santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • აივენჰო
    ავტორი:  უოლტერ სკოტი მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე სერიაი: კითხე კლასიკა     ეს დაუვიწყარი ამბავი რიჩარდ ლომგულის ეპოქაში მოხდა, როცა ღირსეული რაინდები მათი გულთამპყრობელი ქალბატონების გამო საგმირო საქმეებს სჩადიოდნენ და სიყვარულისთვის წირავდნენ თავს. აი გამოჩნდა კეთილშობილი რაინდი აივენჰო! ახლა მთელი სამეფოს ბედი მის ხელშია - მეფე ლომგული ტყვეობიდან თუ ვერ დაიხსნა, ალბათ არც უნდა იოცნებოს მშვენიერი როვენას საპასუხო სიყვარულზე. ჯვაროსნული ლაშქრობიდან ახალდაბრუნებულ გმირს ისღა დარჩენია, შეებას მტერს, იბრძოლოს მემკვიდრეობისთვის და მოიგოს ლედი როვენას გული.
    12.95
    აინშტაინი, ფრანკენშტეინი და დრაკულა
    ავტორი: ზურაბ ლეჟავა გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა სერია: რჩეული მოთხრობები ზურაბ ლეჟავა ავტორია ათამდე პროზაული კრებულისა, რომელთაგან წიგნმა – „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“ 2010 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „გალა“, ნომინაციაში „წლის წიგნი“. ზურაბ ლეჟავას მოთხრობები 1990-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში, თუმცა, მისი ნაწარმოებებიდან განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა მოთხრობამ „მაცივარი სექსისა წილ“, რომელიც 2011 წელს შევიდა კრებულში „ევროპის 20 საუკეთესო მოთხრობა“, „უხურდავებელი მონეტა“ 2010 წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა, ხოლო „ერთი კრუშკა სისხლი“ 2017 წელს ითარგმნა გერმანულ ენაზე.  
    13.9
    აკაკი
    საქართველოში ბევრი მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე უყვართ, მაგრამ მათგან განსაკუთრებით ხუთს გამოარჩევენ. მათ ხშირად მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ – სიყვარულის, პატივისცემის, მადლიერების ნიშნად. ისეთივე თაყვანისცემითა და მოწიწებით მიმართავენ და თან ისე შინაურულად, როგორც ღმერთს უხმობს ქართველი კაცი.   შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა... და გალაკტიონი.   ეს სახელები ქართული მწერლობის სახედ ვაქციეთ, ჩამონათვალი კი – ერთგვარ ფორმულად. გალაკტიონმა ლექსი ისე დაწერა, რომ ჩამონათვალი დაუსრულებელი დატოვა, მას საკუთარი სახელი არ უხსენებია, თუმცა ლექსი იმგვარად გარითმა, მკითხველს სხვაგვარი დასრულების საშუალება აღარ დაუტოვა.   ხუთეული ბევრ იდეას დაედო ბალავრად და ეს პროექტიც ერთ-ერთი ასეთია. სერია ხუთ ტომს აერთიანებს, თითოეული მწერლის რჩეული ნაღვაწი თითო ტომშია ჩატეული. წიგნები იმგვარადაა შედგენილი, რომ სათანადოდ წარმოჩნდეს მათი მოღვაწეობის მასშტაბები და მნიშვნელობა.   წიგნში შესულია აკაკი წერეთლის რჩეული ნაწარმოებები. ტომის შემდგენელ-რედაქტორია ლევან ბებურიშვილი.
    49.95
    აკაკი - 180 ამბავი #46
    ავტორ-შემდგენელი: ჯული გაბოძე სერია: თან საკითხავი „საქართველოში ალბათ ბევრ შემოქმედს არ რგებია ხალხის ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს. 180 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. აქ წარმოდგენილი ამბების რაოდენობაც შესაბამისად ამ საიუბილეო თარიღმა განაპირობა. ამბები პირობითად დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, პანორამულად გადაავლოს თვალი მგოსნის ცხოვრებას. ამბები ძირითადად ემყარება ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს აკაკი წერეთლის შესახებ გამოქვეყნებულ მოგონებებსა და წერილებს, მის ნაკვესებს. მწერლის თხზულებების ახალი აკადემიური ოცტომეულის მზადებისას აკაკის შემოქმედების არაერთი სიახლე და მისი ცხოვრების უცნობი დეტალი გამოვლინდა, რომელთაგან ზოგი ამბად ვაქციეთ და ისე შევთავაზეთ მკითხველს.“  წიგნის ავტორ-შემდგენლის – ჯული გაბოძის ბოლოსიტყვაობიდან
    15
    აკუმი
    ავტორი: ნანა აბულაძე გამომცემლობა: ინტელექტი გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ადამიანს სქესი საერთოდ რომ არ ჰქონდეს? ჰო, ჰო, ასე: თქვენს საახლობლოში იბადება ჩვილი და ის არც გოგოა და არც ბიჭი. გიფიქრიათ? აი, ნანა აბულაძის სადებიუტო რომანში, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ, სწორედ ეს ხდება. ამ წიგნში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი ამ ანომალიის კვლევითაა დაკავებული, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი იმ ცხრა მთავარი პერსონაჟის ამბებია, რომლებიც სქესთან, გენდერთან, სექსუალობასთან, აუსრულებელ (და ასრულებულ) სურვილებთან, სულიერ ძიებებთან და კიდევ მრავალ სხვა რამესთან (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან. როგორ უნდა მოჰყვე ამ ყველაფრის შესახებ? ერთი ტექსტით? ერთ ტექსტში კიდევ სხვა ტექსტების შემოყვანით? თუ ასეც და ისეც? „აკუმი“ სწორედ ამგვარი რომანია (და რაკი ამ ბოლო წინადადებიდან საერთოდ არ ირკვევა, მაინც - როგორი, ამიტომ, გეთაყვა, გადმოაბრუნეთ წიგნი და პირველ გვერდზე გადაშალეთ. ნუთუ ის მაინც არ გაინტერესებთ, სიტყვა „აკუმი“ რას ნიშნავს?!).
    13.95
    ალაჰი ჩემი მეგობარია
    ავტორი: ვახტანგ ვახტანგაძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა    ახალგაზრდა თბილისელი კაცი საკუთარი თავის, ადგილის, დანიშნულებისა და, რაც მთავარია, მეტი თავისუფლების ძიებაში სხვა ქვეყანაში და სულ სხვა ხალხში ხვდება. განსხვავებებთან ერთად, ბევრ მსგავსებასაც აღმოაჩენს მასსა და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენელთა შორის. ამ ძიებაში ის უახლოვდება ორ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს, რომლებთან შეხვედრა მის სულიერ ფორმირებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. რა ელის მთავარ გმირს? იპოვის თუ არა იმას, რასაც ეძებს? - ამ კითხვებზე პასუხს მთავარ გმირთან ერთად მოგზაურობისას იპოვით. „კინოკადრები და მოულოდნელი ეპიზოდები ერთმანეთს ენაცვლებიან და საინტერესო საკითხავს ქმნიან. ახალგაზრდა მწერალი ვახო ვახტანგაძე მოგვითხრობს დინამიკურად, ჩამთრევად, საინტერესოდ.“ - დიანა ანფიმიადი. „ერთადერთი რამ უნდა გააკეთოს მკითხველმა: არ გადაახტეს ცალკეულ პასაჟებს და წიგნი გულდასმით წაიკითხოს ბოლომდე." - რამაზ ჭილაია
    11.95
    ალბათ ესთერი
    ავტორი: კატია პეტროვსკაია მთარგმნელი: მაია ბადრიძე კატია პეტროვსკაიას ისტორიების თითოეული თავიდან მოზრდილი რომანი დაიწერებოდა. მწერალი წინაპრების კვალზე მოგზაურობს გერმანიიდან პოლონეთში, ავსტრიაში, მშობლიურ უკრაინაში, რუსეთში და გვიყვება დავიწყებული თუ ოჯახის ისტორიიდან ამოშლილი, საოჯახო მეხსიერებაში ჩაკარგული ადამიანების ისტორიებს. ეს ტექსტი, დიდი სიზუსტით არჩეული სიტყვებით, ზედმეტი ტრაგიზმის, ისტორიული ტვირთით დამძიმების გარეშე, დოკუმენტურობის მიუხედავად დიდი ლიტერატურაა, ავტორისთვის იმ უცხო ენაზე დაწერილი, რომელსაც მის მშობლიურ ენაზე მუნჯებისას უწოდებენ, „ნემეც“ ხომ მუნჯისგან მოდის, მაგრამ მწერლისგან, რომლის წინაპრებმაც მეცხრამეტე საუკუნეში ყრუ-მუნჯთათვის სკოლა დაარსეს, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. სწორედ ამ ენაზე ითქვა გერმანულენოვანი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ჯილდოს, ინგებორგ ბახმანის პრიზის კატია პეტროვსკაიასთვის გადაცემისას, რომ ეს არის „დიდებული საჩუქარი გერმანული ენისთვის“. ლაშა ბაქრაძე  
    13.9
    ალეფი
    მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი მოთხრობების ამ კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახალი ლათინურ-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და კლასიკოსის, XX საუკუნის სრულიად გამორჩეული მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაში. მწერლის შთაგონების წყარო, რამაც განაპირობა ამ კრებულის შექმნა, გახდა ბორხესის დიდი სიყვარული, ესტელ კანტო და, მიუხედავად იმისა, რომ ქალმა უარი უთხრა მწერალს ცოლობაზე, მსოფლიო ლიტერატურამ სწორედ ამ სიყვარულის წყალობით შეიძინა მწერლის შემოქმედების მეტაფიზიკითა და პოეზიით გაჯერებული კიდევ ერთი საოცარი ნაყოფი. ხორხე ლუის ბორხესი (1899-1986)  ლათინური ამერიკის ახალი ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი ბრწყინვალე წარმომადგენლის სახელი უკვე დიდი ხანია გასცდა სამხრეთამერიკული ქვეყნების საზღვრებს და მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ფორმით, ასევე შინაარსობრივი ინოვაციებით. ბორხესის შემოქმედება მკითხველს აზროვნებისა და ფანტაზიის სრულიად ახალ, უკიდეგანო საზღვრებს უხსნის და სამუდამოდ ასამარებს აქამდე არსებული ტრადიციების ჩარჩოებს.
    14.9
    ალექსანდრე ორბელიანი - 150 ამბავი #52
    ავტორი: როსტომ ჩხეიძე სერია: თან საკითხავი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ორსაუკუნოვან ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად გვევლინება ალექსანდრე ორბელიანი. მისი სახელი 1832 წლის შეთქმულებას უკავშირდება. სწორედ ის იყო შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ისევე, როგორც თავის ეპოქაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთების გამღვივებელი და სიკვდილამდე ამ იდეის ერთგული. 150 ამბავში ცოცხლდება მე-19 საუკუნის დრამატული ისტორია – პერსონაჟებით, იმედითა და უიმედობით, ღალატითა და თავგანწირვით. ცოცხლდება ტრაგიკული გმირის სახე, რომელიც ფატალური ცხოვრებით, დაუცხრომელი ბრძოლის ჟინით და ღირსებით ძალიან ჰგავს თავისივე ქვეყანას. ეს ქვეყანა დღემდე იბრძვის რუსული იმპერიის წინააღმდეგ და ამ ხანგრძლივ ბრძოლაში გამოჩენილ გმირთა დავიწყება დამარცხებასაც ნიშნავს.
    17.9
    ალექსანდრე ყაზბეგი
    სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია ალექსანდრე ყაზბეგის რომანი და მოთხრობები: "ელგუჯა", "მამის მკვლელი", მოძღვარი"
    19.95
    ალექსანდრე ყაზბეგი - 100 ამბავი
    შემდგენლები: ლევან ბებურიშვილი და ანა პაპოშვილი   XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა შორის  ალექსანდრე ყაზბეგი თავისი ცხოვრებისეული დრამატიზმით სრულიად გამორჩეული ფიგურაა. ხევის უმდიდრესი მებატონის შვილმა ტრაგიკული გზა განვლო, ფუფუნებიდან – უკიდურეს სიღატაკემდე.   მედუქნე, მეცხვარე, მსახიობი, ჟურნალისტი, მწერალი  –  ეს ყაზბეგის „პროფესიათა“ არასრული ჩამონათვალია. მისი არაორდინარული ცხოვრების წესი მწერლის სიცოცხლეშივე იქცა დიდი მითქმა-მოთქმის საგნად. სანდრომ მრავალჯერ იწვნია დაუმსახურებელი გულისტკენა ახლობლებისა და უცხოების მხრიდანაც კი. როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა, „ქართველი საზოგადოება ცოტა პირშავად არის მასთან“.   წიგნში მკითხველი გაეცნობა ბავშვივით მგრძნობიარე, ფაქიზი სულიერი სამყაროს მქონე, საკუთარი ქვეყნისა და მწერლობის სიყვარულით სავსე შემოქმედს.
    15.95
    ალექსის ზორბასის ცხოვრება
    ავტორი: ნიკოს კაზანძაკი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა დიდ ბერძენ მწერალ ნიკოს კაზანძაკისს (1883-1957) მსოფლიო, უპირველეს ყოვლისა, „ალექსის ზორბასის ცხოვრების“ ავტორად იცნობს. წიგნში მთხრობელი მწერალია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ძირფესვიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება: კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს ქირაობს და „ნამდვილი საქმის“ გასაკეთებლად მიემგზავრება იქ. მართალია, საქმეში წარმატებს ვერ აღწევს, მაგრამ ბედი ახვედრებს ადამიანს, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მწერლის პიროვნებაზე. ეს ადამიანი ალექსის ზორბასია – კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავებაა არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის.
    19.95
    ალი და ნინო
    ავტორი: ყურბან საიდი მთარგმნელი: მაია მირიანიშვილი სერიის დასახელება: ET CETERA   რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. რომანის გეოგრაფია მდიდარია - თბილისი, ბაქო, თეირანი... ეს ის ქალაქებია, რომელსაც მწერალი დიდი ოსტატობით, ეპოქის, რელიგიური და ეროვნული თავისებურებების ღრმა ცოდნით აღგვიწერს.        რაც შეეხება წიგნის ავტორს - დღემდე უცნობია, ვინ იმალება ყურბან საიდის სახელის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს არაერთი კვლევა მიეძღვნა. ერთი რამ უდავოა - „ალი და ნინოს“ ავტორი სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის მკითხველებისთვის ერთმაირად ახლობელია.
    17.95
    ალისფერი დამღა
    ავტორი: ნათანიელ ჰოთორნი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: ანა კოპალიანი წიგნი 1850 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა საქვეყნო აღიარება. ის ეხება აკრძალული სიყვარულის, საზოგადოებასთან დაპირისპირების, დანაშაულისა და სასჯელის თემებს. რომანი მრავალჯერ აკრძალეს სხვადასხვა ქვეყანასა და ეპოქაში (მათ შორის, ცარისტულ რუსეთშიც), როგორც უხამსი და საზოგადოებრივი მორალის შეურაცხმყოფელი, რადგან ავტორის სიმპათია აშკარად ეკუთვნის მთავარ პერსონაჟს – ქალს, რომელმაც მღვდელთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა და ამით მთელ პურიტანულ საზოგადოებას დაუპირისპირდა.
    24.95
    ალუბლის ბაღი
    ავტორი: ანტონ ჩეხოვი მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე სერია: იკითხე კლასიკა   ჩეხოვი წერდა: „დაე, სცენაზეც ყველაფერი ისეთივე უბრალო და, ამასთან, ისეთი რთული იყოს, როგორიც ცხოვრებაშია“. მისი პიესების მთავარი თემა პროვინციის ინტელიგენციის ბედია, იმ ადამიანების, რომლებიც ნათელ, სიხარულიან ცხოვრებაზე ოცნებობენ, მაგრამ აღარაფრის შეცვლა აღარ ძალუძთ.ანტონ ჩეხოვის პიესებში ვერ ნახავთ მძაფრ კონფლიქტებს, მკვლელობისა და თავდავიწყებული სიყვარულის სცენებს. კონფლიქტი გმირების მონოტონურ, მშვიდ ცხოვრებაშია ჩამალული. მათ ისეთივე საფიქრალი და პრობლემები აქვთ, როგორიც ჩვენ...
    9.95
    ალუდა ქეთელაური
    ტექსტი მოამზადა ნინო სადღობელაშვილმა ილუსტრატორი: სოფო კირთაძე გამომცემლობა: არტანუჯი ყდა: რბილი
    14.95
    ალფას ვიბრაცია
    ავტორი: ნინო ამირეჯიბი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა L
    9.95
    ალქიმიკოსი
    ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს ,,ალქიმიკოსი” თანამედროვე კლასიკად არის აღიარებული და რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება. მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს.
    11.9
    ამ რომანში ყველა კვდება
    ავტორი: ბექა ადამაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    ამ ხნის განმავლობაში
    ავტორი: მიკი დოტრი, ტობიას იაკონისი სერია: ლიბერთინს   კაილი და კიმბერლი იდეალური წყვილია ისინი ხომ ბავშვობიდან მეგობრობდნენ და მუდამ განუყრელნი იყვნენ. მაგრამ დადგა გამოსაშვები საღამო და კიმმა მოულოდნელად გამოუცხადა კაილის, რომ შორდება და სურს, თავისი ცხოვრებით იცხოვროს. კაილის მთელი სამყარო ერთ წამში თავზე ჩამოენგრა ჯერ შეყვარებული დაკარგა, შემდეგ საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა და საშინელი ტრავმების შედეგად კომაშია. და არავინ იცის, რა ჯოჯოხეთურ ტანჯვასთან უწევს გამკლავება მთელი ამ ხნის განმავლობაში... გარდა ერთი საოცარი გოგონასი, რომელიც ასეთსავე უბედურებას განიცდის. ოღონდ რეალობაა კი ეს ყველაფერი?..
    14.95
    ამბავი ლილე იროელისა
    ავტორი: ნატო დავითაშვილი „ამბავი ლილე იროელისა“ ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, ყველა ადამიანისთვისაა, ვისაც უნდა, ცოტა ხნით მაინც მოწყდეს ერთფეროვან რეალობას და უცხო სამყაროებში იმოგზაუროს, იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კითხვა მაინცდამაინც არ უყვართ, სინამდვილეში კი, მკითხველობის სიხარულის აღმოსაჩენად ლილეს გაცნობას ელოდებიან, იმ მოზარდებისთვისაცაა, რომლებმაც უკვე შეიყვარეს კითხვა და მუდმივად ახალ შეგრძნებებს ეძებენ, იმ ზრდასრულებისთვისაც, ჯადოსნური თავგადასავლები რომ წარსულში დატოვეს და იმათთვისაც, ვისაც არასოდეს განელებია უცნობი მიწების, ცებისა და ზღვების აღმოჩენის წყურვილი.  
    14.95
    ამბავი მგლისა და კაცისა
    ავტორი: იასონ ბადრიძე მთარგმნელი: შალვა ლეჟავა   ეს წიგნი უნიკალურ გამოცდილებაზე მოგვითხრობს – ველურ ბუნებაში მგლებთან ერთად ორწლიან ცხოვრებაზე. მისი ავტორი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მგლების იდუმალ ყოფას ეზიარა. იასონ ბადრიძე, ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1944 წელს თბილისში დაიბადა. დედა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მამა, კოტე მარჯანიშვილის მეგობარი და თანამოაზრე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, თეატრალურ ინსტიტუტში სასცენო მოძრაობას ასწავლიდა. მანვე შექმნა პროფესიონალი კასკადერების პირველი ჯგუფი საქართველოში. იასონ ბადრიძე, მამის მსგავსად, აქტიურად მისდევდა სპორტს (პირველი თანრიგი ტანვარჯიშსა და სროლაში, საქართველოს ჩემპიონის წოდება ძალოსნობაში იუნიორთა შორის), რაც შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში გამოადგა, როცა, მგლებთან ერთად ნადირობისას, დღეში ათობით კილომეტრის გარბენა უწევდა. სწავლობდა პირველ სკოლაში, რომლიდანაც გარიცხეს (საკონტროლო წერის ჩასაშლელად კლასში წიწაკები დაწვა და სუნთქვა შეუძლებელი გახადა). სწავლა სხვა სკოლაში განაგრძო, თან ორთქლმავალშემკეთებელ ქარხანაში მუშაობდა. სკოლის დასრულებისას უკვე მე-6 (უმაღლესი) თანრიგის ხარატი იყო. მოზარდობაშივე, მამასთან ერთად, ააგო საკუთარი კონსტრუქციის წყალქვეშა ნავი, რომელიც ბათუმში მესაზღვრეებმა ჩამოართვეს. უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას ეთოლოგიით (ცხოველთა ქცევით) დაინტერესდა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ წყალობდნენ. ივანე ბერიტაშვილის რჩევით, კონრად ლორენცის ნაშრომებს გაეცნო. ამავე დროს გადაწყვიტა, მგლის ქცევა ბუნებაში შეესწავლა. სწორედ ამაზე მოგვითხრობს წიგნი – როგორ მოიპოვა ახალგაზრდა მეცნიერმა მგლების ოჯახის ნდობა, როგორ გახდა მათი სოციუმის წევრი და როგორ შეისწავლიდა მტაცებლების გამაოგნებელ უნარებს. 
    12.95
    ამბავი უფლისწული გენჯისა
    ავტორი: მურასაკი შიკიბუ მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
    21.9
    ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა
    ავტორი: ბესო სოლომანაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.
    15.9