santaesperanza
სიახლე
ნიკო ფიროსმანი - ცხოვრება და შემოქმედება
ავტორი: თემო ჯაფარიძე.     წიგნის ქართველ, ფრანგ და ინგლისურენოვან მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს, აწ გარდაცვლილი მწერლისა და მხატვრის, თემო ჯაფარიძის ძალიან საინტერესო და სიღრმისეულ ნარკვევს ფიროსმანზე, რომელიც მან 1998 წელს დაწერა და მცირე კრებულად გამოსცა.   ჯაფარიძე მოგვითხრობს ხშირად ნაკლებად ცნობილ ბიოგრაფიულ დეტალებსა და ამბებს ფიროსმანის ცხოვრებიდან, და იმავდროულად, ცდილობს გაიაზროს ფიროსმანის ფენომენი და მისი შემოქმედება ფართო, ევროპულ კონტექსტში;   როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, "ფიროსმანის ხელოვნებამ შექმნა საქართველოს სიმბოლო, მისი ერთგვარი ხატი და, იმავდროულად, თავად ფიროსმანი იქცა ხატად. უქონელი, მაგრამ სულიერად მდიდარი; გამჭრიახი, კეთილმოსურნეთა და არაკეთილმოსურნეთათვის თანაბრად გაუგებარი; ცხოვრების უსამართლობების პირისპირ უძლური და მაინც თავისი მოწოდების ერთგული; ღრმად ემოციური და სიტყვაძვირი; რთული ხასიათის და გულუბრყვილობამდე დიდსულოვანი - აი, ასეთია ფიროსმანი"; წიგნში ასევე თავმოყრილია ფიროსმანის 50-ზე მეტი რეპროდუქცია, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული;
150
ნიკოლა ტესლა
ავტორი: მარია იზაბელ სანჩეს ვეგარა ილუსტრატორი: ალექსანდერ მოსტოვი მთარგმნელი: თამარ კაკუბავა ასაკი: 5+   გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.   ჭექა-ქუხილისა დროს დაბადებულ ნიკოლა ტესლას დედამ „სინათლის ბავშვი“ შეარქვა. ერთხელ, კატის მოფერებისას, პატარა ნიკოლამ ელექტრული მუხტების გადაცემა იგრძნო და აღფრთოვანდა! ბიჭმა თავის ბრწყინვალე გონებაში წარმოდგენილი იდეები რეალობად აქცია. ელექტრული ინჟინერიის შესწავლის შემდეგ, ცვლადი დენის სიმძლავრის დასარეგულირებლად ისეთი მოწყობილობა გამოიგონა, რომელიც დღემდე ანათებს მსოფლიოს. გამომგონებლის შთამაგონებელი ისტორიის ბოლო გვერდებზე საინტერესო ფაქტებს წაიკითხავ და ფოტოებსაც დაათვალიერებ.   
24.95
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 100 ამბავი #49
შემდგენელი: მაია ცერცვაძე სერია: თან საკითხავი ამ წიგნში თავმოყრილია უმთავრესად ის „ამბები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველმკვლევრებმა რომ მოიძიეს, ჩაიწერეს, გამოაქვეყნეს და შემდგომი კრიტიკული შესწავლისათვის დაგვიტოვეს. დიდი ჯაფა ადგათ მათ, რადგან მარცვალ-მარცვალ უნდა ეგროვებინათ ცნობები უდროოდ და უსახელოდ გამქრალი პოეტის ჯერ კიდევ ცოცხალ თანამედროვეებსა თუ მათ შთამომავლებთან – ასე შეაკოწიწეს მისი ბიოგრაფია. ეს არის უნიკალური და მეტად ღირებული მასალა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საკვლევად – ამონარიდები მემუარებიდან, დღიურებიდან, პირადი წერილებიდან... ისინი გვაცნობს რომანტიკოსი პოეტის გარეგნობას, ხასიათს, ოჯახურ გარემოს, სანაცნობო წრეს, ინტერესებს, მსოფლაღქმას, სულიერ დრამას... გაცოცხლებულია მისი ცხოვრების ფრაგმენტები ბავშვობიდან გარდაცვალებამდე, საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ეპიზოდები...
15.95
ნინოს ბედნიერება
ავტორი:ბასა ჯანიკაშვილი   ბასა ჯანიკაშვილის „ნინოს ბედნიერება“ პიესა-რომანია, როგორც თავად ავტორი უწოდებს (უფრო მონოპიესა-რომანი), რომლის სტრუქტურა ორ მაჩვენებელს გულისხმობს: მთავარი გმირის მონოლოგს და რემარკას. მოქმედება ვირტუალურ სივრცეში, პირდაპირ ეთერში ვითარდება, ექსპრესიული და ვიზუალური თხრობა კი გაფიქრებინებთ, რომ თქვენ ამ წიგნს არამხოლოდ კითხულობთ, არამედ უყურებთ კიდეც.   თბილისის ძველ უბანში, ნაქირავები ბინის პატარა სამზარეულოში, მაგიდაზე შემოდებული ტელეფონის ლაივ-სტრიმში ერთი ოჯახის თავგადასავალი ვითარდება. ჟანრის კანონი გულისხმობს, რომ ეს ოჯახი მთელი ქვეყნის სურათსაც ირეკლავდეს, მით უფრო, რომ ერთ-ერთი წევრი, ნინოს ქმარი – ქვეყნის პრემიერ-მინისტრია.   ადამიანური ურთიერთობების ტკივილებიდან საქვეყნო კონფლიქტებამდე და ინტრიგებამდე, ეს პიესა-რომანი ჩვენი ყოფის სამზარეულოს ლაივში გვრთავს, სადაც აბსურდის სიმსუბუქით/სირთულით შექმნილ სინამდვილეს ვესწრებით...
12.95
ნისლებში და ნისლებს მიღმა
ავტორი: ნატო დავითაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი ადამიანები დაბეჩავდნენ, გმირების შესახებ ლეგენდებიღა შემორჩა, ვინც ცოცხალი გადარჩა – კერასაა მიჯაჭვული, რადგან სახიფათოა ნისლებში გასვლა. ნისლებში ბილიკები გეზს იცვლიან და ისე იკლაკნებიან, სამუდამოდ დაკარგავენ გაბედულ მგზავრსაც კი. ნისლებში ავსულები, მაქციები და ათასგვარი ფათერაკის მომტანი არსებები დაბორიალობენ, ამიტომ იქ თითოოროლა თავზეხელაღებული, ანდა სიცოცხლემობეზრებული კაციღა თუ შეაბიჯებს. თუმცა ყველაზე სასოწარკვეთილ დროებასაც კი თავისი იმედის სხივი აქვს – ნისლებს მიღმა ჯერ კიდევაა შემორჩენილი ერთი სოფელი, კეთილი და გაბედული ადამიანებით დასახლებული გურო. ნატო დავითაშვილი განსაკუთრებული ფიგურაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტორზე საუბრისას შეგვიძლია არაერთი ჯილდო და გამარჯვება ვახსენოთ, მისი ფასი ქართული ლიტერატურისთვის პრემიებზე მაღლა დგას, რადგან ის ფენტეზის ჟანრის გურუა, სხვა ჟანრების ნისლებს მიღმა არსებული უნისლო შემოქმედებით. იროელთა ქრონიკებში მწერალი ქართულ მითოლოგიაზე დაყრდნობით უნიკალურ სამყაროს ქმნის, რომელშიც მშობლიური ლეგენდებიდან გადმოსული კარგად ნაცნობი პერსონაჟები ავტორის გამოგონილ გმირებთან ერთად ცოცხლობენ. „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ბრწყინვალე საკითხავია როგორც ჟანრის მოყვარულთათვის, ისე ფენტეზისთან უბრად მყოფი მკითხველისთვის, როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქ ქართული ფოლკლორის ესთეტიკა ეპოსურ ხასიათთანაა დაზავებული, ფათერაკებითა და მოულოდნელობებით აღსავსე სიუჟეტი კი ნისლებში არსებული ბილიკებივით მიიკლაკნება და წარმოუდგენელია იმის გათვლა, თუ სად ამოაყოფინებს მკითხველს თავს. ამ და სხვა თვისებათა გამო რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თუმცა ხანგრძლივ საფიქრალს ტოვებს. თუმცა, სანამ თქვენც სხვა მკითხველებივით ჩაფიქრდებოდეთ, ჯერ ნისლებში მცხოვრები მოხუცი ანანიასა და მამაცი მახარეს ამბავი უნდა შეიტყოთ, ნისლებს მიღმა ერეკლე, გვანცა და გამახელა გაიცნოთ, მათთან ერთად კი ვეძის სამკურნალო წყლის მოსაპოვებლად და ნისლთა გასაფანტავად სასწაულებით მოკირწყლულ ბილიკს დაადგეთ, რომელსაც ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ჰქვია.
15.95
ნისლისა და მრისხანების სამეფო
ავტორი: სარა ჯანეტ მაასი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერიალი: ბერთინს   ფერა ემერანთას მარწუხებს დაუსხლტა და გაზაფხულის სამეფოში დაბრუნდა. თუმცა ამისათვის მან დიდი საფასური გადაიხადა. მართალია, ფერა ახლა უკვე მაღალი ფეის ძალების მფლობელია, გულით ის მაინც ადამიანია; სწორედ ამიტომ ვერ ივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელიც ტემლინის ფერიების გადასარჩენად ჩაიდინა. ფერას არც რისენდთან, ღამის სამეფოს თავზარდამცემ მაღალ ლორდთან, დადებული გარიგება დავიწყებია.
18.95
ნიუორლეანური ჩანახატები
მთარგმნელი: მედეა ზაალიშვილი როდესაც ფოლკნერს ჰკითხეს, ნაწარმოებებს სულიერი მოთხოვნილებით წერდა, თუ განრიგით, მწერალმა უპასუხა, რომ წერდა მაშინ, როცა ეს სულიერი მოთხოვნილება იყო, ხოლო ეს სულიერი მოთხოვნილება ყოველდღე ჰქონდა.   მწერლის ყოველდღიური, სულიერი მოთხოვნილების შედეგად დაბადებული ტექსტები 1925 წელს „ნიუორლეანურ ჩანაწერებად“ აიკინძა. სწორედ ეს ჩანახატები მიიჩნევა იმ მნიშვნელოვან ეტაპად, რამაც პოეტი ფოლკნერი ჯერ გამორჩეულ პროზაიკოსად, საბოლოოდ კი უდიდეს მწერლად აქცია.   თემები, ფიქრები და გრძნობები, რომლებიც ამ მოკლე მოთხრობებშია ჩაქსოვილი, წლების შემდეგ იმ დიდ და გენიალურ რომანებად განსხეულდა, რომელთა მოცულობაც 20 ტომს აღემატება და იმ საგანძურად იქცა, რომელიც საუკუნეებს გაჰყვებ
19.95
ნიუტონას დღიური
ავტორი: ლია ტოკლიკიშვილი „ნიუტონას დღიური“ სამი ლიტერატურული თხზულებისგან შედგება: „ნიუტონას დღიური“, „მიწა“ და „მკვდარი ქალაქის ჩანაწერები“. კრებულის ავტორი, ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი, გაზეთ „7 დღის“ კორესპონდენტი იყო აფხაზეთის ომში. სწორედ ომის შთაბეჭდილებებით, გამოცდილებითა და განცდებით არის შექმნილი მისი მოთხრობები. ამ კრებულში ჩანს, როგორი გავლენა მოახდინა ომმა და ომის შემდგომმა პერიოდმა ჟურნალისტზე, რომელიც ომის პირველ დღეებში მხოლოდ საკუთარი ხალხის სიმართლეს ხედავდა. ამ გამოცდილებამ, ომის გზაზე შეხვედრილი ადამიანების ისტორიებმა, ომის შემდეგ გაგრძელებულმა ძიებებმა მას დაანახა, რომ სახელმწიფოს შიდა ომებში მართალი მხარე არ არსებობს. მოთხრობების პერსონაჟი ჯარისკაცები უყოყმანოდ იხოცებიან სამშობლოსთვის, მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ მათი თანამებრძოლების ერთი ნაწილი სასტიკად და უსამართლოდ ექცევა აფხაზებს, არანაკლებ, ვიდრე აფხაზები ექცევიან ქართველებს. ლიას მოთხრობების გმირები ჰყვებიან აფხაზების ავკაცობაზე, მაგრამ ჰყვებიან მათ მიერ გაკეთებულ სიკეთეებზეც; ჰყვებიან აფხაზების მიერ გაჟლეტილ ქართველებზე, მაგრამ ჰყვებიან ქართველების მიერ მიწასთან გასწორებულ აფხაზურ სოფლებზეც. კრებულიდან აღებული სიუჟეტები და თემები – ორი მხრიდან დანახული ომი და ჟურნალისტის მეტამორფოზა – საფუძვლად დაედო რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმს „იარე, ლიზა.“ სცენარის ერთ-ერთი ავტორი ნანა ჯანელიძესთან ერთად ლია ტოკლიკიშვილია
10.9
ფასდაკლება
ნიღბის აღსარება
ვტორი:  იუკიო მიშიმა   იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც, დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. ძალადობა, სხვადასხვა სახით გამოვლენილი სექსუალობა, ადრეულ ასაკში სიკვდილის გამძაფრებული წყურვილი – ამ წიგნში იუკიო მიშიმასთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებს ვხვდებით, რომლებსაც მოგვიანებით დაწერილ რომანებში იგი არაერთხელ დაუბრუნდება.  
10.37 15.95
ნიცშე და ქრისტიანობა
ავტორი:  კარლ იასპერსი მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი იასპერსი ნიცშეს სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად მიიჩნევს, რომლის შემოქმედება, ერთის მხრივ, წინააღმდეგობრივი, პოეტურიც კია, მეორეს მხრივ კი თავად „ფილოსოფია არ იქცევა თქვენთვის აწმყოში ქმედით ძალად ნიცშეს გარეშე“. და მაინც, ვინ იყო ეს კაცი, ნიცშე? ამ ამოცანის ამოხსნას ეძღვნება წინამდებარე შრომა, რომელშიც გასაღებად ქრისტიანობისადმი ნიცშეს დამოკიდებულებაა გამოყენებული
18.4
ნობელიანტების ინტელექტუალური ატლასი
შემდგენელი: კახმეგ კუდავა ნობელი და ნობელიანტები – ძველი თემაა, ისტორიაა, სიუჟეტია. რომელიც ცოცხლობს, გიზიდავს, გიხმობს. გეძანის და როგორ გინდა, თვალი აარიდო, თავიდან მოიცილო ფიქრი და განსჯა მოვლენაზე, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურა, როგორც პროცესი, სისტემად აქცია და მისცა მას ინსტიტუციური ხასიათი. „ნობელიანტების ინტელექტუალური ატლასი“, თითქოს ერთი ჩვეულებრივი კრებულია, მაგრამ მასში შესული, ერთად თავმოყრილი წერილები ქმნიან მნიშვნელობათა ისეთ ველს, როგორიც სხვაგან არ გვინახავს, არ გვახსოვს, არ გვიგრძნია. როგორც ყველა ატლასს, მასაც აქვს სისტემატურობა. წიგნი ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში ნობელიანტები წერენ ნობელიანტებზე, მეორეში ისევ ნობელიანები - ოღონდ უნობელოებსა და სხვა თემებზე. საერთოდ, რატომ წერენ მწერლები ერთმანეთზე? ნუთუ იმიტომ, რომ დააკვირდნენ, შეამოწმონ, შეისწავლონ ერთმანეთი; ან იქნებ ეტოლებიან, ედრებიან, ენაცვლებიან ერთმანეთს; 306 იცის, შეიძლება ერთმანეთის სტიქიაში იმიტომ შედიან, რომ იქ საკუთარი თავი მოძებნონ. სიდიდესთან თუ სიდიადესთან შეხება ბადებს თავისუფლებას. საიდანაც სხვანაირად მოჩანს ნაცნობი სახე უცნობი შტრიხებით. ივანე ამირხანაშვილი
16.95
ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2022
ავტორი: კახმეგ კუდავა   10 დეკემბერი. ქალაქ სტოკჰოლმის რატუშის თავზე აღმართულია შვედეთის სახელმწიფო დროშა. დარბაზი სავსეა საპატიო სტუმრებით. მიმდინარეობს სამეფო მეცნიერებათა აკადემიის საზეიმო სხდომა. ორკესტრს ნიშანს აძლევს დირიჟორი. შვედეთის მეფე ასრულებს სასიამოვნო მისიას: ლაურეატებს გადასცემს ნობელის პრემიას! ასეა ყოველწლიურად – XX საუკუნის პირველივე წლიდან.ნობელის პრემია ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ჯილდოა, ამიტომაც უდიდესია მისდამი ინტერესი.   ინტელექტუალური სამყაროს ფავორიტი – ნობელის პრემიის ლაურეატი, წესდების თანახმად, ვალდებულია პრემიის მიღებიდან ექვს თვეში წაიკითხოს სანობელო ლექცია. ჟანრი განსაზღვრული არ არის. ეს უნიკალური გამოცემა აერთიანებს 1901-2022წლებში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებისას წაკითხულ ყველა ლექციას. წიგნში შესულია ნობელიანტების საბანკეტო სიტყვებიც.
49.95
ნობელიანტი ფიზიკოსები - 150 ამბავი #7
წიგნის ავტორ-შემდგენელი კახმეგ კუდავა სერია: თან საკითხავი ეს წიგნი ნობელიანტ ფიზიკოსებზე მოგვითხრობს. მათი სახელი ეწოდა განტოლებებს და კანონებს, თეორიებსა და ფორმულებს, ტალღებსა და ნაწილაკებს, ეფექტებს, ელემენტებს, მოვლენებსა და ექსპერიმენტებს... ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება მსოფლიოს განვითარებასა და პროგრესს მიუძღვნეს, ამიტომაც კაცობრიობას აქვს კეთილშობილური ვალი მათ წინაშე.      
12
ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
წიგნში წარმოდგენილია ლიტერატურის დარგში ყველა იმ ნობელის პრემიის ლაურეატის შემოქმედებითი ბიოგრაფია, რომელსაც პრემია 1901-2022 წლებში მიენიჭა. „ამბობენ იულიუს კეისარი იმიტომ ატარებდა დაფნის გვირგვინს, რომ სიქაჩლე დაეფარაო. საინტერესოა რას ფარავს ნობელის დიდების გვირგვინი? მხოლოდ სიქაჩლეს ხომ არა? ვფიქრობ, ნობელიანტი ზედმეტი სერიოზულობით არ უნდა მოეკიდოს ლაურეატობას. საბედნიეროდ, განგებამ ყველაზე ბუნებრივად შემახსენა ჩემი პიროვნების მოკრძალებული სიდიადე!“ – უილიამ გოლდინგი
49.95
ნოემბრის მწუხრი
ავტორი: სალომეა ლომინაძე   ეს მშვენიერი, პატარა გოგონა, ნაადრევად დაბრძენებული, დიდი ხანი არაა, რაც გავიცანი. ოთახში შემოფრენილი ბეღურასავით დამესხა თავს, ხელში საკმაოდ დიდი თაბახით და საკუთარი ლექსების რედაქტირება მთხოვა. ბეღურასავით წამოსკუპდა მაგიდასთან. უცნაურად, ღრმა მზერით მიცქერდა, ვიდრე მის ლექსებს ვკითხულობდი.   ვკითხულობდი და მიკვირდა. დაღვინებული ადამიანის სიბრძნე და ნამდვილი პოეტის ხელწერა იგრძნობოდა ყოველ ლექსში. საოცარი გულწრფელობა, წყობისა და რითმის ხედვის ნიჭი ეტყობოდა ყოველ სტრიქონს. კიდევ ერთი საოცარი პოეტი ეზრდება საქართველოს. მკითხველს კი, უდავოდ, დიდი სიამოვნება ელის.“ – საშა გველესიანი   „ნოემბრის მწუხრი“ სალომეა ლომინაძის პოეზიის კრებულია. ამ პოეზიის ლირიკული გმირი ძლიერი და მამაცი ქალია, რომელმაც დუელში ბედისწერა გამოიწვია; ეს დაძაბული პაექრობა კი პოეზიად იქცა. კრებულში შესული ლექსები ვერსიფიკაციული მრავალფეროვნებითაც ხასიათდებიან – კონვენციური თუ თავისუფალი ლექსის ფორმას სათქმელის დინამიკა განაპირობებს. საერთოდაც, ამ მუსიკით სავსე, სასიმღერო რიტმით გაცოცხლებულ ლექსებში ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია – თემაც, იდეაც, ფორმაც და ენერგიაც. ისინი დიდი ადამიანური ვნებებისა და ტკივილებისგან სიყვარულის პოეზიას ქმნიან.“ – ნინო სადღობელაშვილი
19.95
ნოველები, ლანდებთან ლაციცი
ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია
30
ნომრებით სახატავი ალბომი 30х30 KHO2336
ზომა: 30*30 შეიცავს: ჩარჩოზე გადაკრული ტილო სქემით; გუაში; ფუნჯი; ინსტრუქცია; დამხმარე სქემა  
29
ნომრებით სახატავი ალბომი 30х30 KHO2338
ზომა: 30*30 შეიცავს: ჩარჩოზე გადაკრული ტილო სქემით; გუაში; ფუნჯი; ინსტრუქცია; დამხმარე სქემა.
29
ნომრებით სახატავი ალბომი 30х30 KHO2388
ზომა: 30*30 შეიცავს: ჩარჩოზე გადაკრული ტილო სქემით; გუაში; ფუნჯი; ინსტრუქცია; დამხმარე სქემა.
29
ნომრებით სახატავი ალბომი 30х30 KHO2389
ზომა: 30*30 შეიცავს: ჩარჩოზე გადაკრული ტილო სქემით; გუაში; ფუნჯი; ინსტრუქცია; დამხმარე სქემა.
29
ნომრებით სახატავი ალბომი 30х30 KHO2391
ზომა: 30*30 შეიცავს: ჩარჩოზე გადაკრული ტილო სქემით; გუაში; ფუნჯი; ინსტრუქცია; დამხმარე სქემა.
29
ნომრებით სახატავი ალბომი 30х30 KHO4197
ზომა: 30*30 შეიცავს: ჩარჩოზე გადაკრული ტილო სქემით; გუაში; ფუნჯი; ინსტრუქცია; დამხმარე სქემა.
29
ნომრებით სახატავი ალბომი 30х40 KHO2318
ზომა: 30*40 შეიცავს: ჩარჩოზე გადაკრული ტილო სქემით; გუაში; ფუნჯი; ინსტრუქცია; დამხმარე სქემა.
30
ნომრებით სახატავი ალბომი 30х40 KHO4289
ზომა: 30*40 შეიცავს: ჩარჩოზე გადაკრული ტილო სქემით; გუაში; ფუნჯი; ინსტრუქცია; დამხმარე სქემა.
30