ნიუორლეანური ჩანახატები
19.95
მთარგმნელი: მედეა ზაალიშვილი
როდესაც ფოლკნერს ჰკითხეს, ნაწარმოებებს სულიერი მოთხოვნილებით წერდა, თუ განრიგით, მწერალმა უპასუხა, რომ წერდა მაშინ, როცა ეს სულიერი მოთხოვნილება იყო, ხოლო ეს სულიერი მოთხოვნილება ყოველდღე ჰქონდა.
მწერლის ყოველდღიური, სულიერი მოთხოვნილების შედეგად დაბადებული ტექსტები 1925 წელს „ნიუორლეანურ ჩანაწერებად“ აიკინძა. სწორედ ეს ჩანახატები მიიჩნევა იმ მნიშვნელოვან ეტაპად, რამაც პოეტი ფოლკნერი ჯერ გამორჩეულ პროზაიკოსად, საბოლოოდ კი უდიდეს მწერლად აქცია.
თემები, ფიქრები და გრძნობები, რომლებიც ამ მოკლე მოთხრობებშია ჩაქსოვილი, წლების შემდეგ იმ დიდ და გენიალურ რომანებად განსხეულდა, რომელთა მოცულობაც 20 ტომს აღემატება და იმ საგანძურად იქცა, რომელიც საუკუნეებს გაჰყვებ
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 19.95
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 502
მსგავსი პროდუქტები
დაუმარცხებლები
ავტორი: უილიამ ფოლკნერი
ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ.
უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაში ეს ერთ-ერთი შედარებით იოლად საკითხავი რომანი ამერიკის სამოქალაქო ომის დროინდელ სამხრეთში მომხდარ უცნაურ ამბებს მოგვითხრობს იმ გაუტეხავ ადამიანთა შესახებ, ვისაც შეიძლება დანებება კი აიძულო, მაგრამ დამარცხებით მაინც ვერასოდეს დაამარცხებ.
საერთო პერსონაჟებითა და სიუჟეტური ხაზით გამთლიანებული შვიდი მოთხრობის გმირთა უმეტესობის პროტოტიპებად მწერლისავე ოჯახის წევრები იქცნენ: კერძოდ, პოლკოვნიკ ჯონ სარტორისის პორტრეტი თავად ფოლკნერის ცოტა არ იყოს ახირებული, თუმცა პიროვნულად ნამდვილად გამორჩეული დიდი ბაბუის თითქმის შეულამაზებელი ასლია – ძველი ყაიდის სამხრეთელი მემამულის, ვინც თავის დროზე მექსიკაშიც იომა, მერე კონფედერატთა მოხალისე ლაშქარიც შეკრიბა, მკვლელობისთვისაც მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა, საკუთარ შტატში რკინიგზაც გაიყვანა, კოლეჯიც დააარსა და, სხვათა შორის, წიგნიც დაწერა, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა...
24.95
გვამის შემგინებელი
ავტორი : უილიამ ფოლკნერი
ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ
დეტექტიური რომანის დაწერის იდეა ფოლკნერს ბევრად უფრო ადრე გაუჩნდა, ვიდრე უშუალოდ „გვამის შემგინებელზე“ მუშაობას შეუდგებოდა; ისიც საინტერესოა, რომ ჩვენებური გაგებით ამ სერიოზული მწერლისთვის, ასეთი რამ სრულიადაც არ იყო უცხო ხილი: მას ეკუთვნის წმინდა დეტექტიური ჟანრის მოთხრობების კრებული „მხედრის გამბიტი“, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი ჰქონდა მიღებული „დეტექტივისტთა“ საჟურნალო კონკურსში და ჰოლივუდში რ. ჩანდლერის რომანის მიხედვით წერდა ფილმის სცენარს...
თუმცა, „გვამის შემგინებელი“ იმდენად დეტექტიური რომანი არ არის, რამდენადაც კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება მწერალს „კალამი გაექცეს“ და თავდაპირველმა ჩანაფიქრმა წერის პროცესში ტრანსფორმაცია განიცადოს: ამ ნაწარმოებში თითქოს აქცენტები გადაადგილდა და მთავარი ხაზი სხვა სიუჟეტს დაეთმო, რომლის მოვლენებიც 16 წლის ბიჭის ცნობიერებაში აირეკლება, ხოლო მკვლელობის საიდუმლოც და მისი ამოხსნაც უკვე თავისთავად კი აღარაა იმდენად მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელობას მთავარი გმირის, ჩიკ მელისონის „გამოცდის“ თვალსაზრისით იძენს. თვით ფოლკნერის სიტყვებით რომ ვთქვათ, რომანი „ჩვეულებრივი დეტექტივიდან იმის არცთუ ურიგო კვლევად იქცევა, ერთ ღამეში როგორ დაკაცდა თექვსმეტი წლის ბიჭი“.
18.9
სული რომ ამომდიოდა
ავტორი:უილიამ ფოლკნერი
ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა
ამ წიგნის წერას ფოლკნერმა მხოლოდ ექვსი კვირა მოანდომა. წერდა ღამღამობით, საქვაბეში მუშაობის დროს. თავად აღნიშნავს, სანამ პირველ სიტყვას დაწერდა, უკვე იცოდა, როგორი იქნებოდა ბოლო წინადადება. „წერის დაწყებამდე გულში ასე ვთქვი, – ამ წიგნზე ვამყარებ მთელ ჩემს იმედს, ან გავიტან ლელოს, ან ჩავფლავდები და ჩემ დღეში საწერ-კალამს აღარ გავეკარები-მეთქი“. ეს არის რომანი სიცოცხლისა და სიკვდილის აუხსნელ ფენომენზე, კვდომისა და ხელახლა შობის უწყვეტ ციკლზე და იმ მოგზაურობაზე, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ხიდზე გადის და წინაპრებთან გვაბრუნებს.