santaesperanza
ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი
ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი

ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი
სიახლე


24.95

ავტორი: გაბრიელ ტანიე

 

„ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი“ გაბრიელ ტანიეს მცირე რომანია საინტერესო ფორმით: მისი მთავარი გმირი – მწერალი, რომელსაც ცხოვრების რთული პერიოდი აქვს გადასალახი, ბოლო დროს თავს გადამხდარ ამბებს დიქტოფონზე წერს მეგობართან გასაგზავნად, თან გამომცემლებისგან დაწუნებულ მოთხრობას უკითხავს და იმ უცნაური გადაწყვეტილების შესახებაც უამბობს, ცოტა ხნით ადრე რომ მიიღო.

 

„მოკლედ, ყველანაირად ვეცდები, დავიცვა აბესალომის საფლავი, ვინც დამიჯერებს, დამიჯერებს, ვინც არა – მასაც გაუმარჯოს ღმერთმა და თავისი სიმართლით იაროს... ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შვება ვიგრძენი, ახლა, როცა ამ გზას ვადგავარ, ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე ადამიანი არ მეგულება“. – უყვება პროფესორ მეგობარს მწერალი საკუთარი თავისთვის მიჩენილი ახალი მისიის შესახებ.

 

რატომ უჩნდება რომანის გმირს ისრაელში წასვლისა და აბესალომის საფლავის დაცვის სურვილი? რატომ ებრალება ამბოხებული, მამის წინააღმდეგ ამხედრებული შვილი? მკითხველის თვალწინ, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს რომანის ტექსტიდან მიიღებს, დავითისა და აბესალომის ბიბლიური ამბავი სხვა პერსპექტივით იშლება, რადგან მწერალს აბესალომის ამბოხების მოტივსა და მის სიკვდილზე განსხვავებული შეხედულება აქვს.


  • სანქტ-პეტერბურგის 12 - მარაგშია

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
24.95
ნანახია
59
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები