santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • გასტონის კრეპერია
    ავტორი: მაკა ცხვედიანი გამომცელობა: ინტელექტი
    11.95
    გაუდაბურება
    ავტორი: აბდურაზაკ გურნა მთარგმნელი : თამარ სუბელიანი სერია: ინტელექტი 25 წლისაა წარმოშობით ტანზანიელი მწერლისა და აკადემიკოსის, აბდულრაზაკ გურნას შემოქმედებაში ლტოლვილი ადამიანის ხვედრია წარმოჩენილი. ის კუნძულ ზანზიბარზე დაიბადა და იზრდებოდა. სამშობლოში მომხდარი რევოლუციის შემდეგ კი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და ბრიტანეთში გადასახლებულიყო.   „გაუდაბურება“ აღმოსავლეთ აფრიკის ერთ ზღვისპირა ქალაქში დასახლებული და იქიდან გახიზნული ადამიანების ყოფას აღგვიწერს. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ახალგაზრდა რეანას ქალაქში უცაბედად გამოჩენილი ინგლისელი სწავლული, მარტინ პირსი შეუყვარდება და მასთან რომანს გააბამს. ათწლეულების შემდეგ მათი უკანონო შვილიშვილი ჯამილა ორი ძმის, ამინის და რაშიდის ცხოვრებაში გამოჩნდება. რაშიდი ინგლისში სასწავლებლად ემზადება და ვერ ამჩნევს, როგორ ცვლის უფროს ძმას სიყვარული. გადის კიდევ ათეულობით წელიწადი და უცხო ქვეყანაში გადახვეწილი რაშიდი წარსულის კვლევა-ძიებას იწყებს.   ამ სულისშემძვრელი, სასიყვარულო ისტორიით ავტორი ოსტატურად ასახავს კოლონიალიზმის გავლენას პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაზე.    2021 წელს აბდულრაზაკ გურნას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა „კულტურათა და კონტინენტთა შორის გაჩენილ უფსკრულში დარჩენილი ლტოლვილის ბედისა და კოლონიალიზმის შედეგების მოურიდებლად და თანაგრძნობით წარმოჩენისთვის“.    
    27.95
    გაუპიროვნება
    ავტორი: ნატა შაველაშვილი     და ვინ ხარ შენ? ადამიანი, რომელიც შენ შექმენი თუ ის ვინც სხვებმა შეგქმნეს და „შენ“ დაარქვეს. დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე, რომ ეს ის საქმე არ არის რასაც უნდა აკეთებდე, ეს ის ადამიანები არ არიან ვისთანაც უნდა მეგობრობდე, ეს ის სამსახური არ არის სადაც უნდა მუშაობდე, ეს ის ქალაქი არ არის სადაც უნდა ცხოვრობდე, ეს ის ადამიანი არ არის ვინც გინდოდა, რომ ყოფილიყავი და ყოველთვის არსებობს სიტყვა,განცდა და ემოცია- „ ისე, რომ მოვქცეულიყავი როგორც მე მინდოდა რა იქნებოდა დღეს....“ და რა მოხდება მაშინ როცა ყველანი ვინც გიცნობდნენ აღმოაჩენენ, რომ შენ არ არსებობდი. უბრალო პროექცია იყავი მათ სამყაროში, იდეა რომელსაც ხორცი მათვე შეასხეს და თითოეულმა ისეთი შეგქმნეს როგორიც უნდოდათ, რომ ყოფილიყავი. მათი სურვილებისა და მახასიათებლების ნაკრები, რომელიც ერთ იდეაში მოაქციეს - დიახ, ეს შენ ხარ - ადამიანი პიროვნების გარეშე.
    33
    გაუჩინარებული ქალი
    ავტორი: გილიან ფლინი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური სერია: TOP თრილერი ჩარლზ ლინდბერგის გაჩახჩახებული სახლი ნიუ-ჯერსის დაბურული ნაძვნარების ფონზე ზღაპრული მოჩანდა. ნისლიან ბინდბუნდში შენობისკენ ყმაწვილი მიემართებოდა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა რეალურ დიდებას - თავის პირველ მკვლელობას. სიბნელესა და წვიმებისგან გაჩენილ გუბეებს არაფრად აგდებდა. ყველაფერი გაეთვალისწინებინა, ამინდიცვ კი. გამხდარ ფეხებზე ორმოცდახუთი ზომის უხეში ფეხსაცმელი ეცვა, რომლებშიც წინდახედული კაცივით ჩატენა ქსოვილის ნაჭრები და გაზეთ "ფილადელფია ინქვაიერის" ნაგლეჯები. ცდილობდა, კვალი დაეტოვებინა, ბევრიო კვალი. თანაც, თორმეტი წლის ბიჭის კი არა, არამედ ზრდასრული მამაკაცის, სტაუტსბერგვესტვილის გზატკეცილიდან მდებარე სახლამდე და უკან. ჯეიმზ პეტერსონი ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამედროვე ავტორია (300 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით). ის დეტექტიური ჟანრის უმაღლესი ჯილდოს, "ედგარ ალან პოს პრემიის" მფლობელი გახლავთ.
    14
    გაუხსნელი საქმეები
    ავტორი:ქეით ატკინსონი მთარგმნელი: მანანა კვესელავა სერია: TOP თრილერი   საქმე N1: სამი წლის გოგონას გაუჩინარება. საქმე N2: ცნობილი ადვოკატის ქალიშვილის უცნაური მკვლელობა. საქმე N3: სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედია. თითქოს ამ დანაშაულებს შორის კავშირი არ ჩანს, მაგრამ მოულოდნელად, 34 წლის შემდეგ, კერძო დეტექტივი, ჯექსონ ბროდი, გამოძიებას იწყებს. კვალი გოგონების ახლობლებთან მიდის. თურმე ყველა მათგანს აქვს რაღაც დასამალი წარსულიდან... ქეით ატკინსონი მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორია. 2004 წელს ბრიტანელმა მწერალმა „გაუხსნელი საქმეებისთვის“ ორი პრესტიჟული ჯილდო მიიღო: Saltire Book of the Year Award და Prix West ¬minster. მისი რომანების მიხედვით, სადაც მთავარი გმირი კერძო დეტექტივი ჯექსონ ბროდია, BBC-მ მრავალსერიიანი ფილმი „გაუხსნელი საქმეები“ გადაიღო. ქეით ატკინსონი არაერთი პრემიის მფლობელია, მათ შორის: Costa Novel Award, Orange Prize.
    13
    გახლეჩილი აპრილი
    ავტორი: ისმაილ კადარე მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი   რომან „გახლეჩილი აპრილის“ მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყა­ლიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ აღასრულებს, 30 დღის გასვლის შემდეგ თავად ის უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახის წევრმა და ასე დაუსრულებლად… ამ დროს ზეგანზე ეტლით მოგზაურობს ქალაქელი ახალგაზრდა წყვილი, რომელიც თაფლობის თვეს ატარებს და თან მთის მკაცრ ადათ-წესებს შეისწავლის. პატარძლისთვის ეს საშინელი წესები მიუღებელია. ქმრის მონათხრობი მისთვის რეალურ სახეს მაშინ იღებს, როდესაც გზაზე გადაეყრებიან რომანის მთავარ გმირს და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდება…
    14.9
    გახლეჩილი აპრილი
    ავტორი: ისმაილ კადარე სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა რომან „გახლეჩილი აპრილის“ მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ აღასრულებს, 30 დღის გასვლის შემდეგ თავად ის უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახის წევრმა და ასე დაუსრულებლად…
    14.9
    გახლეჩილი ქვეყანა
    სხვადასხვა ავტორი   არსებობს თუ არა ორი გერმანული ლიტერატურა? ამ კითხვას ორი პასუხი აქვს: “არსებობს” და “არ არსებობს”. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ორივე პასუხი სწორია. თუ საკითხს იდეოლოგიურ ასპექტში განვიხილავთ, ნათლად დავინახავთ ბევრ დასავლელ და აღმოსავლელ ავტორს შორის აღმართულ ვირტუალურ კედელს, რომელიც ზოგჯერ ბეტონის კედელზე უფრო “საიმედო” და მყარი განმაცალკევებელია. შესაბამისად, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ გდრ-ის ლიტერატურის არსებობა სულაც არ ყოფილა ეფემერული. ამავდროულად, დღემდე ვერც ერთმა ლიტერატურთმცოდნემ ვერ შეძლო მკაფიო გამყოფი ხაზის გავლება გფრ-ისა და გდრ-ის ლიტერატურებს შორის. წიგნში თავმოყრილია 25 გდრ-ელი და 25 გფრ-ელი ავტორის ნაწარმოებები. მათ შორის შეხვდებით როგორც კარიერისტებსა და კომუნისტური რეჟიმის ყურმოჭრილ მსახურებს, ისე დისიდენტებსა და პოლიტპატიმრებს; როგორც მორწმუნე სოციალისტებს, ისე ანტიკომუნისტებს; როგორც სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ მწერლებს, ისე გერმანულენოვანი სამყაროს მიღმა შედარებით ნაკლებად ცნობილ ავტორებს. კრებული ეძღვნება გერმანიის გაერთიანების 25-ე წლისთავს.  
    14.9
    გეიშას მემუარები
    ავტორი: ართურ გოლდენი მთარგმნელი: ია ქვაჩახია სერია: ომებსა და ადამიანებზე ამომავალი მზის ქვეყნის შუქ-ჩრდილები. თეთრი ნიღბის ქვეშ მიმალული ვნებები. შეკავებული ცრემლი, გულებს შორის გაბმული იდუმალი ძაფები და ერთმანეთისკენ სავალი გზები. ტრადიციების საბრძანებელი - ფარვანას ფრთებივით თვალწარმტაცი ძველი კიოტო და ხის ქოშების ბაკუნით შემოვლილი მისი ლაბირინთები. მებადურის ქოხში გაზრდილი იაპონელი გოგონას დრამატული ცხოვრების ისტორია ართურ გოლდენის ბესტსელერში „გეიშას მემუარები“.
    16
    გენერალი თავის ლაბირინთში
    ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ   სახელოვანმა გენერალმა და პრეზიდენტმა, რომელიც თავისი მმართველობის მანძილზე სათავეში ედგა 20-წლიან ომებს სამშობლოს ერთინობისა და თავისუფლებისათვის, რომელმაც დაამხო ესპანელთა ბატონობა იმპერიაში, – გადაწყვიტა სამუდამოდ დაეტოვებინა არამხოლოდ თანამდებობა, არამედ ქვეყანაც.   ეს ბოლომდე დაუჯერებელი ამბავი მისი ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა.   გაბრიელ გარსია მარკესის ეს წიგნი იმ მმართველის ხვედრზე მოგითხრობთ,  რომელიც სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სიმართლეში, გადაწყვეტილებათა და ჩადენილი ქმედებების სიზუსტეშია დარწმუნებული მაშინ, როცა ქვეყანაში მის წინააღმდეგ შეთქმულება ამბოხებებს ენაცვლება. 
    14.9
    გენიოსი
    ავტორი: მერი ლუ მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე სერია: ლიბერთინსი ჯუნისა და დე ის ფათერაკებით სავსე გზა გრძელდება და ის ვეგასისკენ მიდის! ვეგასში ბევრი საიდუმლო მჟღავნდება – ფარდა ეხდება პოლკოვნიკ აიპერისის ბურუსით მოცულ მკვლელობას, იმსხვრევა რესპუბლიკის უძლეველობის მითი. დეი და ჯუნი საიდუმლო გვირაბებით შედიან კოლონიებში და აჯანყებულ პატრიოტებთან ამყარებენ კავშირს! ჯერ არავინ იცის, რომ პატრიოტების ლიდერი რესპუბლიკის უმაღლეს მმართველობასთან მოღალატეობრივ ალიანსშია. პრიმო ელექტორი მკვდარია. გაუმარჯოს ახალ ელექტორს! სარეკლამო-საინფორმაციო ბანერები ახალ ამბავს ატყობინებს ამერიკას. რესპუბლიკისა და ხალხის ბედი ახლა ლეგენდისა და გენიოსის ხელშია! ჯუნი და დეი შეთქმულების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, ახლა მათ გამჭრიახობაზეა დამოკიდებული სამხედრო-პოლიტიკური შეთქმულების გამჟღავნება და ახალი ელექტორის მკვლელობის ჩაშლა.  
    12
    გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება
    ავტორი: მერი-ენ შეფერი;ენი ბეროუზი სერია:  წლის ბესტსელერი   ომის შემდგომი ლონდონი.ახალგაზრდა მწერალი ჯულიეტი ახალი წიგნისთვის სიუჟეტს ეძებს და მის პოვნაში მისი უდიდებულესობა შემთხვევა დაეხმარება-წერილს მიიღებს კუნძულ გერნზის მეღორისგან,რომელიც სთხოვს,მიასწავლოს ლონდონში წიგნის მაღაზია,სადაც საყვარელი მწერლის წიგნებს შეიძენდა.კუნძული გერმანელებს ჰქონდათ ოკუპირებული,მოსახლეობას თავშეყრას უკრძალავდნენ.მტრის თვალის ასახვევად,რამდენიმე კუნძულელმა კითხვის სიყვარული მოიმიზეზა,ასე შეიქმნა "გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება.
    12.95
    გვამი ბიბლიოთეკაში
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე პოლკოვნიკმაა ბანტრიმ საკუთარი სახლის ბიბლიოთეკაში ქერათმიანი ქალიშვილის გაგაუდული სხეული აღმოაჩინა. მეზობლებში მითქმა-მოთქმა იწყება! თუმცა მის მარპლის მოწვევის შემდეგ ყველაფერი იცვლება და საქმეში იმაზე მეტი ინტრიგა და სიბინძურე ჩნდება,ვიდრე ეს კეთილშობილ ბანტრებს წარმოედგინათ.პირქუში ფინანსისტი,მისი ეგოცენტრიკული მოზრდილი შვილები, სასტუმროს პრაგმატული და ჭკვიანი თანამშრომლები, დიდძალი ფული და გავლენა, ფიცხი ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი, განცვიფრებული ქალიშვილები, კინობიზნესი...
    13.95
    გველები მაზუთის გუბეებში
    ავტორი: ბექა ახალაია   ბექა ახალაიას რომანი „გველები მაზუთის გუბეებში“ ოთხი ნაწილისგან შედგება. თითოეულ ნაწილს საკუთარი მთავარი გმირი ჰყავს და ყველა მათგანი ნაწარმოების სხვა ნაწილში მეორეხარისხოვანი პერსონაჟის სახით გვხვდება. ეს ხერხი, ერთი მხრივ, შინაარსობრივად კრავს რომანს, მეორე მხრივ კი, პერსონაჟების სხვა კუთხით დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, როგორი მნიშვნელოვანია ამბის აღსაქმელად ხედვის კუთხის ცვლილება.   წიგნის ოთხი თავის მთავარ გმირებს – ოთხ სხვადასხვა ასაკის, სრულიად სხვადასხვა პროფესიის, ხასიათისა და მისწრაფების მამაკაცს – ერთი რამ აერთიანებს: თითოეული მათგანის ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რაც მათი საზოგადოების დიდ ნაწილთან, ზოგჯერ კი საკუთარ ოჯახთან დაპირისპირების მიზეზი ხდება. საბოლოოდ კი, ყოველი მათგანი ახერხებს ამ ბრძოლაში საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩეს.   წიგნის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მეოთხე თავია – ახალგაზრდა მწერლის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, ახლად გაღვიძებული, აღმოაჩენს, რომ თავს გადამხდარი სრულიად უბრალო და, ცოტა არ იყოს, უხერხული ამბის შემთხვევით გასაჯაროების შემდეგ, „ქართველი მწერლის ზოგადი, შეურყვნელი სახის დამცრობის მცდელობის გამო“, არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, რეალურ ცხოვრებაშიც წარმოუდგენელი თავდასხმების სამიზნე გამხდარა და ცდილობს, ამ მიზანმიმართულ კამპანიას მშობლიურ კუთხეში გახიზვნით გაერიდოს. იქაურობასთან უამრავი საინტერესო ადამიანი და ამბავია დაკავშირებული, რომლებიც მკითხველის თვალწინ ცოცხლდება და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.   ბექა ახალაიამ 2017 წელს სადებიუტო პოეტური კრებულით „საბას“ პრემია მოიპოვა. „გველები მაზუთის გუბეებში“ კი მისი პირველი რომანია.
    18.95
    გვირაბი
    ავტორი: ერნესტო საბატო სერია: ''ინტელექტი'' 25 წლისაა მთარგმნელი: ნინო ფიფია მთავარი გმირი, მხატვარი ხუან პაბლო კასტელი ჰყვება თუ როგორ და რატომ მოკლა მარია ირიბარნე, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც „მისი ესმოდა“. ნაწარმოები გაჟღენთილია ეგზისტენციური ეჭვებით, მარტოობითა და სასოწარკვეთით, რასაც თან ერთვის კასტელის ფსიქიკური აშლილობა.წიგნი, რომელიც კრიტიკოსებმა სამართლიანად მონათლეს, როგორც XX საუკუნის ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.
    15.95
    სიახლე
    გზა
    ავტორი: კორმაკ მაკარტი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე სერია: ლიტოდისეა ზუსტად არავინ იცის, რა ხილვა ჰქონდა ტეხასის ქალაქ ელ პასოს სასტუმროს ნომრის ფანჯარასთან შუაღამისას მდგომ კორმაკ მაკართის, თუმცა მის წარმოსახვაში ცეცხლმოდებულმა მთებმა და იმავე ნომერში მძინარე ოთხი წლის შვილის მშვიდმა სუნთქვამ პულიცერის პრემიის ლაურეატი წიგნი „გზა“ დააწერინა. ამ წიგნში გადაჭიმულ გზაზე ყველაფერი მკვდარია, ყველაფერი მდუმარე და გამოყინულია. აღარ არსებობს წესრიგი, კანონი, მორალი და არანაირი ზღვარი, რადგან აღარავინ დარჩენილა, ვისაც მის გადაბიჯებას ვერ მოსთხოვ. კაცობრიობის ნარჩენები უხსოვარ დროში ჩატოვებულ პირველად ინსტინქტებს იხსენებენ და გადარჩენისკენ ისევე მიილტვიან, როგორც დიდი ხნის წინ გადაშენებული მწერები ეტანებოდნენ სამუდამოდ გამქრალ სინათლეს. …მაგრამ სწორედ ამ გზაზე მიაბიჯებენ კაცი და ბიჭი, მამა და შვილი, ადამიანი და ანგელოზი, და სწორედ ამ გზაზე იწერება შვილისადმი მშობლის უპირობო, შეუქცევადი, ზოგჯერ გაუაზრებელი და ინსტინქტური სიყვარულის უდიდესი ამბავი. „ჯონი რომ არა, რომ არა ჩემი ბიჭუნა, ეს წიგნი არ იარსებებდა. ამიტომაც მივიჩნევ მას ჩემს თანაავტორად. და თუ კითხვისას ეს ისტორია გაუსაძლისად სევდიანი მოგეჩვენებათ, გახსოვდეთ, რომ ის სინამდვილეში მხოლოდ მამისა და შვილის სიყვარულზე დავწერე“, – ამბობდა კორმაკ მაკართი.
    16.9
    გზა
    ავტორი: ნაჯიბ მაჰფუზი სერია: ლიტოდისეა მთარგმნელი: გოჩა კუჭუხიძე ნაჯიბ მაჰფუზი (1911-2006) დიდი ეგვიპტელი მწერალი, კლასიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ოცზე მეტი რომანისა და უამრავი მოთხრობის ავტორია. მისი რომანი – „ჩვენი უბნის შვილები“ – „გარდიანის“ ბრიტანული ვერსიის მიერ მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნის სიაშია. რომანი „გზა” ერთ-ერთი საუკეთესოა ნაჯიბ ნაჰფუზის ნაწარმოებთა შორის და ფილოსოფიური აზროვნებითა და ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეული ცოდნით გამოირჩევა; მისთვის მრავალპლანიანობაა დამახასიათებელი; ამასთან, ისე საინტერესოდ, ისეთი ექსპრესიით მოგვითხრობს მწერალი თავის პერსონაჟთა შესახებ, რომ ფილოსოფიური სათქმელი ოდნავადაც არ ამძიმებს ნაწარმოებს, ლაღად და ადვილად იკითხება და, ამავდროულად, მრავალგვარი ინტერპრეტაციის საფუძველს აძლევს მკითხველს. ეს რომანი არაერთ ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოში კარგად არის ცნობილი, ქართულად იგი პირველად ქვეყნდება.
    13.9
    გზა საკურთხევლისკენ
    ავტორი: ნიკოლას სპარქსი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი სერია: წლის ბესტსელერი   "გზა საკურთხევლისკენ“ ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. ლენდონი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. „წიგნი, რომელსაც დიდხანს ვერ დაივიწყებ“ - ასე ახასიათებდა ამერიკული პრესა რომანს.
    14.95
    გზა შუქურისკენ
    ავტორი: ვირჯინია ვულფი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
    14.9
    გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
    ავტორი: ოთარ ჭილაძე  გამომცემლობა: არეტე
    25
    გიკი გოგო: თავდაყირა (5)
    ავტორი:  ჰოლი სმეილი სერია: ლიბერთინს   ჰარიეტ მანერსი თინეიჯერების საუკეთესო მეგობარი და მათი გმირია! და ის ბრუნდება! ბრუნდება, რომ თავის თანატოლებს პრობლემების დაძლევისა და წარმატების ახალი გზები უჩვენოს; ბრუნდება, რომ დასახოს გეგმები და უკან არ დაიხიოს; ბრუნდება, რომ იმედი მისცეს მათ, ვისაც მიზნისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დაუწყია... და რაკი წინსვლა მეგობრებისა და ოჯახის წევრების დაუხმარებლად თითქმის შეუძლებელია, ჰარიეტთან ერთად ბრუნ- დებიან მამა, ანაბელი, ბანტი, ნატი, ტობი, ჯასპერი და დანარჩენები!
    14
    გიკი გოგო: მოდელობისთვის შეუფერებელი (2)
    ავტორი: ჰოლი სმეილი სერია: ლიბერთინს   ჰარიეტ მანერსი უკვე წარმატებული მოდელია, მაგრამ უარს არც გიკობაზე ამბობს. როგორც ნამდვილმა გიკმა, ბევრი რამ იცის: ადამიანს დღის განმავლობაში 70 000 აზრი გაუელვებს. მუხლუხს 4 000 კუნთი აქვს. ადამიანი წელიწადში საშუალოდ 1 ტონა საკვებს მიირთმევს. გიკი + მოდელი = გამდიდრებას გრაფიტის ახალი კოლექციით მაგრამ ბიჭების არაფერი გაეგება. ეს ცხადია. ტოკიოში თავბრუდამხვევი მოგზაურობისა და სამოდელო სამუშაოს შესრულებისას, ჰარიეტს მოუწევს, მისი ინტელექტუალური რესურსი სრულად გამოიყენოს...
    12
    გიკი გოგო: სამუდამოდ გიკი (6)
    ავტორი: ჰოლი სმეილი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს   გიკი გოგო ჩვენგან მიდის და გვიტოვებს ფანტასტიკურ მოგონებებს ერთ მშიშარა, კომპლექსებით სავსე, თანატოლებისაგან დაჩაგრულ ჰარიეტ მანერსზე, რომელიც მკითხველის თვალწინ სუპერპოპულარულ მოდელად იქცა! მიდის და გვიტოვებს იმედს, რომ თურმე ყოველ ჩვენგანს შეუძლია შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, გადალახოს წინააღმდეგობები და რაც მტავარია, საკუთარ თავს სძლიოს. და როცა მთავარ ბრძოლას მოიგებ - როცა აიძულებ თავს, სხვა თვალით შეხედო სამყაროს, მაშინ ისიც დაგინახავს და ცხოვრება კიდევ უფრო
    11.95
    გიკი გოგო: ყველაზე ფოტოგენური (3)
    ავტორი: ჰოლი სმეილი   ჰარიეტ მანერსმა ბევრი რამ იცის, მაგრამ მას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება შტატების სამოდელო ბიზნესში, არც სიყვარულის გაეგება რამე, თორემ დიდი გაუგებრობაში ხომ არ ამოჰყოფდა თავს, ინტრიგის მსხვერპლი არ გახდებოდა და ნიუ-იორკში - წარმატებებისა და წინსვლის ქალაქში ყველასგან მიტოვებულადაც არ იგრძნობდა თავს. თუმცა, ის ხომ ჰარიეტია, - გამოსავალს მოძებნის და კიდევ ერთხელ გაგვაკვირვებს. დაუვიწყარი ნიუ-იორკული თავგადასავალი იწყება!
    12