santaesperanza
ალაჰი ჩემი მეგობარია
ალაჰი ჩემი მეგობარია

ალაჰი ჩემი მეგობარია


11.95

ავტორი: ვახტანგ ვახტანგაძე

სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი

გამომცემლობა: პალიტრა 

 

ახალგაზრდა თბილისელი კაცი საკუთარი თავის, ადგილის, დანიშნულებისა და, რაც მთავარია, მეტი თავისუფლების ძიებაში სხვა ქვეყანაში და სულ სხვა ხალხში ხვდება. განსხვავებებთან ერთად, ბევრ მსგავსებასაც აღმოაჩენს მასსა და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენელთა შორის. ამ ძიებაში ის უახლოვდება ორ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს, რომლებთან შეხვედრა მის სულიერ ფორმირებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. რა ელის მთავარ გმირს? იპოვის თუ არა იმას, რასაც ეძებს? - ამ კითხვებზე პასუხს მთავარ გმირთან ერთად მოგზაურობისას იპოვით. „კინოკადრები და მოულოდნელი ეპიზოდები ერთმანეთს ენაცვლებიან და საინტერესო საკითხავს ქმნიან. ახალგაზრდა მწერალი ვახო ვახტანგაძე მოგვითხრობს დინამიკურად, ჩამთრევად, საინტერესოდ.“ - დიანა ანფიმიადი. „ერთადერთი რამ უნდა გააკეთოს მკითხველმა: არ გადაახტეს ცალკეულ პასაჟებს და წიგნი გულდასმით წაიკითხოს ბოლომდე." - რამაზ ჭილაია


ფასი
11.95
ნანახია
775
გაზიარება: