santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი
    ავტორი: რატი მუჯირი ჩემი ცხოვრების ათი წელი ჟურნალისტიკას დაეთმო და იმას, რაც ამ ხნის განმავლობაში კადრს ან ტექსტს მიღმა დარჩა, წაიკითხავთ ამ წიგნში, რომელსაც „ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი“ დავარქვი. ერაყი, ავღანეთი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, „არაბული გაზაფხული“, ყირგიზეთის რევოლუცია, ომი სირიაში და რუსეთის ფედერაციის ინტერვენცია უკრაინაში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „ცხელი“ მოვლენებისა, რაც კი გამიშუქებია. 2012 წელს თურქეთისა და სირიის საზღვარზე გავიცანი მაჰმუდ დობაღი – მეგზურობას და თარჯიმნობას მიწევდა. მისი დახმარებით შევხვდი იმათ, ვინც ომს გამოექცა და ვისაც ეს უამრავი რამის ფასად დაუჯდა. საკუთარი თვალით ვიხილე ერაყში მომსახურე ქართველი ჯარისკაცები, მათი ყოველდღიური ყოფა და განწყობა, დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლისადმი.მერე ეგვიპტეშიც მომიხდა მუშაობა – მუბარაქის მმართველობის შემდგომ პერიოდში. ამ ტექსტებს 2013-2014 წლებში ვწერდი. ვეცადე, მეჩვენებინა, თუ როგორია ომი შიგნიდან; როგორ ვმუშაობთ ჟურნალისტები ასეთი მოვლენების დროს და რა ხდება იმ კადრებს მიღმა, რომლებიც მაყურებლამდე აღწევს. რასაც აქ წაიკითხავთ, თითქმის ყველაფერი სრული სიმართლეა; შესაძლოა, ოდნავ გაბუქებული და შელამაზებული იყოს, მაგრამ გამოგონილი ამ წიგნში არაფერია.
    9.9
    ჩემი სოფლის ტრაგდიები
    ავტორი: ჯულიანა ტაბატაძე     „ჩემი სოფლის ტრაგიკომედიები“ ჯულიანა ტაბატაძის მეორე საავტორო წიგნია. პირველი წიგნი, „ელისონი“, რომელიც 2019 წელს გამოიცა, გადმოგვცემს ემიგრაციაში მყოფი გოგონას ისტორიებს, მოგვითხრობს, რა მძიმე ცხოვრება გამოიარეს მან და მისი თაობის ადამიანებმა. „ჩემი სოფლის ტრაგიკომედიები“ კი სრულიად განსხვავებულია. მისი კითხვისას ხან გაიცინებთ, ხან გაბრაზდებით, ხან იტირებთ და ხანაც შეგეცოდებათ რომელიმე პერსონაჟი. ესაა სწორედ ამ ნაწარმოების ხიბლი. თუმცა, ავტორის მხრიდან, აქ არავითარ კრიტიკას არ აქვს ადგილი. პირიქით, ეს მისი ბავშვობაა და მას ტკივილამდე უყვარს თითოეული მათგანი. მათთან ერთად გამოირა მთელი ცხოვრებისეული გზა, მათი ნაწილია. ასევე, ჯულიანა ტაბატაძეს დაწერილი აქვს ზღაპრები და მოთხრობები ბავშვებისთვის. შექმნილია ილუსტრაციებიც და ფიქრობს, რომ სულ მალე გაახარებს პატარებსაც. ამას გარდა, დასაბეჭდად აქვს გამზადებული წიგნი, „ვირთხების ქალაქი“ და მუშაობს ნაწარმოებზე – „როგორ გავფრინდეთ ევროპაში“. ეს ბოლო წიგნი მთლიანად საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მიეძღვნება.
    16.9
    ჩემი სურვილების ნუსხა
    ავტორი: გრეგუარ დელაკური მთარგმნელი: ემა ობგაიძე სერია: ძალიან მაგარი წიგნები გრეგუარ დელაკური 1960 წელს საფრანგეთში, ვალანსიენში დაიბადა. ლილში და გრენობლში სწავლობდა სამართალს, თუმცა კარიერა სარეკლამო ბიზნესში გააკეთა. ჯერ კიდევ 1982 წელს დააარსა მან მეუღლესთან ერთად სარეკლამო სააგენტო, რომელიც წარმატებული გამოდგა. დელაკურის ლიტერატურული დებიუტი 18 წლის ასაკში შედგა, როდესაც მისი ლექსები ცნობილ ფრანგულ გაზეთ ""ლე მონდში"" გამოქვეყნდა. მას შემდეგ კი მისი აღარაფერი დაბეჭდილა 2011 წლამდე, როდესაც "ოჯახის მწერალი" გამოიცა. წიგნი მრავალი ლიტერატურული პრემიით აღინიშნა და საფრანგეთში საკმაოდ კარგადაც გაიყიდა. დიდი წარმატება კი სწორედ "ჩემი სურვილების ნუსხამ" მოიტანა, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და მისმა ტირაჟმა ერთ წელიწადში მილიონ ეგზემპლარს გადააბიჯა. "ჩემი სურვილების ნუსხა" უკვე 30 ქვეყანაშია გამოცემული, მის მიხედვით დაიდგა სპექტაკლი, იღებენ კინოფილმს. წიგნის მთავარი გმირი 47 წლის ჩვეულებრივი პროვინციელი ქალია, რომელიც დარწმუნებულია, რომ მის ცხოვრებაში საინტერესო აღარაფერი მოხდება. ამ დროს ის ლოტოში მოიგებს 18 მილიონ ევროს და ღრმად დაიწყებს ფიქრს, აწი რა ქნას... "ჩემი სურვილების ნუსხა" ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი. თითქოს ბანალურ სიუჟეტში მრავალი ფსიქოლოგიური შრეა დატანილი. დელაკურის ენა მსუბუქია და ამავე დროს ღრმაც. თხრობის მანერა არც გბოჭავს და არც გიშვებს. ცოტა იუმორიც არის და ბევრი, ბევრი სითბო.
    12.3
    ჩემი ქმარი
    ავტორი: დაჩა მარაინი მთარგმნელი: მაია ტურაბელიძე 60-იანი წლები იტალიაში, ისე როგორც სხვა დასავლურ კულტურებში, დიდი სოციალური ცვლილებებით აღინიშნება. დაჩა მარაინი მოთხრობათა კრებულში „ჩემი ქმარი“ საუბრობს დიდი ქალაქების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, განსაკუთრებული ტკივილით გადმოსცემს მშრომელი ადამიანების ყოფა-ცხოვრებისა და იმედგაცრუების ეპიზოდებს, აღწერს ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა ჩაგვრის დეტალებს, ასახავს ქალების მღელვარე სასიყვარულო ამბებსა და ნგრევის პირას მისულ ოჯახურ ურთიერთობებს. მარაინის პერსონაჟები თავიანთი ცხოვრებით ხშირად უკმაყოფილონი არიან, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედს მაინც არ ჰკარგავენ და მის მისაღწევად განუწყვეტლივ იბრძვიან. „ჩემი ქმარი“ არაჩვეულებრივი ოსტატობითა და პოეტურობით, ცოცხალი და ხუმრობანარევი მეტყველებით ზუსტად ასახავს გასული საუკუნის 60-იანი წლების იტალიურ ცხოვრებას.
    6.6
    ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად
    ავტორი: გოგა ქობალია   ლეღვიანის ნიადაგი იფიტება, უნაყოფო ხდება. იქ მცხოვრები არიქიფა და მისი ოჯახის წევრები კი ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ. ბათუ დედის, ანესას მხარეს იჭერს და უნდა, რომ რაღაც შეცვალონ, არიქიფა კი სიახლეების წინააღმდეგია, რადგან მისთვის წარმოუდგენელია წინაპრების გზიდან გადახვევა.   ოჯახში დაწყებული არეულობის დროს სახლიდან მათი საუკეთესო ცხენი, ჰელიკა, უჩინარდება, რომელსაც ჩაკეტილობამ და გამუდმებით ეზოში ყოფნამ სახლიდან გაქცევა გადააწყვეტინა. ცხენი ფიქრობს, რომ მან ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს და საქვეყნოდ ცნობილი გახდეს. არიქიფა და ბათუ ცხენის ძებნას იწყებენ – ძებნისას ნელ-ნელა ეხდება ფარდა მათ მიწებსა და ოჯახში დატრიალებული ამბების ნამდვილ მიზეზებს. პარალელურად კი ომი და არეულობა იწყება და ოჯახი სულ მალე იძულებული ხდება მშობლიური სოფელი დატოვოს და გადარჩენისთვის იბრძოლოს.   გოგა ქობალიას ეს სადებიუტო რომანი საქართველოს უახლესი ისტორიის მაგიური რეალიზმის ელემენტების დახმარებით გადმოცემის ცდაა. ავტორი ალეგორიებისა და სხვა მხატვრული ხერხების საშუალებით ცდილობს ის დიდი ტრაგედია ასახოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაატყდა თავს.
    17.95
    ჩემი შემობრუნება
    ავტორი:იოჰან კრუიფი   „ის ერთ-ერთი იყო – საუკეთესოთა შორის.“ – სერ ბობი ჩარლტონი   „თუ მოინდომებდა, შეეძლო ნებისმიერ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშე ყოფილიყო.“ – ერიკ კანტონა   „კრუიფმა ისტორიაში ყველაზე მეტი გააკეთა, ამ ლამაზ თამაშში სილამაზე რომ შეეტანა.“ – გარი ლინეკერი   „ყველაზე უფრო გავლენიანი ადამიანი ფეხბურთში – ძალიან მოკლედ, ასე დავახასიათებდი იოჰან კრუიფს, რომელმაც შექმნა ეპოქები ფეხბურთელის, მწვრთნელის და ფილოსოფოსის რანგში. მან თავისი სტილით, აზროვნებითა და მიდგომებით უფრო მეტი გააკეთა ფეხბურთისთვის, ვიდრე ვინმე სხვამ. შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ამბობს მის შესახებ, „იოჰან კრუიფამდე ფეხბურთის შესახებ არაფერი ვიცოდი“ – ასეთ სიტყვებს უბრალოდ, ადამიანების პატივისცემის ნიშნად არ ამბობენ, ასეთ სიტყვებს იწვევს შეგრძნებები, რომელიც შენში იმ ადამიანივით დიდხანს ცოცხლობს, ვისზეც საუბრობ.   ბედნიერი ვარ, რომ მის მიმართ ნათქვამი ყველა სიტყვა თუ შეფასება საკუთარ თავზე გამოვცადე, იმ რამდენიმე შეხვედრაზე, როცა მასთან ერთად ფეხბურთსა თუ სხვა თემებზე ვისაუბრე. მიხარია, რომ იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფია ქართველი მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი და გულშემატკივარი კიდევ უფრო ახლოს გაიცნობს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელს. მისი ისტორიები, მოსაზრებები და დამოკიდებულებები ქმნის და აყალიბებს გემოვნებას, რაც არა მხოლოდ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, არამედ გულშემატკივარსაც სჭირდება. ჩემთვის და ჩვენი ფონდისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს წიგნი ქართულად თარგმნილიყო. განაკუთრებულ მადლობას ვუხდი გამომცემლობა „არტანუჯს“, რომელიც სპორტული ლიტერატურის თარგმნის და პოპულარიზაციის მიმართულებით დიდ სამუშაოს ასრულებს.“ – შოთა არველაძე   ინგლისურიდან თარგმნა გიორგი არონიამ.
    24.95
    ჩემი წუთისოფელი
    ავტორი: ვახუშტი კოტეტიშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    19.9
    სიახლე
    ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი
    ავტორი: გაბრიელ ტანიე   „ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი“ გაბრიელ ტანიეს მცირე რომანია საინტერესო ფორმით: მისი მთავარი გმირი – მწერალი, რომელსაც ცხოვრების რთული პერიოდი აქვს გადასალახი, ბოლო დროს თავს გადამხდარ ამბებს დიქტოფონზე წერს მეგობართან გასაგზავნად, თან გამომცემლებისგან დაწუნებულ მოთხრობას უკითხავს და იმ უცნაური გადაწყვეტილების შესახებაც უამბობს, ცოტა ხნით ადრე რომ მიიღო.   „მოკლედ, ყველანაირად ვეცდები, დავიცვა აბესალომის საფლავი, ვინც დამიჯერებს, დამიჯერებს, ვინც არა – მასაც გაუმარჯოს ღმერთმა და თავისი სიმართლით იაროს... ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შვება ვიგრძენი, ახლა, როცა ამ გზას ვადგავარ, ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე ადამიანი არ მეგულება“. – უყვება პროფესორ მეგობარს მწერალი საკუთარი თავისთვის მიჩენილი ახალი მისიის შესახებ.   რატომ უჩნდება რომანის გმირს ისრაელში წასვლისა და აბესალომის საფლავის დაცვის სურვილი? რატომ ებრალება ამბოხებული, მამის წინააღმდეგ ამხედრებული შვილი? მკითხველის თვალწინ, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს რომანის ტექსტიდან მიიღებს, დავითისა და აბესალომის ბიბლიური ამბავი სხვა პერსპექტივით იშლება, რადგან მწერალს აბესალომის ამბოხების მოტივსა და მის სიკვდილზე განსხვავებული შეხედულება აქვს.
    24.95
    ჩემო მიხაელ
    ავტორი: ამოს ოზი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: მამუკა ბუცხრიკიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    ჩემოდანი. უცხოელი ქალი
    ავტორი: სერგეი დოვლატოვი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ირაკლი ჯავახაძე, ქეთი ჩართოლანი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
    13.9
    ჩერნობილის ლოცვა
    ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი მთარგმნელი: ნინო ბექიშვილი გამომცემლობა: არტანუჯი 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მნიშვნელოვან ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს. მისი ნაწარმობებების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ნაამბობის მიხედვითაც მწერალი ახერხებს სრულიად უნიკალური და შთამბეჭდავი ტექსტების შექმნას. რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ (1997) იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა.  „ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ“, – ამბობს ავტორი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.
    18
    ჩვენი კლუბი (წიგნი 1)
    ავტორი: რაინა ტელგემეიერი მთარგმნელი: თეა ბაკურაძე   კრისტი, კლაუდია, მერი ენი და სტეისი განუყრელი მეგობრები არიან. კრისტის ძიძების კლუბის შექმნის დიდებულ იდეას გოგონები ერთხმად აიტაცებენ და ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებენ მის ხორცშესხმას. ძიძების კლუბის ყოველი ახალი გამოცდილება თითოეულ ოჯახთან, მკაცრ მშობლებთან, საშიშ მეზობლებთან,  ცელქ და დაუმორჩილებელ ბავშვებთან თუ უცნაურ შინაურ ცხოველებთან ერთმანეთისთვის ამ გამოცდილების გაზიარებისა და სწავლის შესაძლებლობაა, რაც კლუბის წევრებს ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებაშიც ეხმარება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ძიძების კლუბის წარმატებასთან ერთად, ყველაზე ძვირფასი – მეგობრობა კიდევ უფრო მტკიცდება.
    14.9
    ჩვეულებრივი ადამიანები
    ავტორი: სალი რუნი მთარგმნელი: გურამ ღონღაძე კონელი და მარიანი ჩრდილოეთ ირლანდიის ერთ პატარა ქალაქში იზრდებიან. სკოლაში კონელი პოპულარულია, მარიანი კი მარტოსული გოგონაა, რომელმაც მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ თანაკლასელებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მარიანის სამზარეულოში უეცრად წამოწყებული უცნაური და ამავდროულად სასიამოვნო დიალოგის შემდეგ მათი ცხოვრება თავდაყირა დგება.  „ჩვეულებრივი ადამიანები“ – ესაა ამბავი საერთო ინტერესებზე, მეგობრობასა და სიყვარულზე, ორი ადამიანის მხიარულ, ანდამატურ, რთულ ურთიერთობაზე, რომლებიც ცდილობენ, ერთმანეთის გარეშე იცხოვრონ, მაგრამ არ გამოსდით. რომანში კარგად ჩანს, რამდენად რთულად იცვლება ადამიანი. წყვილის ურთიერთობას გამუდმებით თან სდევს გულგატეხილობა, სინანული, მონატრება, ბრაზი, სასოწარკვეთილება, უიმედობა, მოსალოდნელი შეხვედრის სიხარულისგან გამოწვეული მღელვარება… ამ რთულ და დაბრკოლებებით სავსე გრძელ გზაზე სწავლობენ, რა არის სექსი, ძალაუფლება, ტკივილის მიყენების ვნება და აღტაცება იმის გამო, რომ ვიღაცას უყვარხარ და გიყვარს.   
    12.9
    ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი
      ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი მთარგმნელი: თეა გვასალია   პინოჩეტის სამხედრო დიქტატურას გამოქცეულმა და სამშობლოში დაბრუნების უფლებაწართმეულმა კინორეჟისორმა მიგელ ლიტინმა თავის შვილებს აღუთქვა, რომ სისხლიანი რეჟიმის ავტორს – პინოჩეტის – შვიდიათას მეტრიან ვირის კუდს გამოაბამდა. რეჟისორმა სიტყვა შეასრულა – ჩილეში არალეგალურად შეიპარა და 12-წლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ, შვიდიათას მეტრიან ფირზე აღბეჭდა ქვეყნის სასტიკი რეალობა. როგორ გაართვა თავი კინორეჟისორმა ესოდენ რთულ და სახიფათო ამოცანას, როგორ გადაღო არა მარტო თავის, არამედ ქვეყნის ცხოვრების უმთავრესი კინო – ამაზე მიგელ ლიტინი თავად გიამბობთ ლეგენდარული კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის წიგნში.
    14.9
    ჩინური დღიური
    ავტორი: კოკა არჩვაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ
    ავტორი: რომენ გარი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
    13.9
    ჩიტი არ გამოფრინდება
    ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი გამომცმელობა: ინტელექტი ყდა: რბილი  
    15.95
    ჩიტის გალობა
    ავტორი: სებასტიან ფოლსკი სერია: ომებსა და ადამიანებზე   „საერთაშორისო ბესტსელერი #1. სიყვარულისა და ომის მომაჯადოებელი ამბავი. ისტორია სამი თაობის, პირველი მსოფლიო ომსა და XX საუკუნის 90-იან წლებს შორის ღრმა უფსკრულის შესახებ“. The New Yorker „ჩიტის გალობა“ სებასტიან ფოლკსის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ბრიტანელების საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებია. წიგნი დიდი ბრიტანეთის არაერთი უნივერსიტეტისა და სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მისმა ტირაჟმა ორ-ნახევარ მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა. ახალგაზრდა ინგლისელი, სტივენ რეისფორდი, 1910 წელს ჩადის საფრანგეთის პატარა ქალაქ ამიენში, სადაც იზაბელ აზერი შეუყვარდება, გათხოვილი ქალი, რომელიც უბედურია ქმართან. წყვილი ამიენიდან გარბის, მაგრამ იწყება ომი, სტივენი ბრძოლის ველზეა, სადაც წარმოუდგენელ სისხლის ღვრასა და სისასტიკეში ცდილობს შეინარჩუნოს ადამიანობა და სიცოცხლის სურვილი. ის დეტალურად აღწერს დღიურში ნანახ-განცდილს. გავა ათწლეულები და დღიური სტივენის შვილიშვილს, ელიზაბეთს, სხვაგვარად დაანახვებს სამყაროს, მიახვედრებს, რომ აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს. ეს არის რომანი სიყვარულსა და სიკვდილზე, მამაცობასა და ტანჯვაზე _ იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც პირველი მსოფლიოს ომის სისხლიან კალოს ემსხვერპლნენ.
    16
    ჩიტის სახლი
    ავტორი: ჯოშ მალერმანი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: TOP თრილერი   ის კარს მიღმა, ის... რაღაც წარმოუდგენლად საზარელი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინახო, თუ სიცოცხლე გინდა! ბევრი აიღუპა. ვინც გადარჩა, სახლებში ჩაიკეტა, ფანჯრები დაგმანა და პატიმარივით ატარებს დარჩენილ დღეებს, მაგრამ რას იზამს ქალი, რომელსაც სჯერა, რომ თუ გადარჩენა უნდამ აუცილებლად უნდა გაიქცეს?! როგორ შეძლებს თვალებახვეული, ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გაქცევას? ძველი არასაიმედო ნავით მდინარეში შეცურავს და ძალიან სახიფათო მოგზაურობასს?! და სანამ ის ასე, ბრმად მიცურავს, დახუჭე თვალი, თუ გინდა, რომ გადარჩე!
    14.95
    ჩონჩხების გუნდი
    ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელი:  ნიკა სამუშია "სანამ სტივენ კინგი გსტუმრობთ, თავგადასავლებისთვის იყავით მზად! დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გიმზადებთ _ ათას მახეს დაგიგებთ და ათას განსაცდელს დაგატეხთ თავს! ნისლიდან თუ გამოაღწევთ, არ იფიქროთ, რომ გადარჩით, ნურც ის გეგონებათ, რომ დასაქოქი მაიმუნი გაფუჭდა, რადგან ის მხოლოდ მაშინ არ მუშაობს, როცა თვითონ უნდა, რომ გაფუჭებული იყოს. მისის ტოდის მოკლე მარშრუტსაც ნუ აირჩევთ, ერიდეთ საჰაერო ხომალდსაც _ ის მალე ციდან ჩამოვარდება... მოკლედ, მშვიდად ვერ იქნებით, სანამ წიგნი გადაშლილია, სანამ ნისლი არ გაფანტულა და სანამ სუპერმარკეტში თავშეფარებულმა ხალხმა არ იცის, რა ელოდება!"
    24.95
    ჩრდილი გზაზე
    აკა მორჩილაძის ახალი წიგნი ჟანრობრივად დოკუმენტურ პროზას მიეკუთვნება, რადგან აქ არაფერია გამოგონილი. მწერალი საბჭოთა ეპოქის საქართველოზე წერს – დაწყებული სტალინის დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე. იგი ძალიან საინტერესოდ მიმოიხილავს ათწლეულებად დაყოფილ პერიოდებს და იმ ცვლილებებს, რაც მათ ახლდა. მკითხველის წინაშე ცოცხლდება მთელი ეპოქა თავისი ჩრდილში ცხოვრების გზითა და ბევრი უცნობი, “ჩრდილს იქით გასული” ამბით.    
    13.9
    ჩრდილი და ძვალი
    ავტორი: ლი ბარდუგო სერია: ლიბერთინსი   მარადიული სიბნელის ბარიერით ორად გაყოფილი სამყაროს შესახებ, სადაც ზებუნებრივი არსებები ადამიანის ხორცით იკვებებიან. მთავარი გმირი ახალგაზრდა ჯარისკაცი-გოგონა – ალინა სტარკოვი ერთხელ საკუთრ თავში წარმოუდგენელ ჯადოსნურ ძალას აღმოაჩენს, რომელსაც ახლა ორად გაყოფილი მისი ოდესღაც ძლიერი ქვეყანის გაერთიანება შეუძლია, რომელშიც ადრე უძველესი მაგიის მატარებელი ჯადოქრები ცხოვრობდნენ. მაგრამ გოგონას წინააღმდეგ საშიში ძალები შეთქმულებას აწყობენ…
    18.95
    ჩრდილოეთის ქარს უხდება
    აავტორი: დანიელ გლატაუერი მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი სერია: ძალიან მაგარი წიგნები     დანიელ გლატაუერი 1960 წელს ვენაში დაიბადა. პოპულარობა როგორც ჟურნალისტმა მოიპოვა, როდესაც ავსტრიული ყოველდღიური გაზეთებისთვის აქტუალურ საკითხებზე იუმორისტულ სვეტებს წერდა. გარდამტეხი 2006 წელს გამოცემული „ჩრდილოეთის ქარს უხდება“ აღმოჩნდა, რომელმაც მთელი გერმანულენოვანი მკითხველი საზოგადოება მონუსხა და წლის საუკეთესო გერმანულენოვანი რომანის ნომინანტიც გახდა. მას შემდგომ წიგნის დრამატული ვერსია ათეულობით თეატრალურ სცენაზე დაიდგა და 2019 წელს მისი კინოადაპტაციაც გამოვიდა. „ჩრდილოეთის ქარს უხდება“ უკვე 35 ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. ეს წიგნი პირველივე სტრიქონებიდან არსად გაგიშვებთ, მარტივი ენით (იმეილის ენაა და მარტივი იქნება, რა თქმა უნდა) შეგიტყუებთ იუმორით სავსე ფსიქოლოგიურ ლაბირინთში, სიტყვებით, არგუმენტებით, მოლოდინებით და მოულოდნელობებით ბევრს გათამაშებთ, მაგრად გაგართობთ და ბოლოს სახტადაც დაგტოვებთ.
    14.9
    ჩრდილოეთის ციალი – ვიკინგები და ორაკული (წიგნი მეორე)
    ავტორი: მალინ ფალკი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე   ზღაპარი გრძელდება… სონია ტროლ ბიჭთან, ესპენთან ერთად მოგზაურობს ჯადოსნურ იოტუნდალენში. ამ ზღაპრულად ლამაზ ადგილას ტროლები და მოლაპარაკე ცხოველები ბინადრობენ, მაგრამ უამრავი ხიფათიც არსებობს. ხეობაში დასახლებულ ვიკინგებს შურისძიება სწყურიათ, ორაკულის მოკავშირეები ხდებიან და მასთან ერთად ცდილობენ ესპენის დამარცხებას. სონია კი ტროლების, ვიკინგებისა და მთიელი ხალხის სამკვდრო-სასიცოცლო ბრძოლაში ერთვება.
    14.9