santaesperanza
ფილოსოფიის ნუგეში
ფილოსოფიის ნუგეში

ფილოსოფიის ნუგეში
სიახლე


39

ავტორი : ბოეთიუსი

მთარგმნელი : გვანცა ფოფხაძე

ანიციუს მანილუს სევერინუს ტორკვატუს ბოეთიუსის როლი და მნიშვნელობა დიდია ევროპული აზროვნების განვითარების ისტორიაში. როგორც მეცნიერმა, სრულიად ახალგაზრდამ მოიხვეჭა სახელი და აღიარება. ოციოდე წლისამ დაწერა თხზულებები არითმეტიკაში, მუსიკაში, გეომეტრიასა და ასტრონომიაში. ბოეთიუსის ხანმოკლე ცხოვრება იყო უწყვეტი და თავბრუდამხვევი წარ­მატებების გზა ყველა სფეროში: მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში, პოლიტიკაში. ბრწყინვალე იყო ცხოვრებისეული კარიერაც – სრულიად ახალგაზრდას ირჩევენ კონსულად, გადადგომის შემდეგ ხდება სენატის პრინცეპსი და დასავლეთ რომის იმპერიის პირველი მინისტრი. ბედმა, რომელმაც იმდენი სიკეთე დააბერტყა რომაელ ფილოსოფოსს, „როგორც არასდროს არც ერთ მოკვდავს“, მოულოდნელად „გამყინავი მზერა“ მიაპყრო: ჩამოართვეს ქონება, გადაუსახლეს ოჯახი, დაატუსაღეს და სიწმინდეთა შეურაცხყოფის ბრალდებით კალვენციანოს საპყრობილეში გამოამწყვდიეს. 524 წელს 44 წლის ფილოსოფოსი წამებით მოკლეს.


გამომცემლობა
Carpe diem
ფასი
39
ნანახია
101
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები