santaesperanza
წრიპა ბიჭის დღიური: მწარე სიმართლე #5
ავტორი: ჯეფ კინი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი
14.9
წრიპა ბიჭის დღიური: როდრიკი უბერავს #2
ავტორი: ჯეფ კინი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი
14.9
წრიპა ბიჭის დღიური: სავსე ბუშტი (17)
ავტორი: ჯეფ კინი   მთარგმნელი: მიხეილ ციხელაშვილი გამორიცხულია, წარმატებას მიაღწიოს ბენდმა, რომელსაც  `საქმის ყურში~ ჰქვია. როგორც იქნა, ამას როდრიკიც ხვდება და თავის ბენდს სახელს შეუცვლის. უნდა თუ არა, გრეგი ძმის ახალი ბენდის დამხმარე ხდება და სულ მალე აღმოაჩენს, რომ ღამეული რეპეტიციები, კონცერტები, რომლებშიც ხშირად  ფულს არ იხდიან და ბენდის წევრებს შორის გაუთავებელი დავა სულაც არაა წარმატების საწინდარი; ეს, უბრალოდ, როკენროლური ცხოვრების სტილია.
11.9
წრიპა ბიჭის დღიური: ძველი დრო #10
 ავტორ: ჯეფ კინი გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა
14.9
წუთით კოსმოსში
ავტორი: ანუკი შატაკიშვილი   სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი   "წუთით კოსმოსში"-რომანის პერსონაჟები ჯერ კიდევ შორეულ ბავშვობაში იცნობდნენ ერთმანეთს, მერე მათი გზები გაიყარა და თითოეულს საკმაოდ მძიმე ცხოვრება არგუნა ბედმა.  ოცნებები და მიზნები დროსთან ერთად, ეპოქის შესატყვისად იცვლებიან. მთვარეზე გაფრენაა ნაწარმოების მთავარი გმირების- ლალუნასა და ჰალეის-ბავშვობის დროინდელი სურვილი, რომელიც მშობლებისაგან ესტაფეტად გადმოეცათ.  მაგრამ კოსმოსისაკენ მიმავალი გზა დიდი საიდუმლოებებით, ხიფათებითა და დაბრკოლებებითაა სავსე. როგორ გაუმკლავდება შეყვარებული წყვილი ამ დაბრკოლებებს? რა არის ის, რის წყალობითაც მთვარეზე გაფრენაც კი შესაძლებელი ხდება? 
12.95
წყალზე მროკავი
ავტორი: თა-ნაჰასი ქოუთსი მთარგმნელი: გიორგი ხარაიშვილი სერია: წლის ბესტსელერი რა ელოდება ჰაირამ უოკერს - დედით შავკანიან მონას, მამით კი თეთრკანიანსა და ვირჯიინის უმდიდრესი არისტოკრატული გვარის წარმომადგენელს? როცა ჰაირამი მონობას ვეღარ უძლებს, სწორედ მაშინ გამოჩნდება გადარჩენის გზა - ფანტასტიკური, სახიფათო, დაუჯერებელიც კი, მაგრამ თავისუფლების ბოლო შანსი სხვანაირი ვერც იქნება! მონობიდან გაქცევის აუცილებელი პირობაა წყალი, ხიდი, ნისლი და... როკვა, სწორედაც ზანგური როკვა! და ჰაირამიც იწყებს... გინდათ, იხილოთ, როგორ როკავს შავკანიანი ამერიკა თავისუფლებისთვის? მაშინ წაიკითხეთ ეს წიგნი.    
16.95
წყალში
ავტორი: პოლა ჰოკინსი ინგლისის პატარა ქალაქ ბედფორდის მდინარე არაერთ საიდუმლოს მალავს. მასში უამრავი ქალი დაიხრჩო - ზოგმა თავი მოიკლა, ზოგიც ცხოვრებისეულ გარემოებებს ემსხვერპლა. ამიტომაც უწოდეს მას “სიკვდილის ტბორი”.   "სიკვდილის ტბორში” ჯერ 15 წლის ქეითი გადახტა, შემდეგ კი მისი მეგობრის დედა დენიელ ებოტი… მაგრამ გადახტა თუ გადააგდეს? - ამის ახსნა მოუწევთ დენიელის დასა და დეტექტივებს და იქნებ საიდუმლოსაც აეხადოს ფარდა?! ამ პროვინციული ქალაქის მხოლოდ რამდენიმე მკვიდრმა იცის, რა მოხდა წლების წინ ...                           
14
ჭამე, ილოცე, შეიყვარე
ავტორი: ჯილბერტი ელიზაბეტ   "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.
12.95
ჭაობი
ავტორი: არნალდურ ინდრიდასონი სერია:TOP თრილერი მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი რეიკიავიკის პოლიცია ხნიერი მამაკაცის გვამს პოულობს. მამაკაცი მოკლულია მისივე ბინაში, მაგრამ მტკიცებულებები არ ჩანს, გარდა სამსიტყვიანი ბარათისა - ,,მე ის ვარ". გამოცდილი დეტექტივ-ინსპექტორი ერლენდურ სვეინსონი ხვდება, რომ ამ დანაშაულის უკან ვიღაცის ტრაგედია იმალება და ნაბიჯ-ნაბიჯ, თითქოს ნატეხებით აწყობს შემზარავი საიდუმლოს მოზაიკას... საქმის ძიებისას ინსპექტორი ერლენდური სხნის საიდუმლოებებსაც, რომლებიც ბევრად მეტია, ვიდრე ერთი მოხუცის მკვლელობა...
11.95
ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი-შესავალი
ავტორი: ჯერომ სელინჯერი მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე, ლელა დუმბაძე წიგნი პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ”ჭერი ასწიეთ, დურგლებო” და ”სიმორი, შესავალი” მჭიდრო კავშირშია სელინჯერის სხვა ორ წიგნთან:”ცხრა მოთხრობასა” და ”ფრენი და ზუისთან”. ”ჭერი ასწიეთ, დურგლებო” პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს მის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის.
13.95
ჭეშმარიტების სამყაროში
ავტორი: გიორგი გურჯიევი   წიგნში შესულია გურჯიევის საუბრები (ლექციები) თავის მოწაფეებთან მოსკოვში, ესენტუკში, თბილისში, ბერლინში, ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში (1917-1931 წლებში).
10.9
ჭვავით სავსე ჯიბე
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე რომანში,რომელშიც ბიზნესმენისა და ფინანსური მაგნატის საიდუმლოებით მოცული სიკვდილია აღწერილი,მის მარპლს ერთობ უჩვეულო ბოროტმოქმედების გამოძიება უწევს.ფინანსური იმპერიის მეფე,რექს ფორტესქიუ თავის ბუღალტერიაში ჩაის წრუპავდა,როდესაც უეცრად ცუდად გახდა და ტანჯვით აღმოხდა სული.მოგვიანებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,გარდაცვლილის ჯიბეებში რაღაც მარცვლეული იპოვეს.დანაშაულის დამადასტურებელი სხვა რამე სამხილი ადგილზე ვერ აღმოაჩინეს...
11.95
ჭიკ-ჭიკ! ცხოველები - სარკიანი წიგნი
ეს ლამაზი ნახატებიანი წიგნი განკუთვნილია ყველაზე პატარებისათვის. ამ წიგნით თქვენი პატარა დაიწყებს სამყაროს აღქმას. მარტივი, ჭრელა-ჭრულა და კონტრასტული სურათები საგანგებოდ შეიქმნა, რათა ჩვილს დაკვირვების უნარი განუვითარდეს. ბოლო გვერდზე  განთავსებული სარკე კი მისთვის სიურპრიზი იქნება. ისიამოვნეთ პატარებთან ერთად! 
12.95
ჭიკარტი ლურსმანი (100ც) 0031
5
ჭიკარტი ლურსმანი(35ცალი)
3
ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები
ავტორი: ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე)     „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“ ჩიტების გადაულახავ საზღვრებს კვეთს. „გაღმა მხარეზე“ დანატრებული ადამიანების, სევდისა და სიხარულის, სიმწრისა და ბედნიერების, ქორწილებისა და დაკრძალვების შეხვედრის ადგილია ეს მოთხრობები... თურქეთის მიწაზე დაბადებული მწერალი ქართველობას გულით ატარებს და მონატრების სევდა სულ თან ახლავს.    ქევსერ რუჰი პროზასა და პოეზიას შორის ძალიან ვიწრო ხიდზე გადის. ქევსერის პოეტურობაში ხანდახან იგრძნობა უფსკრულისაკენ დამზიდველი ძალა. დიახ, ის თავბრუს გვახვევს, საშიშია, მაგრამ ამავე დროს მშვენიერი“ (სადიქ ასლანქარა – გაზეთი „რესპუბლიკა“).   პირველი წიგნით „ქარვის ქალები“ ქევსერ რუჰმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით დაიმკვიდრა ადგილი ნოველისტებს შორის. „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“ – ამ სახელწოდების წიგნში კი ადამიანებისა და ბუნების დახასიათების საოცარი, ორიგინალური სიმბოლოები გამოიყენა.   წიგნი გამოიცა ერგუნ ათაბაიას (გურამ ქოქოლაძე) მხარდაჭერით.
6
ჭრაჭუნები
ავტორი: ტომ ფლეტჩერი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი   "რა აჭრაჭუნებს იატაკს, რატომ ჭრაჭუნებს ფანჯრები? ეს არც თაგვია, არც კატა, შენი თუ სხვისი ძაღლები. ამ ხმაურს სხვა არა ბადებს, ასე სხვა არა ტკაცუნებს, იკითხეთ, თუკი გაბედავთ და შეეგებეთ.." წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს ყველა მოზრდილი გაქრა და მხოლოდ ბავშვები დარჩნენ ქალაქში. როგორი იქნებოდა ბავშვების ცხოვრება უფროსების დარიგებებისა და დატუქსვის გარეშე? ამ ქალაქს უიფინგტონი ჰქვია და აქ უცნაური ამბავი იწყება. ერთ დილით გაღვიძებული ლუსი აღმოაჩენს, რომ მისი დედიკო უკვალოდ გაქრა. საზრიანი გოგონა ხვდება, რომ დედა მის გარეშე არსად წავიდოდა, მაგრამ... ის აქ არ არის. რა მოხდა? სად წავიდა ლუსის დედიკო? წიგნი, რომლის კითხვასაც ახლა იწყებთ, სწორედ ამ შეკითხვის გარშემო ტრიალებს. ლუსი მალე აღმოაჩენს, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ უიფინგტონში ყველა ბავშვის მშობლები უკვალოდ გაქრნენ. "ჭრაჭუნების” წაკითხვამდე, საწოლის ქვეშ შეიჭყიტეთ და შეამოწმეთ, ჭრაჭუნა ხომ არ გითვალთვალებთ. თუ ურჩხულს დაინახავთ, ჩაიზე დაპატიჟეთ. არა! არა! სულ დაავიწყდა, რომ ჭრაჭუნები ჩაის ვერ იტანენ! იცით რა უყვართ? ამას არ გაგიმხელთ, რადგან ლუსისთან ერთად გაიგებთ!
9.95
ჭუპა-ჭუპა წიგნი დისნეის გმირები
"აბაზანის მიღების დროს დისნეის ამ არაჩვეულებრივ გმირებთან ერთად გაერთე! აბაზანაში ჭუპა-ჭუპა არასდროს ყოფილა უფრო სახალისო!"
34.95
ჭუპა-ჭუპა წიგნი წყალქვეშა სამყარო
"აბაზანის მიღების დროს ოკეანელ მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივი თავგადასავალი გელის. აბაზანაში ჭუპა-ჭუპა არასდროს ყოფილა უფრო სახალისო!"
34.95
ხაზართა ზღვის ნაპირებზე
მთარგმნელი: ქეთევან ყანჩაშვილი   იასმინა მიხაილოვიჩი – მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი, სამოგზაურო პროზის რამდენიმე წიგნის, ნარკვევებისა და რომანის ავტორია. გამოქვეყნებული აქვს მილორად პავიჩის პროზის კვლევა სხეულისა და სულის არაკი (1992); ორი ამბავი კოტორზე (მ. პავიჩის თანაავტორობით, 1998); კერძო კოლექცია (2000, ოთხჯერ გამოიცა); ერთი სიყვარულის ორი ამბავი (მ. პავიჩის თანაავტორობით, 2004); მოგზაურის ალბომი (2006); და რომანი პარიზული კოცნა (2007).   მკითხველს უჩვეულო ავტობიოგრაფია ელის. ეგზოტიკურ აზერბაიჯანში მოგზაურობისა და კერძო-საჯარო მოგონებების აღწერის ფონზე ავტორი გვიამბობს ორი სერბი მწერლის სიყვარულზე, რომლებიც სიკვდილმაც კი ვერ დააშორა.   იასმინა მიხაილოვიჩის ხაზართა ზღვის ნაპირებზე – დახვეწილი და მელანქოლიური რომანი მკითხველს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შთაბეჭდილებებს უზიარებს, განმარტავს, რატომ ეწოდება კასპიის ზღვას „ხაზართა ზღვა“ და მოუთხრობს ორი კონტინენტის გასაყარზე მომხდარ გასაოცარ ამბებს.   ოთხი პროზაული ნაწილი, რომლებისგანაც ეს წიგნი შედგება, ავტორმა სწორედ იმ ორიგინალური და უჩვეულო ლიტერატურული ხერხების დაცვით განალაგა, რომლებსაც მილორად პავიჩი ასე ხშირად მიმართავდა თავის ნაწარმოებებში, თავისი და პავიჩის ორი განცალკევებული წიგნი ოსტატურად ჩააქსოვა ერთმანეთში და ერთ ჰარმონიულ კოლაჟად აქცია, ამიტომ მთელი წიგნი ერთი მთლიანი ორგანიზმივით, ერთი ამოსუნთქვით იკითხება
14
ხაზარულა და სხვა მოთხრობები (9-10)
ავტორი: ნოდარ დუმბაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
8.9
ხან მიწისა და ხან ცისა
33.3
ხანძარი სახლში
ავტორი: კამილა შამზი სერია: წლის ბესტსელერი "ისმა თავისუფალია. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოვლას თავისი სურვილებისა და ოცნების მრავალი წელი შეალია. ახლა ორივე ზრდასრულია და ისმას შეუძლია სწავლა გააგრძელოს ამერიკაში... მაგრამ მაინც არ ასვენებს ფიქრი ანიკაზე, თავის ლამაზსა და ჯიუტ დაზე, და პარვიზზე, ჯიჰადი მამის საქმის გაგრძელებაზე მეოცნებე ძმაზე, ერთ დღესაც რომ გაუჩინარდა. მერე დების ცხოვრებაში გამოჩნდება ეიმონი _ გავლენიანი მინისტრის ვაჟი, რომელიც მამის თანამდებობასა და მის ავტორიტეტს ქვეყანაში, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს.... უწევდა... ანიკასთან შეხვედრამდე. მამის მინისტრობა მისთვის საყვარელ ქალთან ბედნიერების შანსი გახდა. დიდ ბრიტანეთში ორი ოჯახის ბედი დამანგრევლად იკვეთება და იბადება კითხვა: სიყვარულისთვის რამხელა მსხვერპლის გაღება შეგვიძლია?!"
14.95
ხაფანგი-22 (1)
ავტორი:ჯოზეფ ჰელერი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: ომებსა და ადამიანებზე   ჯოზეფ ჰელერის ამ რომანს თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის უკვდავ ნაწარმოებს უწოდებენ. "ხაფანგი-22" ანტიმილიტარისტული ნაწარმოებია და მეორე მსოფლიო ომში ერთი ამერიკული საავიაციო ნაწილის აბსურდით სავსე სინამდვილეს აღწერს - აქ ყველაფერი მოჩვენებითია: საბრძოლო დავალებების შესრულება, პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობა, თვით ცოცხალი, საღ-სალამათი ადამიანის არსებობაც კი ეჭვქვეშ დგება. ჰელერი უდავოდ გროტესკის ოსტატია, ხოლო ზოგიერთი ეპიზოდი - მსოფლიო იუმორისტიკის შედევრი. როგორც კრიტიკოსები წერდნენ, "ხაფანგი-22" სამხედრო ბიუროკრატიის საბრალდებო ოქმად იქცა. ამიტომაც არის ის დღემდე სამხედროების ერთ-ერთი საყვარელი წიგნი.
16