santaesperanza
ხმოვანი წიგნი ჩემი პირველი სიტყვები – 60 ხმა
ხმოვანი წიგნი „ჩემი პირველი სიტყვები“ გაამდიდრებს პატარების ლექსიკას, ფერადი ილუსტრაციები კი, გააცნობს გარე სამყაროს: სხვადასხვა საგანს, ცხოველებს, ფრინველებს, ტრანსპორტს. ღილაკზე თითის დაჭერით ბავშვი მოისმენს მათ ხმებს და აღფრთოვანდება. წიგნში არის 60 ხმა!
35
ხმოვანი წიგნი – სამი გოჭი
ეს ზღაპარი სამ პატარა, მხიარულ გოჭზეა. ნიფ-ნიფი, ნაფ-ნაფი და ნუფ-ნუფი ჩალის, ხმელი ტოტებისა და აგურის სახლებს იშენებენ და ერთად ცდილობენ, გადაურჩნენ ბოროტ მგელს. მოუსმინე შენს საყვარელ ზღაპარს და ისიამოვნე
29.9
ხმოვანი წიგნი – ტრანსპორტი
გაიცანი ხუთი მხიარული და საქმიანი მეგობარი, დააჭირე თითი რეზინის ცხოველებს, მოისმინე მათი ხმები და იხალისე მეგობრების თავგადასავლებით
29.9
ხმოვანი წიგნი – წითელქუდა
წითელქუდა პატარა გოგონაა, რომელიც ავადმყოფი ბებიას მოსანახულებლად მიდის. ვერაგი მგელი მის შეჭმას ცდილობს, მაგრამ, საბედნიეროდ, არაფერი გამოსდის. მოუსმინე შენს საყვარელ ზღაპარს და ისიამოვნე!
29.9
ხმოვანი წიგნი- მხიარული ფერმა
მუუუ! ბეეეე! ყიყლიყოოოო! ამ მხიარულ წიგნში გაეცნობი ფერმის ცხოველებს, გაიგებ, რა ჰქვიათ და შეიტყობ საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ. წიგნზე 10 ლამაზად გაფორმებული ღილაკია, რომელიც ცხოველების ხმის მოსმენასა და დამახსოვრებაში დაგეხმარება.
34.95
ხოჭო ბიჭი (წიგნი 1)
ავტორი: მ.ჯ. ლეონარდი მთარგმნელი: რუსუდან ჯაყელი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი დარკუსის მამა უკვალოდ გაუჩინარდა. დარკუსი საცხოვრებლად ბიძასთან გადადის და სკოლასაც იცვლის. სწორედ ახალ სკოლაში იწყება უცნაურობებითა და ხიფათით სავსე თავგადასავალი: დარკუსი თავის ახალ მეგობრებთან ერთად იდუმალ საქმეს იძიებს. ბავშვებს ხოჭოებიც ეხმარებიან, განსაკუთრებით მარტორქა ხოჭო – ბაქსტერი. მაგრამ ბიჭისა და ხოჭოს მეგობრობა ვის გაუგია? ან რა კავშირი აქვს დოქტორ ქათლის გაუჩინარებას უჩვეულო ხოჭოებთან, აუტანელ მეზობლებთან და იშვიათი სამკაულების მოყვარულ ლუკრეცია კატერთან?
12.9
ხოჭოების ბრძოლა (წიგნი 3)
ავტორი: მ.ჯ. ლეონარდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი დარკუსი, ვირჯინია და ბერტოლტი ისევ ერთად არიან. უჩვეულო, მაგრამ ერთგული მეგობრების დახმარებით, ისინი კვლავ ცდილობენ, წინ აღუდგნენ ლუკრეცია კატერს, რომელიც ამაზონის ჯუნგლებშია გამაგრებული და მზაკვრულ გეგმებს აწყობს. მას გიგანტური ხოჭოების მთელი არმია ჰყავს, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს დაპყრობა სურს და თუ არავინ შეაჩერებს, სამყაროს გარდაუვალი განადგურება ემუქრება…
12.9
ხოჭოების დედოფალი #2
ავტორი: მ.ჯ. ლეონარდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი დარკუსი, ვირჯინია და ბერტოლტი ლუკრეცია კატერის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ გეგმებს აწყობენ, თუმცა მეგობრებს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ: დარკუსის მამამ მათ კატერის მიერ მისი გატაცების საქმის გამოძიება აუკრძალა, ყალთაბანდი ბიძაშვილები, ჰამფრი და პიკერინგი კი ეს-ესაა ციხიდან გამოვიდნენ… ამ  ბრძოლაში ბავშვებს  ლუკრეციას ქალიშვილი ნოვაკიც ეხმარებათ, რომელიც დესპოტ დედას აუმხედრდა, მაგრამ  შეძლებენ კი ისინი ხოჭოების დედოფლის დამარცხებას?
12.9
ხრჩობა
ავტორი: ჩაკ პალანიკი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელს: ზაზა კოშკაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
14.9
ხუთი გოჭი
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე მკითხველი ამ დეტექტივშიც შეხვდება სახელგანთქმულ მაძებარს ერკიულ პუაროს. პატარა ბელგიელს ამჯერად 16 წლის წინანდელი მკვლელობის გამოძიება მოუწევს. მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ მხატვარი ემიას კრეილი ცოლმა მოკლა, მაგრამ გაირკვა, რომ კიდევ ხუთ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა. ამ რთული ამოცანის ამოხსნას ერკიულ პუარო ჩვეული გულმოდგინებით შეუდგება.
11.95
ხუთი თითი
ავტორი: მარა ზალიტე   "ციმბირის შესახებ არავის არაფერი მოუყვე, რადგან მაინც არ დაგიჯერებენ", - ამ გაფრთხილებას ხშირად უმეორებდნენ ერთმანეთს ლატვიელი მწერლის, დრამატურგის, პოეტისა და ესეისტის, მარა ზალიტეს რომანის, "ხუთი თითის" პერსონაჟები. მათ იციან, რომ ძალადობის ბუნება ამოუცნობი და გამანადგურებელია, წარსულის სურათებსაც ვერსაც გაექცევი; მაგრამ არ იციან, გადატანილი განსაცდელისგან გაჩენილ ბოღმას როგორ მოერიონ.
9.9
ხუთი კუთხე
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა მთარგმნელი: მაკა გოგოლაშვილი „ხუთი კუთხე“ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო, გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული.რომანის გმირები ჩაბნელებულ ქვეყანაში, კომენდანტის საათისა და მთავრობის შანტაჟის პირობებში, მუდმივი შიშით ცხოვრობენ. ქვეყნის მდგომარეობის ფონზე ლიოსა პერუელი მილიონერების უზრუნველ ცხოვრებასა და ვნებებს ნატურალისტურად აღწერს.
19.95
ხუთი პიესა
ამ კრებულში თავმოყრილია თანამედროვე ებრაელი ქალების მიერ დაწერილი ხუთი პიესა, რომელთა მთავარი გმირებიც სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალები არიან. როგორ ხედავენ და განიცდიან საზოგადო თუ პირად პრობლემებს დიდი მოღვაწეების ცოლები, მარტოხელა დედები, რელიგიური სკოლის მოსწავლეები ან ორთოდოქსი მორწმუნეების ოჯახში გაზრდილი დები? – კრებულში თავმოყრილი პიესების ავტორები ცდილობენ, მკითხველისა და მაყურებლის ყურადღება ამ აქტუალური საკითხებისკენ მიმართონ. განსაკუთრებული ხედვითა და იუმორით გამორჩეული ეს თანამედროვე პიესები წარმატებით იდგმება ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, საქართველოშიც. წიგნი გამოიცემა საქართველოში ისრაელის საელჩოს დახმარებით.
16.95
ხუთკუნჭულა
ჩემნაირი მოხერხებული და იღბლიანი მხოლოდ ნაცარქექია მეგულება. გამიგია, ისე გაუბრიყვებია დევი, ქონებაზე ხელი აუღია და ცხრა მთას იქით გადაკარგულა. მაგრამ მისი ამბავი ჩემს თავგადასავალთან რას მოვა!   ხუთკუნჭულას მეძახიან. გავბედე და დევის ქალი შემიყვარდა, დევი კი ჩემი და ჩემი ძმების გადაყლაპვას ლამობდა. რა არ გადამხდა, დევს დავეხსენი და მეზობელ ხელმწიფეს შევაფარე თავი, მაგრამ „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო“ – ხელმწიფე ძნელ საქმეებს მავალებდა: ხან გულთმისანი თხა მომგვარეო, ხან ჯადოსნური ხალიჩა მომართვიო და ხანაც ხალიჩის პატრონი, დევიც აქ მომიყვანეო. აბა, ერთი ხუთკუნჭულა რას გავწვდებოდი?!   გაინტერესებს შევძელი თუ არა? მაშ, გადაიკითხე ჩემი თავგადასავალი და გაიგებ, ვარ თუ არა ნაცარქექიაზე უფრო ჭკვიანი და მოხერხებული და რა ბედი ეწიათ დევს, ხელმწიფესა და მათ სამეფოებს.   სონია ელიაშვილის ილუსტრაციებით
29.9
ხუროთმოძღვრის შეგირდი
ავტორი: ელიფ შაფაქი სერია: წლის ბესტსელერი მთარგმნელი: ია ქვაჩახია "თქვენი მასპინძელია შუა საუკუნეების სტამბოლი, ჯადოსნური, ფერადოვანი, იდუმალებით მოცული, ბოსფორის პირას ნებივრად გაწოლილი ქალაქი, კაცთა ბედის მჭედელი, შემოქმედთა ასპარეზი... იგი თქვენ თვალწინ გლოვობს და ზეიმობს, ლოცულობს და იწყევლება, ფუფუნებაში ეფლობა და სიღატაკის მწარე პურს ჭამს, იწვის და დიდოსტატის ხელით კვლავ შენდება!"
16.95
ჯადოსნური ზამთარი
ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე სერი: მოსწავლის ბიბლიოთეკა შუა იანვარში ზამთრის ძილიდან გამოღვიძება ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძილს ვერაფრით შეიბრუნებ. მუმინტროლი ამქვეყნად დაბადებული პირველი მუმინია, რომელმაც ზამთარი გაიცნო და შეიყვარა. თავიდან, ახლად გამოღვიძებული თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა მუმინების მძინარე სახლში, მაგრამ სულ მალე მთელი ხეობა და სახლიც უამრავი იდუმალი არსებით გაივსო. ამ წიგნში გაიგებთ, თუ როგორ დაუმეგობრდა მუმინტროლი ახალ ნაცნობებს და იმ უცხო, ყინულივით ცივ სამყაროს, რომელიც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაატყდა თავს.  
8.9
ჯადოსნური მთა
ავტორი: თომას მანი მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L  
27.95
ჯადოსნური საშობაო დაპირება
მოთხრობის ტექსტი: ლიკა ჩხაიძე ფსიქოლოგის რეკომენდაცია: ნინო ბუაძე ილუსტრაციები: დარია ცინცაძე   რვა წლის თედო ერთხელაც გაიგებს, რომ თოვლის ბაბუას კარგი და ცუდი ბავშვების სია აქვს, რის მიხედვითაც არჩევს, იმსახურებს თუ არა ბავშვი საჩუქარს.. ნუთუ ეს სიმართლეა? და თუ ასეა, რომელ სიაში მოხვდება თედო? სანამ თედო ფიქრობს, ამ წელს როგორ იქცეოდა, მის ფანჯარასთან სასწაული ხდება და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა. „ჩვენთვის მოყოლილი ამბები“ აზროვნების აკადემიის გამომცემლობის სერიაა, რომელიც ორი ტექსტისგან შემდგარ წიგნებს აერთიანებს. პირველი ტექსტი საბავშვო მოთხრობაა, რომლის პერსონაჟებშიც ბავშვები თავის თავს, ანდაც მეგობრებს ამოიცნობენ. წიგნის მეორე ნაწილი კი მშობლის მხარდამჭერი ტექსტია, რომელიც მოთხრობაში დასმულ აქტუალურ საკითხს სიღრმისეულად, ზრდასრულის პერსპექტივიდან განიხილავს. სერიას, გარდა მხატვრული ღირებულებისა, შემეცნებითი დანიშნულებაც აქვს, ვინაიდან თითოეული წიგნისთვის შერჩეული თემა ყოველდღიური ცხოვრებიდან არის შთაგონებული. „ჩვენთვის მოყოლილი ამბები“ მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების ბავშვებთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. სერია ზრდასრულს დაეხმარება იყოს ბავშვის ცხოვრების ამა თუ იმ სირთულის დროს მისი თანამოაზრე, მხარდამჭერი და გულშემატკივარი.
22
ჯადოსნური ფიქრის წელიწადი
ავტორი: ჯოან დიდიონი მთარგმნელები: თამარ ბაბუაძე, ლელა ფიროსმანიშვილი, ელენე მარგველაშვილი   „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ National Book Award-ის ჟიურის წევრებმა ორი ჟანრის შედევრად დაასახელეს: მემუარისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისა. დიდიონი მეთოდურად აღწერს თავისი ცხოვრების ერთ წელიწადს ქმრის სიკვდილის შემდგომ. ცდილობს, უპასუხოს კითხვებს სიკვდილზე, შვილის ავადმყოფობასა და მათთან ერთად გატარებულ დროზე; დაუფარავად გვიზიარებს ერთი შეხედვით გონივრულობას მოკლებულ ფიქრებს, რომლებსაც მხოლოდ მგლოვიარე ადამიანის გონება შობს და აღიქვამს. „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ დაუვიწყარი წიგნია, რომელშიც გულწრფელად აღწერილ პირად ტრაგედიას ავტორი უნივერსალურ გამოცდილებად აქცევს. “არასრულყოფილი, მოკვდავი არსებები ვართ. ამ მოკვდაობას მაშინაც ვაცნობიერებთ, როცა ამ აზრს განვაგდებთ. ერთმანეთში ისე აბურდულები ვართ, ისე ჩახლართულად გადაჯაჭვული, რომ დანაკარგის გლოვისას, გვინდა თუ არა, საკუთარ თავსაც ვგლოვობთ – როგორ ვიყავით, როგორ აღარ ვართ, როგორ შეიძლება ერთ დღეს საერთოდ აღარ ვიყოთ.”
20.9
ჯადოსნური შობა - წიგნი მოძრავი ნახატებით
გადაშალე ეს სიურპრიზებით სავსე წიგნი და აღმოაჩინე საოცარი და ჯადოსნური შობა! წიგნის ყოველ გვერდზე შეგხვდებათ მოძრავი ნახატები
24.95
ჯადოქრის ქუდი
ავტორი:ტუვე იანსონი     მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური „ცილინდრი, საერთოდ, საკმაოდ უჩვეულო ნივთია“ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და სნიფმა მთის წვერზე ჯადოქრის ქუდი იპოვეს და შინ წაიღეს. მათ ეჭვიც არ გასჩენიათ, რომ ქუდის მიტანით მუმინების ხეობას ათასგვარი ჯადოქრობის ასპარეზად აქცევდნენ. ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს. მუმინების ხეობაში ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ. ისინი სიყვარულით და მზრუნველობითა მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს. თუნდაც ეს არსებები სნორკები, ჰემულები, ფილიფიონკები ან მიმლები იყვნენ. ტუვე იანსონის უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე აგებული მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს ხიბლავს.
11.9
ჯადოქრის ქუდი (7-8)
ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
7.9
ჯავშანი
ავტორი: ნინო სამყურაშვილი გამომცმელობა: ინტელექტი ყდა: რბილი
9.95
ჯაზის ცხოვრება
ავტორი: ზურაბ ქარუმიძე ზურაბ ქარუმიძის ეს წიგნი ჯაზის ისტორიას მოგითხრობთ – წარმოშობიდან დღემდე; ასევე, იმ ხალხის ამბავს, ვინც ამ დიდებულ მუსიკას ქმნიდა და ქმნის – ლეგენდარული ბადი ბოლდენიდან უინტონ მარსალისამდე. ლუი ამსტრონგს უთქვამს: „ის, ვინც მეკითხება რა არის ჯაზი, ვერასოდეს გაიგებს, მართლა რა არის ჯაზი!“ იკითხეთ „ჯაზის ცხოვრება“ და ნუღარ იკითხავთ „რა არის ჯაზი?“ წიგნისათვის ავტორს 2010 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა.
24.95