santaesperanza
ზუზუნები და ღუტუნები
ავტორი:ირმა მალაციძე ილუსტრატორი: ირმა მალაციძე, მათე გახელაძე   ძვირფასო ბავშვებო, ეს წიგნი თქვენვისაა. კიდევ თქვენი დედიკოებისთვის და მამიკოებისთვის. ბებიებისა და ბაბუებისათვის... ის კი არა, ვფიქრობთ, თქვენი საყვარელი მასწავლებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ალბათ, იკითხავთ, რას გიამბობთ მასში? ახლავე მოგახსენებთ. წიგნი ერთ პატარა ბიჭზეა, რომელიც არ ჰგავს სხვა პატარა ბიჭებს. მას მათე ჰქვია. მასაც ჰყავს დედიკო და მამიკო, ბებიკო და ბაბუა. სხვა ბიჭებივით ისიც დადის საბავშვო ბაღში. უყვარს ტკბილეული და სათამაშოები. ოღონდ ის სამყაროს სხვაგვარად აღიქვამს. სხვა ბავშვებთან თამაშიც მაინცდამაინც არ უყვარს. ასეთი განსხვავებული კი იმიტომაა, რომ საძაგელი არსებები, ზუზუნები და ღუტუნები მოსვენებას არ აძლევენ. მათეს აუტიზმი აქვს. ალბათ იმასაც იკითხავთ – რა არის აუტიზმი? აი, გადაფურცლეთ წიგნი და თავად მიხვდებით. შეიძლება რომელიმე ნაცნობიც გაგახსნოთ. იმედია, ჩვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად გაუგებთ იმ ბავშვებს, რომლებიც სხვანაირად იქცევიან. შეიძლება ცოტა უცნაურებად მიიჩნევთ, მაგრამ თუ ეცდებით მათთან დამეგობრებას, გვჯერა, აუცილებლად გამოგივათ. წარმატებას გისურვებთ!
29.95
ზურაბ ნიჟარაძე გრაფიკული კონტრაპუნქტი
ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021), საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. ეგრეთწოდებული 50-იანელი მხატვრების წარმომადგენელი. ზურაბ ნიჟარაძის თითქმის 60-წლიანი მოღვაწეობა მოიცავს სხვადასხვა დარგს: დაზგურსა და მონუმენტურ ფერწერას, გრაფიკას, წიგნის ილუსტრაციებს, ანიმაციასა და თეატრალურ მხატვრობას. ალბომში შესულია ფართო საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობი ჩანახატები, რომლებიც 7 თავშია გადანაწილებული – ზოგადი ჩანახატები,  მითოლოგიური თემები, დეტალები, პორტრეტები, შიშველი ფიგურები, წიგნის ილუსტრაციები და თეატრალური ესკიზები. ზურაბ ნიჟარაძის ჩანახატები, ესკიზები, ქაღალდის ნაგლეჯებზე შესრულებული პატარა შედევრები წარმოადგენენ წიგნის ძირითად ბირთვს და იმ ძვირფას მასალას, რომელიც განვითარებას პოულობს მის უფრო დიდ და ცნობილ ნამუშევრებში. ვფიქრობთ, ეს წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამწყები მხატვრებისთვის.
75
ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
ავტორი: ლევან ბოლქვაძე   „ნაწარმოებს ზღაპარი თუ ჰქვია სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პატარებისთვის დაწერეს. ლევან ბოლქვაძის ზღაპარიც მოზარდების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების წასაკითხი წიგნია. ყველაზე მეტად კი სწორედ მასწავლებლების ყურადღება მინდა მივიქციო, ერთი უბრალო მიზეზის გამო – საუკეთესო კლასგარეშე საკითხავი რომ შესთავაზონ მოსწავლეებს.   ზღაპარს ვერც ლევან ბოლქვაძის ცხოვრებას დავარქმევდი: ოცდაერთი წლის იყო, რომ გადაასახლეს და სამი წელი გულაგში გაატარებინეს. „მკითხველო, შესაძლოა თორმეტი წლის ბიჭი არც ისე პატარა გეჩვენოს, მაგრამ, როცა გიამბობ თავს რაც გადახდა, მაშინ დამეთანხმები, რომ მისთვის ასეთი ფათერაკები ნამდვილად ნაადრევი იყო,“ – ავტობიოგრაფიული მომენტები ნაწარმოების დასაწყისიდანვე თვალშისაცემია. მთავარ გმირ ჭაბუკასა და ავტორს შორის უნებლიეთ პარალელს ვავლებთ...   1978 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორმა, არჩილ სულაკაურმა „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ რისკის ფასად გამოსცა. იმჟამინდელი პოლიტიკური ატმოსფეროდან გამომდინარე, რუსებმა ნაწარმოებს პოლიტიკური პამფლეტი უწოდეს და თარგმანზე უარი განაცხადეს. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, წიგნი სათანადოდ არც ქართველმა მკითხველმა მიიღო და გაითავისა. საბავშვო თუ საყმაწვილო ლიტერატურაში მრავლად გვხვდება მსგავსი გმირები, უამრავი დადებითი თვისებით აღჭურვილები და ამავე დროს წიგნიერები. ეს ერთგვარი ნელი მოქმედების ნაღმია, მწერალი საკუთარ აბზაცებში შეგნებულად რომ დებს...“ – მაკა ლდოკონენი    
15.95
ზღაპრები ყველაზე პატარებისთვის
სერია: ვიკითხოთ ერთად „ვიკითხოთ ? ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 3 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: იყო და არა იყო რა, იყო ერთი – ? – სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი. სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი ? და იკითხეთ ერთად.
17.9
სიახლე
ზღვა და ალუბლები
ავტორი: გიორგი სოსიაშცილი ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმხილველის მოწოდებულ ამბებს. ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურიეს. ნაწილი ამბობს, რომ ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც შემოვლითი გზები დანაღმეს და ქართველი პოლიციელების მანქანები ააფეთქეს. თურმე აგვისტოს დასაწყისში შუა სოფელში რუსების მიერ გამოსროლილი ჭურვები ცვიოდა… თქვენ რას იტყვით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვინ დაიწყო ომი? თედომ ცრემლიანი თვალები მჯიღით ამოიმშრალა და გოგოს შეხედა. მე დავიწყე, შვილო, მე…  ამოიხავლა ყელში ბაწარწაჭერილივით, რით ვერ გაიგეთ, კაცო…   გიორგი სოსიაშვილი ქართველი მწერალი და ისტორიკოსია. იგი რამდენიმე პროზაული კრებულისა და ერთი რომანის  ავტორია. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია თურქულ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე. ავტორი დაჯილდოებულია რამდენიმე სხვადასხვა ლიტერატურული პრემიით, ხოლო  პროზაულმა კრებულმა „ოთხი მოთხრობა“ 2021 წლის ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო. „ზღვა და ალუბლები“ მწერლის უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული მოთხრობების კრებულია. ისინი ომზე, სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებზე მოგვითხრობს.
10.9
ზღვა, ზღვა
ავტორი: აირის მერდოკი   აირის მერდოკის (1919-1999) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი „ზღვა, ზღვა“ ადამიანად ყოფნის საზრისის ძიებაა. ნაწარმოების მთავარი გმირი დღიურის მსგავსი ჩანაწერებით ცდილობს, საკუთარი ცხოვრების ყველა ასპექტი გაიაზროს, შეცდომები თუ წარმატებები გააანალიზოს და შეგვახსენოს, რომ ცნობილი, წარმატებული, ერთი შეხედვით უდარდელი ადამიანის ცხოვრებაშიც დგება წუთი, როცა მას ყველაფრისგან გაქცევისა და საკუთარი სულიერი თუ გარემომცველი სამყაროს სრულად შეცნობის სურვილი უჩნდება. მრავალფეროვანი ალუზიებით, მეტაფორებით, სიმბოლური სახეებით ავტორი ცდილობს, მგრძნობიარე კამერულობა დამაჯერებელ გულწრფელობად აქციოს და მკითხველს არცთუ იოლი საფიქრალი დაუტოვოს. რომანში ჩვენ თვალწინ ვნებათა ზღვა ბობოქრობს და ადამიანის სულის ღრმა ფსიქოლოგიური სურათი იხატება. 1978 წელს რომანისათვის „ზღვა, ზღვა“ აირის მერდოკს ბუკერის პრემია მიენიჭა.
39.95
ზღვარზე #3.3
ავტორი: თეა ინასარიძე  გამომცემლობა: პალიტრა L
4
ზღვარს მიღმა (ჩემი ამბავი)
ავტორი: ლუის სუარესი მთარგმნელი: სოფიო ჯობავა  წიგნში "ზღვარს მიღმა" ლუის სუარესი გულწრფელად საუბრობს მისი დამაინტრიგებელი კარიერის, ყოვლად გამოუსადეგარი ქუჩის ბიჭობიდან დიდ სცენაზე მოთამაშე ფეხბურთელად ჩამოყალიბებისა და იმ შეგრძნების შესახებ, რაც თითქოს აიძულებს, რომ ნიშნულს გადააბიჯოს.
20
ზღვას ვევედრები
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი გამომცემლობა: არტანუჯი
21.95
თაგვებსა და ადამიანებზე
ავტორი: ჯონს სტაინბეკი მთარგმნელი: გვანცა ჯობავა გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი თაგვებსა და ადამიანებზე“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია 1962 წლის ნობელიანტის, ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის შემოქმედებაში. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. რომანის სიუჟეტი დაფუძნებულია ორი ადამიანის მეგობრობასა და მათ საზიარო ოცნებაზე, რომ ერთხელაც საკუთარი სახლი და დიდი ბოსტანი ექნებათ, კურდღლებს მოაშენებენ, წიწილები ეყოლებათ და ზამთრის წვიმებში, ღუმელთან შემომსხდარები, ყურს მიუგდებენ, როგორ ეცემა წვიმის წვეთი სახლის სახურავზე. წიგნში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა, ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის. მწერალი დიდი ოსტატობით გვიჩვენებს უბრალო ადამიანების ხვედრს რთულ, დაუნდობელ და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში. „თაგვებსა და ადამიანებზე“ არაერთხელ დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლის სახით, ჰოლივუდურმა კინომ კი სამი ეკრანიზაცია მიუძღვნა. მათგან ყველაზე პოპულარულია 1992 წელს გადაღებული ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟის – ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს. ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ „თაგვებსა და ადამიანებზე“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია 1962 წლის ნობელიანტის, ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის შემოქმედებაში. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. რომანის სიუჟეტი დაფუძნებულია ორი ადამიანის მეგობრობასა და მათ საზიარო ოცნებაზე, რომ ერთხელაც საკუთარი სახლი და დიდი ბოსტანი ექნებათ, კურდღლებს მოაშენებენ, წიწილები ეყოლებათ და ზამთრის წვიმებში, ღუმელთან შემომსხდარები, ყურს მიუგდებენ, როგორ ეცემა წვიმის წვეთი სახლის სახურავზე. წიგნში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა, ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის. მწერალი დიდი ოსტატობით გვიჩვენებს უბრალო ადამიანების ხვედრს რთულ, დაუნდობელ და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში. „თაგვებსა და ადამიანებზე“ არაერთხელ დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლის სახით, ჰოლივუდურმა კინომ კი სამი ეკრანიზაცია მიუძღვნა. მათგან ყველაზე პოპულარულია 1992 წელს გადაღებული ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟის – ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს.  
13.95
ამოწურულია
თავადის ქალი მაია და სხვა მოთხრობები (13-14)
ავტორი: ლეო ქიაჩელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
6.9
სიახლე
თავდასხმის დღიური
ავტორი: ანდრეი კურკოვი მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი მწერალი, ჟურნალისტი და სცენარისტი ანდრეი კურკოვი, რომლის ნაწარმოებებიც უკრაინელ ავტორებს შორის ყველაზე მეტჯერაა თარგმნილი უცხო ენებზე, ცნობილი თავისი რომანებით გახდა. როგორც საბავშვო, ისე საუფროსო პროზის ავტორმა, დოკუმენტური ნამუშევრებითაც გაითქვა სახელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 2014 წლის ნაშრომი-რეპორტაჟი „უკრაინული დღიური: ცნობები კიევიდან“, რომელიც ამ წლის მღელვარე მოვლენებს ასახავს. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელ მსოფლიოს თავზარი დასცა. ომს, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელმაც სრულიად შეცვალა არსებული მსოფლიო წესრიგი, ანდრეი კურკოვი თავის მშობლიურ კიევში შეხვდა. მწერლის მიერ ომის დაწყებამდე და მის პარალელურად წარმოებული რეპორტაჟები და დღიურები 21-ე საუკუნის ამ მასშტაბური და დიდმნიშვნელოვანი კონფლიქტის ერთ-ერთი საგულისხმო წყაროა. რუსეთის თავდასხმიდან მალევე კურკოვი სოფლად, თავის აგარაკზე გადასახლდა და იქ გააგრძელა დღიურების წერა. ამ დღიურებში იგი დოკუმენტურად აღწერს უკრაინელი მოსახლეობის მძიმე ყოველდღიურობას, მათ განწყობას და შეურიგებელ ბრძოლას ოკუპანტებთან. არაერთი ბრიტანული თუ საერთაშორისო გამოცემა მწერალს მუდმივად სთხოვს კომენტარს უკრაინის ომთან დაკავშირებით და ისიც დაუზარებლად აძლევს მათ ინტერვიუებს, რითაც ომის პერიოდში უკრაინელი ხალხის ხმად იქცა. „თავდასხმის დღიური“ 2022 წლიდან დღემდე მიმდინარე ომის ქრონიკებია, რომელშიც ანდრეი კურკოვი გულახდილად და უკომპრომისოდ უყვება მსოფლიოს ყოფით სიმართლეს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და უკრაინელი ხალხის დაუმორჩილებლობაზე.  
17.9
თავდაუზოგავი: აქციეთ კლიენტთა მომსახურება თქვენს მთავარ პრინციპად
ავტორი: ჯონ შოლი   ჯონ შოლი მომსახურების ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული სტრატეგი და კლიენტთა მომსახურებაში მსოფლიო ლიდერის, მომსახურების ხარისხის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ის გვთავაზობს სტრატეგიებს, რომელთა გაგება და დანერგვა საკმაოდ ადვილია. მას მხოლოდ კლიენტთა მომსახურების სფერო იტაცებს და ჯიუტად ადგას ამ გზას. თუ გინდათ თქვენი ორგანიზაცია ადამიანურ, მგრძნობიარე, მოსიყვარულე და მზრუნველ კომპანიად აქციოთ, ამ წიგნს გაეცანით და რაც შეიძლება მეტი გაკვეთილი ამოკრიფეთ.
14.95
თავის უფალი ადამიანი
ავტორი: დათო ტურაშვილი ამ წიგნში, რომელიც ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, დათო ტურაშვილი იხსენებს ქართული სამართლის ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებს და ყველა გამოჩენილ ქართველს, რომელთაც ცხოვრება ადამიანების დაცვას შესწირეს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მკითხველი გაეცნობა ჩვენი ქვეყნის სამართლის ხანგრძლივი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებს და დიდ ადამიანებს, რომლითაც ქართული სამართალი ამაყობს; მოგვითხრობს ქართველთა თავისუფლებისთვის ბრძოლაზე და მუდმივ სურვილზე, ეცხოვრათ დამოუკიდებელ ქვეყანაში, რომელშიც ადამიანი, ინდივიდი თავისი თავის უფალია.
9.9
თავის უფალი ადამიანი
ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
9.9
თავისუფალ ქვეყანაში
ავტორი: ვ.ს. ნაიპოლი მთარგმნელი:ნათია მეჩითიშვილი სერია: ლიტერატურული ოდისეა სულაკაურის გამომცემლობა „თავისუფალ ქვეყანაში“ მოიცავს პროლოგს, სამ მოთხრობასა და ეპილოგს. მოთხრობების გმირები სხვადასხვა ქვეყნის შვილები არიან, განსხვავებული მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში აღმოჩენილები. არის კი ამ ადამიანების მოგზაურობა ის გზა, რომელიც მათ თავისუფლებას აპოვნინებს, თუნდაც უცხო მიწაზე? და მაინც, რა არის თავისუფლება და როდის არის ადამიანი თავისუფალი? ამ კითხვებზე დააფიქრებს მკითხველს ვ. ს. ნაიპოლის მოთხრობების ეს კრებული.
14.9
თავისუფალი მონები
ავტორი: ნიკა ნოვალი ,,თავისუფალი მონები'' ფილოსოფიური ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებია,რომლის პერსონაჟებიც,ძირითადად, ალეგორიულად არიან წარმოდგენილნი. წიგნში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც სასიამოვნო ცოდვებს ემონებიან. სიუჟეტი ვითარდება თბილისსა და მიღმიერ სამყაროში, სადაც მთავარი გმირი, ბიზნესმენი იოანე, "კულისებიდან" აკვირდება, როგორ ერევიან ბოროტი სულიერი არსებები მისი ახლობელი ადამიანების ბედში, როგორ უნგრევენ და უშენებენ ხალხს ცხოვრებას;მათ ხშირად სიკეთეც მოაქვთ, მაგრამ მათი მიზანი უცვლელია-ადამიანის შეცდენა...
13
თავისუფლება ცნობილისგან
ავტორი: ჯიდუ კრიშნამურტი მთაგმნელი:
18
თავისუფლება-პროცესი სამართლიანობისთვის
ავტორი: ლევან იზორია ლევან იზორიას წიგნში „თავისუფლება – პროცესი სამართლიანობისთვის” საფუძვლიანადაა გაანალიზებული თავისუფლების – ამ რთული და კომპლექსური ფენომენის შინაარსი და მნიშვნელობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესში. ავტორი თავისუფლების საყოველთაო პრინციპის აღქმის ორიგინალურ რაკურსს გვთავაზობს. აღნიშნული პრინციპის რეალური მოქმედება სამართლიანობასთან დაახლოების პერმანენტულ პროცესშია დანახული. ამ უკანასკნელის უზრუნველყოფა ღია საზოგადოების პოლიტიკური სისტემის მუდმივ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამ გამოწვევაზე ადეკვატური პასუხია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ძლიერ ინსტიტუტებთან ერთად თითოეულის მიერ თავისუფლების პასუხისმგებლობით გააზრება (თავისუფლების შეგნება). ავტორის აზრით, პროცესის არსებითი ელემენტების კონსოლიდაცია არის თავისუფლების განხორციელების წინაპირობა, რომელიც ადამიანის აღიარებით იწყება.
15.9
თავისუფლების გზები I
ავტორი: ჟან-პოლ სარტრი ფრანგულიდან თარგმნა: თინათინ ღარიბაშვილმა   რომანების ციკლი „თავისუფლების გზები“ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ჟან-პოლ სარტრის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებია. ეს ციკლი სარტრის ფილოსოფიური მოძღვრების ერთ-ერთ მთავარ თემას - თავისუფლებას - მოიცავს. „გონიერების ასაკი“ ამ დაუსრულებელი ტეტრალოგიის პირველი ნაწილია. რომანში მოქმედება მიმდინარეობს 1930-ანი წლების ბოლოს პარიზში. მასში აღწერილია ფილოსოფიის პროფესორ მატიეს ცხოვრების 3 დღე. „გონიერების ასაკი“ არის სარტრის მხატვრული გამოკვლევა იმის შესახებ, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თავისუფლება, ის დაბადებიდანვე დამახასიათებელია ადამიანისთვის. ეს რომანი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ესმის სარტრს აბსოლუტური თავისუფლება.
30
თავისუფლების ექვსი ხარისხი
ავტორი: ნიკოლა დიკნერი მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი ნიკოლა დიკნერი თანამედროვე კანადელი ფრანგულენოვანი მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტია. იგი დაიბადა 1972 წელს რივიერ - დე - ლუში, კვებეკში. დამთავრებული აქვს ლიტერატურის ფაკულტეტი ლავალის უნივერსიტეტში. დაწერილი აქვს რომანები, ნოველების კრებულები, საბავშვო ნაწარმოებები და სხ ვ., რომლებმაც მათ ავტორს ცხრა ლიტერატურული პრემია მოუტანა კანადაშიც და უცხოეთშიც, რადგან ისინი მრავალ ენაზეა თარგმნილი. ნიკოლა დიკნერის ნაწარმოებების პერსონაჟები გამოირჩევიან ორიგინალობით, უცნაურობით, აკვიატებული იდეით, უყვართ კითხვა და მრავალგვარ ინფორმაც იას ფლობენ. რომანი " თავისუფლების ექვსი ხარისხი " 2015 წელს გამოიცა და იმავე წელს მიიღო გენერალური გუბერნატორის ლიტერატურული პრემია. იგი მოგვითხრობს ცნობისმოყვარე ახალგაზრდებზე, რომლებიც არა მარტო ამა თუ იმ საკითხში ღრმა ცოდნის მიღებით იღებენ სიამოვნებას, არ ამედ ახერხებენ ეს ცოდნა გამოცდილებად აქციონ და კაცობრიობას გამოწვევით მიმართონ. "ტექნოლოგიის მიზანი ადამიანური გამოცდილების გაზრდა უნდა იყოს", - თვლის ერთ - ერთი პროტაგონისტი და ინფორმატიკოსი მეგობრის დახმარებით აქამდე არნახულ მოგზაურობაში მიდის.
10
თავისუფლების მომენტი
ავტორი: ბიორნებუ იენს "თავისუფლების მომენტი" - იენს ბიორნებუს ტრილოგიის პირველი ნაწილია, რომელიც ეხება ისეთ საკითხს, როგორიცაა ადამაინებში ბოროტების არსებობა. მისი აპოკალიფსური ხედვით ადამიანთა მოდგმაზე, მათი განხილვით და ამავედროს, სამართლიანობის გამანადგურებელ საკითხებზე შეხებით, "თავისუფლების მომენტი" ემსგავსება კაფკას "პროცესს". მთხრობელი, "სამართლიანობის მსახური" ინდივიდია, რომელიც ყოველდღიურად ხდება თვითმხილვველი სასამართლოებში მომხდარი უსამართლოებებისა.
9.8
თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი
ავტორი:ე.ლ. ჯეიმზი   ბრიტანელი მწერალი ქალის ე.ლ. ჯეიმზის რომანი 2011 წელს გამოვიდა. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიარდერ კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ანასტასია სტილის ყოვლის წამლეკავ ვნებასა და რთულ ურთიერთობებზე, რომელიც დიდ სიყვარულად უნდა იქცეს. თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი ტრილოგიის დაკსვნითი ნაწილია.
24.9
თავისუფლების შესახებ
ავტორი:  ჯონ სტიუარტ მილი მთარგმნელი:  გია ბერაძე ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“, რომელიც 1859 წელს გამოქვეყნდა, ინდივიდუალური თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მჭევრმეტყველური დაცვაა მეცხრამეტე საუკუნის სოციალურ და პოლიტიკურ ფილოსოფიაში და დღესდღეობით, შესაძლოა, ყველაზე მეტად კითხვად ლიბერალურ არგუმენტს წარმოადგენს თავისუფლების მხარდასაჭერად. მილის მიერ თავისუფალი ნების, ინდივიდუალობისა და მრავალფეროვნების მგზნებარე დაცვა იძულებითი ერთფეროვნებისა და გავრცელებული მოსაზრების დესპოტურობის სიძულვილთან ერთად იწვევდა, როგორც აღტაცებას, ისე გაკიცხვას.
25