santaesperanza
ჯადოსნური საშობაო დაპირება
ჯადოსნური საშობაო დაპირება

ჯადოსნური საშობაო დაპირება


22

მოთხრობის ტექსტი: ლიკა ჩხაიძე

ფსიქოლოგის რეკომენდაცია: ნინო ბუაძე

ილუსტრაციები: დარია ცინცაძე

 

რვა წლის თედო ერთხელაც გაიგებს, რომ თოვლის ბაბუას კარგი და ცუდი ბავშვების სია აქვს, რის მიხედვითაც არჩევს, იმსახურებს თუ არა ბავშვი საჩუქარს.. ნუთუ ეს სიმართლეა? და თუ ასეა, რომელ სიაში მოხვდება თედო? სანამ თედო ფიქრობს, ამ წელს როგორ იქცეოდა, მის ფანჯარასთან სასწაული ხდება და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა.

„ჩვენთვის მოყოლილი ამბები აზროვნების აკადემიის გამომცემლობის სერიაა, რომელიც ორი ტექსტისგან შემდგარ წიგნებს აერთიანებს. პირველი ტექსტი საბავშვო მოთხრობაა, რომლის პერსონაჟებშიც ბავშვები თავის თავს, ანდაც მეგობრებს ამოიცნობენ. წიგნის მეორე ნაწილი კი მშობლის მხარდამჭერი ტექსტია, რომელიც მოთხრობაში დასმულ აქტუალურ საკითხს სიღრმისეულად, ზრდასრულის პერსპექტივიდან განიხილავს.

სერიას, გარდა მხატვრული ღირებულებისა, შემეცნებითი დანიშნულებაც აქვს, ვინაიდან თითოეული წიგნისთვის შერჩეული თემა ყოველდღიური ცხოვრებიდან არის შთაგონებული. „ჩვენთვის მოყოლილი ამბები“ მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების ბავშვებთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. სერია ზრდასრულს დაეხმარება იყოს ბავშვის ცხოვრების ამა თუ იმ სირთულის დროს მისი თანამოაზრე, მხარდამჭერი და გულშემატკივარი.


გამომცემლობა
აზროვნების აკადემია
ფასი
22
ნანახია
130
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები