santaesperanza
ულისე ბაღდადიდან
ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი მთარგმნელი:  მერაბ ფიფია „მე მქვია საად საადი, რაც არაბულად იმედ იმედს ნიშნავს, ხოლო ინგლისურად – სევდიან სევდიანს,”– ასე იწყება თანამედროვე ფრანგული პროზის ერთ-ერთი სახელგანთქმული წარმომადგენლის, ერიკ-ემანუელ შმიტის რომანი „ულისე ბაღდადიდან”. ნაწარმოების მთავარ გმირს, საად საადს, ბაღდადის დატოვება გადაუწყვეტია, ქალაქისა, სადაც დაბომბვისას მისი არაერთი ახლობელი და ნათესავი დაიღუპა, მათ შორის საადის საცოლეც. საადს ნებისმიერ ფასად სურს, ჩააღწიოს ევროპაში, რომელიც მის წარმოდგენაში თავისუფლებისა და საამური მომავლის ტოლფასია. ამისათვის კი უნდა მოახერხოს საზღვრის გადაჭრა, თუმცა ჯიბეში ერთი დინარიც არ უჭყავის; გადაურ­ჩეს გემის ჩაძირვას; მოადუნოს ციკლოპი ციხისთავის სიფრთხილე და გათავისუფლდეს სიცილიელი კალიფსოს ჯადოქრული ხიბლისგან… ერიკ-ემანუელ შმიტი, თხრობის უბადლო ოსტატი, აიძულებს მკითხველს, მონუსხულმა მორჩილად იხეტიალოს სიუჟეტის ლაბირინთებში, რომელიც მას ხან ჰომეროსის გმირის ყარიბობას მოაგონებს, ხანაც „ათას ერთი ღამის” ზღაპრებს; და უთუოდ დააფიქრებს იმაზე, აქვს თუ არა მნიშვნელობა საზღვრებს მესამე ათასწლეულის დასაწყისის კაცობრიობისათვის.
13.9
ულისი
ავტორი: ინგუნ თონი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ულისი ათი წლის გოგონაა. რაც თავი ახსოვს, დედასთან ერთად მწვანე სახლში ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება: მათ ოჯახში პატარა, საყვარელი ძამიკო იანი ჩნდება და იანთან ერთად მისი მამიკოც – სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული აინარი, რომელიც გოგონას პატარა ბავშვივით ექცევა. ამას ისიც ემატება, რომ იანისა და აინარის გამო დედას თითქმის აღარ ახსოვს ულისის არსებობა.
12.9
უნა & სელინჯერი
ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი რომანი „უნა & სელინჯერი“ ფრედერიკ ბეგბედერის თაყვანისმცემლებს სასიამოვნოდ გააოცებს. ამჯერად თქვენ სრულიად სხვანაირ ბეგბედერს გაიცნობთ, ცინიკოსსა და ირონიულს კი არა, სენტიმენტალურს, გულთბილს, სევდიანს. წიგნი სიყვარულზეა, ბეგბედერის საყვარელი მწერლის, ჯერომ სელინჯერისა და ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატ იუჯინ ო’ნილის ქალიშვილის, უნას სიყვარულზე. ერთმანეთი 1941 წელს გაიცნეს და მათი რომანი სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა. მერე სელინჯერი ომში წავიდა, უნა კი ჩარლი ჩაპლინს გაჰყვა ცოლად. ულამაზესმა გოგონამ უსახელო, დამწყებ მწერალს ხანდაზმული მუნჯი კინოს ვარსკვლავი არჩია, რადგან ის საიმედო დასაყრდენი იყო, მასთან მშვიდი, უზრუნველი ცხოვრება ელოდა, სელინჯერთან კი, ლოდინი — ლოდინი ომის დამთავრებისა, ლოდინი მისი მწერლად ჩამოყალიბებისა. ლოდინი გაუჭირდა, არ მოინდომა... ჩაპლინთან აწმყოც და მომავალიც ცხადი იყო, სელინჯერთან — ბუნდოვანი. მისი „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ ჯერ წინ იყო, წინ იყო ომის საშინელებანი, გულისტკენა უნას დაკარგვის გამო და იმედგაცრუება, წინ იყო სიბერეში განდეგილობა...
16.95
უნარები 3 კლასი
თ.ბექაური,ა.საგინაშვილი გამომცემელი ავთანდილ საგინაშვილი
4.5
უნარები 5 კლასი
თ.ბექაური,ა.საგინაშვილი გამომცემელი ავთანდილ საგინაშვილი
5
სიახლე
უნდა გიღალატო
ავტორი: რუტა სეპეტისი სერია:Liberteens 1989 წელი. მთელ ევროპაში ერთიმეორის მიყოლებით ემხობა კომუნისტური რეჟიმები, მაგრამ კვლავ მყარად დგას რუმინეთის სისხლიანი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმი. ქვეყანაში მკაცრი კონტროლია, საყოველთაო თვალთვალი, ხალხი შიმშილობს. მას თავისუფლება სურს, მაგრამ დიქტატორის სპეცსამსახურის, სეკურიტატეს მარწუხებში მოქცეული ვერაფერს ბედავს - აკრძალულია ყოველივე ადამიანური, სულ მცირე გადაცდომისთვისაც კი ადამიანს ციხეში აგდებენ, აწამებენ, კლავენ. 17 წლის მოსაწვლემ კრისტიან ფლორესკუმ იცის, რომ მისი გაჩანაგებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ თავისუფალი სამყაროა და უნდა გადაწყვიტოს - იყოს სეკურიტატეს იძულებითი ინფორმატორი თუ შეებრძოლოს რეჟიმს.
14.95
უოლდენ ორი
ავტორი:  ბ. ფ. სკინერი სერიაა: Magnum Opus ინგლისურიდან თარგმნა მედეა რუსიშვილმა     ყოვლისმომცველი აბსურდულობისა და უსაზრისობის განცდა, რომელ მაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაისადგურა, ცნობისმოყვარე ოთხეულს უბიძგებს, ექსცენტრული და იდუმალებით მოცული მეცნიერის, ფრეიზერის მიერ შექმნილ ექსპერიმენტულ საზოგადოებას ეწვიოს.   „უოლდენ ორი“, – ეს არის ბიჰევიორისტულ პრინციპებზე დაფუძნებული, სკრუპულოზურად დაგეგმარებული სამყარო, სადაც ეფექტურობა, კოოპერაცია და პირადი თავისუფლების განცდა ჰარმონიულადაა შერწყმული. აქ შრომა თანაბრადაა გადანაწილებული და თავისუფალი დრო ფასეულია, მოძველებულ და ფუჭ ღირებულებებზე დაუბრკოლებლად და უმტკივნეულოდ ამბობენ უარს, ხოლო ადამიანური ბედნიერება არა მხოლოდ იდეალი, არამედ ხელშესახები რეალობაა.   თუმცა, იბადება გარდაუვალი კითხვა – მართლაც შესაძლებელია კოლექტიური ბედნიერება ინდივიდუალობის მსხვერპლად გაღების გარეშე? და რა ხდება, როდესაც იდეალებს პირადი სურვილები და ლტოლვები უპირისპირდება?   რადიკალური ბიჰევიორიზმის ფუძემდებლის, ბ. ფ. სკინერის „უოლდენ ორი“ მკითხველს XX საუკუნის უტოპიაში ეპატიჟება.
29.95
უპანიშადები
სერია: MAGNUM OPUS უპანიშადები სვამენ ფილოსოფიურ კითხვებს: რა არის ყოფიერება? რა არის მიზეზი? ბრაჰმანი? როგორ გავჩნდით ამქვეყნად? რისთვის ვართ შობილნი? რისთვის ვარსებობთ?.. ამ კითხვებით უპანიშადები მიზნად ისახავენ ასწავლონ არა ზუსტი და უცილობელი აღსრულება საკულტო წესებისა, არამედ, საწესო მსხვერპლის ცნების სულიერ მსხვერპლად გარდამსახველი, ფილოსოფიური წვდომა ყოფიერების კანონებისა. უპანიშადები მიელტვიან შინაგანი სიღრმეების ახსნას, რადგანაც სასწაულებრივი ცეცხლი დამარხულია სულის წიაღში, იქიდან იმზირება მთელი სამყარო.   ღმერთის წვდომა და მასთან შერწყმა, უპანიშადების თანახმად, უმაღლესი მიზანია ადამიანისა, რადგანაც სამყარო ღვთისაგან ქმნილია და საბოლოო სავანეც ღმერთში უნდა ჰპოვოს ყოველმა კაცმა. მან უნდა დაამსხვრიოს თავისი პატარა ყოფიერების ნიჟარა და სიყვარულით მიეახლოს მარადისობას, უკეთუ მარადისობა – თავად ღმერთია.
34.95
უსაზღვროება
ავტორი:ჯიმ კვიკი თარგმანი: ლიკა გურაბანიძე   რა იქნება, თუ შევძლებთ მოვემზადოთ უფრო სწრაფად სწავლისთვის? რა მოხდება, თუ შევძლებთ მეხსიერების გაუმჯობესებას?ჯიმ კვიკმა, მსოფლიოში №1 ტრენერმა ნეიროდისციპლინაში, დაწერა წიგნი ,,უსაზღვროება”ტვინის განვითარების, მეხსიერების გაუმჯობესების და დაჩქარებული სწავლისთვის. ეს წიგნი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას მიაღწიონ მეტ პროდუქტიულობას, მეტ ტრანსფორმაციას, მეტ პერსონალურ და ბიზნეს მიღწევებს - აზროვნების, მოტივაციისა და მეთოდების შეცვლით.
45
უსართულო ამერიკა
ავტორი: დავით ჩიხლაძე სერია: იკითხე ქართული XXI   დავით ჩიხლაძის "უსართულო ამერიკა" ამერიკაზე მოთხრობილი ისეთი შთაბეჭდილებებია, რომელთა გაცნობა მკითხველს ამ ქვეყანაზე კიდეც შეუქმნის და კიდეც შეუცვლის. გულწრფელი ინტერესი კი ის მოტივატორია, ავტორს მაღალსართულიან შენობათა ოთახებში, სართულთშორის სივრცეებში, სახურავებსა თუ სარდაფებში შესაღწევად და იქიდან ამბის გამოსატანად რომ უბიძგებს. ამდენად, თქვენ წინაშე ერთგვარი თხრობითი კალეიდოსკოპია, გამოგონილს კი არა, ნამდვილ, უეჭველ ამბებს რომ ირეკლავს.
12.95
უსასრულო ზღვა
ავტორი: რიკ იანსი სერია: ლიბერთინს   როდესაც დედამიწას მეხუთე ტალღა დაატყდა, კესი სალივანი და სხვა გადარჩენილები სასოწარკვეთილების ზღვარზე აღმოჩნდნენ. ახლა? ახლა მდგომარეობა უარესდება. უცხოპლანეტელები კვლავ დედამიწაზე არიან. არავინ იცის იმ უფსკრულთა სიღრმეები, რომელსაც დედამიწის დამპყრობელელბი - უცხოპლანეტელები მისწვდებიან, რათა ჩვენი პლატენა ადამიანური ინფექციისგან გაწმინდონ. მაგრამ ასევე არავინ იცის, სად გადის ადამიანური შესაძლებლობების ზღვარი. კაცობრიობის სულის უსასრულობა? - ბრძოლა გრძელდება..დედამიწისთვის.
13
უსასრულო თამაში
ავტორი:სიმონ სინეკი სერია: ლურჯი ოკეანე "როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება თამაშში, რომელსაც დასასრული არ აქვს? სასრულ თამაშებს გაცხადებული მოთამაშეები ჰყავს, გაწერილი წესები და განსაზღვრული დასასრული აქვს. ადვილია გამარჯვებულისა და დამარცხებულის გამოვლენა, როგორც, მაგალითად, ფეხბურთსა და ჭადრაკში. უსასრულო თამაშებში, როგორიცაა ბიზნესი, პოლიტიკა ან ცხოვრება, გამუდმებით იცვლებიან მოთამაშეები, იცვლება წესები და არ არსებობს კონკრეტული დასასრული. უსასრულო თამაშებს გამარჯვებულები და დამარცხებულები არ ჰყავს. მაგალითად, არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ""ბიზნესის მოგება"" ან ""ცხოვრებაში გამარჯვება""- არსებობს მხოლოდ წინ ან უკან ყოფნა. ლიდერები, რომლებიც მართავენ უსასრულო აზროვნებით, უფრო ძლიერ, ინოვაციურ და ყველასთვის შთამაგონებელ ორგანიზაციებს ქმნიან. ასეთი ორგანიზაციები გამოირჩევიან საჭირო მედეგობით მარად ცვალებად გარემოში წარმატების მისაღწევად. წიგნში ""პირველად იყო რატომ"" საიმონ სინეკმა გვაჩვენა მკაფიო მიზნის მნიშვნელობა ნებისმიერი საქმის წამოწყებისას. „უსასრულო თამაშში"" კი ავტორი წარმოგვიდგენს მოდელს იმ თამაშის არსში უკეთ გასარკვევად, რომელშიც ყველანი მოთამაშეები ვართ, რადგან ეს უსასრულო თამაშია."
16.95
უსაფრთხო თავშესაფარი
ავტორი: ნიკოლას სპარქსი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: წლის ბესტსელერი ერინი ქმრის ძალადობას გაექცა და პატარა სამხრეთულ ქალაქს შეაფარა თავი.ახლა მას სახელიც სხვა აქვს - ქეთი.გველის ტყავივით გამოიცვალა სახელი და გარეგნობაც,ცდილობს,წარსული წარსულსვე ჩააბაროს და დღევანდელი დღით და უკეთესი მომავლის იმედით იცხოვროს.თითქოს ამ ცხელ ქალაქში პოვა უსაფრთხო თავშესაფარი,სიყვარულიც,მარგამ.მოძალადე ქმარს არ სურს წარსულის დავიწყება.მისი დავიწყება...მას ძველებურად უყვარს შინიდან გაქცეული ცოლი,მაგრამ სძულს კიდეც.სიყვარული და სიძულვილი მიერეკება ქალაქიდან ქალაქში მის საპოვნელად.
14
უსაფრთხო მანძილი
ავტორი: სამანტა შვებლინი მთარგმნელი: თამო ლეჟავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს
ავტორი: ჯონათან საფრან ფოერი მთარგმნელ(ებ)ი დავით ახალაძე სერიის დასახელება ET CETERA   „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ამერიკელი მწერლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) მეორე და ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნის მთავარი გმირია ცხრა წლის ოსკარ შელი, ჭკვიანი და უცნაური ბიჭი, რომელსაც 11 სექტემბერის ტრაგედიისას მამა დაეღუპა. ოსკარი ცდილობს, მამის სიკვდილით გამოწვეულ დარდს ებრძოლოს და ეს ბრძოლა ფსიქოთერაპიის სეანსიდან კი არ იწყება, რომელზეც დედას მიჰყავს, არამედ მამის ნივთებში ნაპოვნი კონვერტიდან, რომელშიც გასაღები დევს.     ოსკარი მთელ ნიუ-იორკში ეძებს საკეტს, რომელსაც ის მოერგება და იმედი აქვს, რომ შეიტყობს მამასთან დაკავშირებულ საიდუმლოს. „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ჯონათან საფრან ფოერის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს მწერლის სადებიუტო რომანი „სრული გასხივოსნება“.
20.95
უუუ კულელე და სხვა მოთხრობები (6-7 წელი)
ავტორი: ლელა ცუცქირიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ღამით, ძილის წინ, ალბათ დაგილანდავს კედელზე მოთამაშე ჩრდილი და შემკრთალხარ. სულ ტყუილად! პატარა, უწყინარ ჩრდილს ვინმეს შეშინება არც უფიქრია – შენთან დამეგობრების იმედით თამაშობს ხოლმე კედელზე… წიგნში დახატულ დიდ, საშიშ არსებას თუ დაუფრთხიხარ? ეგეც სულ ტყუილად! აბა, წარმოიდგინე, წიგნიდან რომ გადმოვიდეს, რა პატარა იქნება – მუხლამდეც ვერ მოგწვდება! საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის მოთხრობების ამ კრებულში მარტო ადამიანებს კი არა, ცხოველებს, მცენარეებს  და ნივთებსაც უყვართ, ნანობენ, უხარიათ და ოცნებობენ… გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ აქ მაცივარი აისბეგობაზე ოცნებობს; ტაფა მამალივით ყივის; პატარა ტყეს დიდობა სურს; ციცქნა ღრუბელს კი ძალიან უნდა, ერთხელ მაინც დაიგრუხუნოს საშიშად…
9.9
უფარფლებო თევზი, სახელად რიტო
ავტორი: დავით ალთუნაშვილი ამ წიგნში რიტოს გაიცნობ, პატარა, გონიერ თევზს, რომელიც უცბად იქცევს ყველას ყურადღებას ერთი, მისგან დამოუკიდებელი, მიზეზის გამო _ რიტოს, სხვა თევზებისგან განსხვავებით, ფარფლები არ აქვს და ცურვა არ შეუძლია. წარმოიდგინე, როგორ უნდა იცხოვროს უზარმაზარ ოკეანეში თევზმა, რომელიც ვერ ცურავს! ვერ წარმოიდგინე, არა? ამ წიგნში წაიკითხავ, რომ იქ, სადაც არის მეგობრობა, ერთმანეთზე ზრუნვა და ცოდნა, ყველაფერი შესაძლებელია _ უფარფლებოდ ცურვაც, უფეხებოდ სიარულიც და, რაც მთავარია, სრული თანასწორობა.რიტოსთან, ბოკისთან და სხვა წყალქვეშა ბინადრებთან ერთად ნამდვილად დაუვიწყარი და ჯადოსნური თავგადასავალი გელის.
15.95
უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები
ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი ცუკურუ ტაძაკი რკინიგზის სადგურების მშენებელი მარტოსული კაცია, რომელსაც ადგილი ვერ უპოვია სამყაროში. ის იძენს და კარგავს ადამიანებს და იმ გამოქვაბულს ადარებს თავს, რომელსაც დროებით შეეფარებიან ხოლმე ჩიტები. ცუკურუ ბავშვობაში ოთხ თანატოლს დაუმეგობრდა: აკას (წითელი), აოს (ლურჯი), შიროს (თეთრი) და კუროს (შავი). ხუთ განუყრელ მეგობარს შორის მხოლოდ ცუკურუ იყო უფერო. ერთხელაც, მოულოდნელად, ცუკურუს მეგობრებმა ზურგი აქციეს და მიატოვეს, ისე, რომ არაფერი აუხსნიათ, არაფერი განუმარტავთ. წლების შემდეგ ცუკურუ შეიყვარებს ქალს, რომელიც უბიძგებს მას, წარსულში მომხდარი განხეთქილების მიზეზი გამოარკვიოს. და აი, 16 წლის შემდეგ იგი მიდის თავისი ძველი მეგობრების სანახავად, რომ გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში…
13.9
უფლისწული და მათხოვარი
ავტორი: მარკ ტვენი მთარგმნელი: თამარ დიასამიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მარკ ტვენი ყველა დროის მოზარდი მკითხველის საყვარელი ავტორია. ამ წიგნში წაიკითხავთ საოცრად შთამბეჭდავ ამბავს უფლისწულსა და მათხოვარზე. ეს ორი ცნობისმოყვარე ბიჭუნა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა განსხვავებული საზოგადოებრივი სტატუსი აქვთ. ერთი მათგანი, ტომ კენტი, ლონდონის ჯურღმულებში მცხოვრები ღარიბი ბიჭია, მეორე, ედვარდ ტიუდორი კი – ტახტის მემკვიდრე. ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ ისინი როლებს ცვლიან და სწორედ აქ იწყება მათი ახალი, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება.
8.9
უფლისწული და მათხოვარი
ავტორი: მარკ ტვენი სერია: მოსწავლის არჩევანი „ყველაფერი, რაც მართალი არ არის, ტყუილია და მეტი არაფერი“. „სავსე კუჭს არავითარი ფასი არა აქვს, როდესაც გონება და გული დამშეულია... ცოდნა გულს ალბობს და გულკეთილობას და მოწყალებას კვებავს“. „მართალია, ამ წყალობას ფასი არა აქვს, მაგრამ მე მაინც დავაფასებ იმ სიყვარულისთვის, რომლითაც მთავაზობენ მას. მე მირჩევნია ეს ჩემი საბრალო, სასაცილო, წმინდა ხელითა და მართალი გულით უთხოვნელად ნაბოძები პატივი მოშურნე, ანგარებიან ხელისუფალთა წინაშე დამცირებით მოპოვებულ ნამდვილ პატივს“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.
11.95
უფრო ახლოს სხეულთან
„უფრო ახლოს სხეულთან“, იგივე „ტონოპლასტიკა“ არის წიგნი, რომელიც სხვადასხვა ფსიქოფიზიკური სავარჯიშოებით გვეხმარება იმ დაძაბულობებისგან გათავისუფლებაში, რომელიც ჩვენს სხეულში სტრესის და სხვადასხვა უსიამოვნო განცდების შედეგად არის დარჩენილი. რას გვაძლევს ტონოპლასტიკა ტონოპლასტიკა გვეხმარება დაღლილობის მოხსნასა და არიდებაში, შრომისუნარიანობის ამაღლებაში, მახსოვრობის გაუმჯობესებაში ტონოპლასტიკა გვეხმარება სხვებთან ურთიერთობისას თავი ვიგრძნოთ თავისუფლად, თავდაჯერებულად და მსუბუქად, ყველაზე საპასუხისმგებლო სიტუაციებში ვიყოთ გულისყურით და მშვიდად, გავთავისუფლდეთ შიშებისა და მოუსვენრობისგან
32.5
უქარქაშო ხმლები ტ1
ავტორი: ლევან სანიკიძე     ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო
25
უქარქაშო ხმლები ტ2
ავტორი: ლევან სანიკიძე   ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო.
25
უღონოთა ორკესტრი
ავტორი: ჩიგოზი ობიომა სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტაძე 2015 წელს, გამორჩეული დებიუტისათვის, ნიგერიელი ავტორი ჩიგოზი ობიომა გლობალური მასშტაბის მოაზროვნედ დაასახელეს. მან სახელი გაითქვა რომანებით „მეთევზეები“ და „უღონოთა ორკესტრი“ _ ორივე ნაწარმოებისთვის ავტორი ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა. რომანი „უღონოთა ორკესტრი“ 2019 წელს გამოიცა. იგბოს კოსმოლოგიით საინტე- რესოდ შეზავებული სიუჟეტი მკითხველს აუცილებლად მოაგონებს „ოდისეას“. საინტე- რესოა, როგორ ხედავს ავტორი თითოეულ ადამიანს, რამხელა ყურადღებას უთმობს შიშსა და სინდისის ქენჯნას; როგორ ხსნის საზოგადოებაში გამეფებულ სიძულვილს, გრძნობას, რომელიც ყველას დაგვაქვს კოკით ცხოვრების გზაზე და გვეღვრება კიდეც ალაგ-ალაგ. მკითხველს შეიძლება იგბოს ენის ლექსიკონში ჩახედვის სურვილიც გაუჩნდეს. ავტორსაც ეს უნდა, მანამდე კი შეგვიძლია გაგიმხილოთ _ იგბოს ენაზე ნათქვამი „ოკო კო ვა მადუ“ შეიძლება ითარგმნოს ასე: „შენ ადამიანი ხარ“.
25.95