santaesperanza
მსოფლიოს საოცრებები
„მსოფლიოს საოცრებებში“ დასაბამიდან დღემდე ბუნების მიერ თუ ადამიანის ხელით შექმნილ უამრავ ქმნილებას იხილავთ დედამიწის ყოველი კუთხიდან. წიგნში გასაოცარ ფაქტებს ამოიკითხავთ როგორც საქვეყნოდ ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი ადგილების შესახებ. ჩანჩქერებიდან უდაბნოებამდე, გრანდიოზული ხიდებიდან საოპერო თეატრებამდე, ბრწყინვალე სასახლეებიდან ეროვნულ პარკებამდე, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენებიდან უმაღლეს მწვერვალებამდე – აქ ყველაფერს შეხვდებით და გაეცნობით. დიდი ბარიერული რიფი, ჩრდილოეთის ციალი, ნიაგარის ჩანჩქერი, სტოუნჰენჯი, კოლოსეუმი, შარტრის საკათედრო ტაძარი, ანგკორ ვატი, ემპაირ სტეიტ ბილდინგი – ბუნებისა და ადამიანის ნებით შექმნილ ამ და კიდევ უამრავ სხვა „საოცრებაზე“ ინფორმაცია, 200-მდე ფოტოსურათით, წიგნში კონტინენტების მიხედვითაა განლაგებული
50
მსოფლიოს შვიდი საოცრება: კოლოსის აღზევება
ავტორი: პიტერ ლერანჯისი მთარგმნელი: ლეილა ბერიშვილი სერია: ლიბერკიდსი     ჯეკ მკკინლი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც, ერთი შეხედვით, თავისი თანატოლებისაგან არაფრით გამოირჩევა. ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ჯეკი ერთ დილით სარკეში რაღაც უჩვეულოს დაინახავს, რისი წყალობითაც ის მალე კარაის ინსტიტუტში აღმოჩნდება. ეს უკანასკნელი არის დაწესებულება, სადაც ჯეკს აუხსნიან, რომ იგი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფლობს. კარაის ინსტიტუტში ჯეკის მსგავსი სხვა ბავშვებიც არიან, რომელთაც განსაცვიფრებელი უნარები აქვთ.
11.95
მსტოვარი
ავტორი: ალექსანდრე პაიკიძე   დავით აღმაშენებლის ეპოქაზე ყველას ბევრი გვიფიქრია. ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, ძნელად წარმოსადგენია, თუნდაც როგორ მოიგო გენიოსმა მეფემ დიდგორის ბრძოლა. „მსტოვარის“ aვტორმა, ალექსანდრე პაიკიძემ, ის ეპოქა გააცოცხლა და წარმოუდგენელი ემოციებით ავსებს მკითხველს. თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის ცოტა თუ მოიძებნება, ვინც გაბედა და ქართული ისტორია გააცოცხლა. ავტორმა კი ეს გენიალურად შესძლო. წიგნში გადმოცემული ამბები მოგიყვებათ, რატომ და როგორ უყვარდათ სამშობლო, რისი გაღება უწევდათ ჩვენს წინაპრებს, რომ საქართველოს დღემდე მოეღწია... ეს რომანი იმ ნაპერწკალს აგინთებთ, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ენთო, ბევრი ქართველის გულში, და რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა... ამ წიგნზე ასე ვიტყოდი: “წიგნი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს.”
20
მსხლების მინდორი
ავტორი: ნანა ექვთიმიშვილი „…„ამ ზამთარს აქ აღარ გავჩერდები“, ფიქრობს ლელა და რკინის კიბეზე მომდგარ მზეს ეფიცხება. ვანოს რომ მოკლავს, თავის გამზადებულ ჩანთას აიღებს და წავა. შეიძლება ლოტკინზე ავიდეს, ძველ ინტერნატელებთან… იქ ციგნები არიან, ზოგს იცნობს, შეიძლება იმათთან გაჩერდეს ცოტა ხანს… შეიძლება იანა მოძებნოს მარჯანიშვილზე. ბოლო-ბოლო, ვაგზალზე გავა და მატარებელს გაჰყვება დასავლეთისკენ. ბათუმში ჩასვლაც შეიძლება…“ „მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანია, რომელიც პირველად 2015 წელს გამოიცა, 2021 წელს კი რომანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: მოხვდა ბუკერის გრძელ სიაში და იბიარდის მოკლე სიაში. რომანი თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე და იგეგმება მისი სხვა ენებზე გამოცემაც.
14.9
მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ
ნაშრომი რუსომ დაწერა დიჟონის აკადემიის მიერ 1749 წელს გამოცხადებული საკონკურსო თემის პასუხად. კონკურსის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „შეუწყო თუ არა ხელი მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებამ ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებას“. ერთი წლის შემდეგ აკადემიის მიერ დაწესებული პრემია მიეკუთვნა რუსოს შრომას: „მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ“, რომელშიც მან უარყოფითი პასუხი გასცა დასმულ კითხვას. ნაშრომის გამოქვეყნებამ დიდი სახელი მოუხვეჭა რუსოს და დღემდე არ დაუკარგავს შემეცნებითი ღირებულება.
10
მუზეუმები
ავტორი: ოუენ ჰოპკინსი
100
მუსიკა - 150 ამბავი #29
სერია: თან საკითხავი მუსიკოსებიც ადამიანები არიან, მაგრამ განსაკუთრებული ადამიანები. მათ ის უნარი აქვთ, რომელიც ჩვეულებრივ ყოფით მდგომარეობებს, პირობებს, სიტუაციებსა და ავადმყოფობებსაც კი ბგერებად და ხმოვან თავგადასავლად გარდაქმნის ხოლმე. ჩვენი მიზანი არ ყოფილა დეტალური აღწერა მათი ცხოვრებისა, მით უმეტეს, მხოლოდ მცირე ნაწილს შევეხეთ მათი ცხოვრებიდან. ჩვენ გვინდოდა გვესაუბრა, ძალზე მსუბუქად და მხიარულად, იმ ზღვრის შესახებ, რომელიც არსებობს ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის და ეს ზღვარი რეალურია. ჩვენ გვგონია, რომ ყველაზე დიდი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მიღწევები სწორედ ამ ზღვარზე იბადება, ზღვარზე ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის. ▪️ წიგნში გამოყენებულია გია ბუღაძის ნახატები. ▪️ გამოსაცემად მოამზადა მარიამ უგრეხელიძემ.
19.9
მუსიკა 5 კლასი მოსწავლის რვეული
ოთიაშვილი, ქუმსშივილი გამომცემლობა წყაროსთვალი
9
მუსიკა 5 კლასი მოსწავლის წიგნი
ოთიაშვილი, ქუმსშივილი, მიქაძე გამომცემლობა წყაროსთვალი გამომცემლობა კლიო
14
მუსიკა 6 კლასი 1 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ოთიაშვილი, ქუმსიშვილი გამომცემლობა წყაროსთვალი
11
მუსიკა 6 კლასი 2 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ქუმსიშვილი, ოთიაშვილი გამომცემობა წყაროსთვალი
11
მუსიკა 6 კლასი მოსწავლის რვეული
ოთიაშვილი, ქუმსიშვილი გამომცემლობა წყაროსთვალი
9
მუსიკა 7კლასი მოსწავლის წიგნი
ოთიაშვილი, ქუმსიშვილი წყაროსთვალი
15
მუსიკა 8 კლასი მოსწავლის წიგნი
მ. ჩიკვაიძე გამომცმელობა ინტელექტი
10
მუხრანი - 90 ამბავი #33
შემდგენელი: ნანა მაჭავარიანი სერია: თან საკითხავი ამ წიგნით მკითხველი გაეცნობა ნათესავებისა და მეგობრების თვალით დანახულ მუხრან მაჭავარიანს. პოეტის ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. თამამ და ნოვატორულ შემოქმედებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა ლიტერატურულ ასპარეზზე მისი გამოჩენიდან მოყოლებული... მუხრანს არ დაჰკლებია კრიტიკის ქარ-ცეცხლი და თვით უახლოეს მეგობართაგან დაუმსახურებელი შეურაცხყოფა. ამის შესახებ თავად პოეტი უბადლო იუმორით წერდა: „საქართველოში მე იმდენად გავხდი საქები, სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები... P. S. სულაც არ მიკვირს ეს ამბავი, მე სხვათაშორის, – – ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის.“
13.9
მღვდლები და პოლიტიკოსები: სულის მაფია
მთარგმნელი : მამუკა გურული ეს წიგნი არის ერთ ერთი ბესტსელერი მთელს მსოფლიოში. ამ წიგნში მოყვანილი თემა, არის ოშოს ლექციების ჩანაწერები, სადაც ის დეატლურად განიხილავს იმ საკითხებს რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ რეალობის ჩამოყალიბებაში რომელშიც იმყოფებიან ადამიანები
13
მშვენიერ და ულმობელ წუთისოფელში- რჩეული მოთხრობები
ავტორი: ანდრეი პლატონოვი   მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსს, ანდრეი პლატონოვს (1899-1951) „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც შეიძლება ვუწოდოთ. 1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი და მკითხველისკენ გზა დაეხშო. კრებულში პლატონოვის მოთხრობებია თავმოყრილი. ერთ-ერთ მათგანის – „ქვაბულის“ – პერსონაჟ კომუნისტებს კომუნიზმი უზარმაზარ საერთო სახლად წარმოუსახავთ. ისინი ხრამში ქვაბულს თხრიან და უსასრულოდ აფართოებენ, რათა იქ აშენებულმა სახლმა მთელი პროლეტარიატი დაიტიოს. მწერალმა ამ მოთხრობაში საბჭოთა კავშირის აღსასრული 65 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. ანდრეი პლატონოვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები სამშობლოში, რუსეთში, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წიგნები ჯერ უცხოეთში დაიბეჭდა და ავტორს კლასიკოსის სახელი მოუპოვა.
29.9
სიახლე
მშვენიერებაზედ
ავტორი: ზეიდი სმითი მთარგმნელები: მეგი გაბისონია, ლაშა გველესიანი 2005 წელს გამოცემული რომანით, „მშვენიერებაზედ“, ზეიდი სმითმა კიდევ ერთხელ გაიარა დიდების ის გზა, რომელიც ხუთი წლით ადრე სადებიუტო „თეთრი კბილებით“ გაიკვალა. წიგნში მოქმედება ამერიკის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე  ხმაურიან პერიოდში, ერაყის ომის დროს ვითარდება, რაც ნაწარმოებს წვრილ წითელ ხაზად მიუყვება. ავტორი სწორედ ამ ფონზე შლის ჰაიტის, ისტორიაში ერთადერთი წარმატებული მონათა ამბოხის შედეგად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს თანამედროვე ფრაგმენტებს, რომლებიც ახლა უკვე ამერიკის ტერიტორიაზეა მიმოფანტული ადამიანური ისტორიების სახით – ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ თავისუფლება, მაგრამ არ აქვთ მეტი არაფერი. თუმცა ნაწარმოებში ესეც ფონია, მხოლოდ და მხოლოდ პერსონაჟების დროებითი თავშესაფარი, სადაც იმ მიწიერი შეცდომებისგან ცდილობენ დამალვას, რომლებსაც გაუცხოების, აკრძალული ხილის სურვილის, სოციალური გარემოებებისა თუ, უბრალოდ, ადამიანური სისუსტის გამო უშვებენ.
26.9
მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ
ავტორი: სალი რუნი მთარგმნელი: გურამ ღონღაძე ელისი და აილინი, კოლეჯის საუკეთესო მეგობრები, ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს ერთმანეთისგან მოშორებით ატარებენ. ელისი ცნობილი მწერალია, რომელმაც პირველი ორი რომანით გაითქვა სახელი, აილინი კი დუბლინის ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში რედაქტორის ასისტენტად მუშაობს. მეგობრები ელექტრონული ფოსტით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს, ჰყვებიან რომანტიკულ ურთიერთობებზე. ნერვული შეტევის შემდეგ ელისი ნიუ-იორკს ტოვებს და ირლანდიის ერთ-ერთ სოფელში გადადის საცხოვრებლად. იქ ახლად გაცნობილ კაცს, ფელიქსს, წიგნის პრეზენტაციებზე დასასწრებად, რომში სამოგზაუროდ წასვლას სთავაზობს. აილინი კი შეყვარებულთან დაშორების შემდეგ თავის ბავშვობის მეგობარს, საიმონს ეარშიყება, რომელიც თინეიჯერობის ასაკიდან მოსწონს. თანამედროვე ახალგაზრდა პოპულარული ირლანდიელი მწერლის, სალი რუნის მესამე რომანში „მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ“ გმირები ცდილობენ, მოერგონ ამ სამყაროს, იპოვონ საკუთარი თავი. ესაა სიყვარულის, ვნების, სურვილების, ტკივილისა და შიშის დაუსრულებელი ციკლი. იპოვიან კი ეს პერსონაჟები ადამიანებს, რომლებიც მათ ცხოვრებას უკეთესს გახდიან და დაანახვებენ მშვენიერი სამყაროსკენ მიმავალ გზას?
13.9
მშვიდობით გარი კუპერ
ავტორი: რომენ გარი მთარგმნელი: მზია გომელაური   რომენ გარი (1914-1980), რომლის ნამდვილი გვარია კაცევი, დაიბადა ვილნოში (ახლანდელ ვილნიუსში). ბავშვობაშივე დედასთან ერთად ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაეწერა გენერალ დე გოლის არმიაში და მონაწილეობდა საფრანგეთის განმათავისუფლებელ ბრძოლაში. იგი იბრძოდა ინგლისში, აფრიკაში, აბისინიაში და ლიბიაშიც, მონაწილეობდა ნორმანდიის ცნობილ ბრძოლებში. მიღებული აქვს საპატიო ლეგიონის კომანდორის წოდება, განმათავისუფლებელი ბრძოლის კომპანიონის ორდენი, საბრძოლო მამაცობის ჯვარი ორჯერ, წინააღმდეგობის მოძრაობის მედალი და დაჭრილთა მედალი. ომის შემდეგ რომენ გარი დიპლომატიურ კარიერას გაჰყვა. მოღვაწეობდა სოფიაში, ბერნში, გაეროში, ბოლოვიაში; ბოლოს, იყო კონსული ლოს-ანჯელესში. რომენ გარი რამდენჯერმე დაქორწინდა. მისი ერთ-ერთი მეუღლე, „ახალი ტალღის“ სახელგანთქმული მსახიობი ჯინ სებერგი საეჭვო წრეში აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ჯინ სებერგმა თავი მოიკლა. ერთი წლის თავზე, რომენ გარიმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. რომენ გარის კალამს ეკუთვნის ოცზე მეტი რომანი, პიესა, მოთხრობების კრებული, რომელთაც სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა – რომენ გარი, ემილ აჟარი, ფოსკო სინიბალდი, შატან ბოგატი. იგი ერთადერთი მწერალია, რომელსაც ორჯერ აქვს მიღებული საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია – გონკურის პრემია – წიგნებისთვის „ცის ფესვები“ და „ცხოვრება წინაა“. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ სხვადასხვა ფსევდონიმით გამოქვეყნებული ეს ორი ნაწარმოები ერთსა და იმავე ავტორს ეკუთვნოდა.
10
მშვიდობით, ჩემო საყვარელო
ავტორი: რეიმონდ ჩენდლერი სერია: ჯიბის დეტექტივი   "ფილიპ მარლოუ კერძო დეტექტივის სრულიად ახალი ტიპია: რომანტიკოსი, სენტიმენტალური რაინდი, ზოგჯერ ცინიკოსიც, მაგრამ ღირსების კოდექსს არასოდეს ღალატობს. სხვათა შორის, თავგადასავლებს სულაც არ ეძებს, ხიფათი თავად პოულობს. ასე ხდება მარტის ერთ დღესაც, როცა ერთ ახმახს შეახსენებს, სასმელში ფული უნდა გადაიხადოო... მათი გზები ისევ გადაიკვეთება, რადგან ორივე ერთსა და იმავე ქალს ეძებს..."
6
მშობელსა და შვილს შორის
ავტორი: ჰაიმ ჯ. ჯინოტი მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი ”მშობელსა და შვილს შორის“ 35 წლის განმავლობაში მსოფლიოში მილიონობით დედ-მამას დაეხმარა შვილებთან ურთიერთობის აწყობაში. ეს შეუცვლელი სახელმძღვანელო გვაჩვენებს, როგორ შეიძლება: ვასწავლოთ დისციპლინა მუქარის, მოსყიდვის, დაცინვისა და დასჯის გარეშე; გავაკრიტიკოთ - დამცირების, შევაქოთ - განსჯის, გავუჯავრდეთ ტრავმის მიყენების გარეშე; კი არ ვედავოთ, არამედ ჩავწვდეთ მოზარდების გრძნობებს, შეფასებებსა და შეხედულებებს; ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა გამოუმუშავდეთ.
19.95
მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის – I
ლადო არველაძე (1908-1975) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ემიგრანტია. ის 1942 წელს სევასტოპოლთან მომხდარი საბრძოლო შეტაკების დროს ჩავარდა ტყვედ. იმყოფებოდა უკრაინის, პოლონეთისა და გერმანიის ტყვეთა ბანაკებში, შემდეგ კი მოხვდა იტალიაში, გერმანელთა მიერ შექმნილ ქართულ ბატალიონში.   ომის დასრულების შემდეგ იტალიიდან საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასული ლადო არველაძე აქტიურად ერთვება იქაური ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს გამგეობის წევრი, მოგვიანებით კი – თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.   ჩვენ შემოგვრჩა ლადო არველაძის დღიური. ის საკუთარ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე მოგვითხრობს და ამის პარალელურად გამოთქვამს მოსაზრებებს ისტორიული პროცესების ირგვლივ, გვაწვდის ცნობებს სხვა ემიგრანტ ქართველებზე, მსჯელობს საქართველოს ბედზე. მასში განხილულია ავტორის თვალით დანახული მეორე მსოფლიო ომი და ომის შემდგომი ემიგრაციის წლები.
39.95
სიახლე
მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის – II
ლადო არველაძე (1908-1975) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ემიგრანტია. ის 1942 წელს სევასტოპოლთან მომხდარი საბრძოლო შეტაკების დროს ჩავარდა ტყვედ. იმყოფებოდა უკრაინის, პოლონეთისა და გერმანიის ტყვეთა ბანაკებში, შემდეგ კი მოხვდა იტალიაში, გერმანელთა მიერ შექმნილ ქართულ ბატალიონში.   ომის დასრულების შემდეგ იტალიიდან საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასული ლადო არველაძე აქტიურად ერთვება იქაური ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს გამგეობის წევრი, მოგვიანებით კი – თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.   ჩვენ შემოგვრჩა ლადო არველაძის დღიური. ის საკუთარ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე მოგვითხრობს და ამის პარალელურად გამოთქვამს მოსაზრებებს ისტორიული პროცესების ირგვლივ, გვაწვდის ცნობებს სხვა ემიგრანტ ქართველებზე, მსჯელობს საქართველოს ბედზე. მასში განხილულია ავტორის თვალით დანახული მეორე მსოფლიო ომი და ომის შემდგომი ემიგრაციის წლები.
34.95