santaesperanza
ქალი ქვიშაში
ავტორი: კობო აბე მთარგმნელი: აკაკი ბრეგაძე სერია: ლიტოდისეა „ქალი ქვიშაში“, კობო აბეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი, მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. მის მიხედვით რეჟისორმა ჰიროში ტეშიგაჰარამ 60-იან წლებში ფილმიც გადაიღო. რომანის მარტოსული გმირი, ქვიშაში ჩაფლულ სოფელში „დატყვევებული“ უბრალო მწერების შემგროვებელი ბედს არ ურიგდება და ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველანაირი ხერხით ცდილობს, რათა ნორმალურ ცხოვრებას და საკუთარ საქმეს დაუბრუნდეს. ცნობილი იაპონელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, კობო აბეს ნამდვილი სახელი და გვარია აბე კიმიფუსა. ის დაიბადა 1924 წელს ტოკიოში. ბავშვობა მანჯურიაში გაატარა და ლექსების წერაც მცირე ასაკში მანჯურიაშივე დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კვლავ ტოკიოში დაბრუნდა და იქვე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1992 წელს). კობო აბეს სახელთან დაკავშირებულია XX საუკუნის 50-იანი წლების იაპონური ხელოვნების აღმავლობა. მისი შემოქმედების ძირითადი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, გაუცხოება, სულიერი მარტოობის პრობლემა და თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის თვითდამკვიდრების მცდელობა. სწორედ ამ თემებზე ააგო მან რომანები: „ქალი ქვიშაში“, „კედელი“, „სხვისი სახე“, „ადამიანი-ყუთი“…  
13.9
ამოწურულია
ქალი ხავერდის ყელსაბამით
ავტორი:ალექსანდრე დიუმა სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
13.9
სიახლე
ქამელეონის ფერი
ავტორი: მალხაზ ასლამაზიშვილი სერია: იკითხე ქართლი   საქართველოს სამხედრო გზაზე, თერგის პირას, დუქანში შეჩერებულ საფოსტო კარეტას საიდუმლო ტვირთი პეტერბურგიდან თბილისში მოაქვს. ასე იწყება წიგნი, რომელიც საუკუნის დასაწყისის თბილისში მომხდარ იდუმალებით მოცულ ამბებს გვიყვება. ""ქამელეონის ფერი"" რეჟისორისა და სცენარისტის, მალხაზ ასლამაზაშვილის სადებიუტო რომანია. ამ წიგნში ყველაფერია, რაც მას გატაცებით საკითხავად აქცევს - სიყვარული, ღალატი, მკვლელობები, მოხდენილი გამომძიებელი და არანაკლებ მოხდენილი დამნაშავეები.
14.95
ქამუშაძის გაჭირვება, პიესები ტ 2
ავტორი: დავით კლდიაშვილი   დავით კლდიაშვილი არის ქართველი სახალხო მწერალი. იგი დაიბადა იმერეთში, გაღარიბებულ აზნაურთა ოჯახში. თავის ნაწარმოებებში ასახავდა იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრებას.
25
ქანაანის შვილები
ავტორი: გაბრიელ ტანიე „თუ ამ წიგნის მომავალ მკითხველს დასაწყისიდანვე მოეჩვენება, რომ აშკარად უჩვეულო, უცნაური და განსხვავებული წიგნი აღმოაჩინა, სიამოვნებით დავეთანხმები და იმასაც სიამოვნებით გავიხსენებ, თუ როგორ გამახარა რამდენიმე წლის წინ თავად ამ წიგნის ავტორის აღმოჩენამ.  პირველად ადრე, ახალგაზრდობაში შევხვდით, როცა საქართველოში ჩვენსავით არეული დრო იყო. მაშინ მას სოსო გაჩავა ერქვა და ჯერ არავინ იცოდა, თუ როდის და როგორ დავლაგდებოდით და ისე დავწყნარდებოდით, რომ ნებისმიერ ჩვენგანს თვითონ გაეკეთებინა არჩევანი. მან თვითონ გააკეთა არჩევანი და სასულიერო პირი გახდა. წლების შემდეგ უკვე ფშავში ვნახე, ჩარგალში მოღვაწეობდა.   ხევსურეთში იმ ზაფხულს ისეთი სიტყვები მოვისმინე ხევსურებისგან (მისი სიყვარულის შესახებ), სულაც არ მიკვირს ამ წიგნის ყდაზე მისი ხევსურული ფსევდონიმი. ტანიე პატარა ტბის სახელია პირიქითა ხევსურეთში, რომელსაც გულის ფორმა აქვს. მამა იოსებს გულით უნდოდა, რომ არხოტამდე სამანქანე გზა გაეყვანათ (ბოლოს და ბოლოს) და XXI საუკუნეში მაინც არ დაგვეკარგა არხოტი და არხოტიონი – სწორედ ის თემი, ვინც საქართველოს ამდენი საუკუნის განმავლობაში, ასეთი სიყვარულით იცავდა.  მამა იოსების ეს წიგნიც, სინამდვილეში, სიყვარულის გამო, სიყვარულისთვის დაწერილი რომანია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის არა მარტო მწერალი, მხატვარიც არის და მგონი, ჩვენი ბებიებიც მართლებიც იყვნენ, როცა ამბობდნენ, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია და ამ წიგნის მკითხველებსაც, გაკვირვებასთან ერთად, დიდი სიამოვნებაც ელით“. (დათო ტურაშვილი) მართლმადიდებელი მღვდელი ჯდება და წერს რომანს, სადაც ნაჩვენებია მიანმარში ეთნიკური უმცირესობების დევნის ამბები. ეს იმისთვის, რომ ქართული ლიტერატურული პროცესიც დავინახოთ ამ კონტექსტში, და მგონი ძალიან საინტერესო ავტორია გაბრიელ ტანიე. (ზურაბ ქარუმიძე)
26.95
ქარავანი
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე   ქარავანი მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე – ვაკვირდებით და ვსწავლობთ. დეტალური, აუჩქარებელი თხრობა და სიტუაციების სიუხვე რომანს უზომოდ სასიამოვნო წასაკითხს ხდის. მრავალმხრივი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ღრმად წარმოაჩენს პიროვნულ პრობლემებს და უზარმაზარ მასალას იძლევა ანალიზისთვის.
27
ქარვის ჭოგრიტი
ავტორი: ფილიპ პულმანი მთარგმნელი: ნიკა სამუშია სულაკაურის გამომცემლობა
22.9
ქართველებთან და საქართველოში
ავტორი: ბერტა ფონ ზუტნერი   ხშირად ისმის კითხვა – რატომ არ ჩანდნენ ქალები ისტორიაში, ხელოვნებაში, მწერლობაში? ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს ბერტა ფონ ზუტერის მოგონებებში აუცილებლად ვიპოვით, რადგან ერთი შეხედვით შემთხვევითობამ, რომელმაც ბერტა ფონ ზუტნერი მე-19 საუკუნის მიწურულს, საკმაოდ ხანგრძლივი დროით, ცხრა წლით, დააკავშირა საქართველოს, მისცა მოცალეობისა და ფიქრის დრო, მოვლენებზე დაკვირვებისა და თანამოაზრესთან, მეუღლესთან დაუსრულებელი მსჯელობის შესაძლებლობა, რამაც შემდგომ განსაზღვრა კიდეც მისი ცხოვრების გზა.     ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში გატარებულმა წლებმა (1876-1885), ავტორის აღიარებით, ცოლ-ქმარი ჩამოაყალიბა მწერლებად და პუბლიცისტებად. ამიტომ დღეს, ბერტა ფონ ზუტნერის მოგონებების განახლებული გამოცემა, სადაც საქართველოში და ქართველებთან პერიოდია აღწერილი, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საქართველოდან სამშობლოში, ავსტრიაში დაბრუნებული ბერტა ფონ ზუტნერი იქცა მსოფლიოში იმ დროის ყველაზე პოპულარულ ქალად, სამშვიდობო მოძრაობების ფუძემდებლად, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალად (1905), ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის დაუცხრომელ მებრძოლად...   სალომე ადამია მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP)
11.95
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - 100 ამბავი #40
შემდგენელი: თამაზ ჯოლოგუა სერია: თან საკითხავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ათეული წლების განმავლობაში იყო ეროვნული კულტურის ძირითადი ცენტრი, რომელიც, გარდა სასკოლო-საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო კერების დაარსებისა, იდეურად და მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ თეატრს, გამომცემლობებს, ხელს უწყობდა სამეცნიერო და სალიტერატურო პროცესების განვითარებას, ეძებდა და თავს უყრიდა ძველ ქართულ ხელნაწერებსა და ნაბეჭდ წიგნებს, ისტორიულ-არქეოლოგიურ და ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, სტიპენდიებს უნიშნავდა რუსეთსა და საზღვარგარეთ მოსწავლე ახალგაზრდებს... წიგნი ეძღვნება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების 140 წლისთავს.
11.95
ქართველი დრამატურგები - 100 ამბავი #48
ავტორ-შემდგენელი: ნინო თოდუა სერია: თან საკითხავი წიგნში თავმოყრილი ამბები ქართველი დრამატურგებისა და მათი თუ ნათარგმნი პიესების შესახებ არაერთ ინფორმაციას აერთიანებს. კრებულში ბევრ ისეთ ავტორს გაეცნობით, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად, ან სულაც, უცნობია. ინფორმაციები ამოკრებილია მემუარებიდან, ნარკვევებიდან, პუბლიკაციებიდან და საგაზეთო თუ სატელევიზიო ინტერვიუებიდან. რამდენიმე თანამედროვე დრამატურგმა, ამ კრებულისათვის, თავად დაწერა მოგონებები საკუთარი ცხოვრებიდან. კრებულის წაკითხვის შემდეგ მკითხველი ნათლად დაინახავს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ეროვნულ დრამატურგიასა და თეატრს ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: გიორგი ერისთავი, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, დავით კლდიაშვილი და სხვანი. „ამბები“ დალაგებულია ქრონოლოგიურად, რათა მკითხველმა ცხადად დაინახოს ის გზა, რომელიც ქართულმა დრამატურგიამ დღემდე გამოიარა.
15.95
ქართველი მეფეები
ავტორი: სერგი მაკალათია   საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის აღიარებული მკვლევრის, მხარეთმცოდნისა და არქეოლოგის, პროფესორ სერგი მაკალათიას (1893-1974) ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები თორმეტ ტომად გამოიცემა.   გამოცემა თავს უყრის მეცნიერის პრაქტიკულად ყველა ნაშრომს, როგორც საქართველოს ცალკეული კუთხეების – მთის რაჭის, მთიულეთის, თუშეთის, ფშავის, ხევის, ხევსურეთის, სამცხე-ჯავახეთის, თორის, სამეგრელოს, შიდა ქართლის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კვლევას, ასევე გამორჩეული ქართველი მეფეებისადმი მიძღვნილ ცალკეულ წიგნებსა და სამეცნიერო სტატიებს.   გამოცემა თანამედროვე მკითხველს სერგი მაკალათიას დიდი ღვაწლის გააზრებასა და გაცნობაში დაეხმარება. გასათვალისწინებელია, რომ ნაშრომთა უმეტესი ნაწილი მხოლოდ ერთხელ, მეცნიერის სიცოცხლეში გამოიცა.
29.95
ქართველი ქალი ანუ შურისძიება
ავტორი: აჰმეთ მითჰათ ეფენდი   მოგზაურობაზე დაწერილი წიგნი მკითხველს ყოველთვის იდუმალი მოლოდინით განაწყობს, ალბათ, გასავლელი გზის გამო. კლასიკოსი მწერალი აჰმეთ მითჰათ ეფენდი (1844-1912) მრავალი ნაწარმოების ავტორია. “ქართველი ქალი ანუ შურისძიება”, რომელიც ოსმალეთში 1888 წელს გამოიცა, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის ოჯახის რუსეთში გადასახლების ისტორიასა და საქართველოს ყოფაზე მოგვითხრობს. მეფისნაცვალ პავლე ციციანოვზე შურისძიების ამბავთან ერთად ავტორი გერმანელი მოგზაურის, გიომ სანის, ენით ჩვენი ქვეყნის მხარეებისა თუ ქალაქების შესახებაც გვიყვება. “ამ ადგილებში მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო რამ არის. შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ეს გრძნობა, რომ იქაურ სილამაზეს ვალი გადაუხადო… საქართველოზე შეყვარებული ვარ, ამიტომ აქ მოგზაუ­რობა არასოდეს მომბეზრდება… რა სამწუხაროა, რომ აქ უკვე რუსული ცივილიზაცია შემოდის. რუსული ცივი­ლიზაციისა და კულტურის უარყო­ფითი გავლენის ალბათობა ამ კეთილშობილ ხალხზე ძალიან დიდია. სასტუმროს, სამიკიტნოს და მსგავსი ადგილების არსებობა იმ სტუმართმოყვარეობას, რაც მე ვნახე, ხომ მოსპობს! ვიცოდი ეს და ამიტომაც ვერ ვძღებოდი მოგზაურობით, სხვა გერმანელი ამას როდისღა ეღირსება-მეთქი, ვფიქრობდი…” ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება, გაეცნოს ოსმალურიდან თარგმნილ თურქი კლასიკოსის ნაწარმოებს საქართველოს შესახებ.
9.9
ქართლი 3 კლასი 1 ნაწილი მოსწავლის წიგნი
თინა კუხიანიძე,ნინო გორდელაძე სუალაკურის გამომცემლობა
10
ქართლი ენა 6 კლასი რვეული
ვ. როდონაია, მ.მირიანაშვილი, ქ. თოფაძე, ლ.ვაშაკძე, ა.არაბული, ნ.ნაკუდაშვილი,.მ.ხუციშვილი საგამომცემლო სახლი სწავლანი გრამატიკის რვეული
7
ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ
ავტორი: ზაზა აბზიანიძე ჩემს ახალგაზრდობაში ერთი სახლი იყო – მხოლოდღა მწერალთა ოჯახებით „დაკომპლექტებული“. ხუმრობით გამიფიქრებია ამ იდეს განვრცობაზე: სართულები ჟანრების მიხედვით რომ გადნაწილებულიყო... სწორედ მაგ სახლს ვგულისხმობ, როდესაც ვწერ „ლიტერატურულ ბობოლებზე“, რომელთაც თავისი პირველი პოეტისათვის უფრო იოლად გაიმეტეს საფლავი აკაკის გვერდით, ვიდრე ბინა თავის სამეზობლოში, სწორედ მთაწმინდის სიახლოვეს...“. ცხადია, „ბობოლების“ გარდა, იქ, უბრალოდ, კარგი მწერლებიც ცხოვრებდნენ, რომელთაც ვახსენებ კიდეც ჩემს წიგნში...     ოღონდ, გარეკანზე გამოსახული შენობა – „ის“ სახლი არ არის! თუმცა, მთლადვ ჩვეულებრივი სახლიც არაა: აქ მკითხველებიც ცხოვრობენ, მწერლებიც და მათი პერსონაჟებიც: „და განა ვინგინდავინ ან ყველავინმე? – არა, სულ ნარჩევი, დარბაისელი ხალხი!“ („ნატვრის ხიდან“ „ვისესხე“ ეს დაუვიწყარი დახასიათება).     და კიდევ – „ჩვენი“ სახლის სახურავიდან, კარგ ამინდში, მყინვარწვერიც მოჩანს, კავკასიონიც – მის კალთას შეფარებული ჩარგალითა და სტეფანწმინდით და, რაღა თქმა უნდა – ქართული ოლიმპიც, იმ მითოლოგიური ნისლის გარეშე, ასე საგულდაგულოდ რომ გვიმალავს ხოლმე იქაურ ბინადართა ფიგურებს...
12.95
ქართულე ენა 5 კლასი რვეული
ვ. როდონაია, მ.მირიანაშვილი, ქ. თოფაძე, ლ.ვაშაკძე, ა.არაბული, ნ.ნაკუდაშვილი,.მ.ხუციშვილი საგამომცემლო სახლი სწავლანი გრამატიკის რვეული
7
ქართული 1 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:   თინათინ კუხიანიძე, მარინა ბედოშვილი, ბაკურ სულაკაური, მარინე მახათაძე   ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველსა და მეორე კლასებში შევქმენით ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კარგად გააზრებული, ინოვაციური სახელმძღვანელოები (დამხმარე კურსი). ავტორების, პედაგოგებისა და მშობლების საერთო მიზანია, შევაყვაროთ მოსწავლეებს მშობლიური ენა, გავუღვივოთ ინტერესი ლიტერატურისადმი, გავხადოთ შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილეები და ინიციატორები. ჩვენ შევეცადეთ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სამყარო წარმოგვეჩინა მოსწავლეებისთვის საინტერესო კუთხით. სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ქართული ენისა და ლიტერატურის სამყაროში!
10
ქართული 1 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი: თინათინ კუხიანიძე, მარინა ბედოშვილი, ბაკურ სულაკაური, მარინე მახათაძე   ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველსა და მეორე კლასებში შევქმენით ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კარგად გააზრებული, ინოვაციური სახელმძღვანელოები (დამხმარე კურსი). ასობით საბავშვო ლიტერატურის შედევრი გადაიხედა, ადაპტირდა, გადაიწერა კომიქსებად, ითარგმნა, გახმოვანდა სტუდიებში, დაიხატა ცნობილი ილუსტრატორების მიერ. ეს ყველაფერი გამოიცადა რეალურ საკლასო სივრცეებში და ასე წარდგა თქვენ წინაშე. ავტორების, პედაგოგებისა და მშობლების საერთო მიზანია, შევაყვაროთ მოსწავლეებს მშობლიური ენა, გავუღვივოთ ინტერესი ლიტერატურისადმი, გავხადოთ შემოქმედებითიპროცესის თანამონაწილეები და ინიციატორები. ჩვენ შევეცადეთ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სამყარო წარმოგვეჩინა მოსწავლეებისთვის საინტერესო კუთხით, მიგვეწოდებინა მათთვის საინტერესო მასალა, რომელიც გაუზრდის ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს საგნისადმი; განსაკუთრებულსა და დასამახსოვრებელს გახდის თითოეულ გაკვეთილს. ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ორგანიზებულობის, ანალიზის, ინტერპრეტაციის, შეფასებისა და რეფლექსიის უნარების ფორმირებას. ყურადღებას გაამახვილებინებს მათ ტოლერანტობაზე, კაცთმოყვარეობაზე, საკუთარი მოვალეობების შეგნებაზე და ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებაზე. და ბოლოს: ბევრი ვიფიქრეთ, როგორ ჩაგვერთო თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლების პირველივე წლებში. მასწავლებლებო, მშობლებო და მოსწავლეებო, ტელეფონებით ძალიან მარტივად დაასკანერეთ სახელმძღვანელოში მოცემული QR-კოდები და აღმოაჩინეთ მათ ქვეშ დაფარული აუდიოწიგნები თუ ნაწყვეტები მულტფილმებიდან და ფილმებიდან. სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ქართული ენისა და ლიტერატურის სამყაროში!
12
ქართული 1 კლასი მოწავლის წიგნი
წიგნი თ.კუხიანიძე, ნ. გორდელაძე,  ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა
10
ქართული 10 ნაწ. 1 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  მ. მენაბდე, ნ. ფურცელაძე, ნ. ლომიძე, ნ. სახეჩიძე   სახელმძღვანელო აგებულია ქრონოლოგიურ-თემატური პრინციპით. ქრონოლოგიურად დალაგებული ტექსტები თემატურ თავებადაა დაყოფილი, რაც მოსწავლეს დაეხმარება, ნაწარმოებში ასახულ უმთავრეს პრობლემაზე გაამახვილოს ყურადღება. სახელმძღვანელოში თემის შესაბამისად მოწოდებულია ტექსტები ქართული ან მსოფლიო ლიტერატურიდან, ამონარიდები სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებიდან, რაც საშუალებას გვაძლევს, ლიტერატურის სასკოლო კურსის ფარგლებში წარმოვაჩინოთ ქართული ლიტერატურა, როგორც მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის ორგანული ნაწილი. სტრუქტურირებულ, ორგანიზებულ სასწავლო მასალაში მოსწავლე დამოუკიდებლადაც შეძლებს გზის გაკვალვას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კომპლექსური დავალება მან სწორედ დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს. სახელმძღვანელოში მოწოდებულია გრამატიკული საკითხებიც. სტრუქტურულად ეს ბლოკების (ჩანართების) სახითაა მოცემული. მოსწავლეები დაამუშავებენ მართლმეტყველებისა და მართლწერის დასახვეწად მნიშვნელოვან თეორიულ მასალას, შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სახელმძღვანელოს რუბრიკები: გაიფართოვე თვალსაწიერი კრიტიკული აზროვნება ლექსიკაზე მუშაობა მედიაწიგნიერება
15
ქართული 10 ნაწ. 2 (მოსწავლის წიგნი)

ქართული 11 ნაწ. 1 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  მ. მენაბდე, ნ. ფურცელაძე, ნ. ლომიძე, ნ. სახეჩიძე   სახელმძღვანელო ისეა აგებული, რომ მოსწავლე ინტერესით ერთვება მე-19 საუკუნის მშობლიური და მსოფლიო ლიტერატურის შესწავლის, კვლევის პროცესში. შეკრული, გამართული სტრუქტურა მასწავლებელსაც დ მოსწავლესაც გაუიოლებს ნავიგაციას ქრონოლოგიურ-თემატურად დალაგებულ თავებში. Მათ აქ დახვდებათ მრავალფეროვანი რუბრიკები, ეროვნული გამოცდების ფორმატის მსგავსი სავარჯიშოები, ლექსიკური მარაგის გასამდიდრებელი დავალებები, კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი აქტივობები. რუბრიკაში „გაიფართოვე თვალსაწიერი“ თავმოყრილია ისეთი მასალები, რომლებიც გაუღრმავებს ცოდნას თემასთან, სამსჯელო საკითხთან დაკავშირებით. რუბრიკა „ლიტერატურის თეორია“ ეხმარება მოსწავლეს ტექსტის კონკრეტული მონაკვეთსა და სამიზნე ცნებების სიღრმისეულ გააზრებაში, ლიტმცოდნეობითი საკითხების დამუშავება თუ მხატვრულ საშუალებებზე დაკვირვება ხელს შეუწყობს მოსწავლეს კარგ მკითხველად ჩამოყალიბდეს. ყველა რუბრიკას ახლავს კითხვები შესწავლილი მასალის გასააქტიურებლად. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია „ენის სამყაროს“ სამი თავი. სამივე ეხება სტილის საკითხებს და თითოეულს ახლავს ტექსტის რედაქტირება. სახელმძღვანელო ხელს უწყობს მოსწავლის შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ის მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას პრაქტიკულად იყენებს, ინტერესითა და ხალისით ქმნის ახალს, ღირებულს.
12
ქართული 11 ნაწ. 2 (მოსწავლის წიგნი)

ქართული 11 ნაწ. 3 (მოსწავლის წიგნი)