santaesperanza
ხეების იდუმალი ცხოვრება
ხეების იდუმალი ცხოვრება

ხეების იდუმალი ცხოვრება
სიახლე


15

ავტორი: პიტერ ვოლლებენი

 

ამ მსოფლიო ბესტსელერში გერმანელი მეტყევე და მკვლევარი, პიტერ ვოლებენი გვიზიარებს თავის ღრმა ცოდნასა და სიყვარულს ტყის მიმართ და გვიხსნის სიცოცხლის, სიკვდილისა და განახლების გასაოცარ, ჩვენთვის აქამდე უცნობ პროცესს. ხეების მეგობრობის, ცხოვრების წესის, მათი თანაცხოვრებების შესახებ შეძენილი ცოდნა მკითხველს სულ სხვა თვალით დაანახებს ტყეს და ძირფესვიანად შეუცვლის ამ იდუმალი სამყაროს აღქმას.

 

პეტერ ვოლებენი დაიბადა 1964 წელს, ბონში, გერმანიაში. სატყეო მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მან ოც წელზე მეტხანს იმუშავა ტყის მართვის უწყებებში. დღეს კი გერმანიაში მისსავე დაარსებულ ტყის აკადემიას უძღვება და გამოსცემს ჟურნალს სახელწოდებით "ვოლებენის სამყარო" (Wohllebens Welt). ბუნებისა და გარემოს დაცვის ორგანიზაციების მრავალი ჯილდოს მფლობელი ვოლებენი ხშირად მონაწილეობს ტელეგადაცემებში და სისტემატურად კითხულობს ლექციებს ბუნების დაცვის საკითხებზე.

 

ეს წიგნი 2015 წელს გამოვიდა, მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე და ბევრ ქვეყანაში გახდა ბესტსელერი. წიგნის პოპულარობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი 2020 წელს ნეტფლიქსის მიერ გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა.


გამომცემლობა
სეზან ფაბლიშინგი
ფასი
15
წონა
0.299
ნანახია
580
გაზიარება: