santaesperanza
ფსიქოლოგია და ალქიმია
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი სერია : NONFICTION   „ფსიქოლოგია და ალქიმია“, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლგუსტავ იუნგის (1875-1961) ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი, 1944 წელს გამოიცა. წიგნში იუნგი იკვლევს ინდივიდუალური სიზმრების სიმბოლიკას და მისმიმართებას ალქიმიასთან, ისევე, როგორც რელიგიური იდეებისა და ალქიმიის ურთიერთკავშირს. ფუნდამენტური თეზისი, რომლის განვითარებასაც იუნგი ფსიქოლოგიისა და ალქიმიის კავშირის შესახებ ცდილობს, იმაში მდგომარეობს, რომ ალქიმია ეყრდნობა კოლექტიური არაცნობიერის სიმბოლოებსა და ხატებს. მეცნიერებამდელიადამიანისთვის არ არსებობდა მკაფიო ზღვარი სუბიექტსა და ობიექტს შორის. იგი არაცნობიერად ახდენდა შინაგანი მდგომარეობის პროეცირებას გარე ობიექტებზე (განსაკუთრებით, მისთვის უცხო ობიექტებზე). იუნგის აზრით, ალქიმიური სიმბოლიკის ანალიზი ბევრის მთქმელია ადამიანის არაცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ.
29.95
ფასდაკლება
ფსიქოლოგია და რელიგია/პასუხი იობს
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენე NONFICTION წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875 – 1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის.
13.62 20.95
ფსიქოპათოლოგიის ბუნება - რა განაპირობებს ფსიქიკურ აშლილობას
ნაშრომში წარმოდგენილი ძირითადი ინფორმაცია აქამდე აღწერილი მდგომარეობების ანალიზს არ ეყრდნობა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მასში განხილულია აქამდე უცნობი ფსიქიკური პათოლოგიები და მათი განვითარების მიზეზები. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გავლენას ადამიანის ფსიქიკასა და ორგანიზმზე. ქიმიური ინგრედიენტების ზუსტი მოქმედების მექანიზმის განსაზღვრა ფსიქიკურ აშლილობათა განვითარებისას საშუალებას იძლევა.
21
ფსკერზე
ავტორი: ანი ბალიაშვილი   "ფსკერზე" - ანი ბალიაშვილის „ფსკერზე“ ძალადობის მსხვერპლი ქალის ამბავია _ მძიმე, ამაღელვებელი, დამაფიქრებელი. სადაც მსხვერპლია, იქვეა მოძალადეც _ ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს _ და ამდენად, ეს ამბავი მოძალადეზეცაა. ოღონდ ეს ერთობა მსხვერპლისთვის ფსკერია, მოძალადისთვის?.. როგორი შეიძლება იყოს მოძალადის ფსიქოტიპი? წიგნში შემაძრწუნებლად ნამდვილი პასუხები გელოდებათ. და მაინც, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის? ზოგჯერ ის საშინელ, მტანჯველ, დაუსრულებელ ღამედ შეიძლება გვექცეს, ზოგჯერ კი მზეა, რომლის სხივები ფსკერსაც ჩასწვდება და გაანათებს.
11.95
ფსკერის სახარება
ავტორი: ივა ფეზუაშვილი   „ფსკერის სახარება“, ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი, ბიბლიური სლენგით მოთხრობილი ჩვენი რეალობის ან ჩვენი შესაძლო რეალობის ანარეკლია – ამბავი, რომელშიც პერსონაჟები საკუთარ თავზე ფიქრს ყველაზე არაკორექტული კითხვით იწყებენ, რომელშიც სიმართლის ნახევარს ან ნახევრად სიმართლეებს ამბობენ, რომელშიც თბილისის მიწისქვეშეთს ქვემოთ კიდევ ერთი თბილისია – ფსკერი, საიდანაც ამოსვლა შეიძლება, გაქცევა კი არასდროს, რადგან მიწისქვეშეთიდან ამოსულებს პოლიციის მაღალჩინოსნები კიდევ უფრო ღრმა და უძირო ფსკერისკენ მიაქანებენ. „ფსკერის სახარება“ ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის პირველი წიგნია; რომანებისთვის „ბუნკერი“ და „მასკარაფონე“, 2022 და 2023 წელს ავტორმა პრემია „საბა“ მოიპოვა ნომინაციებში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ და წლის საუკეთესო რომანი.
10.95
ფუნდურა მხოლოდ ბინდში დაფრინავს
ავტორი: მარია გრიპე მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი წიგნი მოგვითხრობს სამი მოზარდის ამბავს, რომლებიც მოულო იდუმალი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდებიან და მათ ახსნას ცდილობენ. შემთხვევათა ჯაჭვი მათ საოცარ აღმოჩენამდე მიიყვანს... წიგნი გამოიცა ევროკავშირის პროგრამის ,,შემოქმედებითი ევროპის“ პროექტის ფარგლებში.
10
ფუნჯი 5 ცალი (N2,4,6, 8, 10,)
10
ფუტკრების ამბავი
ავტორი: მაია ლუნდე მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ინგლისი, 1852 წელი – უილიამი, ბიოლოგი და მცენარეების თესლეულის მაღაზიის მფლობელი, ცდილობს, ააგოს ახალი ტიპის სკები, რომლებიც მეფუტკრეებს საქმეს გაუადვილებს და მას და მის ოჯახს პატივსა და დიდებას მოუტანს. აშშ, 2007 წელი – მეფუტკრე ჯორჯი მედგრად იბრძვის ფერმის გადასარჩენად და სჯერა, რომ საოჯახო ფერმის ხსნა მხოლოდ მის შვილს შეუძლია. ჩინეთი, 2098 წელი – თაო მომავლის ჩინეთში ხეხილის თითოეულ ყვავილს ხელით მტვერავს მას შემდეგ, რაც წლების წინ ფუტკრები გაქრნენ. თაოს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ მისმა შვილმა განათლება მიიღოს და მასზე უკეთ იცხოვროს.
16.9
ფუტკრების იდუმალი ცხოვრება
ავტორი: სიუ მონკ კიდი მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე სერიის დასახელება ET CETERA ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ 2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი - თემა, რომელსაც ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წყალობით ამერიკულ ლიტერატურაში მდიდარი ტრადიცია აქვს.     თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს.  შავკანიან მსახურ ქალთან ერთად  ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს. ის გამოცდის მარტოობას, შეიტყობს სიმართლეს დედაზე და, ბოლოს,  ჰუმანური და ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, პოვებს სულიერ სიმშვიდეს. საინტერესო სიუჟეტი, ფსიქოლოგიზმი და ორიგინალური სიმბოლიკა რომანს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
16.95
ამოწურულია
ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე
ავტორი: ოსნე საიეშტადი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ნორვეგიელი ჟურნალისტი ქალი – ოსნე საიეშტადი ცნობილია საინტერესო რეპორტაჟებით მსოფლიოს ყველაზე „ცხელი წერტილებიდან”. თუმცა იგი, კონფლიქტის მშრალი და სტატისტიკური აღწერის ნაცვლად, თავად იქ მცხოვრები ადამიანების ბედით ინტერესდება. ამ წიგნში მისი „მუზა” ავღანეთია – მრავალწლიანი შინა და გარე ომებით ძალაგამოცლილი მაჰმადიანური ქვეყანა შუა აზიაში, რომელიც ჯერაც საშიშ ადგილადაა მიჩნეული ტერორიზმისა და ფანატიკოსი მუსლიმების სიმრავლის გამო. ავტორის განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ადამიანის „შინაგანი ომები” იწვევს – ის, რაც პოტენციურად ფანატიზმისა და ტერორიზმის სათავეც კი შეიძლება იყოს. წიგნის მთავარი პერსონაჟებიც რიგითი ავღანელები არიან, იქნება ეს წიგნებით მოვაჭრე პატრიარქატული ოჯახის უფროსი სულთან ხანი თუ მისივე დიდი ოჯახის წევრები – მამაკაცები და თითქმის უუფლებო ქალები – თავიანთი ფიქრებით, ემოციებით, შინაგანი კონფლიქტებით… ყველაფერი, რაც წიგნშია მოთხრობილი, ნამდვილია – ყველაფერი თავად ავტორმა ნახა, მოისმინა და განიცადა სულთან ხანის ოჯახში ცხოვრებისას… ოსნე საიეშტადი, როგორც ქალი, გამორჩეულ ყურადღებას ქალებს უთმობს და ცდილობს, სქელი ჩადრის მიღმა მიმალული არა მხოლოდ მათი სახე, არამედ შინაგანი სამყარო და გრძნობებიც გამოააშკარაოს.
13.9
ქალაქი
ავტორი: კლიფორდ დ. სიმაკი სერია: პორტალი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური სანამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო ცივილიზაციის განვითარებამ, და ადამიანის დაუცხრომელმა ჟინმა, გაბატონდეს ბუნებასა და სხვა ადამიანებზე? სწორედ ამაზე მოგვითხრობს სამეცნიერო ფანტასტიკის, კლიფორდ დ. სიმაკის რომანი "ქალაქი". კაცობრიობის მომავალს საფრთხე ემუქრება, ანუ იგი დასასრულისკენ მიექანება. თუმცა ამის მიზეზი არ იქნება არც ბირთვული ომი, არც ეკოლოგიური კატასტროფა, არც რაიმე პანდემია, ასტეროიდის დაჯახება თუ უცხოპლანეტელთა შემოსევა. მიზეზი წარმოუდგენლად ფანტასტიკურია...
17.95
ქალაქი და ძაღლები
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა მთარგმნელი: ლანა კალანდია სერია: აკრძალული წიგნების თარო გამომცემლობა: ინტელექტი
24.95
ქალაქი და წმინდანები
ავტორი: ცოტნე ცხვედიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ქალაქი თოვლში
ავტორი: ბექა ქურხული   ბექა ქურხულის ახალი პროზაული კრებული “ქალაქი თოვლში” ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ხუთ მოთხრობას აერთიანებს. პირველ მოთხრობაში “მკვლელი” ავტორი აფხაზეთის ომსა და ომის შემდგომ ქართველი მებრძოლებისა და პარტიზანების ცხოვრებასა და ბრძოლაზე მოგვითხრობს. მოთხრობაში აღწერილი რეალური ამბები იმ ზეგავლენას ასახავს, რომელსაც ომი ახდენს უბრალო ადამიანებზე, ქართველებსა და აფხაზებზე. ადამიანებზე, რომლებიც ომამდე ერთ მიწაზე ცხოვრობდნენ და საუკუნეების განმავლობაში საერთო სამშობლო და უახლოესი სისხლით ნათესაობა აკავშირებდათ. მოთხრობა “ქალაქი თოვლში” ახალგაზრდა ბიჭისა და გოგონას სიყვარულზეა, რომლებსაც 90-იანი წლების უშუქობისა და სიცივის მიუხედავად ათბობთ გრძნობა, რომელიც სამუდამო კვალს ტოვებს მათ ცხოვრებაში. მოთხრობის “სიზმრად ვნახე” გმირი უსინათლო ადამიანია. ასეთი ადამიანი ჩვენ გარშემო უამრავია, მაგრამ ჩვენ გვიჭირს მათი შემჩნევა. უმეტეს შემთხვევაში კი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვუწვდით ხელს. მწერალი ცდილობს ჩაწვდეს იმ ადამიანის გრძნობებს, რომელიც დღის სინათლეს ვერ ხედავს. მოთხრობაში “საღამო” ავტორი იხსენებს სკოლის წლებს, მაშინდელ კოლორიტულ და მრავალეთნიკურ თბილისსა და მეგობრებს, რომელთა უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. დაბოლოს, მეხუთე მოთხრობა “მუსაქალი” ავღანეთში ნატოს მისიით წარგზავნილ ქართველ სამხედროებსა და მიმდინარე წელს განვითარებულ უახლეს მოვლენებზე მოგვითხრობს.
15
ქალაქი წყალზე
ავტორი:  სალომე ბენიძე     "ქალაქი წყალზე" არის წიგნი ქალებზე, რომლებიც ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ და მაინც უამრავი საერთო აქვთ. შვიდი ქალი - ლიდია, ეფი, ილარია, ელენა, კატარინა, მარია და, ბოლოს, ანა-ულრიკე - შვიდი დაუვიწყარი და შთამაგონებელი ამბავია სიყვარულზე, იმედზე, გამძლეობასა და გამბედაობაზე, ანუ იმ ყველაფერზე, რაც აძლევს მათ ძალას, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი გააგრძელონ გზა და იარონ მასზე კვლავ სიყვარულით, თავდაჯერებულად და, რაც მთავარია, საკუთარი განუმეორებლობის შეგრძნებით.
17
ქალაქის კარიბჭეები
ავტორი: ელიას ხური   ნოველისტი, რომანისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი ელიას ხური ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ლიბანელი მწერალია, რომელიც არაბულ პოსტმოდერნულ ლიტერატურას ქმნის. ლიტერატურულ ასპარეზზე ელიას ხური 1975 წელს გამოვიდა, სწორედ ამ დროიდან აქვეყნებს ის თავის რომანებსა და ნოველათა კრებულებს, სულ 10 რომანი აქვს გამოცემული, რომლებიც თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.   „ქალაქის კარიბჭეები“ მწერლის ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოებია, 1981 წელს დაიწერა და „უცხოს“, „უცხოობის“ კონცეპტი ძალიან დიდი დატვირთვის მატარებელია მასში. ზოგადად, გაუცხოების თემა და საკუთარი თავისა და საცხოვრისი ადგილის მაძიებელი უცხო, უსასრულოდ მოხეტიალე ყარიბი მოგზაური ხურის საყვარელი ლიტერატურული გმირია.   რომანი „ათას ერთი ღამის“ ერთი ცნობილი ნარატივის – „სპილენძის ქალაქის“ თემის პოსტმოდერნული ლიტერატურული გადამუშავებაა, რომელიც ავტორმა მწერლური შთაგონებით მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას – ბეირუთის სამოქალაქო ომს დაუკავშირა. მთავარი გმირი შორეული ქალაქისკენ მიმავალი უცხო, ყარიბი მოგზაური კაცია და უცხოობაშია მისი ძალა, რადგან სწორედ უცხოობის განცდას შეუძლია მისი დაუსრულებელი სვლისა და მსოფლაღქმის ახსნა. უცხოობა თან ტანჯვაა მისთვის და თან მისი რჩეულობის გამოხატულება.   „ქალაქის კარიბჭეები“ თავისი არარეალისტური სიუჟეტით, ტექსტის ფრაგმენტაციითა და მისი მრავალგვარი გაგების დაშვებით, თხრობის შერეული ფორმებით, იმიტაციით, გამეორებებით, მხატვრული სტილიზაციით შექმნილი, პოსტმოდერნულ სტილში დაწერილი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც კარგად წარმოაჩენს ავტორის მწერლურ შესაძლებლობებს.   არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ
14.95
ქალაქის ფორმა
ავტორი: ჟულიენ გრაკი მთარგმნელი: ლალი უნაფქოშვილი ჟულიენ გრაკმა, უკანასკნელმა ფრანგმა კლასიკოსმა, – როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ – “ქალაქის ფორმა” 1985 წელს, 73 წლის ასაკში გამოაქვეყნა. წიგნი წარმოადგენს ქალაქ ნანტთან დაკავშირებულ მოგონებებისა და შთაბეჭდილებების კოლექციას, რომელიც მწერალს ჩამოუყალიბდა ნანტის კლემანსოს ლიცეუმში სწავლის პერიოდში. პროფესიით გეოგრაფმა, ჟულიენ გრაკმა (სინამდვილეში ლუი პუარიე, ჟულიენ გრაკი მწერლის ფსევდონიმია) “ქალაქის ფორმაში” გეოგრაფიული სიზუსტით აღწერა ქალაქი ნანტი და მთელი მისი რეგიონი, ამასთანავე წარმოგვიდგინა ამ ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, და კულტურული ყოფა-ცხოვრება, განათლების სისტემა, სპორტი, თუმცა თხრობის დროს, მწერალი ხშირად იმეორებს “ჩემი აზრით”, “ჩემი შეხედულებით”, “ჩემს თვალში”, რითიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მან ქალაქის მიმართ საკუთარი ხედვები წარმოგვიდგინა.
6.7
ქალაქურები. სოფლურები
ავტორი: ბესო ხვედელიძე   "„სოფლურები“ და „ქალაქურები“ ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულია. ავტორი ჩვენზე, ჩვენს ყოფაზე - თანამედროვე და ოდნავ ადრეული პერიოდის ჩვენეულ ამბებს - გვიამბობს. სათაურიდანაც ჩანს, რომ მოქმედებები სოფლად და ქალაქად ხდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ამ ორი სივრცის კონტრასტულობას, პირიქით, ჩვენი რეალობა ერთიან პრიზმაში წარმოჩინდება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანებს ყველაგან - ქალაქად თუ სოფლად - მძაფრი ვნებები, ამბიციები, მისწრაფებები, სისუსტეები თუ სიღრმეები აქვთ... აი, გარემო კი, თუნდაც გეოგრაფიული, ამ ყველაფერს თავისებურ კოლორიტსა და სიმძაფრეს სძენს. ბესო ხვედელიძის მოთხრობების ეს კრებული ჩვენი რეალობის ანარეკლია, ოღონდ სრულიად განსხვავებული რაკურსით, თამამი, სარკაზმული მინიშნებებითა და დამაფიქრებელი პასაჟებით."
12.95
ქალები
ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი   მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი   ჩარლზ ბუკოვსკის ნაწარმოები მეტწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და მათი მთავარი გმირი - ჰენრი ჩინასკი - ავტორის ალტერ ეგოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბუკოვსკი ეგრეთ წოდებული "ბინძური რეალიზმის" ერთ-ერთი მამამთავარია. მისი თხრობის მანერა, ნატურალისტური სტილი და პირდაპირობა ხშირ შემთხვევაში შოკისმომგვრელია მკითხველისთვის. "ქალები" მისი ერთ-ერთი საუკეთესო და გახმაურებული რომანია, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ვფიქრობთ, ლიტერატურის მოყვარულთათვის ეს დიდი საჩუქარი იქნება.
16
ქალები შუა საუკუნეების საქართველოში #5
ავტორი: იზოლდა ქაფიაშვილი სერია: საქართველოს ისტორიის პალიტრა   საქართველოს ისტორიის პალიტრა ქართველ ისტორიკოსთა და მკვლევართა ნაშრომების ნაკრებია, რომელიც მოგვიყვება ყველაფერს საქართველოს ისტორიის შესახებ, სხვადასხვა წახნაგიდან დაგვანახვებს მისი განვითარების ეტაპებს და თავისებურებებს, შეგვიქმნის სრულ და ყოველისმომცველ წარმოდგენას ჩვენი ქვეყნის წარსულისა და მრავალმხრივი გამოცდილების შესახებ. ამ ნაშრომებში საქართველოს ისტორიის რეალურ, ხელშესახებ და უაღრესად მნიშვნელობან მხარეებს გაეცნობით. სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ნაშრომებთან ერთად, სერიაში მოიცემა ცნობილ და ავტორიტეტულ ქართველ მეცნიერთა უკვე არსებული კვლევებიც.
20
ქალთა ბედნიერება
ავტორი: ემილ ზოლა მთარგმნელი: ნუნუ ქადაგიშვილი სერია: იკითხე კლასიკა     პროვინციელი ქალიშვილი ორ უმცროს ძმასთან ერთად,ბედის საძებნელად,უფრო სწორად,თავისა და ბიჭების გადასარჩენად,პარიზში ჩადის.ბიძის ოჯახში თავშესაფრის პოვნის იმედი უცრუვდება და ცხოვრებასთან დამოუკიდებლად შეჭიდება უწევს.დენიზ ბოდიუ დიდ უნივერსალურ მაღაზია "ქალთა ბედნიერებაში" იწყებს მუშაობას.ღარიბი,მაგრამ ღირსებით სავსე დენიზი უკიდურეს გაჭირვებას,ათასგვარ დაბრკოლებას,მოქიშპეკოლეგების ვერაგობას,ინტრიგებს,აბეზარი მამაკაცების ქედმაღლობას ებრძვის და მრავალჯერ დგება ზნეობრივი არჩევანის წინაშე...
16.95
ქალთა დაქვემდებარება
ავტორი : ჯონ სტიუარტ მილი     წიგნში ავტორი ქალისა და მამაკაცის სამართლებრივი და სოციალური თანასწორობის სასარგებლოდ გამოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაშრომის საფუძვლად დევს შემდეგი მოსაზრება: „ერთი სქესის კანონიერი დაქვემდებარება მეორისადმი – თავისთავად მცდარია და დღესდღეობით ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას წარმოადგენს ადამიანის სრულყოფისათვის“. იმ დროს, როდესაც მილმა „ქალთა დაქვემდებარება“ გამოაქვეყნა, მის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც ქალებს ხმის უფლება არ გააჩნდათ. დაქორწინებული ქალი არ იყო ცალკე იურიდიული პირი ქმრისგან და ამ უკანასკნელის გამგებლობაში ექცეოდა ნებისმიერი ქონება ან ფული, რომელსაც ქალი ფლობდა. ქალთა დაქვემდებარებული იურიდიული სტატუსის საყოველთაო დასაბუთება იყო ის, რომ ისინი მორალურად აღემატებოდნენ მამაკაცებს და, შესაბამისად, უმჯობესი იყო მათი ოჯახზე მიჯაჭვა, სადაც ისინი დაცული იქნებოდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების შემრყვნელი გავლენისგან და შეძლებდნენ ჩამოეყალიბებინათ მომავალი თაობის ზნეობა, რაც, მილის მტკიცებით, ალოგიკურია: „არ არსებობს სხვა ცხოვრებისეული სიტუაცია, სადაც წესად იყოს დადგენილი და ბუნებრივად და შესაფერისად ითვლებოდეს, რომ უკეთესი ემორჩილებოდეს უარესს“. საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ქალები უფრო ემოციურები იყვნენ, ვიდრე რაციონალურები და არ გააჩნდათ მამაკაცების ტოლფასი ინტელექტუალური შესაძლებლობები. მილის მტკიცებით, თუ ქალები ემოციურად, პასიურად და აპოლიტიკურად გამოიყურებიან, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ასე არიან აღზრდილნი. ამ პრეტენზიის გამოთქმისას მილი ეხმიანება მერი ვოლსტონკრაფტის „ქალთა უფლებების დაცვას“, რომელიც თითქმის 70 წლით ადრე გამოქვეყნდა. მილი ამტკიცებს, რომ სანამ საზოგადოება თანაბრად არ მოექცევა ქალებსა და მამაკაცებს, შეუძლებელი იქნება ქალების ბუნებრივი შესაძლებლობების ცოდნა, ან ცოდნა იმისა, არსებობს თუ არა სქესთა შორის თანდაყოლილი განსხვავებები. მიუხედავად ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა, „ქალთა დაქვემდებარებაში“ ჩამოყალიბებული მრავალი იდეის გამოისობით ნაშრომი დღემდე აქტუალურია და დამსახურებლად ითვლება პირველ მნიშვნელოვან ტექსტად ფემინიზმის სფეროში.
18
ქალთევზას ამბავი
ავტორი; ლუიზ ო'ნილი მთარგმნელი: ლეილა ბერიშვილი სერია: ლიბერკიდსი   მიურჯინი ზღვის მეფის ქალიშვილია, მშვენიერი, ლურჯთვალა ქალთევზა, რომელსაც ძალიან აინტერესებს ადამიანთა სამყარო. ზღვის სამეფოში კი ასეთი წესია: გოგონას უფლება აქვს ავიდეს მაღლა, ნახოს ხმელეთი და ცა, ადამიანებსაც მოჰკრას თვალი, მაგრამ უკან უნდა დაბრუნდეს. ბებია სულ შთააგონებს, რომ ქალს არ შეჰფერის ბევრი შეკითხვის დასმა. აბა, ცნობისმოყვარეობა რა გოგონას საქმეა? ამან ხომ მიურჯინის დედა დაღუპა?
11.95
ქალი სხვა სამყაროდან
ავტორი: თიკა-სვანიძე ვენკო   ერთი შეხედვით, შეუძლებელია, ყველაფერი ის, რაც მე შემემთხვა, ერთ – სიცოცხლეში ჩაეტიოს. დრო წუთებით, საათებით და წლებით კი არ იზომება, არამედ იმ გამოცდილებებით, შეგრძნებებით, შთაბეჭდილებე– ბითა და ამბებით, რომლებიც თავს გადაგხდა. ჩემ თვალწინ მსოფლიო ისტორიის, პოლიტიკის დიდი მოვლენები გათამაშდა. ვიცნობ და ვმეგობრობ იმ ადამიანებთან, რომლებიც თანამედროვე სამყაროს ქმნიან. გამოვიარე წლები, რომლებსაც ბევრი ვერ გაუ- ძლებდა, განსაცდელები, რომლებიც ადამიანების დიდ ნაწილს, დარწმუნებული ვარ, დანებებას აიძულებდა. საფრთხეს და გამოწვევებს არასდროს შევუშინებივარ. პირიქით, ყველა წინააღმდეგობა, რომლებსაც გადა- ძალას მმატებდა. ახლა ვხვდები, რომ ყველა- ფერი ეს უნდა მომხდარიყო, რომ, საბოლოოდ, ის ვყოფილიყავი, ვინც ახლა ვარ. ეს ჩემი ბედისწერა იყო ჩემი ბედისწერა იყო, რომ თიკა სვანიძე-ვენკო გავმხდარიყავი. თიკა სვანიძე–ვენკო
17.95