santaesperanza
მოდი, გავაკეთოთ ლამა
ასაკი: 9+ ყუთში დაგხვდება ყველაფერი, რაც ფუმფულა ლამას შესაკერად დაგჭირდებათ – ნაჭრები, ძაფები და ნემსი. ასევე, 24-გვერდიანი ინსტრუქცია და პასპორტი ახალი მეგობრისთვის. სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
24.9
მოდი, გავაკეთოთ ფლამინგო
ასაკი: 9+ ყუთში დაგხვდება ყველაფერი, რაც ფუმფულა ფლამინგოს შესაკერად დაგჭირდებათ – ნაჭრები, ძაფები და ნემსი. ასევე, 24-გვერდიანი ინსტრუქცია და პასპორტი ახალი მეგობრისთვის. სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
24.9
მოდი, ერთად დავითვალოთ
ავტორი:  კრისტინ როშიფტე მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ეს არის წიგნი-თავსატეხი, რომელშიც შეგიძლია დაითვალო ადამიანები, მათ ცხოვრებას მიჰყვე, მათი განცდები გაიაზრო და მიხვდე, რომ ბევრის ამბავი ერთიმეორეს უკავშირდება. წიგნში უამრავი დიდ-პატარა საიდუმლოა. ცნობისმოყვარე, დაკვირვებული მკითხველი მათ აუცილებლად ამოიცნობს და შენც ამბებს უფრო გულმოდგინედ თუ მიჰყვები, იქნებ, საკუთარი თავიც აღმოაჩინო!
34.95
მოემზადე სკოლისთვის (დაწერე და წაშალე)
ასაკი: 5+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ამ ფერადი, მხიარული ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სავარჯიშოებია თავმოყრილი. ბავშვებმა უნდა გააყოლონ ფლომასტერი ხაზებს, დაასრულონ ნახატები, დააკავშირონ ფიგურები ერთმანეთს, ამოიცნონ ფერები, იპოვონ ნახატებზე დაშვებული შეცდომები… ყველა ეს სავარჯიშო მათ გონებას გაუვარჯიშებს და ნატიფი მოტორიკის დახვეწა-განვითარებაში დაეხმარება.
9.9
მოვლენა
ავტორი: ანი ერნო სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ვალერი ოთხოზორია ანი ერნო ჩავარდა ორმოში, რომელსაც „არასასურველი ორსულობა“ ჰქვია, იმ ორმოში, რომელში ჩავარდნის რისკიც მან წინასწარ იცოდა. ამ ორმოს შეიძლება ეწოდოს თავად „კულტურა“, რომელიც პოზიტიურად ჟღერს ზოგიერთებისთვის, მაგრამ სრულიად ნეგატიურად ჟღერდა ანი ერნოსთვის, რადგანაც იგი არ ეკუთვნოდა იმათ წრეს, ვისაც თავიანთ კულტურაში თავისუფლად ნავარდის ფუფუნება აქვთ.“ „იყვნენ სხვა გოგოები, რომელთა მუცლებიც ცარიელი იყო, და ვიყავი მე“ – 1963 წელს, 23 წლის ასაკში თავს გადამხდარი ამბავი ავტორმა 40 წლის შემდეგ დაწერა, 2021 წელს კი მის მიხედვით ოდრი დივანის მიერ გადაღებულმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრემია, ოქროს ლომი დაიმსახურა.
11.95
მოთამაშე
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: რუსუდან ქებულაძე სერია: იკითხე კლასიკა   ,,მოთამაშე" აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ფსიქოლოგიური პორტრეტია,თანაც სრულყოფილი პორტრეტი.რომანს ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებადაც მიიჩნევენ,რადგან დოსტოევსკის თამაშისადმი თუ თუმაშზე დამოკიდებულება საყოველთაოდ იყო ცნობილი - მწერალმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ბანქოში წააგო.
12.95
მოთამაშე. იატაკქვეშეთის ჩანაწერები. უპოვარნი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
19.9
მოთვალთვალე
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი „საბედნიეროდ, არავითარი კანონი არ არსებობს – კბილის ტკივილი აგებს ბრძოლას, წვიმიანი დღე აუქმებს დანიშნულ ამბოხს, – ყველაფერი არამდგრადია, ყველაფერი შემთხვევითია, და სულ ტყუილუბრალოდ ცდილობდა ის დონდლო და ბუზღუნა, ვიქტორიანული ეპოქის კუბოკრულშარვლიანი ბურჟუა, უძილობისა და შაკიკის ნაყოფი ბნელი ნაშრომი „კაპიტალი“ რომ დაწერა“. ასე მოკლედ, ასე სხარტად, ასეთი იუმორით ალბათ არავის დაუხატავს კომუნისტებისთვის სათაყვანებელი კერპის – მარქსის პორტრეტი. ნაბოკოვმა „მოთვალთვალის“ წერა 1929 წლის ბოლოს დაიწყო და ეს ვრცელი მოთხრობა მომდევნო წლის თებერვალში დაასრულა. ბერლინში დაწერილი ეს ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და მახვილგონივრული ქმნილებაა, რომელშიც მწერლის სტილის სიმწიფის ყველა ორიგინალური შტრიხი განსხეულდა. ამ მეტაფიზიკური დეტექტივის საკუთარ თავზე ავადმყოფურად შეყვარებული გმირი, როგორც კი თავისთვის უჩვეულო გარემოში აღმოჩნდება, სინამდვილესა და საკუთარ „მეს“ არაამქვეყნიურ პრიზმაში ხედავს.  
11.9
მოთხრობები
ავტორი: მიხეილ ბულგაკოვი მთარგმნელი: ნანა ნოზაძე-ჯუღაშვილი, მზია გელაშვილი სერია: იკითხე კლასიკა     როგორი არსება დაიბადება, თუკი უნიკალური ქირურგიული ოპერაციით ძაღლს ადამიანად გარდაქმნიან? გამოჩენილმა რუსმა მწერალმა, უკვდავი ,,ოსტატი და მარგარიტას" ავტორმა, მიხაილ ბულგაკოვმა ამ შეკითხვას ვრცელ მოთხრობაში ,,ძაღლის გული" უპასუხა. მის გმირს, პროფესორ პრეობრაჯენსკის, ზედმიწევნით მეცნიერული და ,ამასთანავე, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ რა გამოვიდა?.. წიგნში შესულია მოთხრობები: ,,ძაღლის გული:, ,,ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები", ,,მორფი", ,,ერთი ექიმის უჩვეულო თავგადასავლები".
13.95
მოთხრობები
ავტორი: ო.ჰენრი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური სერია: იკითხე კლასიკა   საოცარი ისტორიები, რომლებიც, ავტორის ხალასი იუმორისა და დიდოსტატური თხრობის გამო, ერთი ამოსუნთქვით იკითხება; მოთხრობები ხელმოცარულ მხატვარზე, მეფუნთუშე მის მართაზე, ნიუიორკელი სარას მიერ საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ რესტორნის მენიუზე, იმაზე, თუ როგორ წყვეტს ქალაქის გეომეტრიული, სწორხაზოვანი დაგეგმარება ერთი უსაშველო კენტუკური ვენდეტის პრობლემას; პერსონაჟებზე, რომლებიც ხან სასაცილოები არიან, ხან გონებამახვილები და ხან მიამიტები, ხან თავზე ხელაღებული ყაჩაღებივით იქცევიან და ხან თაღლითებივით... თითქმის ერთი საუკუნის წინათ დაწერილი ეს ამბები თითქოს დღეს, სადღაც ახლოს ხდება... ისინი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია, ყოფითი, თუმცა ვითარდება არაჩვეულებრივად და გაოგნებს წარმოუდგენელი, თავბრუდამხვევი და მოულოდნელი დასასრულით. სწორედ ასეთი მოთხრობებით შეიყვარა მილიონობით მკითხველმა მწერალი.
9.95
მოთხრობები
ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L  წიგნში შესულია ვაჟა-ფშაველას მოთხრობები და პოემები: გიგლია, გოგოთურ და აფშინა; ალუდა ქეთელაური, ბახტრიონი, სტუმარ-მასპინძელი, ივანე კოტორაშვილის ამბავი, გველისმჭამელი.
18
მოთხრობები
ავტორი: გოდერძი ჩოხელი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც „დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“
22.95
მოთხრობები
ავტორი: რიუნოსკე აკუტაგავა მთარგმნელი: სერია: იკითხე კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
13.95
მოთხრობები #2 - გურამ დოჩანაშვილი
ავტორი: გურამ დოჩანაშვილი   წიგნში შესულია მოთხრობები: შილდელი მევენახე; ყველაზე კარგი პაპა; ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება; ანუ მესამე ძმა კეჟერაძე; იოჰან სებასტიან ბახი; მიწა და ვანო და წიფელი, ხე; ვატერ (პო) ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები; ძნელი; განსმდომი შუაკაცი; ბახვას გუმლა რეჩხი უყო; ცალ-ცალკე და ერთად; მხოლოდ ერთი კაცი; ზღაპარი შედევრისა და იმის მასალაზე ანუ ჩვენი.
29
მოთხრობები #3 - გურამ დოჩანაშვილი
ავტორი: გურამ დოჩანაშვილი    წიგნში შესულია მოთხრობები: მერომელიღაზე მიხეი, და სხვანიც კიდევ ორ-ორნი; დედინაცვალი; რასაც სხვა ვერ იზამდა; ორნი აქა,იქა; ჩვეული ბედნიერებანი; დაეძებდა; ძმისავ.
29
მოთხრობები / პოემები / ლექსები
ავტორი: ილია ჭავჭავაძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია: კაცია - ადამიანი?!; მგზავრის წერილები; გლახის ნაამბობი; ოთარაანთ ქვრივი; სარჩობელაზედ; ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი; ამბავად გაგონილნი; აჩრდილი; ქართვლის დედა; რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან; მეფე დიმიტრი თავდადებული; განდეგილი
18
მოთხრობები ლიტერატურაზე
ავტორი: ლევან ბრეგაძე   ეს წიგნი მოგვითხრობს მოთხრობებზე, ნოველებზე, რომანებზე, ლექსებზე; მათი ავტორების მწერლურ ოსტატობაზე; მხატვრული ტექსტების, მხატვრული შემოქმედების თავისებურებათა შესახებ… დიახაც, მოთხრობაზეც შეიძლება დაიწეროს მოთხრობა, რომანზეც, ლექსზეც, ესეისტურ თხზულებაზეც…
15.9
მოთხრობები სიყვარულზე
ავტორი: რევაზ ინანიშვილი  სულაკაურის გამომცემლობა „მოთხრობები სიყვარულზე” აერთიანებს ნაწარმოებებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, თუმცა წიგნში ერმანეთს სევდიანი და კიდევ უფრო სევდიანი ამბები ენაცვლება და ამ თითქოს თვალით ხილულ სევდაში, უღიმღამო დღეების ფონზე, შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს ოდესღაც განცდილი, ხან გამხელილი, ხანაც გაუმხელელი, მაგრამ ვერდავიწყებული სიყვარული.  
12.9
მოთხრობები ტ1 დავით კლდიაშვილი
ავტორი:დავით კლდიაშვილი
25
მოთხრობები ქალებზე
ავტორი: რევაზ ინანიშვილი გამოომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
12.9
მოთხრობები ქართლიდან
ავტორი:  რევაზ-გიორგი არველაძე წიგნის ენა: ქართული-ინგლისური
17.95
მოთხრობები წერილები ჩანაწერები
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
25
მოთხრობები- ფიოდორ დოსტოევსკი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: ზურაბ კიკნაძე; თენგიზ ჩხაიძე; პაატა ჩხეიძე   "ორეული","თეთრი ღამეები","მარადი ქმარი" და "თვინიერი"- 4 "პატარა" შედევრი ფიოდორ დოსტოევსკის უმდიდრეი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.პიროვნების გაორება,ჭიდილი საკუთარ მანკიერებებთან თუ დაუნდობელ ცხოვრებასთან,სასტიკ რეალობაში ლამის წმინდანის დარი უმწიკვლოების შენარჩუნებისა თუ სიქველეთა გამოჩენის საოცარი უნარი,სიყვარულის ძალა,რომელიც ზოგჯერ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს - ეს თემები და პრობლემები რუსი კლასიკოსის ნაწარმოებებში მისთვის ჩვეული ღრმა ფსიქოლოგიური კვლევის მეშვეობითაა გადმოცემული.  
14.95
მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო
ასაკი: 6+ 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი 32-გვერდიანი წიგნი ყუთში პატარებს დახვდებათ 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი, რომლითაც  საქართველოს რუკა უნდა ააწყონ და იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში. ილუსტრირებული ფაზლის აწყობისას ბავშვები გაიგებენ, რომელი ქალაქი საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს და უკეთ გაიცნობენ საქართველოს მხარეებს. წიგნის დახმარებით კი,  ბევრ საინტერესო ფაქტს შეიტყობენ ქართული წეს-ჩვეულებებისა და  ისტორიის შესახებ .  სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
44.9