის იყო. მას შემდეგ გამოცემა არაერთხელ გადამუშავდა და დღეს ისტორიის ფასდაუდებელ გზამკვლევად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში. ორმოცი თავისგან შედგენილი წიგნი მოგვითხრობს კაცობრიობის ისტორიას ქვის ხანიდან ატომური იარაღის შექმნამდე. აქ მკითხველს არ დახვდება მშრალი ფაქტებისა და თარიღების ნუსხა, ავტორი მხატვრული ოსტატობით აცოცხლებს ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენებს, მიღწევებსა თუ გამოგონებებს. წიგნი ავტორმა მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე დაწერა, თუმცა ის შესანიშნავი არჩევანია ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის.
15.9
მსოფლიოს საოცრებები
„მსოფლიოს საოცრებებში“ დასაბამიდან დღემდე ბუნების მიერ თუ ადამიანის ხელით შექმნილ უამრავ ქმნილებას იხილავთ დედამიწის ყოველი კუთხიდან. წიგნში გასაოცარ ფაქტებს ამოიკითხავთ როგორც საქვეყნოდ ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი ადგილების შესახებ. ჩანჩქერებიდან უდაბნოებამდე, გრანდიოზული ხიდებიდან საოპერო თეატრებამდე, ბრწყინვალე სასახლეებიდან ეროვნულ პარკებამდე, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენებიდან უმაღლეს მწვერვალებამდე – აქ ყველაფერს შეხვდებით და გაეცნობით. დიდი ბარიერული რიფი, ჩრდილოეთის ციალი, ნიაგარის ჩანჩქერი, სტოუნჰენჯი, კოლოსეუმი, შარტრის საკათედრო ტაძარი, ანგკორ ვატი, ემპაირ სტეიტ ბილდინგი – ბუნებისა და ადამიანის ნებით შექმნილ ამ და კიდევ უამრავ სხვა „საოცრებაზე“ ინფორმაცია, 200-მდე ფოტოსურათით, წიგნში კონტინენტების მიხედვითაა განლაგებული
50
მსოფლიოს შვიდი საოცრება: კოლოსის აღზევება
ავტორი: პიტერ ლერანჯისი მთარგმნელი: ლეილა ბერიშვილი სერია: ლიბერკიდსი     ჯეკ მკკინლი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც, ერთი შეხედვით, თავისი თანატოლებისაგან არაფრით გამოირჩევა. ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ჯეკი ერთ დილით სარკეში რაღაც უჩვეულოს დაინახავს, რისი წყალობითაც ის მალე კარაის ინსტიტუტში აღმოჩნდება. ეს უკანასკნელი არის დაწესებულება, სადაც ჯეკს აუხსნიან, რომ იგი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფლობს. კარაის ინსტიტუტში ჯეკის მსგავსი სხვა ბავშვებიც არიან, რომელთაც განსაცვიფრებელი უნარები აქვთ.
11.95
მსტოვარი
ავტორი: ალექსანდრე პაიკიძე   დავით აღმაშენებლის ეპოქაზე ყველას ბევრი გვიფიქრია. ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, ძნელად წარმოსადგენია, თუნდაც როგორ მოიგო გენიოსმა მეფემ დიდგორის ბრძოლა. „მსტოვარის“ aვტორმა, ალექსანდრე პაიკიძემ, ის ეპოქა გააცოცხლა და წარმოუდგენელი ემოციებით ავსებს მკითხველს. თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის ცოტა თუ მოიძებნება, ვინც გაბედა და ქართული ისტორია გააცოცხლა. ავტორმა კი ეს გენიალურად შესძლო. წიგნში გადმოცემული ამბები მოგიყვებათ, რატომ და როგორ უყვარდათ სამშობლო, რისი გაღება უწევდათ ჩვენს წინაპრებს, რომ საქართველოს დღემდე მოეღწია... ეს რომანი იმ ნაპერწკალს აგინთებთ, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ენთო, ბევრი ქართველის გულში, და რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა... ამ წიგნზე ასე ვიტყოდი: “წიგნი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს.”
20
მსხლების მინდორი
ავტორი: ნანა ექვთიმიშვილი „…„ამ ზამთარს აქ აღარ გავჩერდები“, ფიქრობს ლელა და რკინის კიბეზე მომდგარ მზეს ეფიცხება. ვანოს რომ მოკლავს, თავის გამზადებულ ჩანთას აიღებს და წავა. შეიძლება ლოტკინზე ავიდეს, ძველ ინტერნატელებთან… იქ ციგნები არიან, ზოგს იცნობს, შეიძლება იმათთან გაჩერდეს ცოტა ხანს… შეიძლება იანა მოძებნოს მარჯანიშვილზე. ბოლო-ბოლო, ვაგზალზე გავა და მატარებელს გაჰყვება დასავლეთისკენ. ბათუმში ჩასვლაც შეიძლება…“ „მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანია, რომელიც პირველად 2015 წელს გამოიცა, 2021 წელს კი რომანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: მოხვდა ბუკერის გრძელ სიაში და იბიარდის მოკლე სიაში. რომანი თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე და იგეგმება მისი სხვა ენებზე გამოცემაც.
14.9
მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ
ნაშრომი რუსომ დაწერა დიჟონის აკადემიის მიერ 1749 წელს გამოცხადებული საკონკურსო თემის პასუხად. კონკურსის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „შეუწყო თუ არა ხელი მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებამ ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებას“. ერთი წლის შემდეგ აკადემიის მიერ დაწესებული პრემია მიეკუთვნა რუსოს შრომას: „მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ“, რომელშიც მან უარყოფითი პასუხი გასცა დასმულ კითხვას. ნაშრომის გამოქვეყნებამ დიდი სახელი მოუხვეჭა რუსოს და დღემდე არ დაუკარგავს შემეცნებითი ღირებულება.
10
მუზეუმები
ავტორი: ოუენ ჰოპკინსი
100
მუსიკა - 150 ამბავი #29
სერია: თან საკითხავი მუსიკოსებიც ადამიანები არიან, მაგრამ განსაკუთრებული ადამიანები. მათ ის უნარი აქვთ, რომელიც ჩვეულებრივ ყოფით მდგომარეობებს, პირობებს, სიტუაციებსა და ავადმყოფობებსაც კი ბგერებად და ხმოვან თავგადასავლად გარდაქმნის ხოლმე. ჩვენი მიზანი არ ყოფილა დეტალური აღწერა მათი ცხოვრებისა, მით უმეტეს, მხოლოდ მცირე ნაწილს შევეხეთ მათი ცხოვრებიდან. ჩვენ გვინდოდა გვესაუბრა, ძალზე მსუბუქად და მხიარულად, იმ ზღვრის შესახებ, რომელიც არსებობს ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის და ეს ზღვარი რეალურია. ჩვენ გვგონია, რომ ყველაზე დიდი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მიღწევები სწორედ ამ ზღვარზე იბადება, ზღვარზე ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის. ▪️ წიგნში გამოყენებულია გია ბუღაძის ნახატები. ▪️ გამოსაცემად მოამზადა მარიამ უგრეხელიძემ.
19.9
მუსიკა 5 კლასი მოსწავლის რვეული
ოთიაშვილი, ქუმსშივილი გამომცემლობა წყაროსთვალი
9
მუსიკა 5 კლასი მოსწავლის წიგნი
ოთიაშვილი, ქუმსშივილი, მიქაძე გამომცემლობა წყაროსთვალი გამომცემლობა კლიო
14
მუსიკა 6 კლასი 1 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ოთიაშვილი, ქუმსიშვილი გამომცემლობა წყაროსთვალი
11
მუსიკა 6 კლასი 2 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ქუმსიშვილი, ოთიაშვილი გამომცემობა წყაროსთვალი
11
მუსიკა 6 კლასი მოსწავლის რვეული
ოთიაშვილი, ქუმსიშვილი გამომცემლობა წყაროსთვალი
9
მუსიკა 7კლასი მოსწავლის წიგნი
ოთიაშვილი, ქუმსიშვილი წყაროსთვალი
15
მუსიკა 8 კლასი მოსწავლის წიგნი
მ. ჩიკვაიძე გამომცმელობა ინტელექტი
10
მუხრანი - 90 ამბავი #33
შემდგენელი: ნანა მაჭავარიანი სერია: თან საკითხავი ამ წიგნით მკითხველი გაეცნობა ნათესავებისა და მეგობრების თვალით დანახულ მუხრან მაჭავარიანს. პოეტის ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. თამამ და ნოვატორულ შემოქმედებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა ლიტერატურულ ასპარეზზე მისი გამოჩენიდან მოყოლებული... მუხრანს არ დაჰკლებია კრიტიკის ქარ-ცეცხლი და თვით უახლოეს მეგობართაგან დაუმსახურებელი შეურაცხყოფა. ამის შესახებ თავად პოეტი უბადლო იუმორით წერდა: „საქართველოში მე იმდენად გავხდი საქები, სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები... P. S. სულაც არ მიკვირს ეს ამბავი, მე სხვათაშორის, – – ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის.“
13.9
მღვდლები და პოლიტიკოსები: სულის მაფია
მთარგმნელი : მამუკა გურული ეს წიგნი არის ერთ ერთი ბესტსელერი მთელს მსოფლიოში. ამ წიგნში მოყვანილი თემა, არის ოშოს ლექციების ჩანაწერები, სადაც ის დეატლურად განიხილავს იმ საკითხებს რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ რეალობის ჩამოყალიბებაში რომელშიც იმყოფებიან ადამიანები
13