santaesperanza
ფერადი ფანქარი 24 ფერი მეტალის ყუთში
26.5
ფერადი ფანქარი 6 ფერი
3.5
ფერადი ფანქარი Adel Jumbo 12 ფერი
20.9
ფერადი ფანქარი პატარა 12 ფერი
3
ფერადი ფანქარი ყუთში Jumbo მცირე ზომის 12 ფერი
16.6
ფერადი ფანქრები 18 ფერი DELI
12
ფერადი ფანქრები 24 ფერი DELI
14
ფერადი ფანქრები 36 ფერი DELI
17
ფერადი ფურცლები A4 10 ფერი
2.2
ფერადი ქოლგები
ავტორი: ამირან ფაჩუაშვილი     „ამირან ფაჩუაშვილი საკუთარ და, ამავე დროს, შენს ამბავს წერს. ეს წიგნი ჩვენი ამბავია, ჩვენი ქვეყნის – მისი აწმყოსა და მომავლის, მისი ბედის და უბედობის ამბავი. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ამბავი, მათი ტკივილისა და სიხარულის, კონფორმიზმისა და პროტესტის, შემგუებლობისა და ბრძოლის, სიძულვილისა და სიყვარულის, ნგრევისა და შენების ამბავი...   ამირან ფაჩუაშვილი წარმატებული იურისტია. არის სამოქალაქო აქტივისტი და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შესაძლოა რამდენიმე აქ გადმოცემულ სიუჟეტს რეალური საფუძველიც აქვს. ასე რომ არ იყოს, აქ მოთხრობილი ამბები ავტორს ისეთი ემოციით და სიზუსტით აქვს გააზრებული, იმგვარ პიროვნულ და სამოქალაქო პრიზმაში გატარებული და მერე უკვე ლიტერატურად ისე გარდაქმნილი, რომ ეს მხატვრული ტექსტები დოკუმენტური გგონია. თითოეული მათგანი ისეთი ცხადი და ნათელი, ისეთი ნამდვილი და ხელშესახებია, რომ ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ისინი ჩემს თვალწინ თამაშდება, აქ და ახლა ხდება. ხდება ქუჩაში, სასამართლოში, კლინიკაში, სახლში... ეს რეალური პროზაა, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, ნამდვილი „სამოქალაქო პროზა“.   ამირან ფაჩუაშვილის სამწერლო ენაც, ერთი შეხედვით, მარტივია, სახალხო და ყველასთვის გასაგები. ის არ საჭიროებს ზედმეტ სამკაულს, შელამაზებას და დატვირთვას. აქ არაფერია მეტაფორული და ორაზროვანი. ცხოვრებისეული სიმართლე მისი ლიტერატურული ენის მთავარი ღირსებაა, რაც დებიუტანტი ავტორის გულიდან მოდის და ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანის გულამდე მივა, რომლებიც ამ წიგნს წაიკითხავენ“, – თეონა დოლენჯაშვილი.
14.95
ფერები წიგნი + ფაზლი
ასაკი: 2+ ყუთში პატარები იპოვიან ფაზლსა და წიგნს. წიგნში წაიკითხავენ სახალისო ლექსებს. ფერების მიხედვით ფაზლის დაწყვილებით კი უფრო სწრაფად და ადვილად დაიმახსოვრებენ ფერებს. წიგნი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
17.9
ფერები – იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები
ასაკი: 12 თვიდან ამ წიგნში პატარებს უკვე ნაცნობი თუ უცნობი ფერების აღმოჩენა შეუძლიათ. ილუსტრაციები და მათ გვერდით მიწერილი სახელწოდებები სიტყვების სწავლის პროცესს გაამარტივებს და ბავშვებს ლექსიკას განუვითარებს. მყარი მუყაოსგან დამზადებული წიგნი გამძლეა და პატარებს მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეეძლებათ. 16 გვერდი მუყაოს გვერდები
10.9
ფერია კარაბინით
ავტორი: დანიელ პენაკი მალოსენების საგის მეორე ტომი, მრავალრიცხოვანი, ცოტათი შემაშფოთებელი, მაგრამ მიმზიდველი პერსონაჟებით. ამ კაფარნაუმის შუაგულში, მალოსენების ოჯახის შესანიშნავი წევრები მკითხველს კიდევ უფრო ახალისებენ. წარმოსახვითი ინტრიგის ორიგინალურობა და მრავალფეროვნება კი მოულოდნელობების მუდმივი წყაროა.
10
ფერფლი
ავტორი: თამარ ბართაია სერიის დასახელება ET CETERA თამარ ბართაიას მკითხველი იცნობს, როგორც წარმატებულ დრამატურგს. მისი პიესები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და დადგმულია მსოფლიოს არაერთი თეატრის სცენაზე, მათ შორის, აშშ-ში (ნიუ-იორკი, ბროდვეი), დიდ ბრიტანეთში (ლონდონი, ედინბურგი) და სხვ.  გამოცემული აქვს პიესების რამდენიმე კრებული. არის დრამატურგ ქალთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პრემია, მათ შორის, ლიტერატურული პრემია „საბა“.      თავსდამტყდარი უბედურების გამო ახალგაზრდა ქალს ზურგს შეაქცევენ. მისი ოჯახის ტრაგედიის მიზეზიც ეს ინციდენტი ხდება. ქალი ცდილობს ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას და თითქოს ახერხებს კიდეც, მაგრამ იმედგაცრუებების სერია არ მთავრდება, საბოლოოდ კი საკუთარ ქვეყნაზე განაწყენებული ემიგრაციაში მიემგზავრება, ეუფლება ახალ პროფესიას და საკმაოდ წარმატებული ხდება. მიუხედავად არაერთი მამაკაცისა მის ცხოვრებაში, გულში მხოლოდ ერთის სიყვარულს ატარებს. მისი ყოფა სავსეა მოულოდნელობებით, ბოლოს კი კვლავ არჩევანის წინაშე დგება...
15.95
ფეხბურთი - 45 + 45 ამბავი #10
ავტორი: ზვიად ბერეკაშვილი სერია: თან საკითხავი „1872 წელს პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. მას შემდეგ ფეხბურთის ვირუსი საოცარი სისწრაფით მოედო დედამიწას, გადალახა ოკეანეები, მთები და დაატყვევა კაცობრიობა! იგი ყოველ ადამიანშია, მიუხედავად იმისა, უყვარს თუ არა ფეხბურთი! გთავაზობთ საოცარ ფაქტებს ფეხბურთის ისტორიიდან, ამბებს, რომლებიც ბევრი გულშემატკივრისთვისაც უცნობია. ეს ერთნაირად საინტერესო იქნება ფეხბურთის მოყვარულისთვის თუ ამ სპორტში ჩაუხედავი ადამიანისთვის. დაბოლოს, სანამ წიგნს გადაშლიდეთ, გავიხსენებ „ლივერპულის“ ლეგენდარული მწვრთნელის, ბილ შენკლის უსაყვარლეს ფრაზას: „მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“. 
10
ფეხბურთის მოთამაშე
ავტორი: არჩილ ფირიაშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 გამომცემლობა: პალიტრა L  
11.95
ფიგაროს ქორწინება
ავტორი: ბომარშე მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი  
8.4
ფიზიკა 10 კლასი მოსწავლის წიგნი
ქ.ტატიშვილი გამომცმელობა დიოგენე
15
ფიზიკა 10კლასი რვეული
გ.გედენიძე, ე.ლაზარაშვილი გამომცემლობა ინტელექტი  
2.6
ფიზიკა 7 კლასი მოსწავლის წიგნი
რ. ქანთარია, ლ. ჩიჩუა გამომცემლობა კლიო
18
ფიზიკა 7 კლასი მოსწავლის წიგნი
მ.ტუღუში. თ.შენგელია. გ ლომიძე გამომცემლობა საქართველოს მაცნე
14
ფიზიკა 7კლასი
გ.გედენიძე, ე.ლაზარაშვილი გამომცმელობა ინტელექტი 2019 წლის გამოცემა
8
ფიზიკა 8 კლასი მოსწავლის წიგნი
მ. ტუღუში, თ. შენგელია, გ.ლომიძე, ნ. სხვანიძე საქართველოს მაცნეს გამომცმელობა
14
ფილოსოფია
ავტორი: ედუარდ კრეიგი მთარგმნელი: ანინა ტეფნაძე სერია: ძალიან მოკლე შესავალი „ეს საინტერესო შესავალი თითოეულ ჩვენგანში არსებულ ფილოსოფოსს ეხმიანება. კრეიგი მრავლისმომცველი, თუმცა არადამრიგებლური ტონით ესაუბრება მკითხველს და საგულდაგულოდ შერჩეული ნაშრომების დახმარებით უჩვენებს, რომ ფილოსოფია მხოლოდ აკადემიური სავარჯიშო კი არა, ყველასთვის მნიშვნელოვანი საგანია“. ჯონ კოტინგჰემი, რიდინგის უნივერსიტეტი როგორ უნდა ვიცხოვროთ? რა არსებობს? როგორ შეგვიძლია, რამე ვიცოდეთ? ეს ცოცხალი და საინტერესო წიგნი იდეალური გზამკვლევია ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც დაფიქრებულა, რას ემსახურება ფილოსოფია. ედვარდ კრეიგი ამტკიცებს, რომ ფილოსოფია უცხო პლანეტიდან არ მოსულა: მისი სწავლა მხოლოდ იმის განმტკიცებასა და გაღრმავებას ემსახურება, რაც ისედაც ვიცით. იგი გვიჩვენებს, რომ ფილოსოფია მხოლოდ ინტელექტუალების გასართობი როდია: პლატონის, ბუდისტი მწერლების, დეკარტის, ჰობსის, იუმის, ჰეგელის, დარვინის, მილისა და სიმონ დე ბოვუარის მსგავსი მოაზროვნეები რეალურ საჭიროებებსა და მოვლენებს პასუხობენ – მათი ნააზრევი ჩვენს ცხოვრებას ახლაც ცვლის და დღესაც გვაწუხებს საკითხები, მათ რომ აღელვებდათ. ედუარდ კრეიგი კემბრიჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი და ჩერჩილის კოლეჯის საბჭოს წევრია. მას ხშირად იწვევენ ჰამბურგის, ჰაიდელბერგისა და მელბურნის უნივერსიტეტებში. მისი წიგნებიდან აღსანიშნავია „ღმერთის გონება და ადამიანის შემოქმედება“ (1987) და „ცოდნა და ბუნებითი მდგომარეობა“ (1990). ის რაუთლეჯის ფილოსოფიის ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორია.
10.9