უნდა გიღალატო
სიახლე
14.95
ავტორი: რუტა სეპეტისი
სერია:Liberteens
1989 წელი. მთელ ევროპაში ერთიმეორის მიყოლებით ემხობა კომუნისტური რეჟიმები, მაგრამ კვლავ მყარად დგას რუმინეთის სისხლიანი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმი. ქვეყანაში მკაცრი კონტროლია, საყოველთაო თვალთვალი, ხალხი შიმშილობს. მას თავისუფლება სურს, მაგრამ დიქტატორის სპეცსამსახურის, სეკურიტატეს მარწუხებში მოქცეული ვერაფერს ბედავს - აკრძალულია ყოველივე ადამიანური, სულ მცირე გადაცდომისთვისაც კი ადამიანს ციხეში აგდებენ, აწამებენ, კლავენ. 17 წლის მოსაწვლემ კრისტიან ფლორესკუმ იცის, რომ მისი გაჩანაგებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ თავისუფალი სამყაროა და უნდა გადაწყვიტოს - იყოს სეკურიტატეს იძულებითი ინფორმატორი თუ შეებრძოლოს რეჟიმს.
- გამომცემლობა
- პალიტრა ლ
- ფასი
- 14.95
- ნანახია
- 57
მსგავსი პროდუქტები
იკიგაი თინეიჯერებისთის
ავტორი: ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი
სერია: libertins
"იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. შემთხვევითი არ არის, რომ ეს წიგნი შენს ხელში აღმოჩნდა. მან მოგძებნა, რადგან მზად ხარ, შეუდგე მისიას - დაიწყო შენი ცხოვრების ყველაზე საოცარი მოგზაურობა. შენ შეაბიჯებ იდუმალ სამყაროში, სადაც ზოგჯერ არ გეცოდინება, რა უნდა გააკეთო, ზოგჯერ კი გეგონება, რომ დაიკარგე. გზის გაგრძელება ამად ღირს, რადგან ბოლოში გელის დიდებული ჯილდო: შენი ცხოვრების აზრი. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!''
14.95
დაიცავი შენი გული
ავტორი: სიუ დივინი
სერია:ლიბერთინსი
ჩრდილოეთი ირლანდია. 2016 წელი. ბიჭი კათოლიკეა, ირლანდიელი და რესპუბლიკელი. როცა მამამისი,ყოფილი პოლიტპატიმარი, ოჯახიდან წავიდა, დედა კი გარდაიცვალა, ერთადერთი ოცნებაღა დარჩა _ როგორმე ჩააბაროს გამოცდები და წავიდეს დერიდან, სულერთია, სად... გოგონა პროტესტანტი და ინგლისელია, მამა და ძმა _ პოლიციელები... და როცა ბიჭს სასტიკად სცემენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩრდილოირლანდიელები და ინგლისელები საუკუნეებია ვერ მორიგებულან რწმენის გამო, გოგონა უშველის. ერთ დღესაც ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და ორივეს ეჩვენება, რომ მათ შორის გადაულახავი წინააღმდეგობებია. არადა, ბევრს არ ითხოვენ _ მხოლოდ ერთად ყოფნა სურთ...
14.95
ზაფხული ზღვაზე
ავტორი: სარა დესენი
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
სერია: ლიბერთთინსი
თანამედროვე ამერიკელი ავტორის სარა დესენის "ზაფხული ზღვაზე" თინეიჯერი გოგონას - ოდენის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ერთადერთი გასართობი წიგნების კითხვა და პროფესორი დედის ინტელექტუალ სტუმრებთან ფილოსოფიური საუბრებია. იკითხავთ, სადღაა ბავშვობა, თანატოლებთან თამაში, გადატყავებული მუხლები, სკოლაში პირველი სიყვარულიო? მსგავსი არაფერი ყოფილა - ოდენს მხოლოდ წიგნების სამყარო აქვს და ეს აკმაყოფილებს...მაგრამ მოვიდა დრო და ცხოვრებამ შანსი მისცა გოგონას, გაიგოს, რომ თურმე სხვა სამყაროც არსებობს: მეგობრობის, ველოსიპედით სეირნობის, პაემნების და ამაში ზაფხულში, ზღვაზე ნაპოვნი პირველი სიყვარული დაეხმარება
14.95