santaesperanza
წითელი კლავიშები
ავტორი: გუგა ჩხიკვაძე     ცნობილი პიანისტის, რევაზ ვაჩნაძის კარიერა 1930-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს ეწირება. ქარცეცხლიანი, ინტრიგებით სავსე ცხოვრების ახალი ეტაპი კიდევ ერთხელ გამოცდის მის პიროვნულ თვისებებს, მორალსა და ზნეობას.
9.95
წითელი ოთახი
ავტორი: ავგუსტ სტრინდბერგი მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე   „წითელი ოთახი“, როგორც სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული.მემკვიდრეობა, მნიშვნელოვნად ეყრდნობა ავტორის პირად.გამოცდილებას. სტოკჰოლმში დღესაც არსებობს ის რესტორანი.და წითლად შეფერილი ოთახიც, რომელშიც რომანის პერსონაჟები.სასაუბროდ იკრიბებოდნენ. ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლობასა და ჟურნალისტობაზე.მეოცნებე ახალგაზრდა იდეალისტი არვიდ.ფალკია, მას მუდმივად ტანჯავს შვედურ საზოგადოებაში ფესვგადგმული.პირფერობა, ფარისევლობა და.კორუფცია, რომელიც გამეფებულია ყველგან – პოლიტიკაში, ბიზნესში, თეატრსა თუ გამომცემლობაში. არვიდ ფალკის ერთადერთი თავშესაფარი სტოკჰოლმის.ცენტრში მდებარე რესტორნის წითლად.შეფერილი ოთახია, სადაც თანამოაზრეებთან, შვედეთის ბოჰემური წრის წარმომადგენლებთან.საუბრობს გაუსაძლის გარემოზე.
24.9
წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები
ავტორი: ეკა კიკნაძე გამომცემლობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი ყდა: რბილი გვერდი: 160 წიგნი ეხება 10-40-იან წლებში ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე ცვლილებებს. საბჭოთა კულტურის პოლიტიკას და ხელოვნების მკარც იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევის პროცესს. წიგნის 5 დამოუკიდებელი თავი ეხება 1937-1938 წლებში რეპრესირებულ მხატვრებსა და მოქანდაკეებს: ჰენრიკ ჰრინევსკის, რიჰარდ ზომერს, ვახტანგ კოტეტიშვილს, დიმიტრი შევარდნაძეს და პეტრე ოცხელს. წიგნში პირველად იბეჭდება  ვახტანგ კოტეტიშვილის ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები, ასევე, მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტაცია და 30-იანი წლების ქართული ფერწერის რამდენიმე საინტერესო ნიმუში. 
34
წინამორბედი
ავტორი: ჯ. პ. დილენი მთარგმნელი: ანა კოპაძე სერია: TOP თრილერი ვან-ფოლგეით-სთრითი ყველასგან გამორჩეული სახლია - ლამაზი, თანამედროვე... და საიდუმლოებებით სავსე. მისი არქიტექტორიც უცნაური კაცია- უჩვეულოდ აზროვნებს, პროექტებიც უცნაური აქვს და გარშემო მყოფთაც თავისი შეხედულებებისამებრ აიძულებს ცხოვრებას. ადრე: ვან-ფოლგეით-სთრითზე ემა ცხოვრობდა და ახლა აღარ არი. ახლა: ჯეინი დასახლდა, რომ შვილის დაკარგვის ტკივილი ამ ლამაზმა სახლმა მაინც გაუნელოს, ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ახალი სიყვარულიც ეწვია,მაგრამ გამუდმებით ღრღნის საფრთხის შეგრძნება... რატომ,რისი ან ვისი ბრალია...
13
წინაპართა ძახილი
ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ლია ელიოზიშვილი სერია: იკითხე კლასიკა ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო რომანი „წინაპართა ძახილი" ავტორის ადრეული ნაწარმოებების რიცხვს მიეკუთვნება. ლონდონმა წელიწადზე მეტი გაატარა იუკონის ტერიტორიაზე და შეაგროვა მასალები ამ წიგნისათვის. რომანი თავდაპირველად 1903 წლის ზაფხულში გამოვიდა სერიებად ჟურნალ The Saturday Evening Post-ში, ერთი თვის შემდეგ კკი ის წიგნად გადაკეთდა. წიგნის მთავარი პერსონაჟი ძაღლია - ბეკი, რომესაც ადამიანები, სხვა ძაღლები და ბუნებაც კი სასტიკად ეპყრობა. ნოველა მოგვითხრობს ბეკის ბრძოლას გადარჩენისათვის.
9.95
წიქარა
ხალხური ზღაპარი ილუსტრატორი: თათია ნადარეიშვილი; ეკა ტაბლიაშვილი სულაკაურის გამომცემლობა მაშინ როდესაც წიქარას დაკვლას გადაწყვეტენ, ალისფერი ხარი მის მეგობართან ერთად გაიქცევა და გრძელ და ფათერაკებით სავსე გზას გაივლის, სანამ სამშვიდობოს გააღწევენ. ხალხური ზღაპარი წიქარა, რომელიც ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი უმთავრესი ნიმუშია მეგობრობაზე, ხელახლა გამოიცემა თათია ნადარეიშვილისა და ეკა ტაბლიაშვილის დასურათებით. ილუსტრაციები, რომელიც ამ გამოცემაშია წარმოდგენილი, წარუშლელ კვალს დატოვებენ პატარა მკითხველის გონებაში.
19.9
წმიდა (ირაციონალურის შესახებ ღვთაებრივის იდეაში და მის მიმართებაზე რაციონალურთან)
ავტორი : რუდოლფ ოტო     რუდოლფ ოტოს, მეოცე საუკუნის გავლენიანი გერმანელი ლუთერელი თეოლოგის, გამორჩეული საღვთისმეტყველო წიგნი, სახელად „წმიდა“, სწორედ ის ნაშრომი აღმოჩნდა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა რელიგიის კვლევებისა და რელიგიის იტორიის დარგის ჩამოყალიბებაში. ავტორმა ამ ტექსტში პირველად შემოიტანა ცნება „ნუმინოზური“, ხოლო რელიგიურ გამოცდილებაში მოცემული ობიექტი დაახასიათა, როგორც Mysterium Tremendum et Fascinans (შემზარავი და მომნუსხველი საიდუმლო). ედმუნდ ჰუსერლი 1919 წელს ოტოსადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ ეს ნაშრომი პირველი ნაბიჯი იყო რელიგიის ფენომენოლოგიის დასაწყებად. მისი შეფასება ზუსტი გამოდგა – წიგნი არასოდეს გამოსულა ბეჭდვიდან და ხელმისაწვდომია დაახლოებით 20 ენაზე, ხოლო რელიგიის ფენომენოლოგთა უმეტესობა დღემდე ამ ნაშრომში ჩამოყალიბებულ ცნებებზე აფუძნებს და ავითარებს საკუთარ შეხედულებებს. 
33.9
წმინდა გონების კრიტიკა
ავტორი: იმანუელ კანტი დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის, „წმინდა გონების კრიტიკა“ მსოფლიო ფილოსოფიური ლიტერატურის გამორჩეული ძეგლია, რომლის მნიშვნელობა თავად კანტმა დაახასიათა, როგორც „კოპერნიკისებური გადატრიალება“. ევროპული ფილოსოფიის შემდგომ პერიოდში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც „წმინდა გონების კრიტიკას“ – ამ რთულსა და დახლართულ კვანძს – არ უკავშირდებოდეს, ან მისგან არ გამომდინარეობდეს. წინამდებარე, მეორე გამოცემაში გასწორებულია კორექტურული, უნებლიე შეცდომები (მაგ. „ტრანსცენდენტურის“ ნაცვლად „ტრანსცენდენტალური“). დაზუსტდა პაგინაცია.
60
წმინდა ზმანებათა ძიება შეშლილ პეტერბურგში
ავტორი: ჰოტაკაინენი კარი   მოზარდობის პერიოდი ძნელია. მოწიფულ ადამიანად ჩამოყოლიბებაც ძნელია. ძნელია, როცა მოწიფულობიდან სიბერეში გადააბიჯებ. ძნელია, როცა ბერდები. მამობა ძნელია. ძნელია ათეისტობა. ძნელია ქრისტიანობა. ჰელსინკში ცხოვრება ძნელია. ძნელია სანტ-პეტერბურგშის მონახულება. ფინელობა ძნელი საქმეა. მითუმეტეს, როდესაც ძალიან სასაცილო და დაუჯერებელი რამეები ხდება. ეს არის მომხიბლავი ამბავი ამ ყველაფერზე. ეს არის უდიდესი ტრაგიკომედია ტოლერანტობაზე, სიყვარულზე, სექსზე. საავადმყოფოზე და თაობათა კონფლიქტზე.
9.9
წმინდა კოლხეთი
ავტორი: არკანჯელო ლამბერტი მთარგმნელი: გიორგი ცქიტიშვილი არკანჯელო ლამბერტის „წმინდა კოლხეთი“ ფასდაუდებელი მნიშვნელობის წყაროა XVII  საუკუნის I ნახევრის საქართველოს ისტორიისათვის. მასში მოთხრობილია საქართველოში თეატელთა კათოლიკური მისიის 1626-1649 წლების მთელი ისტორია. ნაშრომში უამრავი საგულისხმო ცნობა მოიპოვება ქართული სამეფო-სამთავროებისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის  სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის შესახებ.   „წმინდა კოლხეთი“ ცალკე წიგნად პირველად წარდგება ქართველი სამეცნიერო საზოგადოების ფართო წრისა და დაინტერესებული მკითხველის წინაშე. ამავე დროს ეს არის ამ წიგნის პირველი გამოცემა 1657  წელს ავტორის მიერ ნეაპოლში მისი გამოქვეყნების შემდეგ და ნიშანდობლივია, რომ იგი სწორედ ქართულ ენაზე განხორციელდა.
24.95
წმინდა წყვდიადი
ავტორი: ლევან ბერძენიშვილი   „ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.“
14.9
წრიპა ბიის დღიური: მკვდარი სეზონი #4
ავტორი: ჯეფ კინი გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ყდა: მაგარი
14.9
წრიპა ბიჭის და შენი დღიური
ავტორი: ჯეფ კინი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
წრიპა ბიჭის დღიური #1
ავტორი: ჯეფ კინი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა:მაგარი
14.9
წრიპა ბიჭის დღიური: არდადეგები #12
ავტორი:ჯეფ კინი გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი
14.9
წრიპა ბიჭის დღიური: ახალი სახლი #14
  ავტორი: ჯეფ კინი მთარგმნელი: ნინო გოგალაძე გრეგი სუპერტექნოლოგიებით აღჭურვილ სახლზე ოცნებობს, რომელსაც ძირითადი ნაწილი მიწისქვეშ ექნება განლაგებული. მოულოდნელად ჰეფლები დიდედა რებას გარდაცვალების ამბავს შეიტყობენ. ამ სამწუხარო ცნობასთან ერთად მათ სასიამოვნო სიურპრიზი ელით – მემკვიდრეობით მიღებული დიდედას ქონების ნაწილი. გრეგს მაშინვე თავისი საოცნებო სახლი უდგება თვალწინ. თურმე დედაც სახლის განახლებაზე ფიქრობს… შეძლებენ ჰეფლები ნაანდერძევი ფული ისე გამოიყენონ, სახლიც გაადიდონ და მეზობლებიც არ მოიმდურონ?
11.9
წრიპა ბიჭის დღიური: ახალი ხათაბალა #11
ავტორი: ჯეფ კინი გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი    
14.9
წრიპა ბიჭის დღიური: ბოლო წვეთი #3
ავტორი: ჯეფ კინი აგმომემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი  
14.9
წრიპა ბიჭის დღიური: გადამწყვეტი ქულა (წიგნი 16)
ავტორი: ჯეფ კინი   გრეგი დარწმუნებულია, რომ  სპორტის ვერცერთ სახეობაში ვერ ივარგებს. არადა დედა გაუთავებლად უკითხავს ლექციას, რა მნიშვნელოვანია სპორტი. წრიპა უხალისოდ ჩაეწერება კალათბურთზე. წყალწაღებულ გუნდს მოგების არანაირი შანსი არ აქვს, მაგრამ სპორტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თანაც თუ ბურთი გრეგს ჩაუვარდება ხელში!  
11.9
წრიპა ბიჭის დღიური: დათარსული ბედი #8
ავტორ: ჯეფ კინი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი
14.9
წრიპა ბიჭის დღიური: დიდთოვლობა #6
ავტორი: ჯეფ კინი გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ყდა: მაგარი  
14.9
წრიპა ბიჭის დღიური: დიდი მოგზაურობა #9
ავტორი: ჯეფ კინი ყდა: რბილი ყველა თაობაში დასმული კითხვა – „ძველი დრო ჯობია თუ ახალი?“ – ჰეფლების ოჯახშიც აქტუალურია. დედ-მამა და პაპა, რა თქმა უნდა, „ტკბილ“ წარსულს მისტირიან. ამიტომაც შეიტანს გრეგის დედა მერიაში პეტიციას, რომლის მიხედვითაც მთელმა ქალაქმა ნებაყოფლობით უნდა გაატაროს შაბათ-კვირა ელექტრონული მოწყობილობების გარეშე. გრეგს კი ჰარდსქრებლის ფერმებში უწევს „ძველ დროში“ გადაბარგება. შეძლებს ნეტა წრიპა ბიჭი ასეთ რთულ პირობებში თავის გადარჩენას?  
11.9
წრიპა ბიჭის დღიური: მეცამეტე გოჭი #7
ავტორი: ჯეფ კინი მთარგმნელი: საბა ლეკვეიშვილი ყდა: რბილი ვალენტინობა ახლოვდება, სკოლაში ცეკვის საღამო უნდა ჩატარდეს და ყველა პარტნიორს ეძებს. ბიჭები გოგოებზე მეტნი არიან და წუხან, რომ შეიძლება, წვეულებაზე მეწყვილის გარეშე დარჩნენ. გრეგის საფიქრალიც სწორედ ეს არის. ვის აღარ გაუგზავნა მოსაწვევი, მაგრამ ვერც ერთი გოგო ვერ დაითანხმა.
11.9
სიახლე
წრიპა ბიჭის დღიური: მოგზაურთა ედემი (წიგნი 15)
ავტორი: ჯეფ კინი   მთარგმნელი: ნინო გოგალაძე   ოთხ კედელში დიდხანს გამოკეტილ ჰეფლებს ერთმანეთი ყელში ამოუვიდათ. თანაც არდადეგებია და ყველას სჭირდება დასვენება. აი, სწორედ ამ დროს გადაწყვეტს დიდედა გამი ბიძია გარის საკემპინგო ფურგონის თავიდან მოშორებას. ეს კი მშვენიერი შანსია,  როგორც დედა ამტკიცებს, ოჯახმა ერთად დააგროვოს სასიამოვნო ოჯახური მოგონებები. საკემპინგო ადგილის ძიებაში ჰეფლები „მოგზაურთა ედემში“ აღმოჩნდებიან. ნეტა გაამართლებს ბანაკი თავის სახელს?  
11.9